ნაუტილუსი – ნიჟარის ფორმის სახლი მექსიკელი არქიტექტორისგან

1მექსიკელი არქიტექტორის, ხავიერ სანოსიანის ქმნილებები მოწონებასაც იმსახურებს და კამათსაც იწვევს. იგი ე.წ. ორგანული არქიტექტურის შემქმნელად და მკვლევარად მიიჩნევა. ამჟამად ხავიერი მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორია და სტუდენტებს არქიტექტურის საიდუმლოებებს უზიარებს. სანოსიანი თავის ქმნილებებს “ბიო არქიტექტურას” უწოდებს – ამ იდეის თანახმად შენობები ბუნებიდან აღებულ ორგანულ ფორმებს უნდა ერგებოდეს, რაც ადამიანებს მათ ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურულ ფესვებთან დააბრუნებს და გარესამყაროსთან ჰარმონიულობას უზრუნველყოფს.

ხავიერ სანოსიანის ერთ-ერთი ნამუშევარი – ნიჟარის ფორმის “ნაუტილუსი” სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის დეკორაციას უფრო ჰგავს, სინამდვილეში კი ეს არის ჩვეულებრივი (თუმცა ჩვეულებრივობაზე შეგვიძლია ვიდავოთ 🙂 ) საცხოვრებელი სახლი, სადაც იატაკი ლოგარითმული სპირალია, რომელიც ნიადაგთან ადაპტირდება. როდესაც სახლში დიდ ვიტრაჟულ ფანჯარაში  ჩამაგრებული კარის გავლით შეხვალთ,  აღმოჩნდებით სამყაროში, სადაც არც კედლები, არც ჭერი და იატაკი ერთმანეთის პარალელური არ არის, სადაც ავეჯი თითქოს მიწიდანაა ამოზრდილი, სადაც ზოლებად განლაგებულ ბილიკებზე მცენარეები ხარობენ. სპირალურ კიბეებზე ასვლისას მეოთხე განზომილებაში გადაბიჯების შთაბეჭდილება გეუფლებათ.

6მექსიკელი არქიტექტორის ეს გამაოგნებელი პროექტი მეხიკო სითის შორიახლოს აიგო. ხავიერმა სცადა არქიტექტურაში ზღვის სუნთქვა გადმოეტანა  და ვერ ვიტყვით, რომ ეს არ გამოუვიდა. ნიჟარის მსგავსი, უჩვეულო ფორმების მიუხედავად, სახლი ძალიან ფუნქციურია და მიწისძვრისადმი მედეგიც გახლავთ.

დაათვალიერეთ ნაუტილუსის ფოტოები და ვიდეო ჩვენს გალერეაში:

0 2 3 4 5 7 8 9 12 13 14

Advertisements
Comments
One Response to “ნაუტილუსი – ნიჟარის ფორმის სახლი მექსიკელი არქიტექტორისგან”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] იცავს, ხოლო ბუნებრივი ვენტილაცია „ნიჟარის“ სარტყელებს შორის დატოვებული […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე