აღმოსავლური ჰოროსკოპი 2016 – რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს წითელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში

ჩინურიაღმოსავლური, ჩინური ჰოროსკოპი კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული შტოა. ეს ქვეყანა ხანგრძლივად იყო იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან, რის გამოც აქ ჩამოყალიბდა საკუთარი, უნიკალური მსოფლმხედველობითი თეზისები, რომელიც ერთდროულად გავს კიდეც და კარდინალურადაც განსხვავდება ევროპული მიდგომისგან.

ჩინური ასტროლოგიის ძირითადი თეზისია 12 ცხოველის პროეცირება არა თვეებზე, როგორც ევროპულ ასტროლოგიაში, არამედ წლებზე. მათ საკუთარი მოწესრიგებული სისტემა აქვთ და ყოველ ნიშანს თავისი წელიწადი ეკუთვნის.

მათი მიმდევრობა ასეთია: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ტახი. ჰოროსკოპში ცხოველების გაჩენის ისტორია ორი თეორიული ლეგენდით იხსნება. ერთის მიხედვით, 12 ნიშნის შექმნა თავად ბუდას მიეწერება, მეორე ვერსიით კი ჩვ.წ.აღ.-მდე მესამე ათასწლეულში მცხოვრებ ნახევრადმითიურ ყვითელ იმპერატორს. ჩინელს ხალხს ბუდასთან დაკავშირებული ლეგენდის უფრო სჯერა. ლეგენდა გვიამბობს, რომ მან სტუმრად მოიწვია ცხოველთა სამეფოს ყველა წარმომადგენელი, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო მხოლოდ 12 მათგანი გამოცხადდა. და ერთგულებისთვის მადლიერების ნიშნად ბუდამ თითოეულს საკუთარი წელიწადი აჩუქა. ამრიგად თითოეული ციკლის ხანგრძლივობა 12 წელია.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ვირთხა

ვირთხებისთვის 2016 წელი გარდამტეხი იქნება. ამ ნიშნის ძლიერი წარმომადგენლები მთელი თავიანთი პოტენციალის გამომჟღავნებას შეძლებენ და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში წინ წავლენ. ვირთხა საკმაოდ ძლიერი ნიშანია და იოლად შეძლებს გადალახოს მისდამი არც ისე მეგობრულად განწყობილი მაიმუნის  „მოწყობილი“ სირთულეები. ვირთხა არათუ წარმატებებს მიაღწევს, არამედ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც მოახერხებს

2016 წელს ვირთხებმა განსაკუთრებული ყურადღება გარშემომყოფებთან ურთიერთობას უნდა დაუთმონ. მათი მოუთმენლობა და სიხისტე ხშირად მათ წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს და მთელ მიღწეულ შედეგებს წყალში უყრის. თუ ისწავლით მოთმინებას, მშვიდად დაცდას და ურთიერთობის უფრო რბილ ფორმებსაც დაეუფლებით, ყველაფერი გამოსწორდება. განსაკუთრებული კომუნიკაბელობა გაზაფხულზე დაგჭირდებათ. ზაფხულში საქმეებში მცირე ჩავარდნების გამო შეიძლება გაღიზიანება დაგეუფლოთ, მაგრამ იცოდეთ, ეს დროებითი მოვლენაა. ფულთან მიმართებაში წარმატებულები იქნებიან ვირთხები, რომელთა საქმიანობის სფეროც ადამიანებთან ურთიერთობასთან კავშირში არ არის, რადგან კომუნიკაბელურობა ვირთხების სუსტი წერტილია.

2016 წელს ვირთხა რაც ადრე გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას , მით უფრო ხანგრძლივი და წარმატებული იქნება ის. პრინციპში, ვირთხები თავიანთი სიკერპით ნებისმიერ დროს ახერხებენ სასურველის მიღწევას საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, თუმცა თუ ნაცნობობა წლის მეორე ნახევარში დაიწყება, ცოტა მეტად გაუჭირდებათ. დაოჯახებული ვირთხებისთვის ოჯახი მტკიცე დასაყრდენი გახდება, და მართალია, ხანდახან ფეხის ბაკუნიც მოუწევთ, მაგრამ ასეთი განწყობა მალე გაუვლით ხოლმე და კვლავ თბილი და რომანტიული ხასიათი დაეუფლებათ.

ქრონიკული ავადმყოფობებით დაავადებული ვირთხები მდგომარეობის დამძიმებას ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში იგრძნობენ და სიტუაციამ შეიძლება ოპერაციაც კი მოითხოვოს. გაზაფხულის შუა პერიოდში ვირთხები კვლავ ფორმაში ჩადგებიან და ზაფხულში თავს შესანიშნავად იგრძნობენ, თუმცა შედარებით ჯანმრთელ ვირთხებსაც კი ვარჯიშითა და სპორტით ბოროტად სარგებლობას არ ვურჩევთ.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ხარი

2016 წელიწადი მოვლენებით ზედმეტად გადატვირთული იქნება. ეს წელი უამრავი ახალი შეხვედრითა და ნაცნობობით დაგამახსოვრდებათ. ხარები ძალიან აქტიურები იქნებიან, თავშეკავების გამოჩენაც გაუჭირდებათ, რაც ზედმეტ დაძაბულობასთან იქნება დაკავშირებული. ხარის წელს დაბადებულთაგან მომგებიან მდგომარეობაში მხოლოდ მეტი მოქნილობისა და ოპტიმიზმის მქონეები აღმოჩნდებიან. ხარები ყველა დასახული მიზნის მიღწევას შეძლებენ, ენერგიის მარაგი მათ საკმაოზე მეტი აქვთ. მთავარია, ხელიდან არ გაუშვან შანსები, რომლებიც იშვიათად და მეტად მცირე ხნით გამოჩნდება მათ ჰორიზონტზე.

ბიზნესმენი, კომერსანტი და შემოქმედებითი პროფესიის, რეჟისორი, მხატვარი, სკულპტორი ხარებისთვის 2016 წელიწადი ზეწარმატებული გამოდგება. განსაკუთრებული აქცენტი ამ წელს ინტუიციაზე უნდა გააკეთოთ, ის იშვიათად გიღალატებთ. ბევრი მიზანი ვირთხებისთვის საკმაოდ იოლად მისაღწევი აღმოჩნდება. ზაფხულ-შემოდგომის პერიოდი იქნება ყველაზე პროდუქტიული და შეგექმნებათ შეგრძნება, რომ შეიძლება ცოტა ხნით საქმე ბედის ანაბარა მიატოვოთ. მაგრამ აქ იმედგაცრუება გელით – კონტროლის მოკლება პრობლემებს გამოიწვევს. ისინი ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ხარები მთელი ძალით და რაც შეიძლება სწრაფად არ შეუდგებიან მოქმედებას.

2016 წლის პირველი ნახევარი არაერთგვაროვანი იქნება, ერთმანეთს შავი და თეთრი პერიოდები ჩაენაცვლება. სინაზის შემოტევას გაღიზიანება და ეჭვიანობა შეიძლება ახლდეს, რომელიც ბოლოს, წლის დასასრულს, რომანტიული განწყობით შეიცვლება. თუ წლის პირველ ნახევარში განშორებებისა და განქორწინებების ალბათობა არსებობს, ივნისიდან ხარები თავის ჩვეულ ამპლუაში იქნებიან და არავის მოხიბვლა არ გაუჭირდებათ. საბედისწერო შეხვედრები მათ აგვისტოსა და სექტემბერში ელით.

ხარების ჯანმრთელობა მთელი 2016 წლის განმავლობაში ლამის იდეალური იქნება, რადგან მათ წინა წლის ენერგია კიდევ შემორჩენილი აქვთ. ხარი ცხოვრების მძიმე რიტმის გაძლებასაც იოლად შეძლებს. მთავარია, აკურატულად მოიქცნენ ალკოჰოლთან და ცხიმიან საჭმელთან მიმართებაში, საწინააღმდეგო შემთხვევაში, მძიმე შედეგებს ვერ აცდებიან.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ვეფხვი

2016 წელი ვეფხვებისთვის წარმატებული, დინამიური და პერსპექტიული იქნება. თუნდაც წლის განმავლობაში გარდამტეხი არაფერი მოხდეს, წლის ბოლოს ვეფხვი მაინც ზრდას დააფიქსირებს. წელს მაიმუნი ვეფხვს ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს, ამიტომაც მას შეუძლია მშვიდად და თანაბარი ნაბიჯებით იაროს დასახული მიზნისკენ.

ფრთხილი და წინდახედული ვეფხვი წარმატებას ძალიან სწრაფად მიაღწევს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ძალები და შესაძლებლობები თანაბრად გქონდეთ შეფასებული, რათა ზედმეტი მადის გამო ყველაფერი წყალში არ ჩაგეყაროთ. მაიმუნი, წლის მბრძანებელი, 2016 წელს ვეფხვს მფარველობს და ეხმარება, რაც სარფიანი გარიგებებისა და სტაბილური შემოსავლების მომტანი ახალი კონტაქტების დამყარებაში გამოიხატება. პრობლემები ვეფხვებს არც ფულთან ექნებათ, რადგან ისედაც რაციონალური, წელს კი წარმატებული ვეფხვი იოლად შეძლებს კარგი შემოსავლის უზრუნველყოფას.

2016 წელს სიყვარული ვეფხვისთვის შეიძლება ის მუხრუჭი აღმოჩნდეს, რომელიც ქვემოთ ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს. თუმცა ვეფხვი თავად არ ეძებს სიყვარულს და მხოლოდ მცირე სექსუალური თავგადასავლებითა და რომანებით შემოიფარგლება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის მოძებნა და ერთის გამო საქმიანობის მეორე სფეროს მიტოვებაზე უარის თქმა. სასიყვარულო ურთიერთობების პიკი ვეფხვებს ივლისსა და აგვისტოში ექნებათ.

თუ ყველაფერს  მიედ-მოედებით, ეცდებით, რომ საქმიანობის ყველა სფეროში პირველი იყოთ, ამან ყველაზე მტკიცე ჯანმრთელობაც შეიძლება შეარყიოს. ეს გამოიხატება მუდმივ სისუსტესა და გადაღლილობაში, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად დაიჩივლებენ ჯანმრთელობაზე.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – კურდღელი

კურდღელი არანაკლებ ძლიერი ნიშანია, ვიდრე წლის პატრონი მაიმუნი, ამიტომაც კურდღლები თავს რწმენით აღსავსედ იგრძნობენ და შესაბამისად მოიქცევიან კიდეც. 2016 წელი კონფლიქტური რომ არ იყოს, მეტი სიფრთხილე, გონივრულობა და აზრის არაორდინალურობა უნდა გამოიჩინოთ. პრინციპში ეს, კურდღლისთვის იოლი საქმეა. წარმატება ელით ორგანიზებულ და ინიციატივიან კურდღლებს, ვისაც რთული გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირთ.

წელი კურდღლებისთვის აურზაურითა და გაუგებრობებით დაიწყება. ყველა საქმის მოსაწესრიგებლად ბევრი შრომა მოუწევთ. ამ პერიოდში რამდენიმე ლოკალური წარმატებაც ექნებათ. განსაკუთრებით მეტად უნდა ჩაეფლოთ საქმეში ზაფხულში, როცა მომავალი კეთილდღეობის ფუნდამენტის ჩაყრის დრო მოვა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, უარი თქვით ყველაფერ ზედმეტსა და ნაკლებად საჭიროზე და ძირითადი მიზნის მიღწევაზე მოახდინეთ კონცენტრირება. შრომის შედეგებს შემოდგომაზე მოიმკით.

სასიყვარულო ასპარეზზე კურდღლებს სიმშვიდე ელით, ისინი ხომ ძირითად ძალისხმევას კარიერას შეალევენ. თუმცა არის ალბათობა, კვლავ დაუხლოვდნენ ადამიანს, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდნენ. ეს იქნება სექსუალურ-რომანტიული ურთიერთობა, თუმცა არა ყოვლისმომცველი. კურდღლების ოჯახში შეიქმნება მცირე დაძაბულობა, რომელიც შეიძლება ცუდი შედეგითაც დასრულდეს, თუ ორივე მხარე სასწრაფოდ კომპრომისის ძებნას არ დაიწყებს.

წელი არც ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქნება იოლი, კურდღლები ხომ ისე არიან საქმეში ჩაფლული, რომ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ და ჰგონიათ, რომ ის უნაკლოა. დიდია სისუსტისა და გადაღლილობის ალბათობა, განსაკუთრებით გაზაფხულის თვეებში. ზაფხულში აუცილებლად უნდა წახვიდეთ ზღვაზე, რათა სასუნთქი სისტემის პროფილაქტიკის მიზნით ბევრი იოდიანი ჰაერი ისუნთქოთ.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – დრაკონი

დრაკონის წარმატება 2016 წელს მის გაბედულებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არ ღირს მუდმივად გაკვალულზე სიარული და პრობლემებისგან მალვა, დრაკონის ნიშნით დაბადებულებს წლის მბრძანებლის მფარველობის იმედი უნდა ქონდეთ. დრაკონისთვის 2016 წელი ერთგვარი 6 წლიანი ციკლის დასაწყისი იქნება, რომელიც მათ ცხოვრებასა და ხასიათში ცვლილებებით აღინიშნება. ამიტომ რეკომენდებულია წინა წლის ყველა საქმის დროულად დასრულება, რათა ძველი პრობლემები ახალ ციკლში აღარ გადაგყვეთ.

2016 წლის თებერვლიდან დრაკონებს ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დაუდგებათ, ეტაპი, როცა შეგიძლიათ წარმატებული კარიერა ნულიდან ააწყოთ ან სამსახური შეიცვალოთ. ეს იქნება ფინანსური გამართლების პერიოდი და ნებისმიერი ფულადი წამოწყება მომგებიანად წარიმართება. წლის მეორე ნახევარში მსხვილი გარიგებებისა და ფულადი ინვესტიციების წყალობით დრაკონის ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ასეთ ტემპში საქმიანობა დრაკონებში აგრესიულობასა და დაძაბულობას გამოიწვევს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შედეგი ამად ღირს. გარემოებებზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ და გადაწყვეტილებებიც თამამად მიიღოთ.

2016 წლის გაზაფხულზე დრაკონის სექსუალური მომხიბვლელობა პიკს მიაღწევს. მათ საწინააღმდეგო სქესი ყურადღებით გაანებივრებს და თავადაც ფლირტისთვის იქნებიან განწყობილნი. თუმცა ამ ყველაფრის გამო ოჯახში პრობლემები შეიძლება შეექმნათ. სექსუალური დრაკონებიასეთ რომანტიულ განწყობაზე იქნებიან წლის ბოლომდე. ოჯახური ურთიერთობები კი მათგან საკმაოდ დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

2016 წელს დრაკონებს ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დაუყოვნებლივ აისახება. ყველაფრის მიღწევის სურვილი ორგანიზმის დასუსტებითა და გადაღლილობით დასრულდება. მეტი უნდა დაისვენოთ, თანაც არა აქტიური, არამედ პასიური მეთოდებით და ასევე მიიღოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – გველი

გველებს რთული და საპასუხისმგებლო წელი ელით. სწორედ მათ მოუწევთ ბევრი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც არა მხოლოდ პირადად მათი, არამედ კიდევ ბევრი ადამიანის ბედი იქნება დამოკიდებული. საქმე ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შეუპოვრობისა და წარმატებულობის პირობებში, რაც 2016 წელს თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება, საბოლოოდ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწევთ. ბევრ გველს სიახლეები, ფასეულობათა გადაფასება ელის. ოდესღაც მნიშვნელოვანი მომენტები თქვენს თვალში დღეს აზრს დაკარგავს.

გველის ნიშნის წარმომადგენლები 2016 წლის დადგომისთანავე ლიდერობისკენ სწრაფვას დაიწყებენ. თუმცა ეს იოლი საქმე არ იქნება, ძლიერებს ხომ კონკურენტები და მოშურნეები, რომლებიც მათთვის დაბრკოლებების შექმნით არიან დაკავებულნი, ყოველთვის ყავთ. გველს ფულში უმართლებს და თავისუფლად შეუძლია ინვესტიცია ერთი შეხედვით სახიფათო წამოწყებაშიც კი ჩადოს. სიფრთხილე მართებთ უცნობ ადამიანებთან, რათა მოტყუებულნი არ დარჩნენ. ნუ ენდობით კატის ან ტახის წელში დაბადებულებს. განსაკუთრებული წარმატება საქმეებში ქალ გველებს ელოდებათ.

2016 წელი გველებს ბევრ ახალ გატაცებას, რომანტიკულ პაემნებსა და ნაცნობებს პირდება. მინუსი მხოლოდ ისაა, რომ ეს გატაცებები ხანმოკლე იქნება. ხანგრძლივი ურთიერთობისთვის შესაფერისი ადამიანი გველის ცხოვრებაში შემოდგომაზე ადრე არ გამოჩნდება. სხვათა შორის, დიდია ალბათობა, რომ გველმა შემოდგომაზე შეხვედრილი დიდი სიყვარული ხელიდან გაუშვას, რადგან მასში ღრმა და ემოციურ ადამიანს ვერ ამოიცნობს. გველისთვის ხანგრძლივ ურთიერთობებში იდეალური პარტნიორი წყლის ნიშნების რომელიმე წარმომადგენელია – თევზები, კირჩხიბი ან მორიელი.

გველს 2016 წელს ჯანმრთელობაშიც უმართლებს. ის შეშფოთების საბაბს არ იძლევა. შესაძლოა მცირე გაციებები, რომლებიც დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. გველის სიცოცხლისუნარიანობა და მჩქეფარე ენერგია სტრესებსა და დეპრესიას განდევნის. გველებს ინტუიცია განუვითარდებათ და არ უნდა გაუკვირდეთ, თუ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავენ.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ცხენი

2016 წელიწადი ცხენებს ცვლილებებს მოუტანს, რაც მათში იმ თვისებების განვითარებით გამოიხატება, რაც ასე ძალიან ჭირდებოდათ. მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გამოცდების წელი იქნება. თუ ცხენები ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებენ, მათი მომავალი მშვიდი ცხოვრებისთვის მშვენიერი ბაზა შეიქმნება. წელიწადი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის, ამიტომ ცხენები პრეტენზიულები იქნებიან, აქტიურად დაიწყებენ მხარდაჭერის ძებნას, რაც ფსიქიკის დასუსტებითა და ნერვიული აფეთქებით დასრულდება. უფროსებისა და თქვენზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს ყურს ნუ წაუყრუებთ. ეს შეიძლება ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ.

2016 წელს ცხენები ისეთი აქტიურები და ცბიერები იქნებიან, როგორც არასდროს. ისინი აკრძალული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან, რის შედეგადაც, შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა გაიფუჭონ. თუმცა ასეთი თავხედური ქცევა მაინც ლიდერის პოზიციამდე მიიყვანთ და წლის ბოლოს სასურველ დივიდენდებსაც მიიღებენ. ეს წელიწადი გაცილებით ხელსაყრელია კონკრეტული პროფესიების ადამიანებისთვის და ჩავარდნებით იქნება სავსე შემოქმედებითი სფეროს მუშაკებისთვის.

პასიური ცხენები სასიყვარულო ასპარეზზე ცვლილებებს ნუ დაელოდებიან. ამ ნიშნის აქტიური წარმომადგენლები კი ეძებენ და ნაცნობებსაც პოულობენ და მფარველებს იძენენ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს შორის. ქალი ცხენები ორმაგ თამაშს წამოიწყებენ და სასიყვარულო სამკუთხედებს ააგებენ. ამან მათი ქორწინება ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს. ახალგაზრდა ცხენებს საწინააღმდეგო სქესის ორ წარმომადგენელს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

ცხენებს 2016 წლის განმავლობაში შესანიშნავი ჯანმრთელობა ექნებათ, თუ თავს ყურადღებას მიაქცევენ და გაციებას მოერიდებიან. ეს გაციებები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ქრონიკულ დაავადებაშიც კი გადაიზარდოს. სასიცოცხლო ტონუსისა და  ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე ენერგიით დამუხტვაში ცხენებს სექსუალური თერაპია დაეხმარებათ.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – თხა

თხისთვის 2016 წელი საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენის, საკუთარი მიღწევებით სიამაყის დროა. ამ წელს თხის ნიშნის წარმომადგენლები კარგად დასვენებას მოახერხებენ, რადგან წინა წლების დაძაბული მუშაობის შედეგი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას მისცემს, ამჯერად თავის ზედმეტად შეწუხების გარეშე. მაიმუნი თხის მიმართ შემწყნარებლურადაა განწყობილი და წელს მას მოშვების საშუალებას მისცემს.

კარგი წელია საკუთარი ბიზნესის გასახსნელად და ახალი წამოწყებებისთვის. თხის წელში დაბადებულ ადამიანებს მშვიდად შეუძლიათ დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოითხოვონ, მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. თხა ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება და ახალ, მომგებიან პროექტებს წამოიწყებს. ყველაზე დიდი წარმატება ამ ნიშნის ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს და შემოქმედებით ადამიანებს ელოდებათ.

2016 წელი თხებისთვის ვნებების აფეთქების დროა. რომანტიული საღამოები ჩხუბითა და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება. ხალხში შეიძლება გავრცელდეს ჭორები ამ ნიშნის წარმომადგენელთა სექსუალური თავგადასავლების შესახებ, რაც დაოჯახებული თხების შინაურ ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედებს. ვნებიანი ნატურა თხას უკიდურესობებისკენ უბიძგებს. მთლიანობაში 2016 წელი მაინც დადებითი იქნება. ამ წელს გელოდებათ უჩვეულო ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მიუხედავად აზრთა რადიკალური სხვადასხვაობისა, თხაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

განსაკუთრებული სიფთხილე მართებთ თხებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. 2016 წელს, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ისინი გამძაფრდება და ბევრ პრობლემებს გაგიჩენთ. ზაფხულში აქტიური სპორტისგან თავი უნდა შეიკავოთ, ასევე ღამით გარეთ სეირნობისგან, რადგან ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია. ენერგია არ მოგაკლდებათ, განსაკუთრებით ზაფხულში, თხები ხომ მზის ენერგიით იკვებებიან.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – მაიმუნი

2016 წელი მაიმუნებისთვის ცხოვრებისეული ცვლილებების, სამყაროს შეგრძნების შეცვლის წელი გახდება, რაც ამ ნიშნის წარმომადგენელთა სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს. საკუთარი თავის შეცვლას თუ მოახერხებენ, მათ ირგვლივ სამყაროც შეიცვლება. ეს ყველაფერი მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. თუ საკუთარი ეგოიზმისგან თავის დახსნას მოახერხებენ, მაიმუნები ადამიანებთან ურთიერთობისა და სიყვარულის მოთხოვნილებას იგრძნობენ, რაც მათ რადიკალურად შეცვლის.

2016 წელს წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობა იქნება. მარტო მომუშავე მაიმუნი წარმატებას ვერ მიაღწევს, ამაში ხელს სიჯიუტე და სიფიცხე შეუშლის. მან კომპრომისის გაკეთება უნდა ისწავლოს, ისე, რომ პოზიციები არ დათმოს და ამ შემთხვევაში ოპონენტამდე იდეების ვირტუოზულად მიწოდებასაც მოახერხებს. წარმატება ხარისხობრივად ახალ იდეებს მოუტანს. მსხვილ ფულთან დაკავშირებულ გარიგებებზე წასვლა არ ღირს, რადგან გაკოტრების რისკი დიდია. წლის შუა პერიოდში მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები იმ ინფორმაციას მიიღებენ, რაც მათი ბიზნესის განვითარებისთვის საკვანძო იქნება.

ამ ასპარეზზე მაიმუნებს სიმტკიცის გამოცდა ელით. საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად მოთმინებისა და გაგების გამოჩენა მოგიწევთ. განსაკუთრებით თებერვალსა და მარტში. საწინააღმდეგო შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება განხეთქილებით დამთავრდეს. მარტოხელა მაიმუნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აპრილი იქნება. ივნისიდან სექტემბრამდე კი ხანგრძლივი ურთიერთობების მომტანი ნაცნობობის იმედი ნუ გექნებათ.

ეს წელი იდეალური იქნება დახარჯული ძალების აღდგენისა და პოზიტიური სასიცოცხლო ენერგიის დასაგროვებლად. გაანებივრეთ საკუთარი თავი საზღვაო კურორტზე შვებულებით, რათა ზამთარში მოსალოდნელი საქმეებისთვის ენერგია საკმარისი გქონდეთ. ამ წელს განსაკუთრებით მგრძნობიარეა კანი, ამიტომ დამწვრობებს მოერიდეთ, ასევე ულტრაიისფერ სხივებსაც.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – მამალი

მამლებისთვის წელი საკმაოდ რთულად ჩაივლის, თუმცა მაინც წარმატების ნიშნით. ამიტომ 2016 წლიდან მკვეთრი, დაუფიქრებელი ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ და მხოლოდ კარგად აწონ-დაწონილი ნაბიჯები გადადგათ. მამლებს მუდმივად არჩევნის წინაშე დგომა ელით, დასვენებასა თუ მოგზაურობას, ოჯახსა თუ სამსახურს შორის. საბოლოოდ ფულადი ინტერესი მის მშვიდ ცხოვრებაში აურზაურს შეიტანს. წლის ბოლოსთვის პოზიტიურ დასკვნებს გამოიტანთ, საიდან გამომდინარეც მატერიალური ინტერესებიდან მორალურისკენ გადაიხრებით.

2016 წელს, განსაკუთრებით პირველ თვეებში მამლებს თავიანთ უძრავ ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გამო ნერვები საკმარისად დააწყდებათ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, რადგან ამდენმა მღელვარებამ შეიძლება თავი საავადმყოფოში ამოგაყოფინოთ. ის მამლები კი, ვინც წნეხს გაუძლებენ და რეალობას ისეთს მიიღებენ, როგორიც ის არის, იოლად აღადგენენ წესრიგს თავიანთ საქმეებში და ცვალებად გარემოსაც მოერგებიან. მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება და შენარჩუნება 2014 წლამდე არ არის მოსალოდნელი.

საქმიანი დაბრკოლებები მამლებს იმის გამოც მოუმრავლდებათ, რომ 2016 წელს პირად ცხოვრებას საჭიროზე მეტ დროს დაუთმობენ. შესაძლებელია ეს გამართლებულიც იყოს და წლის მეორე ნახევარში დაწყებული ნაცნობობა ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სასიყვარულო ცდუნებებს ვერც დაოჯახებული მამლები გაექცევიან. ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და წინდახედულების გამოვლენა, რადგან არის ალბათობა, რომ თქვენი გარე-გარე სიარულის ამბავი საჯარო ინფორმაცია გახდეს.

მამლებმა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, განსაკუთრებით კი საკვებს. დიდი ალბათობაა არა მხოლოდ წონაში მომატების, არამედ საკვების გადამამუშავებელი სისტემის დაავადების. არსებობს ასევე საკვებით მოწამვლისა და შემდეგში ორგანიზმის დამაბინძურებელი შლაკებისა და ტოქსინების გაჩენის შანსიც.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ძაღლი

ძაღლების მთავარი ამოცანა 2016 წელს მაიმუნის, წლის პატრონისთვის  „ლაგამის ამოდებაა“. თუ ამას მოახერხებს, ძაღლს თავბრუდამხვევი წარმატება ელის საქმიანობის ყველა სფეროში. უამბიციო ძაღლები კი წელიწადს მშვიდად, მთავარი მოვლენებისგან შორს დაიჭერენ თავს.

2016 წელი ზერთული იქნება, გამასავათებელი შრომა მოგიწევთ და შედეგიც თითქოს არაფერი. მოგეჩვენებათ, რომ ერთ ადგილს ტკეპნით. და მხოლოდ წლის ბოლოსკენ გამოიღებს თქვენი ნაშრომი ნაყოფს. ამ პერიოდამდე მშვიდად, თვითრწმენის დაუკარგავად რომ მიაღწიოთ, ამისთვის ახლობელ ადამიანს დაეყრდენით. წლის ბოლო პერსპექტიული პროექტებითა და ახალი შემოთავაზებებით იქნება „დამუხტული“.

მთელი წლის განმავლობაში ძაღლები საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიპყრობას ეცდებიან. მათ უნდა იფიქრონ იმიჯის შეცვლაზე, კომპლექსებისგან გათავისუფლებაზე, რაც მხოლოდ მათ განვითარებას და წინსვლას უშლის ხელს. ელოდეთ საინტერესო ნაცნობების გამოჩენას, რაც მივლინებებში ან გზაში მოხდება. შემოდგომაზე ძაღლი ამურის ქსელში აღმოჩნდება გახვეული.

ძაღლებმა 2016 წელს განსაკუთრებული ყურადღება გულსა და სისხლძარღვებს უნდა მიაქციონ. იზრუნეთ ასევე სასუნთქ სისტემაზე, რადგან დიდია რესპირატორული დაავადებების საფრთხე. მეტისმეტად ინტენსიური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ზაფხულში მცირე შვებულება მაინც უნდა აიღოთ, რათა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად სამოგზაუროდ წახვიდეთ.

ჩინური ჰოროსკოპი 2016 – ტახი

2016 წლის დასაწყისში ტახის წელს დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებისეული პირობების უეცრად და მკვეთრად შეცვლა თავგზას აუბნევს, მაგრამ ნელნელა გონს მოვლენ, დინების მიმართულებით სვლას შეაჩერებენ და შეეცდებიან, ყველაფერი საკუთარი სურვილების მიხედვით მოაწყონ. სასურველი მდგომარეობის მოსაპოვებლად გაწეული ტიტანური შრომა უარყოფითად აისახება მათ  ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ემოციური ტახებისთვის. ძალების აღდგენის საუკეთესო საშუალება კი ამ წელს თერაპიის სეანსები და ხარისხიანი სექსი იქნება.

ტახების პოზიცია გუნდში ბეწვზე კიდია. ერთი დაუფიქრებელი სიტყვა და მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ პოზიტიურ წამოწყებებს წყალი წაიღებს. გააკონტროლეთ ემოციები და პროვოკაციებს ნუ აყვებით. საკუთარ თავში დარწმუნებული, ნიჭიერი ტახები რისკიანი და არაორდინალური სვლების წყალობით პატივისცემასა და უწინდელ შემოსავლებს დაიბრუნებენ. მაგრამ ეს შემოდგომამდე არ მოხდება და თანაც მოგიწევთ ბევრი იშრომოთ, ოჯახი დაივიწყოთ და არც ჯანმრთელობას გაუწიოთ ანგარიში.

2016 წელი გამორჩეული იქნება საბედისწერო შეხვედრით, რომელიც ტახს დიდხანს დაამახსოვრდება. ეს იქნება ვნებიანი რომანი, რომელიც კომეტასავით ჩაივლის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ცხოვრებაში და უკან მხოლოდ მტკივნეულ ჭრილობას დატოვებს. მძაფრ შეგრძნებებს მონატრებულ ტახს ამ წელიწადში ისინი არ მოაკლდება. თუმცა საეჭვოა, ბედნიერება მოუტანოს. დაოჯახებულმა ტახებმა ოჯახში თავიანთი როლი უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახადონ და ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

სტრესული მდგომარეობიდან, რომელშიც ტახები იანვარსა და თებერვალში ამოყოფენ თავს, გაზაფხულისთვის კვალიც არ იქნება დარჩენილი. მასაჟსა და იოგაზე უარს ნუ იტყვით. მაიმუნის ენერგეტიკა ტახს დამატებითი რეზერვების აღმოჩენის საშუალებას მისცემს. ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული ტახები მკურნალობის ახალ კურსს დაიწყებენ, რასაც შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც დაჭირდეს, რაც წარმატებულად დასრულდება. წელიწადი ხელსაყრელია გარეგნობის შესაცვლელად, წონის მოკლება იქნება ეს თუ პლასტიკური ოპერაცია.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე