Casa Di Giulietta – ჯულიეტას სახლი ვერონაში

იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა უდავოდ ვია კაპელოს #23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta). XIII საუკუნის შენობა, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო, 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების დამსახურებით შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოსდა ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სასიყვარულო სტროფებს უძღვნიდა. არავითარ პრობლემას არ ქმნის ფაქტი, რომ ეს ცნობილი აივანი დელ კაპელოების სახლს მხოლოდ XX საუკუნეში მიაშენეს.

1სახლის ეზოში დგას შექსპირის ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის მარჯვენა ძუძუზე შეხებაც მარტოხელა, სიყვარულზე მეოცნებე ადამიანებს სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. როგორც ჩანს, ამ რწმენას უამრავი ადამიანი იზიარებს, რადგან ჯულიეტას სახლი იტალიის ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობებს შორისაა.

9სახლის წინა, ჯულიეტას კედლის სახელით ცნობილი ფასადი შეყვარებულთა და სიყვარულზე მეოცნებეთა სახელებითა და სხვადასხვა რომანტიული შინაარსის წარწერებით იყო დაფარული. ზოგიერთი ტურისტი საყვარელი ადამიანისადმი ერთგულების აღთქმას ქაღალდზე წერდა და საღეჭი რეზინით აკრავდა კედელს, ზოგი კი პირდაპირ კედელზე წერდა. მიღებული ტრადიციით, ჯულიეტას კედელზე დატოვებული წარწერა მათ სიყვარულს საუკუნოდ განამტკიცებს. 2004 წელს ვერონას მერიამ გადაწყვიტა, აეკრძალა ამ ცნობილი ტურისტული ობიექტის საღეჭი რეზინებითა და გრაფიტით დამახინჯება და სპეციალურად ამ მიზნით სახლის კედლებთან და ეზოში მობილური პანელები დააყენეს. ტურისტს, რომელიც აკრძალვას დაარღვევს, 500 ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა შეიძლება მოუხდეს.

7ჯულიეტას სახლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია მისი ყოფილი მფლობელების, დელ კაპელოების საგვარეულო გერბი, ხოლო თავად XIII საუკუნის გოთიკური სტილის შენობაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ იმ დროის ვერონას ყოფის ამსახველი სცენები.

დაათვალიერეთ ჯულიეტას სახლის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

2 3 4 5 6 8 10 12 13 14 15

Advertisements
Comments
One Response to “Casa Di Giulietta – ჯულიეტას სახლი ვერონაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] კერძებს არჩევთ, ოფიციანტი გიამბობთ მონასტრის მოხატულობაზე, რაც სააბატოში ოდესღაც მცხოვრებ […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე