დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

2ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო.

ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი მილაკით მუშაობა ვეღარ შეძლო. მან თანამშრომლები დაიქირავა და ამის შემდეგ, მისივე თქმით, იქცა “უფრო ქორეოგრაფად, ვიდრე მოცეკვავედ, უფრო ზედამხედველად, ვიდრე მონაწილედ, უფრო რეჟისორად, ვიდრე მსახიობად”, რამაც საშუალება მისცა პერსპექტივაში დაენახა მუშაობის პროცესიც და ნამუშევრების ნაკლიც უფრო მალე შეენიშნა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობისას.

chihuly-2არტისტული და სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ჩიჰული ამერიკის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის და უძღვება არტისტულ პროგრამებს. 1971 წელს მან ჯონ და ენ ჰაუბერგებთან ერთად ვაშინგტონის ქალაქ სთენვუდთან ახლოს “ფილჩუქის მინის სკოლა” დააარსა.  ჩიჰულისა და მისი გუნდის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

ჩიჰულის ნამუშევრები შესულია მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ სამუზეუმო გამოფენაში. მას აქვს ორი საცალო მაღაზია ლას-ვეგასსა და მაკაოში. მოწყობილი აქვს უამრავი დიდი თუ პატარა გამოფენა, მისი ნამუშევრები კი უამრავ შენობას ამკობს, მაგალითად, როგორიცაა ლას ვეგასში მდებარე სასტუმრო ბელაჯიოს ლობი.

dale-chihuly-bellagioფოტოები, რომლებიც გვინდა ჩვენს გალერეაში წარმოგიდგინოთ, გადაღებულია სიეტლში მდებარე მინის სკულპტურების მუზეუმში Chinuly Garden and Glass, რომელიც 2 კვ/კმ-ზე ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი. მუზეუმი 2012 წლის 21 მაისს გაიხსნა და დამთვალიერებლებს დამოუკიდებლად სეირნობის გარდა პერიოდულად თავად ჩიჰულისთან და მის გუნდთა ერთად ბაღში გასეირნებასაც სთავაზობს. ამ ტურის განმავლობაში არტისტები სტუმრებს ლანდშაფტის დიზაინის მათეული ხედვის ასპექტებს გაუზიარებენ.

Chinuly Garden and Glass მოიცავს სამ კომპონენტს: თავად ბაღს, სადაც არტისტის ნამუშევრები ნამდვილ მცენარეებთან ერთად ისეა ინსტალირებული, თითქოს მართლაც აქ ამოვიდა მიწიდან; ორანჟერეა, რომელიც ჩიჰულის ყველაზე დიდი ზომის დაკიდებული სკულპტურების ინსტალაციაა და რამდენიმე დამატებითი დანიშნულების სივრცეს, როგორიცაა კაფე, თეატრი და სალექციო ტერიტორია, ასევე საცალო მაღაზიაც.

დაათვალიერეთ Chinuly Garden and Glass ფოტოები ჩვენს გალერეაში:

1 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

ეს კი თავად დეილ ჩიჰულია:

Dale_Chihuly_2009

Advertisements
Comments
2 Responses to “დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ადამიანები მხარში დაგიდგნენ და გამარჯვების სიხარულიც თქვენთან ერთად გაიზიარონ. აპრილის […]

  2. […] კომპლექსად გარდაქმნა. ივ სენ ლორანმა ბაღი გამოისყიდა, სასტუმროდ ქცევას […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე