ხე სახლში და სახლი ტყეში – ყაზახი არქიტექტორის პროექტი

2013 წელს ინგლისურენოვან გამოცემებში დაიწერა ყაზახი არქიტექტორის, აიბეკ ალმასოვის პროექტის “ხესახლის” შესახებ. ეს უცნაური შუშის შენობა უნდა აგებულიყო ყაზახეთში, ალმაატას მიმდებარე ტყეში, 38 წლის ბიზნესმენის შეკვეთით, რომელსაც სურდა ქალაქის ხმაურისა და ფუსფუსისგან მოშორებით განმარტოების საშუალება ჰქონოდა.

“ხესახლი” 4 სართულიანი, მეტალის საყრდენებზე დაფუძნებული შენობაა, რომელიც ნამდვილი ნაძვის ხის ირგვლივ აიგება. უწყვეტი წრიული კიბით შესაძლებელი იქნება ბოლო სართულამდე ასვლა. იატაკები ხის მასალით დაიგება, ხოლო ნაგებობის ფასადი მთლიანად მინის იქნება. სახლში ენერგიის წყარო მზის ბატარეები იქნება. შენობის დასრულება 2014 წლის ბოლოსთვის იგეგმება და მისი ღირებულება დაახლოებით 225,000 ევროს შეადგენს.

treeinthehouse-1საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ 38 წლის ბინზნესმენი მხოლოდ ალმასოვის მიერ ჟურნალისტებისთვის მოგონილი მითი იყო. როდესაც ახალგაზრდა არქიტექტორმა პროექტის ყველა დეტალი დაამუშავა და საკუთარ საიტზე ატვირთა, მას ბევრმა ჟურნალისტმა ინტერვიუ და პროექტის დამატებითი ფოტოები სთხოვა. აიბეკ ალმასოვმა კი პროექტისთვის მეტი მიმზიდველობის მისანიჭებლად შემკვეთის შესახებ ლეგენდა შექმნა.

22 წლის არქიტექტორის ამ უჩვეულო პროექტით დუბაის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე პასუხისმგებელი კომპანია დაინტერესდა და მისგან იდეაც შეიძინა. “ხესახლის” პროექტის მიხედვით დუბაიში ნამდვილი ხის ირგვლივ აგებული კაფეტერია გაიხსნება. პროექტის განხორციელება EXPO-2020-სთვისაა დაგეგმილი.

დაათვალიერეთ ახალგაზრდა ყაზახი დიზაინერის აიბეკ ალმასოვის პროექტის “ხესახლის” ფოტოები ჩვენს გალერეაში:

treeinthehouse-2 treeinthehouse-3 treeinthehouse-4 treeinthehouse-5 treeinthehouse-6 treeinthehouse-7

ეს კი თავად აიბეკ ალმასოვია:

Aibek Almasov

Advertisements
Comments
One Response to “ხე სახლში და სახლი ტყეში – ყაზახი არქიტექტორის პროექტი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ინოვაციური, თანამედროვე სახლის ინტერიერი ძალიან ღიაა, რადგან მისი […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე