ცათამბჯენი ხე – როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის შენობა

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში იაპონელი არქიტექტორი სოუ ფუჯიმოტო, ფრანგულ არქიტექტურულ სტუდიებთან Manal Rachdi OXO და Nicolas Laisne Architects ერთად ააშენებს “XXI საუკუნის არქიტექტურული სიგიჟეების” სერიის მეორე შენობას Arbre Blank  ანუ “თეთრი ხე”. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის ივლისში, ხოლო პროექტის დასრულება 2017 წლის დეკემბერში. შენობას ექნება 17 იარუსი და მთლიანობაში 10 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

იაპონელი არქიტექტორის სოუ ფუჯიმოტოს იდეოლოგიის მიხედვით, არქიტექტურა ბუნებაში ნაპოვნ ფორმებს უნდა ასახავდეს. პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბების ეტაპზე, არქიტექტორების ინსპირაცია მონპელიეს მკვიდრთა სუფთა ჰაერზე ცხოვრების ტრადიცია და ხის მოსახერხებელი, პრაქტიკული ფორმა იყო.

soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcentury2შენობის აგებულება მოგვაგონებს ხის ტანს, რომლის 120 საცხოვრებელი ბინის აივნები მზის სხივებს მონატრებული ფოთლების ფორმისაა. აივნები ისე იქნება განლაგებული, რომ ერთი აივანი მეორე ბინის მცხოვრებლებს შენობიდან გადაშლილი შესანიშნავი ხედით ტკბობაში ხელს არ შეუშლის. ბინები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს იქნება მიმართული და მეპატრონეებს შესაძლებლობა ექნებათ, აივნის მიმართულება თავიანთი ცხოვრების სტილის მიხედვით აირჩიონ. თითოეული ბინის სასტუმრო ოთახი გამოვა ნახევარი ბინის ფართის აივანზე, რაც ზუსტად მონპელიელების ღია ცის ქვეშ ყოფნის ტრადიციას შეესაბამება.

soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom04შენობის არასაცხოვრებელ ფართს არტ გალერეა, რესტორანი, ფენთჰაუსში განლაგებული პანორამული ბარი და ოფისები შეავსებს. იქნება ასევე საერთო სივრცე, სადაც სახლის მკვიდრებს შეკრება შეეძლებათ. რამდენიმე მსხვილი გზატკეცილის გადაკვეთაზე აგებული “თეთრი ხე” ავტომაგისტრალს, მდინარე ლეზს და სანაპიროს პარკს გადაჰყურებს. ეს სტრატეგიული ადგილი განლაგებულია ქალაქის ცენტრსა და ახლახანს განვითარებულ გარეუბანს პორტ მარიანისა და ოდისეუმის ახლოს, “ძველ” და ახალ მონპელიეს შორის.

დაათვალიერეთ ამ ექსტრავაგანტული პროექტის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom01 soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom03 soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom05 soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom06 soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom07 soufujimotoarchitecturalfolieofthexxithcenturydesignboom08

Advertisements
Comments
One Response to “ცათამბჯენი ხე – როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის შენობა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მიწაში ჩაშენებული ამ კოხტა სახლის ფოტოები ჩვენს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე