2015 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 2015ვერძი

ოქტომბერი ვერძისთვის არასტაბილური თვე იქნება. შეიძლება ძალიან წარმატებულად არ დაიწყოს, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ აუცილებლად მოხდება ამბები, რომლებიც ამ ნიშნის წარმომადგენელთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მთლიანობაში, საკმაოდ უპროგნოზო მომავალი გელით და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებთ სამუშაოში ჩართვას და რამდენად გამოიყენებთ მოცემულ შანსებს. ოქტომბრის პირველ ნახევარში ვერძები საქმიანი პარტნიორების მხრიდან მომდინარე გაურკვევლობისა და უიმედობის ნიადაგზე ძალიან დათრგუნულები იქნებიან. ამ პერიოდში მოსალოდნელია საერთო საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უთანხმოებები. გუნდშიც რთული სიტუაციაა. გამორიცხული არ არის მასობრივი შემოწმებები, ამიტომ დროულად მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. 2 ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია დარეგულირდება. ახლა გართულებულია ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან და არის მათი საერთოდ გაწყვეტის ალბათობაც. მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ ნერვიულობისთვის საბაბი ნამდვილად გაქვთ, რადგან თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის მათთან კარგი ურთიერთობა საკვანძო მომენტია. დაქირავებულ ვერძებსაც გაუჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მონახვა, თუმცა თუ გუნდში შექმნილი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად დროს გამონახავთ, თვის მეორე ნახევარი უკვე შესანიშნავად ჩაივლის. 15-დან 31 ოქტომბრამდე პერიოდი შედარებით მშვიდი იქნება. ყველა სადავო საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ბევრი შრომა მოგიწევთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ვერძის ფინანსური მდგომარეობა ოქტომბერში ნამდვილად პოზიტიურია და თვის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ფულადი შემოსავლების მიღება 25 და 27-29 ოქტომბერსაა მოსალოდნელი.

მოწესრიგებული პირადი ცხოვრების მქონე ვერძებს სირთულეები შეექმნებათ. მოსალოდნელია პარტნიორთან რაღაც გაუგებრობა შეგემთხვათ ან უბრალოდ, თქვენი გრძნობები გაცივდეს. ეცადეთ მეტი მოთმინება და სირბილე გამოიჩინოთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის სასურველი მიმართულებით არ ვითარდებოდეს. ოქტომბერში ვენერა და მარსი ბიზნესზე პასუხისმგებელ ციურ სექტორში ხვდებიან ერთმანეთს, ამიტომაც თვის მეორე ნახევარში სამსახურეობრივი რომანის ან ფლირტის გაჩაღების შანსი გაქვთ. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ეს არ იქნება სერიოზული ურთიერთობა. ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ოქტომბერში არც ისე სახარბიელოა. გექნებათ ბევრი საქმე, რისი შედეგიც გადაღლა და ძალების ნაკლებობაა. საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ და ეცადეთ ძილსა და დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

ოქტომბერში დროის უდიდესი ნაწილი კურომ მუშაობას უნდა დაუთმოს. შედეგიც არ დააყოვნებს – თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება. თვის პირველ ნახევარში ეცადეთ ლიდერის ამბიციებზე უარი თქვათ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება გააჭიანუროთ. საქმიანი მოლაპარაკებებიც უფრო გვიანი პერიოდისთვის უნდა გადაიტანოთ, რადგან ახლა ისინი წარმატებით არ ჩაივლის. ცუდი არ იქნება, თუ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის ერთგვარ სამუშაოს ჩაატარებთ და საკუთარ თავსა და გარემოცვას გადააფასებთ. უნდა იფიქროთ ადამიანებზე, ვის წრეშიც ტრიალებთ – გსიამოვნებთ კი ყველა მათგანი და ახდენენ ისინი თქვენზე დადებით გავლენას? რამდენად მომგებიანია მათთან თანამშრომლობა? შეგიძლიათ პირდაპირ იკითხოთ კიდეც, რა თანხა დაგიჯდებათ კონკრეტული ადამიანის მომსახურება ან რა მიზნები აქვს თქვენს პარტნიორს. პირდაპირ შეკითხვებს არ მოერიდოთ. მეორე მხრივ, გარშემომყოფებიც უამრავი პრეტენზიის წამოსაყენებლად არიან მზად, რასაც თქვენ დაუსაბუთებლად მიიჩნევთ. ბიზნესმენებსა და მენეჯერებს დაქირავებული თანამშრომლებისთვის თვალყურის დევნება მართებთ – შესაძლოა ისინი რაიმეს გიმალავდნენ. რაც შეეხება ამ უკანასკნელთ, ოქტომბერში საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდებიან. შესაძლოა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორებაც თქვენ მოგიხდეთ. თუმცა ნუ დანაღვლიანდებით, შედეგი ამ ძალისხმევად ღირს. თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი ნეგატიურ შეფერილობას არ შეიძენს. თვის მეორე ნახევარი, როცა გაიგებთ, რომ ამაოდ არ მუშაობდით, გაცილებით წარმატებული იქნება. სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან კავშირს აღადგენთ და ძალიან წარმატებული მივლინება გექნებათ, რომლის დროსაც სასიამოვნო შთაბეჭდილებებიც არ მოგაკლდებათ და ახალ ნაცნობებსაც შეიძენთ. ოქტომბერში თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ხელსაყრელს ვერ დავარქმევთ, მიუხედავად საქმიან სფეროში წარმატებებისა, მატერიალურ გამოხატულებაში შედეგი ჯერ არ დგას. ამ პერიოდში არც ფულის გასესხება ღირს. ხარჯებსაც მოუკელით, რადგან მფლანგველობის ალბათობა მაღალია.

თვის პირველ ნახევარში ცუდი არ იქნება, თუ ძველ მეგობრებს ან ძველ სიყვარულს შეხვდებით. მშობლებმა შვილებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ – სრულიად მოსალოდნელია, რომ მათ აღზრდასა და განათლებაში სწორედ ახლა დიდი თანხების გადახდა დაგჭირდეთ. შეყვარებულ კუროებს, რომლებიც ფიზიკურად დაშორებული არიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს, ამ თვეში შეხვედრის ბედნიერება ეწვევათ. ასევე შეიძლება განახლდეს ძველი კავშირები თუ სასიყვარულო რომანები. გაითვალისწინეთ, რომ 2015 წლის ოქტომბერში ურთიერთობები იდეალურად ნამდვილად არ აეწყობა. გადამწყვეტ როლს კი ამაში ფინანსური პრობლემები ითამაშებს. ეცადეთ პარტნიორისგან მეტისმეტი არ მოითხოვოთ, თორემ კონფლიქტებს ვერსად წაუხვალთ. ოქტომბერი საკმაოდ ნერვული თვე იქნება, რაც მრავალრიცხოვან სტრესებს გამოიწვევს. ამ თვეში კუროები არც ისე ჯანსაღად იგრძნობენ თავს, ამიტომ უნდა ეცადონ ზომიერად იცხოვრონ და სრულფასოვნად იძინონ.

ტყუპები

ოქტომბერში თქვენთვის ჩვეული სწრაფი და დინამიური ტაქტიკის იმედი ნუ გექნებათ. ყველა ნაბიჯი გულდასმით დაგეგმეთ და არ იჩქაროთ. თვის უმეტეს ნაწილს ტყუპები პირად საქმეებს მიუძღვნიან. ოქტომბრის პირველ ნახევარში პროფესიულ ასპარეზზეც არაფერი მნიშვნელოვანია მოსალოდნელი. ხელმძღვანელ და ბიზნესმენ ტყუპებს თავიანთ დაქვემდებარებულებთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ კონფლიქტების მოგვარება მოუწევთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებიც გაპრობლემდება. დაქირავებულ ტყუპებსაც სირთულეები წარმოექმნებათ ხელმძღვანელთან ურთიერთობისას. თქვენს კომპანიაში ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც ნერვიულობის საბაბს გაძლევთ. სიტუაცია თვის მეორე  ნახევრიდან გაუმჯობესდება და ნოემბერში პრობლემების უმრავლესობას მოევლება. არც ფინანსური ჰოროსკოპი გამოირჩევა ამ თვეში სტაბილურობით. საკმაოდ ბევრი ხარჯის გაწევა მოგიხდებათ და თვის ბოლოს მატერიალური პრობლემებიც შეიძლება შეიქმნას. ეცადეთ ვალის აღებას თავი აარიდოთ.

ტყუპების უმრავლესობა ოქტომბერში პირადი ცხოვრების მოწესრიგებას ეცდება. გაითვალისწინეთ, რომ თვის პირველი ნახევარი ემოციურად არამდგრადი პერიოდია, რაც კონფლიქტების სიმრავლეს განაპირობებს. მოსალოდნელია პარტნიორთან უთანხმოება საჯაროდ გამოიტანოთ და ამით სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება მოხდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ქალბატონებს, რომლებიც თავიანთი არალოგიკური ქმედებითა და არასწორად შერჩეული სიტყვებით გააღიზიანებენ პარტნიორს. გაითვალისწინეთ, რომ წინ საცხოვრებელ პირობებში სერიოზული ცვლილებები გელით და ამაზე კონცენტრირდით. ეცადეთ კამათებსა და კონფლიქტში არავის აყვეთ. გჯეროდეთ, რომ გაივლის სულ ცოტა დრო და დღევანდელი უთანხმოებები წვრილმანებად და არასაჭიროდ წარმოგიდგებათ. ბევრ ოჯახში მოსალოდნელია გართულებები შვილებთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ოქტომბრის თვეში მაინცდამაინც პოზიტიური არ არის, რადგან ახლა თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა, რაც თავის მხრივ, მრავალრიცხოვანი სტრესებითაა გამოწვეული. ეცადეთ უბრალოდ ნაკლებად ინერვიულოთ და თქვენი განწყობაც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

ოქტომბერი საკმაოდ მოუსვენარი და შფოთიანი თვეა, სწორედ ამიტომ საკუთარი ბიზნესის განვითარების გზები დამოუკიდებლად უნდა ეძებოთ. ოქტომბერში თქვენი ძირითადი საზრუნავი სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში მცხოვრებ პარტნიორებთან და კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაღრმავება იქნება. თვის პირველ ნახევარში მრავალი დაბრკოლებაა მოსალოდნელი. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა საქმიანობის ორ მიმართულებას, ორ სხვადასხვა საქმიან პარტნიორს შორის არჩევანის აუცილებლობა დაგიდგეთ და ეს არჩევანი საკმაოდ რთული გასაკეთებელი იქნება. მეწარმე და მენეჯერი კირჩხიბები მაკონტროლებელი ორგანოების ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდნენ, ამიტომაც აქედანვე გულდასმით დაიწყეთ დოკუმენტაციისა და საქმეების მოწესრიგება. ოქტომბერში მაღალია წარსულში მოუგვარებელი იურიდიული პრობლემის კვლავ გააქტიურების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გუნდს, რადგან იქ შეიძლება არაკონსტრუქციულობის, არაკომპეტენტურობისა და უბრალოდ სიზარმაცის ელემენტები დაფიქსირდეს. დახმარებას ნურავისგან დაელოდებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან თავად დაქირავებული თანამშრომლებიც, რომელთაც კოლეგებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, რათა უსაფუძვლო ჭორებსა და ცილისწამებებს ზიანის გარეშე აარიდონ თავი. საქმიან ასპარეზზე არსებული სიტუაცია მეტნაკლებად დარეგულირდება ოქტომბრის მიწურულს და უკვე შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, დოკუმენტებზე ხელის მოწერას და საერთოდ, წინ ნაბიჯების გადადგმას. ჯერჯერობით კი უნდა მოითმინოთ, რადგან აჩქარების აუცილებლობა არ არსებობს. ეს ეხება ყველას, ვინც კირჩხიბის ნიშნით დაიბადა, დამოუკიდებლად მისი საქმიანობის სახისა. ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იქნება – ოქტომბერში სერიოზული მატერიალური შემოსავლების მიღება მოსალოდნელი არ არის. თუმცა არც ხარჯი გექნებათ ბევრი და ამ თვის უსიამოვნებათა უმეტესობას სოციალური და ემოციური ხასიათი ექნება.

ოქტომბერში სტაბილურობით არც კირჩხიბის ოჯახური მდგომარეობა იქნება გამორჩეული. მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციის შექმნა ნათესავების წრეში. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის პირადად არ იქნებით, ეს თქვენს ოჯახში არეულობას მაინც შეიტანს. თუ ჩხუბში თქვენს ჩათრევას მოინდომებენ, ყველანაირად ეცადეთ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და თქვენი მეუღლეც ინტრიგებისგან დაიცვათ, რადგან ამ ყველაფერმა საბოლოოდ წყვილის ურთიერთობაზე შეიძლება იმოქმედოს. პრობლემები ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც შეიძლება შეგექმნათ, ამიტომ ყველაფერში ზომიერება დაიცავით. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. გახსოვდეთ, რომ ავარიებისა და ტრავმების ალბათობა იმატებს.

ლომი

ოქტომბერში ლომები მიღებულ ინფორმაციას ფრთხილად უნდა მიუდგნენ. მაქსიმალურად ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გადადოთ, რადგან შესაფერისი დრო ჯერ არ მოსულა. ამ თვეში ლომი არჩევნის წინაშე დადგება: მას მოუწევს გადაწყვიტოს რა აკეთოს, სად დახარჯოს ფული, საერთოდ დახარჯოს თუ არა ახლა თუ შეინახოს. ბიზნესმენებს პრობლემები შეიძლება შეექმნათ, რადგან მათი ზოგიერთი პარტნიორი თავის ფინანსურ პოზიციებს მკვეთრ ფორმულირებას არ უკეთებს. უკიდურეს შემთხვევაში, ადგილი ექნება ღიად მოტყუების მცდელობას, ამიტომაც გულდასმით ამოწმეთ ყველა ფინანსური დოკუმენტი და ანგარიში. ასეთი ყურადღება ბევრ შეცდომას და მატერიალურ დანაკარგს აგაცილებთ არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობა საკმაოდ ნელა და გაუგებარი მიმართულებით ვითარდება. შეიძლება შეგექმნათ პრობლემები, რომლებიც არც ისე სერიოზული იქნება და ამიტომ მათთან გამკლავება ნოემბერ-დეკემბრისთვის შეგიძლიათ გადადოთ. დაქირავებულმა ლომებმა მომავალი თანამშრომლობის ფინანსური ასპექტები უნდა განიხილონ თავიანთ დამსაქმებელთან, რათა ყველა საკითხი ახლავე იყოს გარკვეული და სამომავლოდ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ. ოქტომბრის ფინანსურ ჰოროსკოპს პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ. საქმე არა იმდენად ფულის უკმარისობაში, არამედ უფრო ხარჯების არასწორად დაგეგმვაშია. შემოსავლები ამ თვეში სწორედ რომ არ მოგაკლდებათ, მაგრამ ფულის ფლობით მოგვრილი ძალაუფლების შეგრძნება შეიძლება მაცდური აღმოჩნდეს და ზედმეტი დახარჯოთ საქმისთვის, რომლის შედეგიც ნულოვანი იქნება. სწორედ ამიტომ ვარკვლავები აჩქარებისგან თავის შეკავებას და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებას გირჩევენ.

ოქტომბრის თვეში ლომის პირადი ცხოვრება წინააღმდეგობებით იქნება სავსე. ნელნელა მიხვდებით, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე სულ უფრო განსხვავებულად ფიქრობთ. თუ ეს ახლადდაწყებული პროცესი არაა და განშორებისკენ სხვა ნიშნებიც მიგითითებთ, ეს შეიძლება სწორედ ოქტომბერში მოხდეს. ბევრი რამ თავად ლომზეა დამოკიდებული – რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ – ზუსტად უნდა იცოდეთ, რას ელით ურთიერთობებისგან. მშობელ ლომებს ბავშვებთან დაკავშირებული ხათაბალა ექნებათ. გამორიცხული არაა მსხვილი ხარჯები მათი საჭიროებებისთვის. ოქტომბრის თვეში ლომს პერიოდულად დაღლილობა, მოშვებულობა, უძილობა შეიძლება დაემართოს. სწორედ ამიტომ, ეცადეთ მეტი დაისვენოთ და ბუნებაში ხშირად გახვიდეთ ისე, რომ სამსახურეობრივი და ოჯახური პრობლემები თან არ გაიყოლოთ.

ქალწული

ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა ქალწულს მის გზაზე წარმოქმნილი ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება, ოქტომბერში კი ასეთი ბევრი იქნება. ამ თვეში ქალწული გარშემომყოფებისთვის შთაგონების წყაროდ და ცვლილებების ინიციატორად იქცევა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ არც მთლად გულწრფელ და ამასთანავე ინერტულ პარტნიორებს. უბრალოდ თქვენ ხელში აიღეთ ინიციატივა და დარწმუნებული იყავით, ყველაფერი გამოგივათ. თვის პირველ ნახევარში ფინანსური სახის რთული პრობლემების შექმნაა მოსალოდნელი. ქალწულის ნიშნით დაბადებული ბიზნესმენები, პარტნიორთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიზნესის განვითარებაში  მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ. გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ახლა შეიძლება გახდეს აშკარა, რომ თქვენი ზოგიერთი კოლეგა არათუ არაფრისგამკეთებელი არამედ, არც მთლად საიმედოა. შეიძლება გამცემლობას ან დიდ ტყუილსაც კი გადააწყდეთ. სწორედ ამიტომ, ეცადეთ ნაკლებად ენდოთ ადამიანებს და გავლენის ბერკეტები თქვენ ხელში დაიტოვოთ. გარკვეული დროის შემდეგ ამ რჩევის სარგებლიანობაში კიდევ მეტად დარწმუნდებით. დაქირავებული ქალწულები მომგებიან წინადადებას მიიღებენ და მათ ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა შეათანხმონ მომავალ დამსაქმებელთან მუშაობის ფინანსური ასპექტები. ყველანაირი დოკუმენტის ხელის მოწერისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის საუკეთესო დრო თვის მეორე ნახევარია, ოქტომბრის დასაწყისი კი ღონისძიებების დაგეგმვასა და ანალიზს უნდა დაუთმოთ. ქალწულის ფინანსური პოზიციები მთლად მყარი არ იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ოქტომბერში ბევრი მოულოდნელი ხარჯი შეიძლება გამოგიჩნდეთ. ეს ხარჯები, პირველ რიგში, თქვენს ახლობლებსა და შვილებს შეეხებათ.

არც ქალწულის პირად ცხოვრებაშია ყველაფერი რიგზე. ბევრი ოჯახში მშობლებთან ან სხვა ხანშიშესულ ნათესავებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. საზრუნავი გექნებათ უძრავ ქონებაზეც, რომლის კეთილმოწყობას საკმაოდ დიდი დრო და ფული დაჭირდება. ამ პერიოდში დასაშვებია უფროსი შვილებისთვის ცალკე საცხოვრებლის გამოყოფის საჭიროების დადგომა. შეყვარებულ წყვილებს ვნებების მორიგი აფეთქება ექნებათ, თუმცა მათი ურთიერთობა ჰარმონიული დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ხასიათის პრობლემები არ შეიქმნება. ქალწულებს ახლა არაფრის თხოვნა არ სჭირდებათ, ყველაფერი თავისთავად ხდება. ამ თვეში თქვენს მდგომარეობას მარსი, იუპიტერი და ვენერა განსაზღვრავს, შესაბამისად ენერგია საკმარისზე მეტი გექნებათ და ვერც ერთი დაავადება ახლოს ვერ გაგეკარებათ.

სასწორი

ოქტომბერი სასწორებისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება, რომლის განმავლობაშიც მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ კამათს, იმოქმედოთ ფრთხილად და აუჩქარებლად. რასაკვირველია, ზოგჯერ კედლის განგრევაც კარგად გამოგდით, მაგრამ ასეთი ნაბიჯისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის. თვის პირველ ნახევარში შეიძლება შეგექმნათ პრობელმები თქვენს რეპუტაციასთან დაკავშირებით და ის, რასაც მალავდით, ზედაპირზე ამოტივტივდეს. სასწორის ნიშნით დაბადებული ყველა ხელმძღვანელი თუ მენეჯერი ზემდგომი ორგანოების შემოწმებისთვის უნდა მოემზადოს. ამ პერიოდში შეიძლება კვლავ აქტუალური გახდეს სამომავლოდ გადადებული იურიდიული სახის პრობლემებიც. თუ პარტნიორები სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გყავთ, ამ თვეში მათ თქვენ  მიმართ მკაცრი და შეურიგებელი პოზიცია შეიძლება დაიკავონ. საქმიანი ურთიერთობა ან შეწყდება ან გაურკვეველი დროით ჰაერში გამოეკიდება – ოქტომბერში მიმდინარე საქმიანი საკითხების მოგვარება მოსალოდნელი არ არის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს დაქვემდებარებულ პირებს, რადგან მათი ინერტული თუ არაკეთილსინდისიერი ქცევისგან შეიძლება თქვენი ბიზნესი დაზარალდეს. დაქირავებულმა სასწორებმა დავალებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ და ფინანსურ დოკუმენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. სწორედ მათთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები შეიქმნას, არ არის გამორიცხული რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგეკარგოთ. უფრო პოზიტიური იქნება თვის მეორე ნახევარი, როდესაც პრობლემები ნელ-ნელა მოგვარებას დაიწყებს. ნოემბერი კი კარგი თვე გექნებათ. ოქტომბერში არანაირი მსხვილი შემოსავალი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც დიდი ხარჯები გექნებათ.

თუ სასწორები პროფესიული პრობლემებისა და უსიამოვნებების თავიდან აცილებას  მაინც მოახერხებენ, პირად ასპარეზზე მომხდარ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს გვერდს ვერ აუვლიან. ოჯახურ წყვილებს სახლთან და შვილებთან დაკავშირებით ბევრი საზრუნავი ელოდებათ. ავეჯის შეძენა, მცირე რემონტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა საქმეები თქვენს ზომიერ ცხოვრებაში გარკვეულ არეულობას შეიტანს. წყვილები, რომელთა ურთიერთობა ჰარმონიული ისედაც აღარ იყო, ხშირად გაუხსენებენ ერთმანეთს ძველ წყენებს. გამორიცხული არ არის ნათესავებთან პრობლემების შექმნა, ზოგიერთ მათგანს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდება. ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება, უბრალოდ, იჩხუბოთ. შეყვარებულებმა ერთმანეთის საიდუმლოები შეიძლება შეიტყონ, რაც სერიოზულ კამათამდე მიიყვანთ. თუ ურთიერთობის შენარჩუნება გინდათ, ეცადეთ ფრთხილად მოიქცეთ და რეპუტაციას გაუფრთხილდეთ. ოქტომბერში სასწორების ჯანმრთელობა ფაქიზი და მოწყვლადი იქნება რიგი დაავადებების მიმართ, ამიტომ ეცადეთ ზომიერად იცხოვროთ, ნაკლებად დაიღალოთ და მეტი იძინოთ. სტრესი მრავალი ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ პრობლემები გულთან ძალიან ახლოს ნუ მიგაქვთ.

მორიელი

ახლა მორიელს სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი ან უბრალოდ მცირე შესვენება სჭირდება. ეცადეთ თქვენს დატვირთულ გრაფიკში დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დრო გამონახოთ. ოქტომბრის პირველი დეკადა მორიელისთვის პროფესიული თვალსაზრისით არაპროდუქტიული იქნება. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს სასიცოცხლო ციკლზე, რომ ის ამ ეტაპზე მთლად წარმატებული არ არის. თუმცა ერთი მხრივ კარგია, რომ შეგიძლიათ თავს დასვენებისა და მოშვების საშუალება მისცეთ, მორალურად გაერიდოთ დაძაბულობას და დაფიქრდეთ, როგორ იმოქმედოთ  მომავალში, რა მიზნები დაისახოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მიხედეთ მარტივ საქმეებს, რომელთა მოგვარებასაც განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. მოაწესრიგეთ სამსახურეობრივი დოკუმენტაცია, გადაყარეთ ნივთები, რომლებიც გაღიზიანებთ და რატომღაც ვერ ელევით. ძალიან კარგი დროა ძველი მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების გასახსენებლად და მათთან შესახვედრად. შესაძლოა ამ უკანასკნელებთან ურთიერთობა აღადგინოთ კიდეც, რაც ძალიან წაადგება თქვენს ბიზნესს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 10 ოქტომბრის მერე მაინც უნდა დაუბრუნდეთ აქტიურ საქმიანობას. ამ დროს მოსალოდნელია საქმიანი მივლინება, რომელიც არა მხოლოდ წარმატებული გამოდგება, არამედ ერთგვარად საბედისწეროც თქვენი მომავლისთვის. თქვენს ცხოვრებაში გაჩნდებიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერასა და მფარველობას გაგიწევენ. არ დაგავიწყდეთ, რომ სანაცვლოდ თქვენგანაც რაღაცას ელიან და დაფიქრდით, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა დახმარებაზე დახმარებით უპასუხოთ.  გარდა ამისა, ახლა მეგობრებთან ფინანსურ ნიადაგზე პრობლემებია მოსალოდნელი. ბიზნესმენი მორიელები ოქტომბერში აღმოაჩენენ, რომ მათ კომპანიაში ყველაფერი ისე არაა, როგორც საჭიროა, რომ თანამშრომლები ნაკლებ დისციპლინირებულნი, ზედმეტად ამბიციურნი, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე ან უბრალოდ ზარმაცები არიან. ამის შედეგი თქვენს საქმეში დატრიალებული ქაოსი იქნება. დაფიქრდით გუნდის განახლებაზე. მორიელის ნიშნით დაბადებული რიგითი თანამშრომლები კი კოლეგების მხრიდან ერთგვარი არაკორექტული ქცევის ობიექტებად შეიძლება იქცნენ. ამ პერიოდში კონფლიქტები სამსახურში სრულიად მოსალოდნელია. ოქტომბრის თვეში მორიელებს დიდი ხარჯები ექნებათ, შემოსავალი კი შემცირდება, ამიტომ ეკონომიურობა გამოიჩინეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ პერიოდში მეგობრებს ფული არ არსესხოთ, რათა შედეგად უფულოდ და უმეგობროდ არ დარჩეთ.

მორიელის პირად ასპარეზზე განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ზოგიერთი წყვილის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი დადგება. თუ თქვენს შემთხვევაში სიყვარული და ფული ერთმანეთთან კავშირშია, კონფლიქტები გელით. მშობელ მორიელებს შვილებთან ურთიერთობაში სირთულეები ექნებათ. სიტუაცია დაიძაბება ზოგიერთ ნათესავთანაც, თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და ამავე თვეში მოგვარდება. ოქტომბერში მორიელის ჯანმრთელობა არასტაბილურია – ახლა იგი განსაკუთრებით მოწყვლადია ზოგიერთი დაავადების მიმართ, ამიტომ მეტი უნდა დაისვენოს და თავიც დაიცვას. სასარგებლოა სამკურნალო კურორტზე ან სანატორიუმში გამგზავრება. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ, რადგან დაავადებების უმრავლესობა ნერვული სისტემიდან მოდის.

მშვილდოსანი

ოქტომბერში თქვენი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ტვირთი შესამჩნევად დამძიმდება. აქტიურ, მუშაობის მოყვარულ მშვილდოსნებს ეს გაახარებს კიდეც, რადგან მათთვის სირთულეების გადალახვა წინსვლას ნიშნავს. ოქტომბერში მშვილდოსნებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ელით თავიანთ ბიზნესთან დაკავშირებული რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, თქვენთვის საჭირო ადამიანებთან შეხვედრა გაგირთულდებათ, რადგან ან ადგილზე არ იქნებიან, ან ზოგიერთი მიზეზის გამო თქვენ ნახვას თავს აარიდებენ. დროა საკუთარ საქმეებს დამოუკიდებლად მიხედოთ. უნდა მოემზადოთ მკვეთრი წინსვლისთვის, რაც თვის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა. სწორედ ამიტომ იშრომეთ მუხლჩაუხრელად და დროებით ყველაფერი დაივიწყეთ, საქმის გარდა. ეს რეკომენდაციები ერთნაირად აქტუალურია თავისუფალი მეწარმეებისთვის და სხვადასხვა პროფესიული საქმეებით დაკავებული, თუნდაც დაქირავებული მშვილდოსნებისთვის. ფინანსური ჰოროსკოპი ოქტომბერში პოზიტიურია, შემოსავლები იმატებს. 9-11 ოქტომბერს მსხვილი თანხის მიღებაა მოსალოდნელი. არც ხარჯები გექნებათ ცოტა, მაგრამ შემოსავალი გადაფარავს.

ამბობენ, რომ თუ ფულში არ გიმართლებთ, სიყვარულში აუცილებლად გაგიმართლებთ და პირიქით. მშვილდოსნების ცხოვრებაში ეს ბოლო ხანებია სწორედ ასე ხდება, რადგან ახლობლებისთვის დრო არ რჩება და საბოლოოდ ამას პრობლემები მოჰყვება. მეუღლეებს ჩხუბი ელით, თუ შექმნილ სირთულეებს მუდმივად თავს აარიდებენ და სულ სახვალიოდ გადადებენ.  შეყვარებულ წყვილებსაც არ აქვთ პოზიტიური პერიოდი. საუკეთესო ურთიერთობა ექნებათ იმ წყვილებს, რომელთაც სიყვარულის გარდა საერთო საქმეც აკავშირებთ – მათ გრძნობებში სიცივე არ შეიმჩნევა.  ოქტომბერში თქვენი ჰეროიკული სული ფიზიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება. თუ სრულფასოვანი დასვენებისთვის დროს ვერ პოულობთ, ეცადეთ უძილობას მაინც აარიდოთ თავი.

თხის რქა

თხის რქის ცხოვრებაში ცვლილებები გრძელდება. ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევთ თავს რთულ სიტუაციას და ყველაფერი ნელნელა ლაგდება. ოქტომბერში თხის რქა მოულოდნელ და ძალიან მომგებიან წინადადებას მიიღებს. აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი, რაც მასზე დათანხმებამ შეიძლება მოიტანოს, დააზუსტეთ დეტალები და მხოლოდ მერე მიიღეთ. თვის პირველი ნაწილი კარგი დროა წარსულის გაანალიზების, ახალი მიზნების დასახვისა და ორიენტირების განსაზღვრისთვის. თვის მეორე ნახევარი კი უკვე გადაწყვეტილებების მიღებისა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერის დროა. მოგიწევთ ძველ იურიდიულ საკითხებთან გამკლავება. ეცადეთ, ყველა დოკუმენტი და წვრილმანი წესრიგში გქონდეთ, რათა ნებისმიერი სირთულის შემოწმებას პირნათლად შეხვდეთ. ცოტა გართულდება ურთიერთობები შორს მცხოვრებ კოლეგებთან და პარტნიორებთან. გამორიცხული არ არის ორ პარტნიორსა და საქმიანობის მიმართულებას შორის არჩევანის გაკეთების საჭიროების წინაშე დადგეთ. ეს საკმაოდ რთული არჩევანი იქნება. თუ თხის რქა საკუთარი საქმის სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გახსნას გეგმავდა, უნდა იჩქაროს, რადგან ასეთი ხელსაყრელი პერიოდი დიდხანს არ ექნება. ოქტომბრის თვეში თხის რქის მატერიალური მდგომარეობაც კარგი იქნება, შემოსავლის მატების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

ოქტომბერი კარგი დროა ძველი კავშირების აღსადგენად. თვის პირველ დეკადაში შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია აღარ გადაკვეთილხართ. ეს იქნებიან ძველი მეგობრები ან თუნდაც თქვენი უკვე დავიწყებული რომანის გმირი. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, მზად იყავით დოკუმენტაციის შეგროვების გაჭიანურებისთვის, მაგრამ თქვენ ამასაც გაუმკლავდებით. ბევრ ოჯახში ნათესავებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი და ეს სიტუაცია ოქტომბერში არ მოგვარდება. ამ თვეში თხის რქის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ძალ-ღონისა და ენერგიის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდით.

მერწყული

მერწყულების საქმიან ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლოა, ყველა ცვლილება სასიამოვნო არ გამოდგეს, მაგრამ თქვენ გეყოფათ ძალა, რომ აღმოფხვრათ ისინი და წინსვლა გააგრძელოთ. პრობლემები, რომელთა წინაშეც გასულ თვეს დადექით, თავს არც ახლა დაგავიწყებთ. პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში საუბარი ფინანსურ საკითხზეა. შეიძლება ზემდგომ ინსტანციებთან ან მნიშვნელოვან პერსონებთან ანგარიშგებით წარდგომა მოგიხდეთ. ისინი თქვენგან სხვა შედეგს ელოდნენ და საბოლოოდ, სხვა მიიღეს და პრობლემა აქ სულ თავიდან მომხდარ გაუგებრობაშია, რომელსაც თუ ნათელს მოჰფენთ, სიტუაციაც დარეგულირდება. მერწყულები, რომლებსაც საზღვარგარეთთან საქმიანი კავშირები აქვთ, შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მოლაპარაკებების გაჭიანურება მაინც მოკლევადიანი და მოგვარებადი საქმე გამოდგება. ყველაზე რთული თქვენთვის თვის პირველი დეკადაა, როცა თქვენი პოზიციების შესანარჩუნებლად ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდებათ. წამითაც არ მოეშვათ. ფინანსური ჰოროსკოპი ოქტომბრის თვეში არასტაბილურია, გაუგებარია შემოსავლების მატებაა მოსალოდნელი თუ კლება. გაგიჭირდებათ აღებული ვალების გადახდა, რაშიც დახმარება ან საქმიან პარტნიორს ან ნათესავებს უნდა სთხოვოთ და საჭიროა აღინიშნოს, რომ ისინი გვერდში დაგიდგებიან. ოქტომბრის ბოლოს მიღებული შემოსავლები კი თქვენს არამყარ მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

შეყვარებული მერწყულები ოქტომბერში სიტუაციისთვის ნათელის მოფენის აუცილებლობის წინაშე დადგებიან. რომანტიკული მომენტების პერიოდმა გაიარა და ერთმანეთის ფხიზელი თვალით შეფასების დრო დადგა. შესაძლოა გაირკვეს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი სულ სხვადასხვა ადამიანები ხართ და ერთად ცხოვრება გაგიჭირდებათ. არ არის აუცილებელი  უმალვე დაშორებაზე იფიქროთ. ზოგიერთი მერწყული ოქტომბერში გაიგებს, რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და ამასთან როგორღაც შეგუება მოუწევს. ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ოქტომბერში ნათესავებთან პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. სიტუაცია საბოლოოდ მხოლოდ დეკემბერში დარეგულირდება. ამ თვეში მერწყულის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ არის, ამიტომ ჯანმრთელობაც არასტაბილურია. გაუფრთხილდით თავს, ერიდეთ სტრესებსა და დაღლილობას. გახსოვდეთ, რომ წვრილმანებზე ნერვიულობა საერთოდ არ ღირს.

თევზები

თევზებს ოქტომბრის თვეში მობილიზება და საკუთარ თავში ცხოვრებისეულ უსამართლობებთან გამკლავებისთვის საჭირო ძალების მოძიება მართებს. ისწავლეთ მტრების მეგობრებად ქცევა, ამისთვის სწორედაც რომ კარგი დროა. ოქტომბერში თევზებს საქმიანი პარტნიორების არა მხოლოდ აქტიურობა, არამედ ერთგვარი აგრესიულობაც გააკვირვებს. ამ ნიშნის ბიზნესმენ წარმომადგენლებს ბიზნესის გაყოფაზე საუბარი შეიძლება მოუხდეთ. მზად იყავით, რომ თქვენგან ისე მოითხოვენ დიდ დათმობებზე წასვლას, რომ ამ გარიგების სამართლიანობას ყურადღებას ნაკლებად მიაქცევენ. თევზებს ოპონენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ხასიათის სისუსტის გამოჩენისთვის ამაზე შეუფერებელ დროს ვერ ნახავთ, თანაც თქვენ ისედაც ყველა მოვლენაზე გაქვთ საკუთარი მოსაზრება. თუ საქმის ყველა დეტალი კარგად არ გესმით, დახმარებისთვის კარგ იურისტებს, შესაბამისი პროფესიის კომპეტენტურ ადამიანებსა და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მეგობრებს მიმართეთ. ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, თუ მთლად ოქტომბერში ვერა, ახლო მომავალში მაინც. იმედი ნუ გექნებათ, რომ ოპონენტები საკუთარ პრეტენზიებს უბრძოლველად დათმობენ. იმედს ნუ დაკარგავთ ნურცერთ საფეხურზე, რადგან გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ. დაქირავებულ თევზებს კონკურენტები გამოუჩნდებათ მათი საკმაოდ კარგი პოზიციის დასაკავებლად. ასევე გაუარესდება ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. სწორედ ახლა ყველა თქვენი საქმიანობის ნაკლს მიაქცევს ყურადღებას და არა ღირსებებს. ოქტომბერში არც ფინანსური სიტუაცია იქნება მთლად სტაბილური. ფული ისე იხარჯება, შენაძენი ხელში არ გიჭირავთ, შემოსავლები კი არ იმატებს. სულ ცოტა მოითმინეთ, ნოემბერში ყველაფერი შეიცვლება. მთავარია, ახლა უზომო ვალებში არ ჩაეფლოთ.

თევზები, რომელთათვისაც პირადი ცხოვრება პრიორიტეტულია, აღმოაჩენენ, რომ უამრავი საინტერესო ადამიანის გარემოცვაში იმყოფებიან და რატომაც არ უნდა წამოიწყონ რომანი რომელიმე მათგანთან?! მარტოხელა თევზებს ეს სიტუაცია ცხოვრებას ძალიან გაულამაზებს, აი, ამ ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენლებისთვის კი დიდი უსიამოვნებების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს – თქვენმა ამ ნაბიჯმა ძალიან მტკიცე და ნდობით აღსავსე ოჯახი შეიძლება დაგანგრევინოთ. ყურადღებით მიუდექით 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე შეძენილ ნაცნობებს. ისინი თქვენი ცხოვრებიდან შეიძლება საკმაოდ სწრაფად წავიდნენ და უამრავი უსიამოვნო მოგონება დაგიტოვონ. ოქტომბერში თევზების ენერგეტიკული პოტენციალი მაღალი არ არის და არც ჯანმრთელობა იქნება მთლად სტაბილური. სწორედ ამიტომ, თავს გაუფრთხილდით და გახსოვდეთ, რა სასარგებლოა მთლიანად თქვენი ორგანიზმისთვის ცხოვრების ჯანსაღი სტილის დაცვა.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე