ფეტუჩინი ინდაურის ხორცით და ყველით

7

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფეტუჩინი
  • 1 ხახვი
  • 3 ღერი მწვანე ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 200 მლ არაჟანი
  • 50 მლ რძე
  • 300 გ ქამა სოკო
  • 3 კვერცხი
  • 300 გ მოცარელა (ან ახალი სულგუნი)
  • 300 გ ინდაურის ან ქათმის მკერდი
  • 100 გ პარმეზანი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 1/2 ს.კ. შავი პილპილი
  • 1/3 ს.კ. ხმელი ორეგანო
  • მარილი

მომზადება:

ჩაყარეთ ფეტუჩინი მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. მარილიან წყალში მოხარშეთ ინდაურის ხორციც.

ქამა სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, თეთრი ხახვი – ალყა-ალყა. პარმეზანი გახეხეთ სახეხზე, მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. მოცარელა (ან სულგუნი) დაანაწევრეთ ხელით, ნიორი დანაყეთ, მოხარშული ინდაურის ხორცი შეაგრილეთ და ჯერ დაჭერით, შემდეგ კი ხელით დაჩეჩეთ.

ჯამში მოთქვიფეთ კვერცხი, ნელ-ნელა შეათქვიფეთ არაჟანი და რძე. დაამატეთ მწვანე ხახვი, ნიორი, ხმელი ორეგანო, შავი პილპილი და ცოტა მარილი.

გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუსამდე.

მომზადებული ინდაურის ხორცი, ფეტუჩინი, მოცარელა, ქამა სოკო და თეთრი ხახვი დაყავით 2 ნაწილად. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით ზეთი და ფენა-ფენა დაალაგეთ ინგრედიენტების ნახევარი – ჯერ ფეტუჩინი, შემდეგ ხახვი, ხორცი, მოცარელა, სოკო და მოასხით კვერცხიან-არაჟნიანი მასის ნახევარი.

შემდეგი ფენა ისევ ფეტუჩინი იქნება, ხახვთან, ხორცთან, მოცარელასა და სოკოსთან ერთად, რომელსაც კვერცხიანი მასის მეორე ნახევარს მოასხამთ, ბოლოს კი დახეხილ პარმეზანს მოაყრით.

გამოაცხვეთ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით ცხელ-ცხელი 😉 😉

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე