სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში

Shell-Residence-3იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა.

Shell-Residence-1ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან ექსპლუატაციას გეგმავდნენ.

Shell-Residence-7ნაგანოს პრეფექტურაში დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ნესტიანობის გამო საკმაოდ მკაცრი კლიმატია. ტრადიციულად ნაგები სახლები ასეთ ჰავას დიდხანს ვერ უძლებს. ამ მომენტმა უბიძგა არქიტექტორ კოტარო იდეს ნიჟარის მსგავსი, მიწაზე “მოტივტივე” სახლი რკინა-ბეტონით აეგო და მაქსიმალურად აერიდებინა თავი ტრადიციული მასალებისა და არქიტექტურისგან. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მოცემულ პირობებში საუკეთესოდ “იცავს” თავს ნესტისა და სიცივისგან.

Shell-Residence-15სახლის ინტერიერის დიზაინი ექსტერიერის ფორმებს იმეორებს – კედლები შიგნითაც მომრგვალებულია, კუთხეების გარეშე. ავეჯის დიდი ნაწილი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და მორგებულია სახლის მომრგვალებულ ფორმებს.

Shell-Residence-12იატაკი ალუბლის ხის მერქნისგანაა დაგებული, ხოლო ზოგიერთ ავეჯისთვის გამოყენებულია მუხა, რაც იატაკის შეფერილობასთან საინტერესო კონტრასტს ქმნის.

Shell-Residence-2სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული, არქიტექტურულ კოსტრუქციებში, ძირითადად იატაკში ინტეგრირებული გათბობის სისტემა სითბოს დანაკარგის მინიმიზაციისა და დიდი, თბილი სივრცით ტკბობის საშუალებას იძლევა.

Shell-Residence-17სახლი ნიჟარა ტრადიციული იაპონური ლანდშაფტის შესანიშნავი მაგალითია, რადგან მასში გაერთიანებულია ადამიანის ხელით ნაგები ფუტურისტული სტრუქტურა და ბუნება, რომელიც სახლს გარს ერტყმის.

სახლის დაპროექტებაზე სულ 18 თვე დაიხარჯა, მშენებლობას კი 2,5 წელიწადი დასჭირდა.

დაათვალიერეთ სახლი ნიჟარის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Shell-Residence-19 Shell-Residence-20 Shell-Residence-18 Shell-Residence-16 Shell-Residence-14 Shell-Residence-13 Shell-Residence-11 Shell-Residence-10 Shell-Residence-8 Shell-Residence-6 Shell-Residence-5 Shell-Residence-9

Advertisements
Comments
3 Responses to “სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] “ხესახლის” შესახებ. ეს უცნაური შუშის შენობა უნდა აგებულიყო ყაზახეთში, ალმაატას […]

  2. […] ხარობენ. სპირალურ კიბეებზე ასვლისას მეოთხე განზომილებაში გადაბიჯების შთაბეჭდილება […]

  3. […] მეორე საინტერესო დეტალი შუშის სახურავია, რომელიც დეკორატიული მოსაზრებების […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე