2016 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – რა გველის წითელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში

????????????????????????????????????

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძებს 2016 წელი პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს. ისინი იპოვიან ნიშას, სადაც მშვიდად, კომფორტულად მოიკალათებენ და ფულის კეთებას განაგრძობენ, სანამ ყველა სხვა თამაშის ახალ წესებთან მორგებას ცდილობს. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დოტაციებისა თუ არც მთლად პატიოსანი წესით მოპოვებული ქონების პატრონების მხარდაჭერის მაინცდამაინც დიდი იმედის ქონა არ ღირს. კიდევ უფრო მეტად ასეთ ადამიანებთან ერთობლივ ბიზნესში საკუთარი თანხების ჩადებას მოერიდეთ – ყველაფერი შეიძლება დაკარგოთ. ასევე ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სხვათა მანიპულირებით სასურველის მიღწევას არიან მიჩვეულნი.

ვერძების პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა თუ რამდენიმე წელია ხვდებით ვინმეს, ან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებით, 2016 წელს მიხვალთ გადაწყვეტილებამდე, რომ ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობათა ოფიციალურად გაფორმების დრო მოვიდა. ეს არა მხოლოდ თქვენი სულიერი კმაყოფილების, არამედ ბიზნესისთვისაც დაგჭირდებათ

კურო (21 აპრილი 20 მაისი)

კუროებისთვის 2016 წელი დაძაბული იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენელთა მიერ წინა პერიოდებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე შეიძლება მოთხოვნა აღარ იყოს და ამიტომ მოუწევთ სასწრაფოდ მოერგონ ახალ ვითარებას – ახალი პროფესია შეისწავლონ ან საკუთარი საქმე წამოიწყონ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება გაუჭირდეთ, რადგან გულწრფელი და ცბიერებას შეუჩვეველი კუროები ინტრიგნებისთვის იოლი საკბილო აღმოჩნდებიან. თუმცა თანდაყოლილი ოპტიმიზმი მათ ხელის ჩაქნევის საშუალებას არ მისცემს. ერთი საქმე არ გამოუვათ, ძალებს სხვა სფეროში ცდიან და ა.შ. და ამ გზით მათზე უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება, ვიდრე ადრე იყო.

კუროებს არც სასიყვარულო ასპარეზზე ექნებათ იოლი სიტუაცია. დიდი ხნის დაოჯახებულ კუროებს თავიანთ მეორე ნახევრებთან მეტისმეტი პრეტენზიები გაუჩნდებათ, რაც მათ ურთიერთობას დადებით ემოციებს აშკარად არ შემატებს. მარტოხელა კუროებს კი მრავალრიცხოვანი რომანები ელით. ოჯახის შექმნა გინდათ? შესაფერისი დროა შეჩერდეთ და აირჩიოთ ადამიანი, ვის გვერდშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ.

ტყუპები (21 მაისი 21 ივნისი)

ტყუპებისთვის 2016 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. ისინი თავიანთი მდგომარეობის გამყარებასა და დანაზოგის გაზრდას შეძლებენ. მუდმივი სრულყოფისადმი თქვენი თანდაყოლილი მისწრაფება წლის მფარველი მაიმუნისთვის სავსებით მისაღებია, ამიტომაც ცხოვრებისადმი დაფიქრებული დამოკიდებულება და გადაწყვეტილებათა გულდასმით აწონ-დაწონვის ჩვევა წარმოუდგენელი სიმაღლეების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ წლის დაძაბული მოვლენები თქვენზე გავლენას არ იქონიებს, თუ საკუთარ საქმეებს მიხედავთ და ზედმეტად არაფერში ჩაერევით, თუმცა შექმნილ გარემოებებზე მორგება აუცილებლად დაგჭირდებათ. ერთადერთი, რაც თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს – ახლობლებთან პრობლემებია, რომლებიც არ ფლობენ იმ ღირსებებს, რაც თქვენთვისაა დამახასიათებელი. ამიტომაც რიგი რთული სიტუაციებიდან მათი გამოთრევა არაერთხელ მოგიწევთ.

მომავალი წელი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერებას გპირდებათ. დაოჯახებული ტყუპების ოჯახის რიცხოვნობა გაიზრდება, რაც მათ მეორე ნახევართან კიდევ უფრო დააახლოებს. ამ ნიშნის თავისუფალი წარმომადგენლები კი ნამდვილ სიყვარულს იპოვნიან და არც ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმებას დააყოვნებენ.

კირჩხიბი (22 ივნისი 22 ივლისი)

კირჩხიბებს 2016 წელს მათ ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებთან შეგუება მოუწევთ. შეზღუდვები, რომლებიც მაიმუნის წელიწადში არ ისე ცოტა იქნება, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაინცდამაინც არ მოეწონებათ. თუმცა თუ ცხოვრებაზე შეხედულებების შეცვლას შეეცდებით, შეიძლება ისეთი რამ შეიძინოთ, რის მიღებასაც ადრე ვერ ახერხებდით. მთავარია არ აჯანყდეთ და პირიქით, გარემოებებს მოერგოთ. მით უფრო, რომ თქვენს თანდაყოლილ მჭევრმეტყველებაზე, ბრბოს მართვის უნარზე მოთხოვნა გაიზრდება. ირგვლივმყოფთა ცნობიერებით მანიპულირების უნარის გამოყენება მოგიწევთ. დახვეწილი ინტრიგები მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაში შეგიწყობთ ხელს. მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდებით, თვითგანათლებას მიყავით ხელი, ეს უფრო მაღლა ასვლაში დაგეხმარებათ.

პირად ცხოვრებაში კირჩხიბებს იმედგაცრუება ელით. თქვენმა პოლიგამიისადმი მიდრეკილებამ შეიძლება ბოროტი ოინი თქვენვე მოგიწყოთ. სასიყვარულო ურთიერთობებსა და გატაცებებში თავშეკავება გამოიჩინეთ, თორემ შეიძლება ის ადამიანი დაკარგოთ, ვინც თქვენთვის მართლა ძვირფასია.

ლომი (23 ივლისი 22 აგვისტო)

2016 წელი ლომებს წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუტანს, თუ ისინი მყარად დგანან ფეხზე. თუ წინა წლებში საქმიანობის სფეროზე გარკვეული გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული, ახლა ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობის მოსაპოვებლად ბევრი შრომა მოგიწევთ. არსებობს ჩავარდნებისა და იძულებითი იზოლაციის შექმნის ალბათობა. თუმცა თუ ამ დროს საკუთარი თავის განვითარებას მიუძღვნით, თქვენთვის სრულიად ახალი სფეროს შესწავლას არ შეუშინდებით, შეიძლება გარკვეული სტაბილური მდგომარეობის მოპოვება მოახერხოთ. ასევე 2016 წელს კატეგორიულად უნდა ერიდოთ ნებისმიერ წრეს, რომელიც სამართლებრივი სიბრტყის მიღმაა.

სამაგიეროდ პირად სფეროში მაიმუნის წელი სიმშვიდესა და სტაბილურობას მოგიტანთ. თუ ოჯახი უკვე გაქვთ, ამ წელს მომხდარი ცვლილებები, რაც შესაძლოა ოჯახის ახალი წევრის გაჩენასაც უკავშირდებოდეს, თქვენს ურთიერთობებს გაამყარებს. თუ თავისუფალი ხართ, წლის პირველ ნახევარში შეიძლება შეიძინოთ ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

ქალწული (23 აგვისტო 22 სექტემბერი)

ქალწულებს მაიმუნის წელიწადი შესანიშნავ პერსპექტივებს ჩუქნის, თუმცა თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები შემოთავაზებული შესაძლებლობებით სრულად არ ისარგებლებენ, თავბრუდამხვევი წინსვლის ნაცვლად ძირს დანარცხებულნი აღმოჩნდებიან. ძირითადი რჩევა, რომელიც 2016 წელს ქალწულებმა უნდა გაითვალისწინონ ასეთია – ქალწულნო, იყავით მოკრძალებულნი! ეს, პირველ რიგში, ცხოვრების სტილს ეხება. თქვენთვის ჩვეული ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად საკმარისი ფული მთელი წლის განმავლობაში გექნებათ თუ არა, ზუსტად არ იცით, ამიტომაც წლის დასაწყისიდანვე ერთგვარად სტაბილური ფონი უნდა შექმნათ. თუ მეცნიერების, ხელოვნების ან სიტყვიერებასთან დაკავშირებულ სფეროში მოღვაწეობთ, სადარდელი არაფერი გაქვთ. დიდებისა და აღმოჩენებისკენ სვლას დაუბრკოლებლად განაგრძობთ და თქვენზე არა მხოლოდ დიდი, არამედ კარგად ანაზღაურებადი მოთხოვნაც იქნება.

სიყვარულთან კი საქმე უფრო რთულადაა. თუ ოჯახი უკვე გაქვთ, მის შესანარჩუნებლად დიდი მოთმინებისა და სიბრძნის გამოყენება მოგიწევთ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, ამ წლის განმავლობაში დაწყებული და დასრულებული მრავალრიცხოვანი რომანები თქვენს თვალში ოჯახურ ფასეულობებს დაჩრდილავს, ანუ საეჭვოა, 2016 წელს ქორწინების უღელქვეშ თავის გაყოფა გადაწყვიტოთ.

სასწორი (23 სექტემბერი 22 ოქტომბერი)

სასწორებს 2016 წელი მრავალ წარმატებას, აღმასვლასა და სიხარულს მოუტანს. საკუთარი თავის რეალიზებას ნებისმიერ სფეროში შეძლებენ, ხელი რასაც უნდა მოკიდონ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხასიათით წლის მფარველს ეხმიანებიან, ამიტომაც მაიმუნი კეთილგანწყობას არ მოაკლებს. მთავარია, ცვლილებებზე რეაგირება დროულად მოახდინონ და შექმნილი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვან. წლის შუა პერიოდში შესაძლოა მატერიალური თვალსაზრისით მცირე სირთულეები შეექმნათ, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული მათი საფულის დაცარიელებასთან, პირიქით, მათ თანხა ახალ პროექტში ჩასადებად ან ახალი ბინის მოსაწყობად დაჭირდებათ.

აი, პირად ურთიერთობებში კი არეულობა გელოდებათ. თუ საყვარელ ადამიანთან დროებით დაშორების, მარტო დარჩენისა და მოვლენების გადაფასების სურვილი გაგიჩნდებათ, ამან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტამდე შეიძლება მიგიყვანოთ. ამიტომაც გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. და თუ თავისუფალი ხართ, წინ ისეთი თავბრუდამხვევი რომანი გელით, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ.

მორიელი (23 ოქტომბერი 21 ნოემბერი)

მორიელებისთვის 2016 წელი ნერვული გამოდგება. თქვენ ირგვლივ ბევრი რამ შეიცვლება, არის სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის ალბათობაც. საქმიანობის ჩვეული სფერო ახალ ურთიერთობებს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. წლის დასაწყისში დაწყობილი გეგმების შეცვლაც არაერთხელ მოგიწევთ. თუ ახალ გარემოებებთან წარმატებით შეგუებას მოახერხებთ, ახალ სოციალურ დონეზე ახვალთ. ეჭვებში ჩავარდნა რეკომენდებული არ არის. თუ რაიმე გადაწყვიტეთ, გაკეთებულ არჩევანზე უკან ნუღარ დაიხევთ, თორემ წარმატება ზურგს შეგაქცევთ. ამავე დროს ახალ საქმეებსა და ავანტიურებში გადავარდნა არ ღირს, თქვენს კეთილდღეობას ის სფერო უზრუნველყოფს, სადაც ღირსეული ადგილი უკვე გაქვთ მოპოვებული.

2016 წელს პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება სავსე. თუ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა, ეს მოხდება კიდეც, ხოლო თუ ქვეცნობიერად მსგავსი ცვლილებები მაინც გაშინებთ, ამ შემთხვევაში გელით რამდენიმე რომანი, რომლებიც ბოლოს არსად არ მიგიყვანთ. დაოჯახებულ მორიელებს კი ჰარმონია ელით, თუმცა ამის მიღწევისთვის გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი 21 დეკემბერი)

მშვილდოსნებს 2016 წელი სტაბილურობასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები მეტისმეტად აფასებენ თავიანთ სტატუსს, საიმისოდ, რომ უწინდელი მიღწევები საეჭვო დიდების ზენიტში ყოფნის წამიერ სიამოვნებას შეწირონ მსხვერპლად. თქვენი გადაწყვეტილებები გულდასმით აწონ-დაწონილი იქნება, შეძლებთ დაგროვილი გამოცდილება გამოიყენოთ უკვე მოპოვებულის შენარჩუნებისა და გამრავლებისთვის. წლის შუა პერიოდში შეიძლება საქმეებში მცირეხნიანი ჩავარდნა დაფიქსირდეს, რაც მიმდინარე სოციალურ ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა თქვენ ამ სიტუაციიდანაც მოახერხებთ სარგებლის გამოწურვას.

პირადი ცხოვრება მშვილდოსნებს ამ წელიწადში საკმაოდ გაწონასწორებული ექნებათ. დაოჯახებული მშვილდოსნები თავიანთი ოჯახის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის იშრომებენ. ხოლო თუ თქვენ თავისუფალი ხართ, ისეთ ადამიანთან ააწყობთ ურთიერთობას, ვისაც დიდი ხანია იცნობთ. თუმცა საეჭვოა წელს ქორწინება გადაწყვიტოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი 19 იანვარი)

თხის რქები 2016 წელს სერიოზული ცვლილებების წნეხის ქვეშ მოხვდებიან, მათ ახალ სოციალურ რეალობასთან შეგუება მოუწევთ. თუ ამას არ გააკეთებენ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან – ფინანსური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით. წლის პირველ ნახევარში სამსახურის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა გელოდებათ. ხანმოკლე მძიმე პერიოდი დაგაბრძენებთ და თქვენი ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლას უფრო დაკვირვებით შეძლებთ, მეტად დააფასებთ იმას, რაც გაქვთ. არის ალბათობა, რომ თქვენი ჰობი, რომლითაც შემთხვევიდან შემთხვევამდე ხართ დაკავებული, შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს.

პირად ცხოვრებაშიც სირთულეები გელოდებათ. თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძლება თქვენი ექსპრესიულობითა და გატაცებებისგან დაიღალოს და სხვა, უფრო მშვიდი ნავთსაყუდელის საძებნად გაემართოს, ამიტომაც თუ ურთიერთობის შენარჩუნება გინდათ, ეცადეთ მისი მოსაზრებები მაქსიმალურად გაითვალისწინოთ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, თქვენ გელოდებათ რამდენიმე რომანი ადამიანებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია თქვენი გულის მოგებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი რომანი კი ქორწინებითაც შეიძლება დასრულდეს.

მერწყული (20 იანვარი 18 თებერვალი)

2016 წელი მერწყულისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ისინი საკუთარი თავის რეალიზებას არა მხოლოდ ჩვეულ პროფესიულ ასპარეზზე, არამედ სხვა სფეროებშიც შეძლებენ. ამ ყველაფრის შეთავსება რთული იქნება, მაგრამ თქვენ არ გაგიჭირდებათ, რადგან ყველაფრის ზედმიწევნით დაგეგმვასა და გამოთვლას ხართ მიჩვეული. საქმიან ცხოვრებაში წარმატება მატერიალურ სტაბილურობას მოგიტანთ და თქვენი დიდი ხნის ოცნების ასრულებასაც შეძლებთ. თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ 2016 წელს ორმაგ ცხოვრებასთან შეგუება მოგიწევთ. გართობისთვის დრო პრაქტიკულად არ დაგრჩებათ, მაგრამ ეს უკეთესიცაა, რადგან მაიმუნის წელს თქვენს მომავალს უნდა ჩაუყაროთ საფუძველი და ამიტომ დროის ფანტვის უფლება არ გაქვთ. ეს წელი 2015 წელიწადზე დაძაბული აღმოჩნდება, მაგრამ მეტ სიკეთესაც მოგიტანთ, როგორც ფინანსური, ისე სულიერი თვალსაზრისით.

პირად ცხოვრებაშიც სერიოზული ცვლილებები გელით. დაოჯახებულმა მერწყულებმა შეიძლება ცხოვრების თანამგზავრი შეიცვალონ. მათ კი, ვისაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვნია, ისეთი ადამიანი შეხვდება, რომელიც მის ცხოვრებისეულ ორიენტირებში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს.

თევზები (19 თებერვალი 20 მარტი)

თევზებისთვის 2016 წელიწადი ნერვული და იმავდროულად ნაყოფიერი იქნება. არის სერიოზული კარიერული ცვლილებების ალბათობა, თუმცა ეს სასიკეთო მიმართულებით მოხდება. მართალია, მოგიწევთ რაღაც შეჩვეულზე უარი თქვათ, ცხოვრების წესი ახალ თანამდებობას ან ახალ სამსახურს მოარგოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად კარგად ანაზღაურდება, რომ იძულებით მსხვერპლს იოლად შეეგუებით. საცხოვრებელი პირობების შეცვლაც გელოდებათ. ეს ან კარიერასან ან პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. წლის მეორე ნახევარში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა მცირე დასვენების ან სანატორიუმში წასვლის აუცილებლობაც დადგეს. დაძაბულობა, მათ შორის, ნერვული თავის შედეგს გამოიღებს. ამიტომ ეცადეთ ორგანიზმი გამოფიტვამდე არ მიიყვანოთ.

პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით. შესაძლოა, დაშორდეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც ბოლო რამდენიმე წელი გაატარეთ. გამორიცხული არ არის, ეს უკანასკნელი თქვენი მეტისმეტი მომთხოვნელობის გამო გაგიუცხოვდეთ. თუ ჯერ თავისუფალი ხართ, ისეთ ადამიანთან დაიწყებთ ურთიერთობას, ვისთან ყოფნაც ერთდროულად თან გინდათ და თან არა.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე