ქვემო სილეზიის ძეგლები მინიატურების პარკში

Silesia-Park-of-Miniatur-2პოლონეთის ქალაქ ქოვარიში, იელენა გურას (ირმის მთა) ოლქში, ძველი ხალიჩების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს “ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი”, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი შენობები 1:25 მასშტაბით დამზადებული მინიატურების ფორმით დაათვალიეროთ.

პარკი 2003 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. მას აქვს პარკინგი 150 მსუბუქი ავტომობილისა და 4 დიდი ავტობუსისთვის. პარკის ადმინისტრაცია ოთხ ენაზე: პოლონურად, ჩეხურად, ინგლისურად და გერმანულად მოგემსახურებათ. პარკის ბილეთის ფასში შედის გიდის 45 წუთიანი მომსახურება, რომელიც გიამბობთ მხარის ისტორიისა და არქეოლოგიის შესახებ, ასევე მოგიყვებათ ლეგენდებს სასტიკ კუნეგუნდაზე ჰოინიკის ციხე-სიმაგრიდან და ექსცენტრულ ხელმწიფეზე, რომელმაც ხომალდის ფორმის სასახლე აიშენა.

დოქტორი პაატა რატიანი პარკის მეპატრონესთან ერთად

დოქტორი პაატა რატიანი პარკის მეპატრონესთან ერთად

პარკში შეგიძლიათ მთელი დღე ისეირნოთ, დატკბეთ არა მხოლოდ არქიტექტურის მინიატურული შედევრებისა და მათ შორის დარგული ულამაზესი ყვავილების თვალიერებით, არამედ ბახის შესანიშნავი მუსიკითაც, რომელიც ბაზილიკის შენობიდან იღვრება.

Silesia-Park-of-Miniatur-18თუ წვიმა წამოვიდა, პარკის ადმინისტრაცია ქოლგებს გათხოვებთ ან მყუდრო კაფეში შეგიპატიჟებთ, სადაც გემრიელი ყავა და ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ. კაფესთან არის ბისტროც, სადაც შიმშილს ოჯახური ჰოთ-დოგებით, ჰამბურგერებით, კარტოფილის ჩიფსებითა და კრემიანი ვაფლით, წყურვილს კი წყლით, წვენებითა და ჩეხური ლუდით დაიკმაყოფილებთ.

პარკი ღიაა დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე. ბილეთი მაქსიმუმ 21 ზლოტი ღირს, შეღავათებია სტუდენტების, უმცროსი ასაკის სტუმრებისა და 10 ან 15 კაციანი ტურისტული ჯგუფებისთვის. 1 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ბავშვების შესვლა პარკში კი სრულიად უფასოა.

Silesia-Park-of-Miniatur-21მინიატურების პარკიდან სუვენირებიც შეგიძლიათ წაიღოთ. აქ იყიდება რეგიონის გზისმკვლევები, რუკები, ბავშვებისთვის ხის 3D ფაზლები, ლითონის ტანკების მოდელები, ლიქირზეპას და პარკის გმირი ძაღლის ლუმპის პაწია ქანდაკებები. ასევე სხვადასხვა სახის სამკაულები და საჩუქრები მაღაზიიდან “პოლონური და ჩეხური სუვენირები”.

დაათვალიერეთ ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურების პარკის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Silesia-Park-of-Miniatur-3 Silesia-Park-of-Miniatur-4 Silesia-Park-of-Miniatur-5 Silesia-Park-of-Miniatur-6 Silesia-Park-of-Miniatur-7 Silesia-Park-of-Miniatur-8 Silesia-Park-of-Miniatur-9 Silesia-Park-of-Miniatur-10 Silesia-Park-of-Miniatur-11 Silesia-Park-of-Miniatur-12 Silesia-Park-of-Miniatur-13 Silesia-Park-of-Miniatur-14 Silesia-Park-of-Miniatur-15 Silesia-Park-of-Miniatur-16 Silesia-Park-of-Miniatur-17 Silesia-Park-of-Miniatur-19 Silesia-Park-of-Miniatur-20

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე