ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

Jardin_Majorelle-39მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა.

ჟაკ მაჟურილი

ჟაკ მაჟურილი

1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, კარიბჭეები, ქოთნები და ყველანაირი უძრავი ნაგებობა თუ ნივთი განსაკუთრებულად მდიდარი, მსუყე ფერებით შეეღება და ეს პროცესი მისივე სამხატვრო სტუდიის ფასადით დაიწყო (დღეს ამ სტუდიის შენობაში ბერბერულ სტილში მოწყობილი მუზეუმია გახსნილი). ფერებმა, რომელთა შორის ერთ-ერთს მოგვიანებით “მაჟურილის ლურჯი” ეწოდა, ბაღს,  ბუნებრივ მწვანესთან კონტრასტის ფონზე, კიდევ მეტი სილამაზე და სიმკვეთრე შესძინა.

ცნობილმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა და მისმა პარტნიორმა პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” მარაქეშში თავიანთი პირველი მოგზაურობისას, 1966 წელს აღმოაჩინეს და იმდენად მოეწონათ, რომ თითქმის ყოველ საღამოს იქ ატარებდნენ. 1980 წელს კი გადაწყდა ბაღის გაყიდვა და მისი სასტუმრო კომპლექსად გარდაქმნა. ივ სენ ლორანმა ბაღი გამოისყიდა, სასტუმროდ ქცევას გადაარჩინა და ჟაკ მაჟურილის ხედვის შესაბამისად, ახალი სიცოცხლე შთაჰბერა მოვლის თანამედროვე მექანიზმებისა და ახალი მცენარეების შემომატებით. მცენარეების რაოდენობა 135-დან 300-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ბაღისა და იქ მდებარე შენობების მოვლას 20 მებაღე ემსახურებოდა.

Pierre-Bergé-et-Yves-Saint-Laurent-à-la-porte-du-jardin.-

ივ სენ ლორანი და პიერ ბერჟი “ჟარდინ მაჟურილის” შესასვლელში

ივ სენ ლორანის გარდაცვალების შემდეგ პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” გადასცა პარიზში მდებარე ფონდს, რომელიც ამ უკანასკნელთა სახელებს ატარებს.

ივ სენ ლორანის მემორიალი ბაღში

ივ სენ ლორანის მემორიალი ბაღში

“მაჟურილი” დამთვალიერებლებისთვის ყოველდღე ღიაა, ოქტომბრიდან აპრილამდე დილის 8 საათიდან საღამოს 5:30 საათამდე, ხოლო აპრილიდან ოქტომბრამდე ნახევარი საათით მეტხანს, საღამოს 6 საათამდე. ხოლო რამადანის დროს ბაღი დილის 9 საათიდან მხოლოდ საღამოს 5 საათამდე იხსნება.

დაათვალიერეთ ბაღი “მაჟურილის” ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Jardin_Majorelle-5

Jardin_Majorelle-36

Jardin_Majorelle-6

Jardin_Majorelle-8

Jardin_Majorelle-7

Jardin_Majorelle-2

Jardin_Majorelle-1

Jardin_Majorelle-4

Jardin_Majorelle-9

Jardin_Majorelle-10

Jardin_Majorelle-11

Jardin_Majorelle-16

Jardin_Majorelle-15

Jardin_Majorelle-14

Jardin_Majorelle-13

Jardin_Majorelle-17

Jardin_Majorelle-18

Jardin_Majorelle-19

Jardin_Majorelle-20

Jardin_Majorelle-24

Jardin_Majorelle24

Jardin_Majorelle-23

Jardin_Majorelle-22

Jardin_Majorelle-26

Jardin_Majorelle-27

Jardin_Majorelle-29

Jardin_Majorelle-30

Jardin_Majorelle-34

Jardin_Majorelle-33

Jardin_Majorelle-32

Jardin_Majorelle-31

Jardin_Majorelle-35

Jardin_Majorelle-37

Jardin_Majorelle-38

Jardin_Majorelle-39

Jardin_Majorelle-40

Jardin_Majorelle-41

Jardin_Majorelle-43

Jardin_Majorelle-44

Jardin_Majorelle-42

AppleMark

Jardin_Majorelle-12

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე