2016 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

februaryვერძი

თებერვალში ვერძებმა ყველაფერი დინებას უნდა მიანდონ და მოვლენების განვითარებაში რადიკალური ნაბიჯებით არ ჩაერიონ. მოერიდეთ სიტუაციის ფორსირებას მაშინაც კი, თუ რაღაც ძალიან არ მოგწონთ, დააკვირდით გვერდიდან და დაინახავთ, რომ თანდათანობით ყველაფერი ნორმაში დგება. თებერვალში ვერძის ხელში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოხვდება, ხმები, ჭორები, ახალი ამბები, მოსაზრებები, მაგრამ არ უნდა დაიზაროთ მათი გაფილტვრა და გაანალიზება. ამ თვეში გმართებთ საკუთარ აგრესიულ ბუნებას დაუპირისპირდეთ, თუნდაც ის გამართლებულად გეჩვენებოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გარშემომყოფები ისევ სასიამოვნო ადამიანად მიგიჩნევდნენ. ასევე დაანებეთ თავი ოდესღაც დაშვებული შეცდომების გამო თვითგვემას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შერიგების ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ, შესაძლოა ეს ინიატივა სათანადო ღირსებით არ დაფასდეს.

პირად ცხოვრებაში მოულოდნელი და რთული არჩევანის გაკეთება გელით. მოგიწევთ გადაწყვეტა, ერთ კონკრეტულ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ თუ მასთან რომანი გააბათ. შეიძლება ამ თვეში ახლობელი ადამიანის დახმარებას მთელი თქვენი რომანტიული ურთიერთობები შესწიროთ, მაგრამ ცხოვრება ამ მსხვერპლისთვის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ. თებერვლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ აქტიურად გააბათ ახალი ნაცნობობები და ურთიერთობის აწყობაზეც იფიქროთ. იღბალი თქვენ მხარესაა. დაოჯახებული ვერძებისთვის ეს თვე რთული პერიოდი იქნება. თქვენი ურთიერთობის მთავარი მტერი რუტინაა, ამიტომ ეცადეთ გამონახოთ დრო და მეუღლეს მეტი ყურადღება დაუთმოთ.

სიტუაცია სამსახურშიც საკმაოდ რთული და არამდგრადია. თვის დასაწყისში უამრავი საქმე დაგეყრებათ თავზე და მოგიწევთ თავდაუზოგავად მუშაობა, რომ კონკურენტებმა არ გაჯობონ. სულ არ არის საჭირო, ყველას ერთად ეომოთ, საკმარისია ერთ-ერთ მათგანს მიუჩინოთ ადგილი, დანარჩენები თავად დაიხევენ უკან. თვის ბოლოს ბედი ისევ გაგიღიმებთ და თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შეგიძლიათ, მშვიდად გააგრძელოთ თქვენს კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა. ეცადეთ თებერვალში მხოლოდ იმდენ სამუშაოს მოჰკიდოთ ხელი, რისი შესრულებაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. მოსალოდნელია ფულადი საჩუქრების მიღება.

2016 წლის თებერვალი ვერძებისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება და ეს გავლენას მათ ჯანმრთელობაზეც მოახდენს. ამ პერიოდში თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ამოწურვის პირასაა და ამიტომ ეცადეთ გაძლიერებულად იკვებოთ, მიიღოთ ვიტამინები და მეტი იძინოთ. მნიშვნელოვანია კვების ნორმალური რეჟიმის დაცვაც.

პოზიტიური დღეები: 1, 3, 14, 16, 21, 24.

ნეგატიური დღეები: 4, 6, 10, 12, 20, 23.

კურო

თებერვალში კუროს მიერ დასახული მიზნები სავსებით მიღწევადია, თუმცა არც ისე სწრაფად. გარდა ამისა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სასურველის მიღწევისთვის მთელი თქვენი მომხიბლავობა უნდა გამოიყენოთ. უმთავრესია, ყურები არ ჩამოყაროთ, თუ ყველაფერი მაშინვე არ გამოგივათ. ისეთი ადამიანების მხარდაჭერითაც კი ისარგებლებთ, ვისი იმედიც არასდროს გქონიათ. ეცადეთ, თქვენს იდეებზე ხმამაღლა არ ილაპარაკოთ, რათა მათით სარგებლობა სხვა ადამიანებმა არ მოახერხონ. თქვენი უნარები და ნიჭი დროთა განმავლობაში სათანადოდ დაფასდება.

თქვენს პირად ცხოვრებაში ამ თვეში ნამდვილი ზამთრის სიცივეა, ისევე როგორც ფანჯრებს მიღმა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები დიდი ხანია ჩიხში შევიდა და სასწრაფოდ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქცევებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, დაშორების პირას აღმოჩნდებით. თქვენს ურთიერთობას მოწყენილობა და რუტინა კლავს, ამიტომ ეცადეთ კვლავ დაუბრუნოთ ყოველდღიურობას რომანტიული ელფერი. თუ თქვენი რომანი ახლახანს დაიწყო და თქვენი პარტნიორის გრძნობებში ზუსტად დარწმუნებული არ ხართ, ნუ იჩქარებთ ურთიერთობის ახალ დონეზე გადატანას. კიდევ ერთხელ მიუგდეთ ყური თქვენს შინაგან ხმას.

პროფესიულ ასპარეზზე კურომ მოთმინება უნდა მოიკრიბოს. არ არის შესაფერისი დრო მოვლენების დაჩქარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის. მათ დასასრულებლად, შეიძლება, უბრალოდ ძალები აღარ გეყოთ. თებერვალში თქვენი შრომის ნაყოფიერება დაბალია, ამიტომ მოსალოდნელია, სამსახურში გვიანამდე დარჩენა მოგიხდეთ ხოლმე. ამ დაძაბული შრომის ნაყოფს მხოლოდ თვის ბოლოს მოიმკით. არც თქვენი კოლეგები იბრძვიან, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდონ. მთლიანობაში, თქვენი პრობლემებით ნაკლებად ინტერესდებიან. არც გარემოებები განვითარდება მაინცდამაინც თქვენს სასარგებლოდ და მატერიალური მდგომარეობაც ამ პირობების შესაბამისი გექნებათ. ნუ გააკეთებთ იმპულსურ შენაძენებს, რათა ვალებში არ აღმოჩნდეთ.

თებერვალში ორგანიზმის ნორმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად დალიეთ კალციუმი და მისი პრეპარატები. ამ თვეში თქვენი ჯანმრთელობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ძვლის ქსოვილია. ის შესუსტებულია და მოტეხილობების ალბათობა იმატებს. შეიძლება კბილებთან დაკავშირებით პრობლემებიც შეგექმნათ, მაგრამ თებერვალშივე მათ მოგვარებას ნუ იჩქარებთ.

პოზიტიური დღეები: 1, 5, 7, 16, 20, 25.

ნეგატიური დღეები: 4, 8, 12, 17, 26, 28.

ტყუპები

თებერვალი ტყუპებისთვის ხაზგასმულად აქტიური თვე იქნება. სწორედ ახლა შეძლებენ ისინი გააკეთონ ყველა საქმე, რაც ამა თუ იმ მიზეზით მეორე დღისთვის ჰქონდათ გადადებული. და ძალიან მნიშვნელოვანია ხელიდან არ გაუშვათ ეს ძალიან ბედნიერი თვე, როცა აბსოლუტურად ყველაფერი გამოგდით. თებერვლის ჰოროსკოპი გირჩევთ გარშემომყოფებს დახმარებისთვის მოურიდებლად მიმართოთ, თუმცა ამისთვის მათთან ურთიერთგაგების მიღწევა გჭირდებათ. ზოგიერთ ამბიციაზე უარიც კი უნდა თქვათ, რათა სიტუაციას სწორად მოერგოთ. ამ პერიოდში დამატებითი ცოდნა დაგჭირდებათ, ასე რომ, მეტი ისწავლეთ. მართალია ამისთვის თქვენი თავისუფალი დროის დათმობა მოგიხდებათ, მაგრამ სამაგიეროდ ახლა მიღებული ცოდნა ძალიან წაგადგებათ მომავალში.

თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები თებერვალში მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუ გინდათ, ისინი მშვიდი და სიხარულით აღსავსე იყოს – მოიქეცით ძალდაუტანებლად და ისტერიკების გარეშე, თუ  კონფლიქტურ სიტუაციებს თავს არ აარიდებთ, მუდმივად ჩხუბის რეჟიმში აღმოჩნდებით. თუ თქვენი პარტნიორი თქვენთვის ძვირფასია, ეცადეთ მას მეტი დრო დაუთმოთ. თქვენი ძალისხმევა უპასუხოდ არ დარჩება. ყველაზე მთავარია, თქვენი საყვარელი ადამიანის გემოვნება და ჩვევები კარგად იცოდეთ, რათა თქვენ მიერ მოწყობილი სიურპრიზები ნამდვილად ახარებდეს.

ტყუპების პროფესიულ ცხოვრებაში სრული იდილიაა. იღბალი თქვენს მხარესაა და უამრავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ თქვენი იდეები განახორციელოთ. ყველაფერი რიგზეა, მთავარია საქმიანი ნაბიჯების გადადგმა დროში არ გაწელოთ, თორემ თვის ბოლოს ბედი ზურგს გაქცევთ. ეცადეთ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ გუნდთან და საქმიან პარტნიორებთან. წარმატების მისაღწევად მათი თანადგომა დაგჭირდებათ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა ამ თვეში დამაკმაყოფილებელია. ინარჩუნებს სტაბილურობას და დამატებითი შემოსავლების სახით ზრდის პერსპექტივაც აქვს. თვის ბოლოს შეგიძლიათ თავს ისეთი ნივთების შეძენის უფლება მისცეთ, რასაც დიდი ხანია ათვალიერებდით და ყიდვის გადაწყვეტილებას ვერ იღებდით.

ამ თვეში შეიძლება ჯანმრთელობამ გიღალატოთ, ამიტომაც თებერვლის დასაწყისიდანვე პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყეთ. კარგი იქნება, თუ სრულ გამოკვლევას ჩაიტარებთ. ეცადეთ ტბილეულის და ცხიმიანი საკვების რაოდენობა შეამციროთ.

პოზიტიური დღეები: 3, 5, 16, 21, 24, 28.

ნეგატიური დღეები: 4, 7, 8, 17, 19, 26.

კირჩხიბი

თებერვალში კირჩხიბებს საკუთარი ცხოვრების შეცვლის რეალური პერსპექტივა გაუჩნდებათ. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამის მისაღწევად უზომო ძალისხმევის გაღება მოგიწევთ და უღრუბლო ცხოვრების იმედი არ უნდა გქონდეთ. თებერვალში ძალიან სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მართალია ამ თვეში თქვენი ბევრი სურვილი ასრულდება, მაგრამ მაინც არ უნდა მოეშვათ, რადგან ეს არ არის ყველაფერი.

თებერვალი ასევე ძალიან წარმატებული თვე იქნება კირჩხიბის პირადი ცხოვრებისთვის. შეგიძლიათ არაფრის გეშინოდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაღაც შეცდომები დაუშვით. თქვენი ურთიერთობები ვნებიანი და მხურვალე იქნება. იმისთვის, რომ ურთიერთობებმა სიახლე და მომხიბლავობა შეინარჩუნოს, უნდა იზრუნოთ, რომ ისინი რუტინაში არ გადაიზარდოს. თუმცა ყველა ექსპერიმენტს პოზიტიური შედეგი არ ექნება, ამიტომაც ფრთხილად იყავით. დაოჯახებული კირჩხიბები თებერვლის თვეს ოჯახურ ატმოსფეროში და სახლის საქმეებზე ზრუნვაში გაატარებენ. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ბავშვებს.

ამ თვეში კირჩხიბს პრაქტიკულად ყველაფერი გამოუვა, ამიტომ პროფესიულ ასპარეზზე არსებით წინსვლას შეგიძლიათ ელოდოთ. ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას და პროფესიონალიზმს სათანადოდ დააფასებს. ეს ძალიან კარგი დროა ახალი პროექტების ჩასაშვებად. ისინი აუცილებლად წარმატებით დასრულდება. შეიძლება მცირე უთანხმოება წარმოიშვას გუნდის შიგნით, განსაკუთრებით თვის დასაწყისში, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, უფრო მეტიც, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლების მიღებაც.

საკუთარი ჯანმრთელობისადმი ზედმეტად ეჭვიანმა დამოკიდებულებამ კირჩხიბი შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოს. თავის ოდნავ ატკივება არ ნიშნავს, რომ განუკურნებელი სენი შეგეყარათ. თებერვალში ვარსკვლავები გირჩევენ, პოზიტიურად განეწყოთ და არაფერზე ინერვიულოთ. კირჩხიბებს, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ, სიფრთხილე და ზედმეტი გადატვირთვის თავიდან არიდება მართებთ.

პოზიტიური დღეები:  2, 5, 11, 15, 16, 24.

ნეგატიური დღეები: 4, 8, 13, 19, 25, 28.

ლომი

თებერვალში ლომები ცოტა დაბნეულები და უყურადღებოები იქნებიან, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებისთვის ცოტა უჩვეულოა. სწორედ ამიტომ ხშირად შეიძლება ვერ გაიგოთ, რას გეუბნებათ მოსაუბრე და არასწორი დასკვნები გააკეთოთ. ამის გამო თებერვლის თვეში კამათებსა და დისკუსიებს თავი უნდა აარიდოთ. ეცადეთ საეჭვო წინადადებებს ფრთხილად მოეკიდოთ, რათა არ დაზარალდეთ. კარგი დროა საკუთარ მომავალზე დასაფიქრებლად და გეგმების დასაწყობად.

ამ წლის თებერვალში პირად ურთიერთობებში ვარსკვლავები ლომებს უშუალობისა და სიმსუბუქის გამოჩენას ურჩევენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რომანი ახალი დაწყებულია. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ახლა შეიძლება დაუშვათ, თქვენი მძიმე ხასიათისთვის გასაქანის მიცემაა. არ ღირს თქვენი ლომური შტრიხების გამოჩენა, უხეშობა ან პარტნიორის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა. თუმცა შეყვარებული ლომები ისედაც მათთვის უჩვეულო სიკეთესა და დამყოლობას იჩენენ. ამ პერიოდში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების შექმნა მშობლებთან, განსაკუთრებით მამასთან.

თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. და ძირითადად ეს საქმით გადატვირთვაში გამოიხატება. ეცადეთ, თავი ძალიან არ დაიტვირთოთ და არც სხვისი მოვალეობები შეითავსოთ ნებაყოფლობით. დაწინაურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, შეიძლება კონფლიქტური სიტუაციაც კი შეგექმნათ, რადგან ერთ-ერთმა კოლეგამ თქვენი პროფესიული კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენოს. შეინარჩუნეთ გულგრილობა, რადგან ახლა არ არის დრო, როცა სამართლიანობის დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლოთ. არც თქვენი მატერიალური მდგომარეობა გახარებთ მაინცდამაინც. შემოსავლები არც იმატებს და არც მთლად სტაბილურია.

თებერვლის თვეში სახსრებთან დაკავშირებული დაავადებები შეიძლება გააქტიურდეს. თუმცა შეგიძლიათ ბოლომდე დაეყრდნოთ თქვენი ორგანიზმის სიძლიერეს. ის საკმაოდ მძლავრია, რათა ამ ავადმყოფობებს აჯობოს და ამიტომ მედიკამენტების მიღებას ნუ მიეძალებით. თქვენს ჯანმრთელობას არატრადიციული ან ხალხური მედიცინის მეთოდებით მიხედეთ და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.

პოზიტიური დღეები: 1, 7, 14, 16, 21, 28.

ნეგატიური დღეები: 4, 5, 11, 18, 25, 27.

ქალწული

თებერვალში  ვარსკვლავები ქალწულებს სხვათა რჩევებისთვის ყურის დაგდებას ურჩევენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რჩევას არც ისე ახლობელი ადამიანი გაძლევთ. ეს თქვენთვის სარგებლის მომტანი შეიძლება გამოდგეს. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კი მხოლოდ ნდობით აღჭურვილ ადამიანებს უნდა დაეყრდნოთ. მენეჯერმა ქალწულებმა თებერვალში ძალიან ბევრი უნდა იფიქრონ, სანამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოგზაურობა ან საქმიანი მივლინება, რომელშიც მარტო გამგზავრება არ მოგიწევთ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი თანაბრად და მშვიდობიანადაა. თუ მოინდომებთ, ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე მოისმენთ ზუსტ პასუხს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ თვეში საკმარისია თქვენს პარტნიორს  უბრალოდ კითხოთ და იგი მონდომებულად გაგიფანტავთ ყველა ეჭვს. ნუ მოეკიდებით მოსმენილს უნდობლობით, ის სრულ სიმართლეს ყვება, თუნდაც თქვენ დაჯერება არ გინდოდეთ. თებერვალში მარტოხელა ქალწულებს ახალი შეხვედრების, ნაცნობების გაჩენისა და რომანის გაჩაღების შანსი ეძლევათ. თუმცა ამ სიახლეებზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. თქვენი ბედისწერა ჯერ კიდევ სადღაც დაბოდიალებს და სანამ ის გამოჩნდება, შეგიძლიათ დრო კარგად გაატაროთ და მარტოობაში და მოწყენილი არ იყოთ. დაქორწინებულ ქალწულებს კი ურთიერთობაში სრული სიმშვიდე და სტაბილურობა აქვთ და ეს სავსებით აკმაყოფილებთ.

კონფლიქტებს სამსახურშიც მაქსიმალურად უნდა ერიდოთ. ეცადეთ თქვენი ქცევა შეცვალოთ და აგრესიას და სხვა უარყოფითი ემოციების გამოხატვას მოერიდოთ, ამ შემთხვევაში კოლეგებთან და პარტნიორებთან თანხმობას იოლად მიაღწევთ. თუ ხელმძღვანელობამ ამ დროისთვის თქვენი შესაძლებლობები კარგად შეაფასა, თებერვლის თვეში შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენტებთან სერიოზული ბრძოლა გელით, შესაძლოა ძველმა პრობლემებმაც იჩინოს თავი.

თქვენი ჯანმრთელობა თებერვლის თვეში მთლიანად თქვენს ხელშია. უნდა ერიდოთ გაციებას, რადგან უბრალო სურდოც კი შეიძლება ბრონქიტში გადაგეზარდოთ. თუ საეჭვო სიმპტომებს შენიშნავთ, მაშინვე ექიმთან წადით. ამ თვეში სახსრების პრობლემებიც შეიძლება გააქტიურდეს, ასევე სხვადასხვა სახის კანის დაავადებები. მეტი დაისვენეთ და სწორად იკვებეთ.

პოზიტიური დღეები: 3, 5, 14, 18, 21, 24.

ნეგატიური დღეები: 4, 8, 17, 20, 23, 28.

სასწორი

თებერვალი სასწორებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების თვე იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სწორედ ახლა მოგიწევთ საბოლოოდ გაერკვიოთ, თუ რა გინდათ. მთავარია, არჩეული პოზიციიდან არ გადაუხვიოთ და გადაწყვეტილებები ყოველდღე არ ცვალოთ. მართალია, დაუსრულებელი მერყეობა სასწორების ბუნებაა, მაგრამ ამ თვეში ამის გამო შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვეთ.

პირად ცხოვრებაში სასწორები ნამდვილ მეფეებად იგრძნობენ თავს. თქვენ ყველგან საყოველთაო აღფრთვანებას იმსახურებთ, რაც თვითრწმენასაც აგიმაღლებთ. შეიძლება ზოგჯერ მოგეჩვენოთ, რომ დედამიწა თქვენ ირგვლივ ტრიალებს. სასწორები თებერვალში საწინააღმდეგო სქესისთვის ნამდვილ მაგნიტებად იქცევიან. ყურადღებით იყავით, ამის გამო შეიძლება პარტნიორს ეჭვიანობის საბაბი მიეცეს, რაც თქვენს ურთიერთობაზე კარგად სულაც არ იმოქმედებს. მარტოხელა სასწორებს მარტო დარჩენა აღარ ემუქრებათ. დაქორწინებულ ან დიდი ხნის მყარ ურთიერთობაში მყოფ სასწორებს კი მართებთ ზრუნვა, რომ აუცილებლად მშობლებისგან მოშორებით იცხოვრონ, რადგან მათი მხრიდან წყვილის ურთიერთობაში ჩარევის საფრთხე არსებობს.

ფინანსებსა და კარიერაში კი სხვადასხვა ვარიანტებია მოსალოდნელი. ნუ დანაღვლიანდებით, თუ თქვენი პროექტები გარშემომყოფებთა სიმპატიას ვერ დაიმსახურებს ან წარუმატებელი იქნება. ყველაფერი გამოსწორებადია და თავადვე შეძლებთ მათ სწორ გზაზე დაყენებას. გარდა ამისა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თებერვალი შეუფერებელი თვეა სამსახურის გამოსაცვლელად. ასეთი კარდინალური გადაწყვეტილება ამ პერიოდში არჩეული გზიდან გადახვევის ტოლფასი იქნება. თუმცა ეს არ ეხება სიტუაციას, როცა ძველ სამსახურში დაბრუნებას გთავაზობენ, თუ რა თქმა უნდა, პირობები გაუმჯობესებული დაგხვდებათ.

თებერვალში ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ გაციებასა და გრიპს ძნელად გადაურჩებით. თუ თვის დასაწყისშივე გაცივდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა ავადმყოფობა არ გაგირთულდეთ. მთლიანობაში, მკურნალობა სტანდარტული იქნება. პროფილაქტიკისთვის მიიღეთ ვიტამინები და იმუნიტეტს მიხედეთ.

პოზიტიური დღეები: 1, 7, 11, 16, 24, 28.

ნეგატიური დღეები: 5, 8, 13, 18, 19, 26.

მორიელი

თებერვალში მორიელები მათთვის უჩვეულო დამთმობ ხასიათს გამოამჟღავნებენ. ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად რთულ, მრავალსვლიან კომბინაციებს მიმართავენ, რაც მათ მომავალზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ამ ნიშნის წარმომადგენლები მთლიანობაში მათთვის უცხო, უჩვეულო ქცევებს ამჟღავნებენ, რაც შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ მორიელებმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერონ, რა რეალობაში უწევთ ცხოვრება, მოსწონთ მათ ეს თუ არა.

თებერვალში მარტოხელა მორიელი შეიძლება მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანი, რომელიც მომავალში ყურებამდე შეგიყვარდებათ, პირველი ნახვისას თქვენზე უსიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს. ყოველ შემთხვევაში, პირველ ხანებში არაფერი მიგანიშნებთ, რომ ეს სწორედ ის არის. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მორიელებს მეორე მხრიდან ასეთივე მძაფრი გრძნობების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ თუ რაიმე ისეთს გააკეთებთ, რაც თქვენს პარტნიორს გაანაწყენებს, მასთან ურთიერთობის აღდგენის იმედი შეგიძლიათ დაივიწყოთ. ამიტომაც ურთიერთობებში მეტი სიფრთხილისა და მოქნილობის გამოჩენა გმართებთ.

ფინანსურ ასპარეზზე მორიელებს სრული არეულობა აქვთ, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარ ბიზნესს ფლობს და არანაკლებ ეხება ეს დაქირავებულ მუშაკებსაც. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი თქვენი ყურადღება და კონცენტრირების უნარი უნდა მოიკრიბოთ. თუმცა ფორტუნა თებერვალში უჩვეულო ინტუიციას გჩუქნით, რასაც თამამად შეგიძლიათ დაეყრდნოთ. უბრალოდ იგრძნობთ იმ უსიამოვნებებს, რაც თქვენი ამა თუ იმ ნაბიჯის მიღმა იმალება. ახალი პროექტების ჩაშვება ამ თვეში რეკომენდებული არ არის.

თქვენს ჯანმრთელობას ამ პერიოდში მხოლოდ მსუბუქი გაციება შეიძლება ემუქრებოდეს, რაც ყელიდან დაიწყება. პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინები და ასევე აღდგენითი მასაჟებიც ჩაიტაროთ. აქტიური სპორტისთვის ცოტა რთული თვეა, გაუფრთხილდით კუნთებს.

პოზიტიური დღეები: 2, 3, 7, 14, 16, 24.

ნეგატიური დღეები: 4, 6, 17, 20, 25, 28.

მშვილდოსანი

თებერვალში მშვილდოსნებმა გარე დამკვირვებლის როლი უნდა მოირგონ და მიმდინარე მოვლენებში მაქსიმალურად არ ჩაერიონ. დადებით შედეგებამდე თქვენი აქტიურობა მაინც ვერ მიგიყვანთ, სიტუაციის არევას კი იოლად მოახერხებთ. თებერვალი მშვენიერი დროა აკეთოთ საქმე, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ, მაგალითად თქვენს ჰობის მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, ისეთი ნიჭიც კი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, რაც ჰობის შემოსავლიან პროფესიად აქცევს.

პირადი ცხოვრება ამ პერიოდში საკმაოდ არამდგრადი იქნება. მშვილდოსნებმა უნდა იცოდნენ, რომ ახლა ცუდი დროა სიტუაციის გარკვევის საცდელად, თუმცა ამის გამო უკან დახევა მაინც არ ღირს. ყველაფერი მალე ჩადგება სწორ, სათქვენო კალაპოტში. თვის მეორე ნახევარი მდიდარი იქნება ახალი ნაცნობებით, თუმცა ეცადეთ მოვლენები არ დააჩქაროთ და თქვენს ცხოვრებაში ახლად გამოჩენილ ადამიანს თავი არ მოაბეზროთ. უბრალოდ, დატკბით რომანტიკით. რეკომენდებული არ არის სხვების რჩევების ყურის დაგდება, რადგან ყველა მრჩეველი თქვენდამი დადებითად და გულწრფელად განწყობილი შეიძლება არც იყოს. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და ინტუიციას.

თუნდაც არ გაკმაყოფილებდეთ თქვენი როლი პროფესიულ ასპარეზზე, თებერვალი შეუფერებელი დროა ამ როლის შეცვლის მცდელობისთვის. თუ სამსახურს ეძებთ, სამწუხაროდ, ამ თვეში მოსაწონს ვერაფერს იპოვით. ის ან იმედგაცრუებას მოგიტანთ ან თქვენთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდება. თუმცა დრო მაინც არ უნდა დაკარგოთ და საკუთარი თავის პროფესიულ განვითარებას მიხედოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიაქციოთ კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან თუ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. ეცადეთ მასქიმალურად ერიდოთ არაკორექტულ საუბარს. ბიზნესმენ მშვილდოსნებს, განსაკუთრებით თუ ეს ბიზნესი ოჯახურია, თებერვალში დიდი მოგება ელით.

თებერვალში თავი შეიძლება სუსტად იგრძნოთ, ეს ძველ ტრავმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. თვითმკურნალობას ნუ მიმართავთ და ნურც აბებს გადაყლაპავთ უზომოდ, ამან დაავადება შეიძლება უფრო გაგირთულოთ. მიმართეთ პროფესიონალ ექიმს.

პოზიტიური დღეები: 3, 6, 14, 21, 24, 28.

ნეგატიური დღეები: 4, 8, 13, 20, 26, 27.

თხის რქა

თებერვალი თხის რქებისთვის ინფორმაციის მიღების პერიოდია, რაც მათ თვალსაწიერს გააფართოვებს და სიახლეს შესძენს, შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრებაც შეცვალოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ თვეში ყველა მოვლენა, რაც თქვენს თავს ტრიალებს, მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ამიტომ ნუ ეცდებით რომელიმე კონკრეტულ მოვლენაზე 100%-ით კონცენტრირდეთ და დანარჩენები უყურადღებოდ დატოვოთ. თუ თებერვლის დასაწყისში ამ მოვლენათა კავშირი თვალთახედვიდან გამოგრჩათ, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ.

თხის რქების პირად ცხოვრებაში შეიძლება ურთიერთგაგების მომენტი დაიკარგოს. ამაში დამნაშავე თქვენი უზომო სიჯიუტეა. თუ განუხრელად დაიცავთ თქვენს თვალსაზრისს და არაფერს დათმობთ, შეიძლება ღრმა კონფლიქტამდე მიხვიდეთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩარიოთ უცხო ადამიანები თქვენი და თქვენი პარტნიორის კამათში, როგორ მოკავშირებაადაც უნდა გესახებოდეთ ისინი. ეს ყველაფერს კიდევ უფრო გაართულებს. პრინციპში, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და თუ რაიმე არ მოგწონთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. თებერვალი შესანიშნავი დროა, დაამტკიცოთ თქვენი შეუცვლელობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ახალი იდეები და პროექტები გაჩნდება და პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ, რა აუდიტორიას მოაწონოთ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვარსკვლავები გირჩევენ ამ პერიოდში ხელი არ მოკიდოთ საქმეს, რომელთაც კონკრეტული მიზანი არ აქვს. კარგად გათვალეთ და გაზომეთ ყველა წვრილმანი, ვიდრე საქმეს წამოიწყებთ. თებერვალში თქვენი სამუშაო პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. რასაკვირველია, ეს შრომის შედეგზეც მეტად პოზიტიურ გავლენას მოახდენს და ჯაჭვური რეაქციით, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც.

თხის რქების ჯიუტობა, რომელიც ამ პერიოდში პიკს აღწევს, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც იჩენს თავს. ავად გახდომის შემთხვევაშიც კი თხის რქა ყურს არ უგდებს ექიმის რჩევებს და დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ გულსისხლძარღვთა სისტემას და სისხლში ქოლესტერინის დონეს.

პოზიტიური დღეები: 4, 12, 16, 20, 23, 27.

ნეგატიური დღეები:  2, 3, 11, 15, 21, 24.

მერწყული

თებერვალში მერწყულები შეიძლება რთულ და მათთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ გარემოებას უბრალოდ ყურადღებაც არ მიაქციოთ. ყველაფერი იყოს ისე, როგორც არის. ნუ ჩაიციკლებით. ეს დროებითი სიტუაციაა, მალე დასრულდება და სრულიად ლოგიკურიც არის, თუნდაც ამ მომენტში ის არ გესმოდეთ. თებერვალი პოზიტიურ ცვლილებებს არ გპირდებათ. ის, რაც ჩაიფიქრეთ, გარშემომყოფებისთვის გაუგებარია, ისინი თქვენს მოსაზრებებს უკუღმა გადათარგმნიან. გარდა ამისა, შეიძლება მოულოდნელად წააწყდეთ აქამდე თქვენი მომხრეებისგან ღალატის ფაქტებს. სწორედ ეს ადამიანები არიან თქვენი უსიამოვნებების წყარო ამ თვეში.

2016 წლის თებერვალი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში სიცხადეს შეიტანს. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაარკვიოთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა, საკუთარი თავისთვის მოულოდნელადაც გაიცნოთ თქვენი პარტნიორის რაღაც მისწრაფება, რომელიც ძალიან მოგეწონებათ და მის თავს კიდევ უფრო შეგაყვარებთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შეძლებენ გააბან ახალი რომანი, რომელიც შეიძლება ძალიან სასიამოვნო ემოციების მომტანი აღმოჩნდეს ორივე მხარისთვის. ამ პერიოდში მოსალოდნელია კონფლიქტის დაწყება მშობლებთან. მათ გადარწმუნებას ვერ მოახერხებთ, ამიტომაც ეცადეთ ნაკლებად გააცნოთ თქვენი გეგმები და არც მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თებერვალი პროფესიულ ასპარეზზეც საკმაოდ მძიმე თვე იქნება. მერწყულს საკმაოდ ბევრი არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მაგრამ მაინც მოუწევს, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში, ამას სხვები გააკეთებენ და თქვენ უბრალოდ სიტუაციასთან შეგუება მოგიხდებათ. დაგაწვებათ ბევრი ისეთი მოვალეობა, რომელიც თქვენს საკუთარ ინტერესებს ეწინააღმდეგება. აჯობებს, თუ ამ პერიოდში თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდებით და მხოლოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დათანხმდებით. ამ პერიოდში უპირატესობა მატერიალური მოგების მომტან საქმეებს უნდა მიანიჭოთ. 15 თებერვლის მერე მიღებული წინადადებები ძალიან პერსპექტიული აღმოჩნდება.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამ თვეში განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეთ ძვლებს, რადგან ისინი დასუსტებულია. მიიღეთ მეტი რძის პროდუქტი და კალიუმი რაიმე სახით. ასევე მოსალოდნელია მარილების დაგროვებასთან დაკავშირებული ტკივილების გამძაფრება. თავი შეიკავეთ მაქსიმალურად ყავის და მაგარი ჩაის მიღებისგან. სვით ბევრი წყალი.

პოზიტიური დღეები: 8, 12, 17, 20, 22, 26.

ნეგატიური დღეები: 1, 3, 15, 16, 18, 24.

თევზები

თებერვალი თევზებისთვის ძალიან პოზიტიური თვე იქნება. ისინი ყველა წამოწყებას წარმატებით განავითარებენ და ბოლომდეც მიიყვანენ. თევზებისთვის ამ თვეში სიტუაციისადმი ჯანსაღი მიდგომაა რეკომენდებული. ნუ შეგეშინებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, ნუ შეეცდებით მათ სხვების მხრებზე გადაკისრებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიზნესს ერთობლივად უძღვებით. თქვენ გარდა, არავის ძალუძს ახლა საუკეთესოდ გაერკვეს სიტუაციაში, ამიტომ საქმე ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ხარჯზე უნდა მიიყვანოთ.

თქვენი პირადი ცხოვრება ამ თვეში მოვლენებით მაინცდამაინც დატვირთული არ იქნება, თუმცა სწორედ ახლა აბეზარი თაყვანისმცემლების შემოსევა გექნებათ. ამ პერიოდში მათ თავიდან მოშორებას ვერ მოახერხებთ და უბრალოდ, მშვიდად გაუკეთეთ იგნორირება. ნურც საღი გონების მოკრებისკენ მოუწოდებთ, ეცადეთ სიტუაციას იუმორით შეხედოთ. თავად თქვენც ნუ ეცდებით, ვინმე ახალი ადამიანი გაიცნოთ და ურთიერთობა გააბათ, ეს კარგს არაფერს მოიტანს და მხოლოდ სირთულეების და პრობლემების წყარო აღმოჩნდება.

პროფესიულ ასპარეზზეც ყველაფერი კარგადაა. თქვენი უშუალო ხელმძღვანელი ყველაფერში მხარს გიჭერთ. შეიძლება თქვენი კომპანიის ღირსების დაცვის საქმეში აღმოჩნდეთ ჩართული და ეს სიტუაცია თქვენს სამომავლო კარიერულ ზრდას მხოლოდ წაადგება. ამ პერიოდში თქვენი მხრიდან ნებისმიერი აქტიურობა დაჯილდოვდება. შეგიძლიათ, ის ვალდებულებებიც შეასრულოთ, რაც პირადად არ გაკისრიათ, ასე თქვენს კონკურენტებს საპატიო მანძილზე მოიტოვებთ უკან. ამ პერიოდში ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის პოზიტიური იქნება, ამიტომაც სერიოზულ ამოცანებთან შეჭიდების ნუ შეგეშინდებათ. სწორედ ახლა შეგიძლიათ საძირკველი ჩაუყაროთ მთელ თქვენს მომავალსა და კარიერას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას პესიმისტებს, ვისაც თქვენს წარმატებაში ეჭვი ეპარება.

თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ამ პერიოდში ძალიან კარგ ინფორმაციას შეიტყობთ. მაგალითად, შეიძლება მოინახოს იმ დაავადების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ბავშვობიდანვე გაწუხებთ და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ამ თვეში ეცადეთ ნაკლებად დატვირთოთ თქვენი ღვიძლი, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი სტილი და მცირედი დიეტაც.

პოზიტიური დღეები: 2, 9, 16, 22, 24, 28.

ნეგატიური დღეები: 4, 8, 13, 18, 19, 25.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე