კანიო კრისტალეს – ხუთფეროვანი მდინარე

3კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული.

7მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი ფიგურირებს. წყალს წითელ შეფერილობას ენდემური მცენარის მაკარენია კლავიხერას (Macarenia clavígera) სიჭარბე აძლევს. მაკარენია კლავიხერა წლის მხოლოდ სპეციფიკურ დროს – წვიმიან და მშრალ პერიოდებს შორის ატკბობს თვალს თავისი ულამაზესი შეფერილობით – ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, დაჩრდილულ ადგილებში ის მომწვანო ფერსაც იძენს და მზის სხივების, მდინარის ქვიშისა და გარემო პირობების გავლენით ზოგან მოლურჯო, მონარინჯისფრო და მოყვითალო შეფერილობისაც არის. მცენარეს თავისი სილამაზის დემონსტრირებისთვის საჭირო დონის წყლის ნაკადები და მზის სხივები ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ სექტემბრიდან ნოემბრამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. იანვრიდან მაისამდე მდინარე ტურისტებისთვის დაკეტილია, რათა ეკოლოგიური წონასწორობა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული.

კანიო კრისტალეს სწრაფი, ჭორომებით, ბუნებრივი აუზებითა და ჩანჩქერებით მდიდარი მდინარეა. მიუხედავად წყალმცენარეების სიმრავლისა, მასში თევზი არ არის, რადგან წყალში საკვები ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ნაკლებობაა.

2მდინარეზე ტურისტული ინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპზე ტურიზმი მეტნაკლებად სტიქიური იყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მალე დააფიქსირა, რომ პიკნიკების შემდეგ დარჩენილი ნაგავი და მდინარის ყველა მონაკვეთზე ბანაობა, მათ შორის, წყალმცენარეებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, საფრთხეს უქმნიდა მაკარენია კლავიხერას, რომელიც ერთობ ნაზი მცენარეა. დღეისთვის მდინარის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია ბანაობა და ტურისტების ქცევაც მკაცრად რეგლამენტირებულია, მზისგან და მწერებისგან დამცავი კრემების გამოყენების აკრძალვის ჩათვლით. მდინარის სტუმრებს არ ეძლევათ ღამის გათენებისა და ბუნებაში საკვების მომზადების უფლება.

19კანიო კრისტალეს მოსანახულებლად უნდა ჩახვიდეთ ლა მაკარენაში, მეტას პროვინციის ქალაქ ვილავისენციოდან ან კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან. ორივე ქალაქიდან ლა მაკარენამდე პატარა თვითმფრინავები დაფრინავს. შემდეგ კი გელოდებათ გრძელი გზა ტურისტული ბილიკებით ეროვნულ პარკზე, სადაც მდინარე მიედინება.

დაათვალიერეთ ულამაზესი კანიო კრისტალეს ჩვენს გალერეაში:

1 4 5 6 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 20 21

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე