ძილი ღია ცის ქვეშ – Lion Sands Game Reserve სამხრეთ აფრიკაში

LionSandsGameReserveSouthAfrica2თქვენ ახლა დაკლიკეთ ზამთარში წასაკითხ პოსტზე – როცა გარეთ ცივა, თოვს და ტემპერატურის გამოწვეული სხვა დისკომფორტები გაწუხებთ, ცხელი ქვეყნების ეგზოტიკური კურორტების შესახებ კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება. ასეთია სამხრეთ აფრიკაში, სეიბი სენდზე (Sabie Sand) მდებარე შესანიშნავი ადგილი Lion Sands Game Reserve,  სადაც შეგიძლიათ ველური ბუნების შვილების – ლომების, ჰიპოპოტამების, ჟირაფების ცხოვრებას ბუნებრივ პირობებში ადევნოთ თვალი და იმავდროულად, ისარგებლოთ კომფორტის სრული პაკეტით.

LionSandsGameReserveSouthAfrica10“ლაიონ სენდზ” სტუმრებს სთავაზობს არჩევანს 5 ღია კოტეჯსა და 3 ხეზე განთავსებულ სახლს შორის, რომელთაგანაც თითოეულს უნიკალური პირობები აქვს. კოტეჯებში არის ფართო ნომრები საკუთარი ბაქნებით, რომლებიც მდინარე საბისა და კრუგერის ეროვნული პარკის თვალწარმტაც ხედებს გადაჰყურებს. უფრო მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ დამსვენებლებს კი კურორტის მესვეურები ხეზე განთავსებულ ნომრებს სთავაზობენ, სადაც ამ უკანასკნელთ ღია ცის ქვეშ, კაშკაშა ვარსკვლავების ცქერაში შეუძლიათ დაძინება. როდესაც აფრიკის მცხუნვარე მზე ჩავა და სამხრეთაფრიკული ღამე დადგება, ამ მინიმალური კომფორტის მქონე (მათ შორის, არავითარი ელექტროენერგია) სასტუმრო ოთახებში გეუფლებათ შეგრძნება, რომ თქვენც ბუნების ნაწილი ხართ.

LionSandsGameReserveSouthAfrica4

“ლაიონ სენდზ” დამსვენებლებს სხვადასხვა სახის ექსპედიციებსა და ტურებს სთავაზობს, თითოეულის ინტერესების გათვალისწინებით. ველური მხეცების ღრიალის მოსმენის გარდა ( 🙂 ) კურორტზე შეგიძლიათ სპა მომსახურებით, დაივინგითა და საცურაო აუზებით ისიამოვნოთ. ეს საოცარი ადგილი, თავისი ულამაზესი გარემოთი ნამდვილად თქვენი ოცნების კურორტია.

LionSandsGameReserveSouthAfrica14

დაათვალიერეთ სამხრეთ აფრიკის ამ უცნაური და ულამაზესი კურორტის სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში:

LionSandsGameReserveSouthAfrica1 LionSandsGameReserveSouthAfrica6 LionSandsGameReserveSouthAfrica7 LionSandsGameReserveSouthAfrica9 LionSandsGameReserveSouthAfrica12 LionSandsGameReserveSouthAfrica13 LionSandsGameReserveSouthAfrica17

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე