ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა

26 liechtensteinklamm-grossავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი.

08 liechtensteinklamm-grossხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა დაიწყეს, მაგრამ სახსრების უკმარისობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ლიხთენსთეინის პრინცმა იოანე II, რომელსაც ქალაქ გროსარლის შორიახლოს სანადირო სახლი ჰქონდა, სამუშაოების დასასრულებლად ოქროს 600 გულდენი გაიღო. საბოლოოდ ლიხთენსთეინის ხეობას სახელწოდებაც პრინცის პატივსაცემად  ეწოდა.

23 liechtensteinklamm-grossხეობა დამთვალიერებლებისთვის ღიაა მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ოქტომბერში ვიზიტის საათები 2 საათით მცირდება და ხეობაში სტუმრობა შესაძლებელია დილის 9 საათიდან დღის 4 საათამდე. ოქტომბრის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ხეობა იხურება. ყოველ წელიწადს ხეობას დაახლოებით 100 ათასი სტუმარი ჰყავს.

07 liechtensteinklamm-grossეს ხეობის ოფიციალური საიტია: http://www.liechtensteinklamm.at/

დაათვალიერეთ ჯადოსნური ლიხთენსთეინსლამის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

31 liechtensteinklamm-gross 04 liechtensteinklamm-grossLiechtenstein_Gorge_ Liechtenstein_Gorge_1 Liechtenstein Gorge Liechtenstein_Gorge_3 Liechtenstein_Gorge_4 Liechtenstein_Gorge_5 Liechtenstein_Gorge_6 Liechtenstein_Gorge_7 Liechtenstein_Gorge_8 Liechtenstein_Gorge_9 Liechtenstein_Gorge_10

Advertisements
Comments
One Response to “ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] კოლეგები და ხელმძღვანელები ყველა წამოწყებაში დაგიჭერენ მხარს. მართალია, ძველ ბიზნეს პარტნიორებთან […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე