2015 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

winteris comingვერძი

დეკემბერი ვერძისთვის 2015 წლის ერთი-ერთი საუკეთესო თვე იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყოველდღიურად ელით სიურპრიზები, რომლებიც სიხარულსა და სასიამოვნო მოგონებებს დაუტოვებს. საკმაოდ ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს მოერევით, თუმცა ხანდახან დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. მოსალოდნელია მივლინებები, რომლებიც, მართალია, მიმდინარე საქმეებს მოგაცდენთ, მაგრამ წარმატებული კი გამოდგება. ამ დროს დაისვენებთ კიდეც და სასარგებლო ნაცნობებსაც შეიძენთ. სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურია, თუმცა თვის დასაწყისში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი, რომელთაც თვის განმავლობაში მოაგვარებთ. პრობლემებს ბიზნესის წარმოების სხვადასხვაგვარი მიდგომები ან ინფორმაციის უკმარისობა გამოიწვევს. დეკემბერში ძველ კოლეგებთან და მეგობრებთან შეხვედრები გელით. ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ სტაბილური იქნება დეკემბერში, გაუმჯობესების ტენდენციით. მსხვილ თანხებს 21-23, 30 და 31 დეკემბერს ელოდეთ.

ვერძის გრძნობები ამ თვეში მაქსიმალურად გამძაფრებულია და ისე, როგორც არასდროს, უნდა, რომ სიყვარული უმტკიცონ. თუ ასე არ მოხდება, ვერძის განწყობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ვარსკვლავები კი ამ თვეში ზედმეტი მოთხოვნების წამოყენებას არ გირჩევენ და შეგახსენებენ, რომ სიყვარულს ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს: რაც ნაკლებს ითხოვ, მით მეტს იღებ. ეს რჩევა შეყვარებულებმაც უნდა გაითვალისწინონ და დაქორწინებულმა წყვილებმაც. წარმატებული იქნება ერთობლივი მოგზაურობა, რომელიც დეკემბრის შუისთვის უნდა დაგეგმოთ. განსაკუთრებით, თუ თქვენთვის საყვარელ ადგილებს ესტუმრებით. ამ თვეში ვერძი ჯანმრთელი და ენერგიულია, თუ დასჭირდება, მთებსაც გადააბრუნებს.

კურო

დეკემბერში ცოტა ხანს უნდა შეჩერდეთ და მშვიდად შეაფასოთ განვლილი გზა. ახლა სიფიცხე და აჩქარება არ გამოგადგებათ. ეს თვე ძალიან მოსახერხებელია საქმეების მოსაწესრიგებლად და განვლილი წლის მიღწევების დასაჯამებლად, რათა ზუსტად იცოდეთ, საიდან აგრძელებთ გზას. შესაძლოა კუროები თავიან პროფესიულ ასპარეზზე პრობლემებს წააწყდნენ. მაგალითად, ყველა დონის ხელმძღვანელებს მათ ბიზნესში აქტიურად მონაწილე ადამიანების არაკორექტული ქცევის გამო შექმნილი დისკომფორტი ელით. გარდა ამისა, მოსალოდნელია შემოწმებები, ამიტომ ყველა დოკუმენტი წესრიგში იქონიეთ. სირთულეთა უმრავლესობა თვის პირველ და მეორე დეკადაში გელით, დეკემბრის მიწურულს კი ყველაფერი ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგება. დაქირავებულმა კუროებმა მიმდინარე პრობლემებს ფილოსოფიურად უნდა შეხედონ, რადგან ისინი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია და ვერაფერს გააწყობთ. დეკემბრის მესამე დეკადა კუროებისთვის უფრო მშვიდი იქნება, შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ ან მზადება მაინც დაიწყოთ. ეს მოგზაურობა არა მხოლოდ დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ, არამედ სასარგებლო ნაცნობებსაც შეგძენთ. დეკემბერში კუროს ფინანსურ ჰოროსკოპს სტაბილურს ვერ ვუწოდებთ, უფრო პირიქით, ფული მუდმივად იხარჯება. ხარჯის ძირითადი მუხლები თქვენი შვილები, ახლობლები და ნათესავები, სახლის კეთილმოწყობა და ინტერიერის ნივთების შეძენა იქნება.

წლის ბოლო თვეში კუროს შეუძლია თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნას. მით უფრო, რომ ამ ასპარეზზე საკმაო საქმე დაუგროვდა. გექნებათ შვილებთან დაკავშირებული, უმეტესწილად სასიამოვნო საქმეები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ საქმეების მოგვარებას თქვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოხმარდება. ოჯახებში სრული ჰარმონია სუფევს და ახალი წლის სამზადისს ერთად შეუდგებით. უფრო ნაკლებად უმართლებთ შეყვარებულებს, რადგან მათ ურთიერთობაში ის-ის არის, ბზარები ჩნდება. ეცადეთ ახლობელ ადამიანს ყურადღებით მოუსმინოთ და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ზეწოლის გზა და ახსნა-განმარტებების მოთხოვნა. სწორედ ამ შემთხვევაში ჩაივლის თქვენი ახალი წელი მეგობრულ ატმოსფეროში. დეკემბერში კუროს ენერგეტიკული პოტენციალიც არ იქნება მაინცდამაინც მაღალი, ამიტომ ერიდეთ თავის გადატვირთვას, ძალები ეკონომიურად ხარჯეთ და მეტ საქმეს ნუ იკისრებთ, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ პერიოდში მედიტაციური პრაქტიკა და იოგა.

ტყუპები

დეკემბერში მოვლენათა ორომტრიალში ამოყოფთ თავს და შეიძლება კონცენტრაციის უნარიც კი ვერ შეინარჩუნოთ. ეცადეთ საკუთარი გრაფიკი დაგეგმოთ და ყველა სვლა წინასწარ განსაზღვროთ – მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ყველაფრის მოსწრებას. სწორი მიდგომის შერჩევისას ვერანაირი დაბრკოლება შეგაჩერებთ. დეკემბერში სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ სასარგებლო ნაცნობებს შეიძენთ. ძველ პარტნიორებთან ერთად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც საინტერესო წინადადებები ექნებათ და აუცილებლად განიხილეთ თითოეული მათგანი, ვინაიდან ისინი თქვენი ბიზნესის განვითარებას ან თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლებას დაეხმარება. მნიშვნელოვანია გულდასმით გააანალიზოთ და გაფილტროთ შემოსული ინფორმაცია. შესაძლოა სწორედ ამ თვეში, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ. ძველ კოლეგებთან ურთიერთობა ტყუპებისთვის მთლად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. მოსალოდნელია ადრე არსებული უთანხმოებების კვლავ გააქტიურება, რაც საერთო საკუთრებასთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, შეთანხმებას დეკემბერში ვერ მიაღწევთ და სადავო საკითხები მომავალ წელშიც გადაგყვებათ. ბიზნესმენი და ხელმძღვანელი ტყუპები თამამად უნდა დაეყრდნონ თავიანთ გუნდს, კოლეგები კი – ერთმანეთს. პროცესები გაუმჯობესდება, თუ მხარდამხარ, დაუღალავად იმუშავებთ. უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ფინანსურ სიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია დაეტყობა, თუმცა არც იმდენად, რომ ხარჯის გაწევისას საფულეში ჩახედვა აღარ გჭირდებოდეთ. ხარჯები კვლავ ბევრია, მაგრამ შემოსავლებიც არ გაკლიათ.

ამ თვეში სასიყვარულო ჰოროსკოპი განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევა. შეყვარებულები კვლავ კამათობენ, დაპირისპირება მაქსიმალურ დაძაბულობას თვის ბოლოს მიუახლოვდება. რთული სათქმელია, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ზოგ შემთხვევაში გაუგებრობას ურთიერთობების სიმტკიცის სერიოზული გამოცდა გამოიწვევს. ზოგიერთი ტყუპი კი შეიძლება შეხვდეს ახალ ადამიანს, ვისთან ერთადაც ნამდვილი სასიყვარულო სამკუთხედი გამოგივათ. რაც შეეხება მეგობრულ წყვილებს, მათ ახლა შვილების მომავალი ადარდებთ ყველაზე მეტად და დიდი ოდენობის ფინანსების ჩადებაც მოუხდებათ. დეკემბერი საკმაოდ დაძაბული თვე იქნება ტყუპების უმრავლესობისთვის, რაც დაღლილობისა და ერთგვარი სიცარიელის გრძნობას გაგიჩენთ. დასვენება გჭირდებათ და სწორედ ახლა თავს ცოტა ამოსუნთქვის უფლება უნდა მისცეთ. სცადეთ მცირე შვებულების აღება მაინც.

კირჩხიბი

დეკემბერი კირჩხიბისთვის მეტად გადატვირთული თვე იქნება. მოვიდა დრო, თქვენი შრომის ნაყოფი მოიმკათ და გრანდიოზული სამომავლო გეგმები დააწყოთ, რასაც აუცილებლად შეასრულებთ კიდეც. დეკემბერი კარგი თვეა კარიერული ზრდისთვის, თუმცა სულის მოსათქმელი დრო არ გექნებათ. მართალია, საქმეები მთლიანობაში კარგად მიდის, მაგრამ შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან, მორიგი გაუგებრობის ნიადაგზე. ასეთი სიტუაცია ადრეც გქონიათ, ამიტომაც განსაკუთრებული სტრესი და იმედგაცრუება არ გექნებათ. უბრალოდ, მთავარია გესმოდეთ, რომ ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარებას დრო სჭირდება. ხელმძღვანელი და ბიზნესმენი კირჩხიბებისთვის პრიორიტეტი თანამშრომელთა შტატი უნდა იყოს: დაითხოვეთ ძველი თანამშრომლები და მოძებნეთ ახალი სპეციალისტები, რომელთა ძალისხმევაც თქვენი ბიზნესის განვითარებას წინ წასწევს. ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იქნება, სადავო საკითხები თვის დასაწყისში წამოიწევს წინ. დეკემბრის ფინანსური ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის საკმაოდ კარგია. 1, 2, 10, 11, 19, 20 და 27-29 დეკემბერს მსხვილი ფულადი შემოსავლების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

კირჩხიბის პირად ცხოვრებაში ამ თვეში განსაკუთრებული სტაბილურობა არ შეინიშნება. წყვილებში, რომელთაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ, პრობლემების ძალის გამოყენებით მოგვარება არ ღირს – გახსოვდეთ, რომ მეუღლემაც შეიძლება მკვეთრი პასუხი გაგცეთ. შედეგად, დეკემბერი დაშორების თვეა, რაც სულაც არ გინდოდათ. მართალია, ეს დროებითი მოვლენა შეიძლება აღმოჩნდეს და შერიგების მერე თქვენი ურთიერთობა ძალიან დათბება მანამ, სანამ რომელიმე პარტნიორს ახალი გატაცება გამოუჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა თქვენს ურთიერთობაში საუკეთესო ეტაპი ნამდვილად არ არის და თუ მისი შენარჩუნება გინდათ, დიდი მოთმინების გამოჩენა გმართებთ. ბავშვებთან ურთიერთობა უმჯობესდება და ამან შესაძლოა მშობლების შერიგებასაც შეუწყოს ხელი. ახალ წელს საყვარელ ადამიანებთან და შორიდან ჩამოსულ ნათესავებთან ერთად გაატარებთ. შეგიძლიათ, თავადაც გაემგზავროთ მათთან ან სადმე იმოგზაუროთ, ძველ და საყვარელ ადგილას. ჯანმრთელობა დეკემბერში ოდნავ გღალატობთ, თავს გაუფრთხილდით. ეცადეთ თავი ძალიან არ გადაიტვირთოთ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიეთ. ყურადღებით იყავით საჭესთანაც, რადგან ტრავმატიზმის ალბათობა მაღალია.

ლომი

წლის ბოლო თვე ლომის ნიშნით დაბადებულთათვის ძალიან პოზიტიური იქნება. დგება მეტად საინტერესო პერიოდი, როცა თქვენი ოცნებები შეიძლება ასრულდეს. დეკემბერი ხელსაყრელი თვეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს ეხება მომღერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და ყველას, ვისი საქმიანობის სფეროც ხელოვნებაა. თუნდაც ამ კატეგორიას არ ეკუთვნოდეთ, დეკემბრის თვის ჰოროსკოპი ორიგინალური იდეებით დაგაჯილდოვებთ, რომელთა განხორციელებაც დიდ სარგებელს მოგიტანთ. ერთადერთი რჩევა – ნუ იჩქარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გეგმის ყველა დეტალის გულდასმით დამუშავება. დეკემბერი ძალიან კარგი პერიოდია ძველი კავშირების აღსადგენად თუ ახალი კონტაქტების შეძენისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი სანაცნობო წრე არსებითად გაფართოვდება და ირგვლივმყოფები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში, თქვენც ძალიან სასარგებლო ადამიანი იქნებით მათთვის. მტკიცდება კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ნათელი ეფინება დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს. მართალია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ პარტნიორთან გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მთელი დეკემბერი არ გეყოფათ და ეს იანვარშიც გაგყვებათ. თვის პირველ ორ დეკადაში კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა მაღალია, მაგრამ ისინი მართვადი იქნება. ზედაპირზე ამოტივტივდება ძველი იურიდიული პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც სწორედ რომ შესაფერისი დროა. გაითვალისწინეთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ნებისმიერი მივლინება თუ მოგზაურობა წარმატებული იქნება. ლომის ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში მაინცდამაინც სტაბილური არ არის. ხარჯები გაიზრდება და მათი დიდი ნაწილი ბავშვებთან ან ოჯახურ საზრუნავთან იქნება დაკავშირებული. მოერიდეთ გაუმართლებელ, უზომო ხარჯებს, რადგან თქვენი შემოსავლებით მათ გაწონასწორებას ვერ შეძლებთ და ვალებში გადავარდებით.

დეკემბერში ლომი დაესწრება უამრავ საღამოს, პრეზენტაციას თუ სხვა საჯარო ღონისძიებას, სადაც საკუთარი მომხიბლავობის წყალობით ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიზიდავს. ლომების უმრავლესობას პარალელურად ნოსტალგიური განწყობა დაეუფლება, რაც ძველ მეგობრებთან თუ ყოფილ პარტნიორებთან შეხვედრის სურვილს გაუჩენს. შეყვარებულ წყვილებს ვარსკვლავები გულუხვობის გამოჩენას ურჩევენ – დროა, საყვარელი ადამიანი საჩუქრებით გაანებივრო და მეტი ყურადღება დაუთმოთ. წარმატებული იქნება ერთობლივი მოგზაურობა. სიძუნწე კი არაფერში წაგადგებათ, ურთიერთობას გაგიფუჭებთ და ეს გაითვალისწინეთ. მეუღლეებმა მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან. ოჯახში ურთიერთობები თანდათან უმჯობესდება. მართალია, ზოგიერთ ნათესავთან კონფლიქტი კვლავ გრძელდება, მაგრამ ისეთი დაძაბული ნამდვილად აღარ არის. დეკემბერში ლომის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი მთლიანობაში პოზიტიურია, მისი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ამიტომაც ავად გახდომის არ უნდა ეშინოდეს.

ქალწული

დეკემბერი კარგი თვეა ცხოვრების მშვიდ სტილთან დასაბრუნებლად და პარალელურად, სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. უკან დარჩა დიდი მიღწევები, ყველა პრობლემა გადალახულია და დასახული მიზნებიც მიღწეული. ბოლო წლები ბეჯითად მუშაობდით, ახლა კი შრომის ნაყოფით შეგიძლიათ დატკბეთ. ეს თვე ხელსაყრელი იქნება ოჯახის შიგნით ურთიერთობების დარეგულირებისა და სახლის საზრუნავებისთვის, ამიტომაც თუ მცირე შვებულების აღებას მოახერხებთ, კარგი იქნება. ვისაც მუშაობის გარეშე არ შეუძლია, საქმეები წესრიგში მოიყვანოს. დეკემბრის დასაწყისისთვის გლობალურს ნურაფერს დაგეგმავთ – მოვიდა დრო, ისეთ საკითხებს ჩაუჯდეთ, რომელთაც დიდი ხანია თვალს არიდებდით ან მნიშვნელოვნად არ მიგაჩნდათ. შუა თვეში შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომგებიანი ოპერაცია ჩაატაროთ. ამ სფეროს ჰოროსკოპი დეკემბერში ძალიან წარმატებულია. ზოგიერთ პარტნიორთან დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თქვენი მცდელობების მიუხედავად, ის უმოქმედობას ამჯობინებს, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში დიდი ხნით „გაჭედვაა“ მოსალოდნელი. ქალწულის ფინანსური მდგომარეობა დეკემბერში იქნება სტაბილური და მხოლოდ სტაბილური. განსაკუთრებული მიღწევები მატერიალური თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის.

დეკემბერში ქალწულის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი პირადი ცხოვრების სერიოზულად მიხედვას, სახლის მოწესრიგებას, ოჯახისთვის მეტი ყურადღების დათმობას ამჯობინებს. ეს ყველაფერი აკურატულად და გარშემომყოფებზე ზეწოლის გარეშე უნდა მოახერხოთ, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში სრულიად ამაო კამათი და კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას. რასაკვირველია, ეს კარგი პერსპექტივა არაა, მაგრამ თუ ქალწულები მორალურად მოემზადებიან, ყველაფერი რიგზე იქნება. შეყვარებულ წყვილებს ურთიერთობა გაუარესდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან არასტაბილურია, ამიტომ დაშორების საფრთხე იზრდება. დარჩეთ ერთად თუ დაემშვიდობოთ ერთმანეთს – თავად გადაწყვიტეთ. წინ გაურკვევლობა გელით, რადგან ჰოროსკოპი ახალ, საინტერესო ნაცნობებს ვერ გპირდებათ. თუმცა განშორებამ საკუთარი თავისთვის მეტი დრო შეიძლება მოგცეთ და ეს ძალიან გამოგადგებათ, განსაკუთრებით წინასადღესასწაულო პერიოდში. გააანალიზეთ სიტუაცია და ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ყველაზე რთული პერიოდი ქალწულებისთვის დეკემბრის შუა და დასასრული იქნება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით დეკემბერი კარგი თვეა, თუმცა ზედმეტი წონის აკრეფვის ტენდენციის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ეცადეთ კვება აკონტროლოთ და მეტი იმოძრაოთ.

სასწორი

ამჟამად სასწორის ნიშანში მეომრული სულის მარსი იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ 2015 წლის დეკემბერში ენერგია არ მოგაკლდებათ. ვარსკვლავები ამ ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას გირჩევენ. თვის უმეტესი ნაწილი ძალიან პოზიტიურია და სავარაუდოდ, ამ პერიოდში სასწორები დიდი ხნის განმავლობაში დამოკლეს მახვილად დაკიდებული პრობლემების მოგვარებას მოახერხებენ, იპოვნიან დაშვებულ ხარვეზებს და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში კომპრომისს მიაღწევენ. ამ უკანასკნელებთან მიმართებაში სასწორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენენ, რადგან მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველას თქვენს მხარეს მომხრობა მაინც არ გამოგივათ – ამ ეტაპზე მაქსიმალიზმს მოეშვით. მოსალოდნელია, ახალი, სასარგებლო ნაცნობების გაჩენა მოგზაურობის დროს. საქმიანი აქტიურობის შედეგები ახლა მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ იქნება, თუმცა ყურებს ნუ ჩამოყრით, ნელა, მაგრამ მაინც ბეჯითად მიდიხართ დასახული მიზნისკენ. ვარსკვლავები მაინც თქვენს მხარეს არიან. ეცადეთ ამ პერიოდში ურთიერთობების რკვევას აერიდოთ, რადგან კონფლიქტების ალბათობა მაღალია. შეინარჩუნეთ გარკვეული ნეიტრალიტეტი. გახსოვდეთ, რომ ირგვლივ ავისმსურველები გახვევიათ, რომლებსაც თქვენი პრობლემები მხოლოდ გაახარებთ. მოექეცით ადამიანებს ფრთხილად, თუმცა ზედმეტად ნუ ჩაიკეტებით, რადგან თქვენს გარემოცვაში მაინც დარჩნენ ისეთი პიროვნებები, ვისაც შეიძლება ენდოთ. დეკემბრის თვის ფინანსური მდგომარეობა კარგი იქნება, პოზიციები უმჯობესდება და ტენდენცია რამდენიმე თვეს გაგრძელდება. დაქირავებული სასწორები პრემიას ან მომატებულ ხელფასს მიიღებენ, ბიზნესმენ და მენეჯერ სასწორებს კი დამატებითი მოგება ელით.

დაოჯახებული სასწორების ურთიერთობა მაინცდამაინც მყარი არ იქნება. საქმე ისაა, რომ თქვენი აზრები ახლა მთლიანად სამუშაოთი და მივლინენებით არის დაკავებული, ამას კი ახლობლები სიცივედ და უყურადღებობად აღიქვამენ. შესაძლოა საკითხების ნაწილი ზეწოლის შედეგად მოაგვაროთ, მაგრამ ამას ალბათ კონფლიქტები მოჰყვება. გამოიჩინეთ მოთმინება ახლობელი ადამიანის მიმართ და ნახავთ, რომ კამათის თავიდან არიდება თავისუფლად შეიძლება. ძველებურად რთულია ურთიერთობა ზოგიერთ ნათესავთან და გადასაჭრელი საკითხებიც ჰაერშია გამოკიდებული. გაურკვეველი მდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დეკემბერში სასწორის ჰოროსკოპი მთლიანობაში მაინც პოზიტიურია, თუ ჯანმრთელობაზე ვილაპარაკებთ. ყველანაირი ავადმყოფობა გვერდს აგივლით, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესი არ უნდა დაარღვიოთ და ყურადღებით იყოთ საჭესთან.

მორიელი

დეკემბერში მორიელი შესანიშნავად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას პროფესიულ ასპარეზზე. განსაკუთრებით გაუმართლებთ ნიშნის იმ წარმომადგენლებს, ვინც გადადებულ საქმეებს მოჰკიდებენ ხელს. ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრებისა და პარტნიორებისადმი, ასევე ნურც მაღალი თანამდებობის მფარველებს დაივიწყებთ, ვისთან ურთიერთობაშიც განსაკუთრებული დელიკატურობა და სიფრთხილეა საჭირო. ბიზნესმენი და ყველა დონის მენეჯერი მორიელები მზად უნდა იყვნენ მოულოდნელი შემოწმებებისთვის. მოიყვანეთ მიმდინარე საქმეები და დოკუმენტები წესრიგში, რადგან შემოწმებები დეკემბრის შუიდან შეიძლება დაიწყოს. თუ საზღვარგარეთული კონტაქტები გყავთ, მათთან მუშაობაში მცირედი გაუგებრობები შეიძლება შეგექმნათ. მოკლედ, დეკემბერში სანერვიულო ბევრია, თუმცა შედეგებზე დარდი არ გმართებთ. მორიელის ფინანსური სიტუაცია ამ თვეში გაუმჯობესდება, თუმცა არა ისე, რომ მფლანგველობის საშუალება მოგეცეთ. ერიდეთ გაუმართლებელ და მაღალ ხარჯებს. კიდევ რამდენიმე თვე მოგიხდებათ თავი შეიკავოთ ყველაფრის ყიდვისგან, რისი ქონაც მოგეპრიანებათ, ამიტომ განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე მაღაზიებშიც ნუ წახვალთ.

მორიელის ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად რიგზეა, თუმცა მოსალოდნელია ძველი პრობლემების გააქტიურება ნათესავებთან მიმართებაში. უსიამოვნებათა ნაწილი უკან დარჩა, დანარჩენის მოგვარება კი ხვალისთვის უნდა გადადოთ. არც შეყვარებულ მორიელებს ექნებათ სტაბილური სიტუაცია. ვარსკვლავები თქვენს ინტუიციაზე მინდობას გირჩევენ – მას ხომ არასდროს უღალატია. თუმცა მაინც გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტები ფულის ნიადაგზე შეიძლება წარმოიქმნას. ეცადეთ ფინანსურ საკითხებზე ნაკლებად იფიქროთ და არ იძუნწოთ. დეკემბრის თვეში თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა ასტროლოგები უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ საჭესთან ყოფნისას, რადგან ტრავმების მიღების ალბათობა ამ თვეში მაღალია.

მშვილდოსანი

დეკემბერში თქვენი წარმატებები უბრალოდ შესამჩნევზე ბევრად მაღალი დონის იქნება. პროფესიულ ასარეზზე ძალიან წარმატებული ხართ და პრაქტიკულად, ყველა საქმეში გიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. სრულიად მოსალოდნელია დეკემბერში საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მაღალი თანმდებობის პირებთან შეხვედრა დაგჭირდეთ და ეს მოახერხოთ კიდეც. უფრო მეტიც, მოსაუბრე თქვენს მდგომარეობაში შემოვა და მოლაპარაკებისას კომპრომისს აუცილებლად მიაღწევთ. ასე რეალიზდება ბევრი რამ, რაც 2015 წლისთვის გქონდათ დაგეგმილი – თანამშრომლობა კი მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის. დეკემბერში ბევრი საინტერესო წინადადება გელით როგორც ძველი ნაცნობების, ისე თქვენს ცხოვრებაში შედარებით ახლადგამოჩენილი პირებისგან. ბევრი მშვილდოსანი შეძლებს გარშემომყოფები მარტივად დააინტერესოს საკუთარი იდეებით და მათ განხორციელებაში გვერდში დაიყენოს. დეკემბრის ფინანსური ჰოროსკოპი პოზიტიურია, თვის მეორე ნახევრისთვის ფულად შემოსავლებს უკვე უნდა ელოდოთ. ეს დაახლოებით 3, 4, 12, 13, 21, 22, 30 და 31 დეკემბერს მოხდება.

სამწუხაროდ, მშვილდოსნის პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც პროფესიულ სიბრტყეზე. ახლა თქვენ მზად ხართ მოქმედებისა და სოციალური აქტიურობისთვის და შეგიძლიათ თქვენს პროფესიულ რეალიზაციას და წარმატებას ახლობლების ინტერესებიც შესწიროთ მსხვერპლად. თუმცა გახსოვდეთ, რომ შინაურ სითბოსა და ჰარმონიას ვერანაირი სოციალური კავშირები შეგიცვლით და მაინც ეცადეთ, დრო ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაიტოვოთ. ან ძალიან გულდასმით აუხსნათ მათ, რომ ეს შრომა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ გჭირდებათ.  მარტოხელა და სიყვარულით იმედგაცრუებული მშვილდოსნები დეკემბერში თავინთ მეორე ნახევარს შეიძლება შეხვდნენ და მასთან ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობა გააბან. ჯანმრთელობაზეც არაფერი გიშავთ ამ თვეში. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია და ავად გახდომის შიში ნუ გექნებათ.

თხის რქა

თხის რქებისთვის დეკემბერი საკმაოდ წინააღმდეგობრივი თვე იქნება, პოზიტიური მოვლენები ნეგატიურთან იქნება გადაჯაჭვული. ამ პერიოდში თქვენი დიპლომატიისა და მოქნილობის მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ. დეკემბრის მთავარი პრობლემა ძველი იურიდიული საკითხების კვლავ ამოტივტივებაა, რომელთა მოგვარებასაც მუდმივად ხვალისთვის დებდით, ახლა კი გვერდს ვეღარ აუვლით, მით უფრო ახალი დეტალების გათვალისწინებით. მოსალოდნელია შემოწმებები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და ამისთვისაც უნდა მოემზადოთ. შესაძლოა ზოგიერთი საკითხის მოგვარება 2016 წლამდეც გაიჭიმოს. თხის რქის ნიშნით დაბადებული ყველა დონის მენეჯერები და ბიზნესმენები შემოწმებებისა და პარტნიორებთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან სასწრაფოდ დასასხდომად უნდა იყვნენ მზად. დაქირავებული თხის რქები კი კოლეგების ინტრიგების მსხვერპლად შეიძლება იქცნენ. ეცადეთ კონცენტრირება მხოლოდ სამუშაოზე მოახდინოთ და გუნდში დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ. ყველას ნუ ენდობით – თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისაც თქვენი წარმატება მაინცდამაინც არ ახარებს. ყურადღებით იყავით ხელმძღვანელობასთან – ისინი განსაკუთრებული ინტერესით გაკვირდებიან, ამიტომ ნუ დააგვიანებთ და ნუ გააცდენთ თქვენს სამუშაო დროს ტყუილუბრალოდ. თუ შვებულების დღეები კიდევ დაგრჩათ, გამოიყენეთ ისინი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. სწორედ ახლა თქვენს საყრდენად ახლობლები და მეგობრები იქცევიან და თამამად ენდეთ მათ. დეკემბერში თხის რქის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება, თუმცა თუ ფულის სესხება დაგჭირდებათ, ბანკში წასვლამდე ახლობლებს მიაკითხეთ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.

დეკემბერში არც ოჯახური ურთიერთობები გამოირჩევა სტაბილურობით. ხშირდება კონფლიქტები, თუმცა რთული გასაგებია, ვინც დამნაშავეა და ვინ არა – ცხადია ერთი რამ: ახლა რთული პერიოდი გაქვთ, რომლის განმავლობაშიც უნდა გადაავლოთ თვალი თქვენს ურთიერთობებს და გადაწყვიტოთ, როგორ გააგრძელოთ ისინი. ბევრ წყვილს ნათელი მომავალი არ ელის, განსაკუთრებით თუ საქმეში ნათესავები თავიანთ რეკომენდაციებით ჩაერევიან. რასაკვირველია ეს მხოლოდ იმ წყვილებს ეხება, ვისი კავშირიც გაწყვეტის ზღვარზეა. მეგობრული ოჯახები კი მშვიდობიანად იცხოვრებენ და ერთად შეებრძოლებიან ყველა პრობლემას თავიანთი სიბრძნითა და სიყვარულით. შეყვარებულებსაც კარგი ურთიერთობა ექნებათ, თუმცა დეკემბრის ბოლოს მათ შორის მცირედი გაუცხოება შეიძლება მოხდეს. დაზოგეთ ნერვები და ეცადეთ საიდუმლოდ შეინახოთ ინფორმაცია, რომელმაც თქვენი პარტნიორი შეიძლება დაამწუხროს. დეკემბერში მშვილდოსნის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და უფრო მეტად გმართებთ თავის მოფრთხილება. მოწყვლადი ხართ გაციებისა და ინფექციებისადმი.

მერწყული

დეკემბერში მერწყული საკმაოდ მოხერხებული და ინიციატივიანი იქნება და შეძლებს ბრწყინვალედ გაართვას თავი მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლს. დღება დრო, როდესაც მთელი თქვენი დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ და გამოიყენოთ. მიმდინარე თვეში მერწყულები შეძლებენ ურთიერთგაგებას მიაღწიონ მაღალი მდგომარეობის ადამიანებთან და ძველი მეგობრების დახმარების ხელსაც მიმართავენ. თუმცა ეს ყველას არ გამოუვა. კომპრომისისკენ მიმავალ გზაზე სადავო ფინანსური საკითხები შეიძლება შეგხვდეთ და ყველა მხარეს თქვენ-თქვენი, სარწმუნო არგუმენტები აღმოგაჩნდეთ. ხელმძღვანელ და ბიზნესმენ მერწყულებს ვარსკვლავები საქმეების მოწესრიგებას ურჩევენ, რადგან მოსალოდნელია შემოწმებები. გამორიცხული არაა, რომ თვის ბოლოს საკმაოდ უსიამოვნო ფაქტის წინაშე დადგეთ. ამ შეთხვევაში დაგჭირდებათ პრობლემების მოსაგვარებლად ყველა ხელმისაწვდომი კავშირის გამოყენება. რაც შეეხება დაქირავებულ მერწყულებს, ისინი კოლეგების მხრიდან კრიტიკის ობიექტებად შეიძლება იქცნენ და აქ ხსნა მხოლოდ ხელმძღვანელის მხარდაჭერა იქნება. დეკემბრის ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია საერთაშორისო კავშირების განვითარება და გაღრმავებაა. ამ სფეროში დიდი სიახლეებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დეკემბრის პირველ ნახევარში. თვის მიწურულს კი შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მხოლოდ 2016 წლის თებერვლისთვის შეძლებთ. მერწყულის ფინანსური მდგომარეობა დეკემბერში არც ისე სტაბილური იქნება, რადგან გამოგიჩნდებათ მსხვილი ხარჯები, რომლებიც თქვენს შემოსავლებს საგრძნობლად გადააჭარბებს. ასტროლოგები ამ პერიოდში ვალის გაცემას არ გირჩევენ, რადგან შეიძლება ის უკან აღარ დაგიბრუნდეთ. ასევე ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმესთან მიმართებაში.

შეყვარებული მერწყულებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგება და თუ კომპრომისს ვერ მიაღწევენ, შეიძლება დაშორდნენ კიდეც. დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ისე, რომ საკუთარი თავის ღალატიც არ გამოგივიდეთ. გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ურთიერთდათმობის გარეშე ურთიერთობის შენარჩუნება არ მოხერხდება. მეუღლეების დამოკიდებულება სტაბილურია, თუმცა მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან, რომელთა მოგვარებაც დეკემბრის ბოლოსკენაა მოსალოდნელი. შეიძლება თქვენს რომელიმე ნათესავს მძიმე დრო დაუდგეს და თქვენი დახმარება სიტყვითაც და საქმითაც დასჭირდეს. დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში მერწყულის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალი იქნება. თვვის ბოლოს კი დაღლილობა იძალებს, ამიტომ ეცადეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი მაქსიმალურად დაიცვათ და საკმარისად იძინოთ.

თევზები

თევზებს წინ საკმაოდ ნაყოფიერი და დაძაბული თველი ელით და მათი ამოცანა ახლა სწორი არჩევანის გაკეთებაა. დეკემბერში საკმაოდ ბევრი წარმატებული მომენტი ექნებათ, განსაკუთრებით პროფესიულ ცხოვრებაში. ნამდვილად შეიძლება ელოდოთ წარმატებებს საქმეებში, შემოსავლების ზრდას და რთულ ოპონენტზე გამარჯვებას. ყველა მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებთ, წარმატებით ჩაივლის და სწორედ ამ თვეში მრავალი სასარგებლო ნაცნობის შეძენასაც შეძლებთ. თქვენი პოზიციები ძლიერდება და ამას ოპონენტებიც აღიარებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ნაწილი უბრძოლველად არ დაგნებდებათ და მზად იყავით ბრძოლისთვის. სცადეთ მოლაპარაკებები ძალიან მკაფიო, ზუსტი მესიჯებით აწარმოოთ, რათა ყველამ კარგად გაიგოს, რა პოზიცია გიჭირავთ. უძრავ ქონებასთან ან მსხვილ საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგებებიდან შეიძლება მოგება მიიღოთ. დაქირავებულ თევზებს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გაუუმჯობესდებათ, რაც მათი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება. ფინანსური მდგომარეობაც სტაბილურია, უფრო პოზიტიურიც კი. შემოსავლები რეგულარულად შემოდის და იზრდება.

თევზების პირადი ცხოვრება დეკემბერში საკმაოდ აფორიაქებული იქნება. ახლობელი ადამიანი თქვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დაკავებულობით შეწუხდება და გადაწყვეტს, რომ რადგან სახლში იშვიათად გხედავთ, ნაწყენი დარჩეს. მართლაც, თევზები ამ პერიოდში თავით არიან საქმეში გადაშვებულნი და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ. მონახეთ დრო თქვენს მეორე ნახევართან დასალაპარაკებლად, თორემ ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებთ. აუხსენით სიტუაცია და ეცადეთ, ცოტა მეტი დრო დაუთმოთ. დეკემბერში მოსალოდნელია ფინანსური ხასიათის უთანხმოებები, ასევე ამა თუ იმ ცხოვრებისეულ ფასეულობის, მოვლენის მიმართ საპირისპირო დამოკიდებულებით გამოწვეული უსიამოვნებები. ეს ეხება ოჯახურ წყვილებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ. ეცადეთ, მეტი ელაპარაკოთ პარტნიორს, ასე გაქვთ შანსი, უსიამოვნო კამათს გაექცეთ. დეკემბრის თვეში თევზების ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად თქვენი ჯანმრთელობაც და განწყობაც მთელი თვის განმავლობაში შესანიშნავი იქნება.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე