2016 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

loveსიყვარულის ჰოროსკოპი 2016 – ვერძი

მაიმუნის წელიწადი ვერძებისთვის სასიამოვნო ფლირტითა და მათი პერსონისადმი მომეტებული ყურადღებით აღინიშნება. მათ საბოლოო არჩევანი ჯერ არც გაუკეთებიათ და უკვე სრულად ტკბებიან რომანტიული ვახშმებითა თუ სხვა სასიყვარულო სიამოვნებებით. ეს ის დროა, როცა ვერძები მარტივად მიდიან კონტაქტზე, იოლად თანხმდებიან ავანტიურებსა და თავგადასავლებზე. არის ალბათობა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერძებმა ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობაც კი აღადგინონ.

2016 წლის დასაწყისი იდეალური დროა საბედისწერო შეხვედრისთვის. და თუ წლის პირველ ნახევარში პარტნიორისადმი გრძნობა სულ იზრდება და სიყვარულის მრავალჯერად ახსნა და ერთგულების ფიცი ახლავს, წლის შუა პერიოდიდან ვერძებს ნელ-ნელა იმედგაცრუება დაეუფლებათ. ისინი იდეალისტები არიან და ხშირად გონებაში ჩაბეჭდილი იდეალის ძიებაში წლები ან სულაც მთელი ცხოვრება გადის. გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ სიყვარულის პირველი ამოფრქვევის განელების შემდეგ იწყებენ ვერძები მათ რჩეულებში უარყოფითი შტრიხების ძებნას. და აი აქ, ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლის ცხოვრებაში საბედისწერო მომენტი დგება. შეძლებს თუ არა იგი იდეალური ხატის უარყოფას და ადამიანის ისეთად მიღებას, როგორიც ეს უკანასკნელია თუ თავისი სიჯიუტით ურთიერთობებს დაანგრევს და სიყვარულისა და ხანგრძლივი ბედნიერების შანსზე უარს საკუთარი ნებით იტყვის. თუ ვერძები მიმდინარე სასიყვარულო ურთიერთობას გაწყვეტენ, წლის ბოლომდე ამ სფეროში არანაირი პოზიტიური მომენტი აღარ ელოდებათ.

წლის მეორე ნახევარი, არახელსაყრელად განლაგებული ვარსკვლავების წყალობით, ვერძებს მეტ მღელვარებასა და შფოთვას, ასევე კონფლიქტებს უქადის, როგორც ოჯახში, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში. ოჯახები, რომლებიც დიდი სიმტკიცით აქამდეც არ გამოირჩეოდა, შეიძლება დაინგრეს, ხოლო დროებით წყვილებს ერთმანეთისგან განცალკევებით მეტი დროის გატარება მოუნდებათ და ნელ-ნელა ერთმანეთს გაუუცხოვდებიან. თუმცა სექტემბერ-ოქტომბრისთვის ურთიერთობები ისევ შეიძლება მოწესრიგდეს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 კურო

წლის პირველ ნახევარში მაიმუნი კუროებისადმი კეთილგანწყობილებას გამოიჩენს, მით უფრო, რომ ცხოვრების ყველა სხვა სფეროში მათ უამრავი პრობლემა აქვთ. კუროები თავით გადაეშვებიან სიყვარულში, როგორც ერთადერთ ნავთსაყუდელში, სადაც მათ უგებენ და აფასებენ. ეს ეხება როგორც მარტოხელა კუროებს,რომლებიც მუდმივად ფლირტსა და სასიყვარულო თავგადასავლებში არიან, ისე დაოჯახებულებს. ისინი წელს გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს და საპასუხოდაც დიდ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებენ. ამ პერიოდში სიყვარული, პარტნიორის მხარდაჭერა კუროებს კრიზისული სიტუაციებისა და ბიზნესში ჩავარდნების გადატანაში დაეხმარება. ბევრ კუროს თავისი სიყვარულისთვის ბრძოლის გადატანა და არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგესთან კონკურენტულ ბრძოლაში დაპირისპირება მოუწევს. გამოიჩინეთ მთელი თქვენი შეუპოვრობა და დაუმტკიცეთ საყვარელ ადამიანს თქვენი სიყვარული და ერთგულება. ამით მიზანსაც მიაღწევთ და თქვენს პარტნიორს კიდევ მეტადაც დაუახლოვდებით.

2016 წლის პირველი ნახევარი დაუოჯახებელ კუროებსაც პოზიტიურ ემოციებს მოუტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია არაოფიციალური ურთიერთობა აქვთ, ქორწინებაზე დაფიქრებიან. ამან მათი პარტნიორები თავიდან შეიძლება შეაშინოს კიდეც, მაგრამ კუროს ქცევა და საიმედოობა მალე დაარწმუნებს, რომ მათზე უკეთესი ცხოვრების თანამგზავრის პოვნას ვერასდროს შეძლებენ. ქორწინებაში მყოფ კუროებს სასიყვარულო სფეროში წლის დასაწყისიდანვე სრული იდილია ექნებათ, ყოველგვარი ღალატის, სკანდალებისა და ოჯახური ომების გარეშე. ვენერის გავლენა კუროების სასიყვარულო ურთიერთობებში ვნებასა და სინაზეს შეიტანს, სრულყოფის სურვილი მათ ახალი სექსუალური ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს.

მარტოხელა კუროები არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: მიმზიდველი, დაუოკებელი ვნება თუ მშვიდი, მაგრამ მგრძნობიარე ხასიათი. არჩევნის გაკეთებას, რომელზეც მათი მომავალი და ბედია დამოკიდებული, ზამთრის მოახლოებისას შეძლებენ. თანაც პარტნიორის თვალში თავიანთი საიმედოობის მტკიცებაც მოუწევთ. ნოემბერში ან დეკემბერში შემდგარი ქორწინება ძალიან მტკიცე, ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული იქნება.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 ტყუპები

2016 წელს ტყუპები სიყვარულში მეტისმეტად აქტიურნი იქნებიან. მათი განწყობა და მომხიბლაობა გულგრილს არავის დატოვებს. ტყუპებს გაზაფხულის დასაწყისიდანვე გამძაფრებული აქვთ მგრძნობიარობა, ირგვლივ ფლუიდებს აფრქვევენ და ყველას ეფლირტავებიან, ვინც ყურადღებას მიაქცევს. ამას ვარსკვლავებიც ხელს უწყობენ და მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში უგზავნიან მათ ცდუნებას ვნების ობიექტების სახით. თუმცა ეს ობიექტი ყველა შემთხვევაში თავისუფალი არ იქნება, რაც  სურვილსა და ინტრიგას, რაც ტყუპებს ასე ძალიან უყვართ, კიდევ მეტად გაზრდის. პარტნიორულ ურთიერთობებში მყოფ ტყუპებს კი თაყვანისცემის ობიექტი მუდამ გვერდში ყავთ და დიდი ხნის წყვილებშიც კი წელს უწინდელი მძაფრი გრძნობები, მზრუნველობა და სინაზე გაიღვიძებს.

მარტოხელა ტყუპები დამოუკიდებლობითა და თავისუფლებით, ასევე რომანტიული აურით ტკბებიან. არის ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მიმართაც ტყუპებს სექსუალური მიზიდულობის გარდა მერკანტილური ინტერესიც გაუჩნდებათ. და ამის შემდეგ ტყუპები არა მხოლოდ ფლირტისგან მიიღებენ სიამოვნებას, არამედ მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ. დიდი შანსია, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ტყუპები უკვე დანიშნული ან დაქორწინებულნი იყვნენ. ეს ქორწინებისთვის, ისევე როგორც მატერიალური კეთილდღეობის დადგომისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტია.

შემოდგომამ დაოჯახებული ტყუპების ცხოვრებაში შესაძლოა უსიამოვნება მოიტანოს. ასეთ წყვილებს ბევრი შურიანი ახვევია გარს, რომლებმაც ერთმანეთის მოღალატეობის შესახებ მეუღლეებს შესაძლოა დეზინფორმაცია ჩააწვეთონ. ეს ყველაფერი ტყუპების ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, თუმცა ურთიერთობას დიდი ხნით გააფუჭებს. წლის ბოლოსთვის ასტროლოგიური სიტუაცია შეიცვლება და ტყუპების ოჯახში სიმშვიდე და მყუდროება დაისადგურებს. მარტოხელა ტყუპებსაც შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთ მომავალ მეორე ნახევარს სახლიდან შორს, დასასვენებლად ან მივლინებაში ყოფნისას შეხვდნენ. ამ კავშირმა, გარემოებათა ხელსაყრელი დამთხვევის შემთხვევაში, შესაძლოა მოქალქეობის შეცვლა და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად სამუდამოდ გადასვლაც კი განაპირობოს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 კირჩხიბი

2016 წლის დასაწყისიდანვე დაოჯახებული კირჩხიბები ერთობლივი ოჯახური იდეებით არიან აღტაცებულნი, სამომავლო გეგემებს აწყობენ და შთამომავლობაზეც ფიქრობენ. ეს იდილია აპრილამდე გაგრძელდება, იმ მომენტამდე, როდესაც გაირკვევა, რომ კირჩხიბები ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი პარტნიორების რიცხვი ერთით სულაც არ შემოიფარგლება. აპრილში ამოვარდნილი ქარიშხალი შორს მიმავალ შედეგებს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების რკვევას მოიტანს და უმეტეს შემთხვევებში ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდება, თანაც სკანდალი საკმაოდ გახმაურებული იქნება და შესაძლოა სასამართლო დარბაზამდეც მივიდეს.

მარტოხელა კირჩხიბებს მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, ცხოვრებას ყველაფერი საუკეთესო  გამოწურონ, ამიტომაც წლის დასაწყისში მათი ყველა ქმედება ხარისხიანი სასიყვარულო ურთიერთობების ძებნისკენ იქნება მიმართული. მაიმუნის წელს ბედი მათ სულ დაკავებულ პარტნიორებს აჩეჩებს და მათ შორის კირჩხიბმა მხოლოდ მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ქალწული, თხის რქა ან კურო უნდა შეარჩიოს. იგი ძალიან აკურატული და კეთილსინდისიერი პარტნიორი იქნება, რომელიც ჭორებისა და ხმების დაყრას არ დაუშვებს და მათი ურთიერთობა მუდმივად იდუმალებით მოცული დარჩება. თუმცა თავად კირჩხიბებისთვის ეს რომანი ვნებიანი და მჩქეფარე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სახეს ვერასდროს შეიძენს. კირჩხიბებისთვის ეს ურთიერთობა სიყვარულის ნიმუშად იქცევა და სამომავლოდ ყოველთვის მსგავსი – ვალდებულებებისგან თავისუფალი რომანებისადმი ექნება ლტოლვა.

მარტოხელა კირჩხიბები წლის დასაწყისსა და მეორე ნახევარს საკმაოდ უწესრიგო სქესობრივი კავშირების ფონზე გაატარებენ და სიმართლე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც სიამოვნებასაც კი ვერ მიიღებენ. იუპიტერის უარყოფითი გავლენა საბედისწერო ნაცნობობაზეც მოახდენს გავლენას და ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წელიწადმა ფუჭად ჩაიარა. მხოლოდ დეკემბერში გამოჩნდება ჰორიზონტზე ახალი ადამიანი, რომლისადმიც გულწრფელი გრძნობებით იმედგაცრუებული კირჩხიბები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გადაულახავ სულიერ მიზიდულობას იგრძნობენ.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 ლომი

ლომებს 2016 წლის დასაწყისში გული უფრო შემოქმედებისა და თუნდაც უბრალოდ ფულის შოვნისკენ მიულტვით. ამ დროს ისინი მეგობრული ურთიერთობებისადმი უფრო არიან განწყობილი და თანამოაზრეებსა და ბიზნესპარტნიორებს გაცილებით აქტიურად ეძებენ, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებს. ეს უფრო მეტად ხანგრძლივი ურთიერთობების მქონე ლომებს ეხებათ, რომელთა მუდმივი სიცივითა და დაკავებულობით დაღლილი პარტნიორები აქტიურ ფლირტსა და ურთიერთობების ძიებას სხვაგან დაიწყებენ. ლომები, რომლებიც უცებ იგრძნობენ, რომ შეიძლება საყვარელი ადამიანი საბოლოოდ დაკარგონ, იძულებული გახდებიან სასწაულის ძალით შეიცვალონ, მთელი თავიანთი ყურადღება მეორე ნახევრისადმი მიმართონ და დაუმტკიცონ მათ, რომ გარეგნული სიცივის მიღმა სიყვარულით სავსე გული იმალება.

მარტოხელა ლომები კი პირიქით, წლის დასაწყისიდანვე გრძნობისმიერი სიამოვნების ძიებაში არიან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე ნამდვილ ნადირობას გამართავენ. პლანეტების განლაგებაც ხელს უწყობთ და ლომები, რომელთაც ლაპარაკს მოქმედება ურჩევნიათ, ნამდვილ ღვთაებად, გრძნობიერებისა და მომხიბლავობის კერპებად იქცევიან და თავიანთი ხიბლის ქვეშ ნებისმიერს მოაქცევენ. ეს აქტიურობა ზაფხულში შედეგს გამოიღებს და ლომის ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ უკანასკნელის გაწონასწორებულსა და მშვიდ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. იქნება ვნება და ცრემლი, ეჭვიანობა, ჩხუბი, რომელიც ვნებების ამოფრქვევით დასრულდება, ასევე სიამოვნებით სავსე რომანტიული მოგზაურობები. ცეცხლის ნიშნები – მშვილდოსანი ან ვერძი ლომის შინაგან სამყაროს თავდაყირა დააყენებენ, მაგრამ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში გაქრებიან და ლომის სულში ღრმა კვალს დატოვებენ. ლომი ისევ მსგავსი ურთიერთობის ძებნას გააგრძელებს, მაგრამ 2016 წლის ბოლომდე მის ცხოვრებაში ვნებების ასეთი კასკადი აღარ განმეორდება.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 ქალწული

2016 წლის დასაწყისს ქალწული კარიერაზე ზრუნვაში გაატარებს და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს სასიყვარულო ურთიერთობებს, ამიტომაც ის ან მსუბუქ ფლირტს ან პირდაპირ სამსახურეობრივ რომანს აირჩევს. თუმცა ეს ვნებიანი ურთიერთობა ხშირად მუშაობაშიც ხელს უშლის, თანაც მის შესახებ ათასი ჭორ-მართლის გავრცელებას უწყობს ხელს და რაც ყველაზე მთავარია, ქალწულებში ოჯახური ცხოვრებისგან გაუცხოებასა და სიცივეს იწვევს. ამ პერიოდში ქალწულები განწყობის ხშირი ცვალებადობის გავლენის ქვეშ არიან და შეიძლება ახლობლებსა და კოლეგებს უმიზეზოდაც კი ეჩხუბონ. ისინი სიმშვიდეს მხოლოდ საყვარელი ადამიანის მკლავებში პოულობენ. ეს რთული სიტუაცია მაისისკენ მოგვარდება, როცა მარსის ნეგატიური გავლენა მდგომარეობას იმდენად გააუარესებს, რომ ქალწულების სამსახურეობრივ რომანზე მის ოჯახშიც შეიტყობენ და კოლექტივშიც. ამან ქალწულს სამსახურიც კი შეიძლება დააკარგვინოს, ოჯახურ სიმშვიდეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქალწულის პარტნიორი კეთილგონიერებასა და შემწყნარებლობას გამოიჩენს და მისდამი დიდი სიყვარულის სახელით ღალატში მხილებულ და მორალურად ისედაც დათრგუნულ ქალწულს ყველაფერს აპატიებს. სწორედ პარტნიორები აჩვენებენ ქალწულს, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და ერთგულება. ეს შენჯღრევა ქალწულზე საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს  და მის ცხორებაში აღორძინების ხანა დადგება, როცა ქალწულს საყვარელი ადამიანის თვალში რეაბილიტირება და მისთვის ერგულების დამტკიცება მოუნდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ჰარმონიულ ასპექტში მყოფი მთვარე ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ყველა წამოწყებაში შეუწყობს ხელს. პარტნიორების საძებრად ენერგიის დახარჯვაც კი არ მოუწევთ, მათი ფლუიდები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის მაცდუნებლად მიმზიდველი იქნება. საქმე ისაა, რომ ქალწულები მეტისმეტად უფრთხილდებიან თავიანთ თავისუფლებას და მუდმივ ურთიერთობებს ხანმოკლე, თავბრუდამხვევ რომანებს ამჯობინებენ და პარტნიორებს სპორტული ინტერესისა და სიახლის ძიებისთვის იცვლიან. მთლიანობაში 2016 წელი ქალწულებისთვის მაჟორულ ნოტაზე დასრულდება და მათ სასიყვარულო ურთიერთობებსა და სექსუალურ ცხოვრებაში რაღაც ახალსა და საინტერესოს მოიტანს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 სასწორი

სასწორები 2016 წლის დასაწყისში თითქოს ლეთარგიულ ძილში არიან. ეს გამოიხატება მათ კარიერაზე კონცენტრირებასა და მუდმივ დაკავებულობაში. თანაც 2015 წელმა, რომელიც მათთვის ზეემოციური იყო, სასწორები იმდენად გამოფიტა, რომ 2016 წლის დასაწყისში აუცილებლად ტაიმ-აუტი ესაჭიროებათ. სასწორის ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის ასეთი ატმოსფერო სრულიად უჩვეულოა, მაგრამ ისინი მაინც ოჯახზე გაამახვილებენ ყურადღებას. ოჯახური მყუდროებით, სიმშვიდით და პარტნიორების სითბოთი და მზრუნველობით დატკბებიან.

მარტოხელა სასწორებიც მშვიდად არიან, თუმცა მათთვის ეს ურთიერთობებში ვაკუუმს სულაც არ ნიშნავს. ახალი ნაცნობებიც იქნებიან და ახალი ურთიერთობებიც და ისინი ლამაზად და მშვიდად, ზედმეტი ეჭვიანობისა და სასწორებისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობის გარეშე ჩაივლის.

მაისში სასწორები ნელ-ნელა გამოღვიძებას დაიწყებენ. მათ ჩვეული უნდობლობა, სიმკვეთრე და მოუთმენლობა დაუბრუნდებათ. თუმცა ნეგატიური მომენტები დუღილის ტემპერატურას არ მიაღწევს, საყვარელ ადამიანთან იდეალური ურთიერთობების მოგონება ხომ ასეთი ცინცხალია. მარტოხელა სასწორების ურთიერთობებშიც გამოცოცხლება შეიმჩნევა. ზაფხულის პერიოდში დიდია დაშორების ალბათობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც სასწორისთვის მისაღებ მაღალ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მთლიანობაში, ამ პერიოდში სასწორებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ თავიანთი პარტნიორებისადმი, რაც ახალი რომანის გაჩაღებაში ხელს შეუშლით, თუმცა თაყვანისმცემლები არ მოაკლდებათ და თუ მეტ მოთმინებასა და შემწყნარებლობას გამოიჩენენ ადამიანებისადმი, ახალი ურთიერთობის წამოწყების შანსი მკვეთრად გაიზრდება.

სექტემბერში მთვარე აქტიურობაზე მოახდენს გავლენას და სასწორებს პირველყოფილი შეგრძნებები შემოუტევთ. დაოჯახებული სასწორები გაზაფხულის ნაზ გრძნობებს დაივიწყებენ და განზე დაიწყებენ გასართობის ძებნას. ეს ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება, სადაც სასწორები თავად დაიწყებენ საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზების ძებნას. სასწორის ყველა პარტნიორი მათ კაპრიზებს ჩუმად არ მოითმენს და ზოგიერთს მეტად მძიმე დროის გადატანა მოუწევს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 მორიელი

2016 წელი მორიელებისთვის უჩვეულო სექსუალური შეპყრობილობის ნიშნით დაიწყება. თანაც თუ ვნების კონკრეტული ობიექტი მორიელს გვერდში არ ყავს, მისი ვნება მოკლეხნიან რომანებში რეალიზდება. ყოველ ღამეს მორიელი დაუშურვებლად გასცემს ვნებასა და მგზნებარებას და დილას უკანმოუხედავად მიატოვებს ერთი ღამის პარტნიორს, რათა მეორე საღამოს სხვის ლოგინში ამოყოს თავი. სექსუალური სიგიჟის ტალღა დაოჯახებულ მორიელებსაც შეეხებათ და უფრო ხშირად, ისინი ვნების ობიექტებს სამსახურშივე დაუწყებენ ძებნას. საკუთარი თავის წინაშე გამართლებას მორიელები იმით მოახერხებენ, რომ ყველაფერს დაჟინებულ პარტნიორს დააბრალებენ. მარტოხელა მორიელებს კი ვნებიანი თავგადასავლების გარდა სულიერი განცდებიც სწყურიათ და წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები მათ არაფერს მოაკლებენ.

მაისში, როცა ზოდიაქოს სხვა ნიშნების სასიყვარულო და სექსუალური აქტივობა გაიზრდება, მორიელები უკვე ყელამდე სავსე იქნებიან ფიზიკური სიამოვნებით და ძებნის ვექტორს სიყვარულის ობიექტისკენ მიმართავენ და შეეცდებიან მონახონ ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად არა მხოლოდ ლოგინში იგრძნობენ. ამ დროს კი ცის კამარაზე დროებით ანტაგონიზმში მყოფი პლუტონი და სატურნი მორიელების სასიყვარულო საქმეებში ჩაერევიან და ამ პროცესებს შემოდგომამდე დაამუხრუჭებენ. დაწყვილებული მორიელები ურთიერთობაში გაუხეშდებიან, რაც დაუყოვნებლივ იქონიებს გავლენას მათი სიყვარულის ზოგად ფონზე და ის დღითიდღე გაუარესდება. მართალია, ეს ურთიერთობები ღია დაპირისპირებაში იშვიათად გადაიზრდება, მაგრამ დაიწყება „ცივი ომი“ და ერთმანეთისთვის წყენის მიყენების მცდელობები, რაც, სავარაუდოდ, მთელი ზაფხული გაგრძელდება.

მარტოხელა მორიელები 2016 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სერიოზული ურთიერთობებისთვის უკვე მზად იქნებიან, თუმცა ეს არ გამოუვათ. ან დაბალი სოციალური სტატუსის პარტნიორი ეყოლებათ, რაც მორიელისთვის სრულიად მიუღებელია, ან ადამიანი, ვინც მოეწონებათ, დაკავებული აღმოჩნდება. ზოგიერთ მორიელს კი პარტნიორის საპასუხო გრძნობებში შეეპარება ეჭვი. ამიტომაც ბევრი მორიელი კიდევ ერთ წელს მარტოობაში გაატარებს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის 2016 წლის დასაწყისი ძალიან რომანტიული იქნება. ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩაღებული ურთიერთობები სინაზისა და ნდობის ახალ დონეზე გადავა და მშვილდოსნები ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნებიან, სრული ურთიერთგაგებით და სინაზით დატკბებიან და არცთუ უსაფუძვლოდ სამომავლო გეგმების დაწყობასაც დაიწყებენ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რეტროგრადული იუპიტერი მშვილდოსნებს შფოთიან წინათგრძნობას მოუტანს, რომ ოჯახურ ცხოვრებაში დასადგურებული სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითია. და მართლაც, მალე აღმოჩნდება, რომ მშვილდოსნის პარტნიორი ორმაგ ცხოვრებას ეწევა და საყვარელ ადამიანს მის ცხვირწინ ღალატობს. ამ ახალ ამბავს ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება და პარტნიორების დიდი ხნით დაშორებას გამოიწვევს, მშვილდოსნებს ხომ უკიდეგანო სიამაყე მათი გრძნობების უგულებელყოფის დავიწყების უფლებას არ მისცემს. მათ პარტნიორებს დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევთ, რათა საყვარელ ადამიანებს დაუმტკიცონ, რომ ეს ღალატი მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო და მშვილდოსნების კეთილგანწყობა დაიბრუნონ.

მარტოხელა მშვილდოსნები ზაფხულს მატერიალური საკითხების მოგვარებას დაუთმობენ. ეს პრობლემები მათ გაცილებით მეტად ანაღვლებთ, ვიდრე პარტნიორისადმი გრძნობები და მის წინაშე ვალდებულებები. ყოველ ახალ ურთიერთობაში მშვილდოსანი მხოლოდ გამორჩენის ობიექტს ხედავს. არც ერთი ურთიერთობა რამდენიმე თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება, რადგან მისი საფუძველი მხოლოდ  მატერიალური მოსაზრებებია.

მარტოხელა მშვილდოსნის გული, ბოლოს და ბოლოს, სასიყვარულო ფლუიდებს გამოეხმაურება და მერკანტილური მოსაზრებების უგულებელყოფის შემდეგ ისინი ახალ, ძლიერ გრძნობას დანებდებიან, რომელიც მათ გულსა და გონებას დიდი ხნით შეავსებს. სწორედ შემოდგომაზე ელით მშვილდოსნებს შეხვედრა, რომლის შედეგებიც საკმაოდ შორსმიმავალი შეიძლება აღმოჩნდეს. მთლიანობაში, 2016 წელიწადი მშვილდოსნებისთვის ემოციურად, ნეგატიური თუ დადებითი გრძნობებით, მდიდარია. წლის ბოლოს კი მშვილდოსნები მიხვდებიან, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი შეიძინეს, ვიდრე დაკარგეს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 თხის რქა

წლის დასაწყისიდანვე თხის რქის სასიყვარულო ჰოროსკოპის სექტორში მძვინვარე მარსი მბრძანებლობს. ამ ნიშნის წარმომადგენლებში მომეტებული აქტიურობა შეინიშნება. მარტოხელა თხის რქები ხანმოკლე და განსაკუთრებული შედეგების არმქონე სექსუალური გამარჯვებების კოლექციონერობას მიჰყოფენ ხელს. ყოველ მსგავს წამიერ გამარჯვებას თხის რქისთვის ყოვლისშემძლე დამპყრობლის შეგრძნება მოაქვს, რაც მის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ურთიერთობების ამ კალეიდოსკოპში შეიძლება საბედისწერო შეხვედრაც გამოერიოს, რომელიც თხის რქას მძვინვარე მხეციდან მორჩილ ცხვრად აქცევს და მის გონებასა და სხეულს უფრო ძლიერი ნიშნის ნებას დაუმორჩილებს.

ცბიერი მარსი ნეგატიურად მოქმედებს თხის რქების ოჯახურ ურთიერთობებზეც, რომლებიც აქამდე სრულ ჰარმონიაში იყო. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გრძნობადი და რომანტიულიდან აგრესიულ-საბრძოლოდ ტრანსფორმირდება, რაც მეუღლეების მცირეხნიან დაშორებას და ერთმანეთისგან მოშორებით დაფიქრების აუცილებლობის გაჩენას გამოიწვევს.

მარტოხელა თხის რქები აგვისტოში ან სექტემბერში საყვარელი ადამიანის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან. საქმე ისაა, რომ პლუტონის ზეგავლენით თხის რქები უეცრად ყურადღებას მატერიალურად გაცილებით უზრუნველყოფილ პიროვნებაზე გაამახვილებენ და მთელი ძალებით ეცდებიან მის მოპოვებას, თანაც მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით და ამას მათზე შეყვარებული ადამიანის გულწრფელ გრძნობებს შესწირავენ. საბოლოოდ თხის რქა ერთ პარტნიორთან ბედნიერად ცხოვრების შანსსაც დაკარგავს და მის მზაკვრულ ჩანაფიქრს პოტენციური პარტნიორიც შეიტყობს. თხის რქა მარტო დარჩება და ამ წელიწადში კიდევ ერთი სიყვარულის შანსი აღარც მიეცემა. თუმცა თავადაც ისეთ განწყობაზეა, ისეთი გაბოროტებულია საკუთარ თავზე და ცხოვრების არასრულყოფილებაზე, რომ დიდი ხნით დაანებებს თავს ბედნიერების სიყვარულში ძებნას.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 მერწყული

მაიმუნის წლის პირველი ნახევარი მერწყულისთვის სატურნის დამამშვიდებელი ზეგავლენის ქვეშ, ჰარმონიასა და სიწყნარეში, სასიამოვნო ოჯახური სიმყუდროვისა და თბილი ურთიერთობების ფონზე ჩაივლის.

მარტოხელა, განსაკუთრებით თებერვალში დაბადებული მერწყულები ცბიერი ურანის ზემოქმედების ქვეშ მოექცევიან, რაც მათ ცხოვრებაში ვნებების ქარიშხალს გამოიწვევს და ეს გამოიხატება ისეთი ადამიანით გატაცებაში, რომელიც მერწყულებს ვნებასა და სინაზესთან ერთად ტკივილსა და იმედგაცრუებასაც მოუტანს. მერწყულები ძლიერ ფიზიკურ და სულიერ მიჯაჭვულობას განიცდიან ახალი პარტნიორის მიმართ, რომელიც ამ მომენტს ანგარებიანი მიზნითაც კი გამოიყენებს. მერწყულების ნათესავებიც კი, ვინც მის დამღუპველ მიჯაჭვულობას კარგად ხედავს, არჩევანის სიმცდარეში მათ დარწმუნებას ვერ შეძლებენ. ტკივილით სავსე, ვნებიანი ურთიერთობა დასასრულს ივლისში მიუახლოვდება, როცა მერწყულის პარტნიორი მისი ჰორიზონტიდან უბრალოდ გაქრება, მას შემდეგ, რაც ამ ურთიერთობიდან ყველაფრის გამოწურვას შეძლებს, რაც აინტერესებდა. სიყვარულში იმედგაცრუებული მერწყულები ღრმა დეპრესიაში ჩავარდებიან, ისე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებაც შეიძლება დაჭირდეთ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დაოჯახებული ან მუდმივ ურთიერთობაში მყოფი მერწულები ნელ-ნელა ზამთრის ძილისგან გამოფხიზლდებიან. მათი სექსუალობა გაუცნობიერებლად გააქტიურდება და მერწყულები საწინააღმდეგო სქესისთვის მეტად მიმზიდველი ფლუიდების გავრცელებას დაიწყებენ. პარტნიორთა დაჟინებული ყურადღება და სიჯიუტე მერწყულების ირგვლივ აგებულ ციხე-კოშკში შეღწევას შეძლებს და მათი ოჯახური ერთგულება შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

მარტოხელა მერწყულები მხოლოდ 2016 წლის ოქტომბერში მოვლენ გონს და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მიმართ მიზიდულობას იგრძნობენ. მათი მომხიბლავობა და მიმზიდველობა მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა ნებისმიერ პოტენციურ პარტნიორს მერწყულები ეჭვის თვალით უყურებენ, ეს კი თაყვანისმცემლის გულწრფელი გრძნობების სათანადოდ აღქმაში უშლით ხელს. მთლიანობაში 2016 წელი მერწყულებისთვის ემოციურად და გრძნობიერად ბობოქარი იქნება და მათ გულში გაორებულ გრძნობებსა და ახალი ურთიერთობებისადმი შიშს დატოვებს.

სიყვარულის ჰოროსკოპი 2016 თევზები

2016 წლის დასაწყისში ქარაფშუტა და ზედაპირულ თევზებს, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი სიყვარული ეწვევა და ისინი გაიგებენ, რა ძლიერი გრძნობაა გიყვარდეს და რა სასიამოვნოა, როცა სხვასაც უყვარხარ. პლანეტების განლაგების წყალობით თევზებს ამაღლებული გრძნობები და რომანტიკა მიიზიდავს და ურთიერთობების იდეალთან მიახლოებასაც ეცდება. თევზებს ეს მაგიური გარდასახვა სიყვარულში გახსნასა და პარტნიორთან გულწრფელი და პატიოსანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. თავისუფალი ურთიერთობების მოყვარულ თევზებს უცებ ძალიან მოუნდება მყუდრო სახლი, ოჯახი და დაკანონებული ურთიერთობები ქონდეს. იგი პარტნიორისადმი ძლიერი გრძნობების დამტკიცებას ეცდება და სიყვარულის ნიშნად ბავშვზე საუბარსაც წამოიწყებს.

მარტოხელა თევზებზე არაერთგვაროვან გავლენას ახდენენ ურანი და სატურნი. ისინი ურთიერთობებში ერთგულებასა და მუდმივობას არ ეძებენ, პირიქით, სურთ შეხვდნენ მათთვის იდეალურ ადამიანს, ვინც უსიტყვოდ გაუგებს, ვისთანაც დროის გატარება საინტერესო იქნება. ამასთან მათ ჭირდებათ ადამიანი, ვინც თევზებს ეჭვიანობითა და მისი მუდმივად სახლში არყოფნის გამო პრეტენზიებით არ შეაწუხებს. ასეთ ადამიანს თევზები ზაფხულის შუა პერიოდში შეხვდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ურთიერთობა არც მთლად ხანმოკლე გამოდგება და საკმაოდ ჰარმონიულ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, რომელიც თავისუფალი სიყვარულის პრინციპზე იქნება აგებული. უკიდურეს შემთხვევაში, მაიმუნის წელს შფოთი, ეჭვები და სკანდალები ამ წყვილს გვერდს აუვლის.

შემოდგომა თევზების ცხოვრებაში სასიხარულო და არაორდინალური მოვლენებით შევა. ეს შეიძლება იყოს ქორწინება ან ბავშვის დაბადება. მთლიანობაში 2016 წელი თევზებისთვის სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით დატვირთული იქნება და ყოველი თევზები შეძლებს ის ნიშა იპოვოს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე