სახლის დეკორი: ავეჯი ბოთლებით

000

ბოთლებზე “შემდგარი” მაგიდების დიზაინი ბრაზილიელ დეკორატორს თათი გიუმარეესს (Tati Guimarães) ეკუთვნის. გიუმარეესი ეკოდიზაინის ბიუროს Ciclus-ის (https://ciclus.com) დამფუძნებელი და დეკორატორია, რომელიც ამჟამად  ბარსელონაში ცხოვრობს.

ბარსელონაში თათი ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს.  საღამოობით კარგი ღვინის დაგემოვნება ორივეს ძალიან უყვარს, შედეგად კი დროთა განმავლობაში სახლში უამრავი ბოთლი დაუგროვდათ, რომელთაც დიზაინერი გადასაყრელად ვერ იმეტებდა. ან მე ან ეს ბოთლები! – გამოაცხადა ბოიფრენდმა, როდესაც ცარიელი ბოთლების კოლექცია ისე გაიზარდა, რომ სახლში ადამიანების ადგილი აღარ დარჩა.00

გიუმარეესმა კონფლიქტის  მოსაგვარებლად საკმაოდ ორიგინალური გზა მოძებნა – ბოთლები მაგიდების დიზაინისთვის გამოიყენა.

0

Ciclus-ის ბოთლი-მაგიდების ფასები არც ისე დაბალია – 59-დან 622 ევრომდე მერყეობს. სხვათა შორის, დეკორის ამ ნივთებს მაგიდა ძალიან პირობითად შეიძლება დავარქვათ – რეალურად მხოლოდ წაბლის ხისგან დამზადებულ, დახვრეტილ დაფას და იმავე ფორმის შუშის საფარს ყიდულობთ, ბოთლები კი საკუთარი მარაგიდან უნდა აიღოთ 😉 😉

1

ასევე მყიდველის გადასაწყვეტია მაგიდის დეკორის სხვა ნიუანსებიც – ბოთლებში ყვავილების, სანთლების ან დეკორის რამე სხვა ნივთის ჩადება, ან სულაც ცარიელი დატოვება.2

ამასთან,  Ciclus კლიენტებს ექსკლუზიური მომსახურებასაც სთავაზობს – სპეციალური შეკვეთის შემთხვევაში მაგიდაზე ამა თუ იმ კომპანიის სახელი, სლოგანი ან მაგალითად, საიტის მისამართი შეიძლება ამოიტვიფროს. რასაკვირველია, ამგვარი მაგიდების ფასი ჩვეულებრივზე მაღალია.

თათი გიუმარეესის კრეატიული კოლექცია ჩვენს გალერეაში:

3 4 5 6 7 8 9 11 12 13 14 15 16 17 18

Advertisements
Comments
One Response to “სახლის დეკორი: ავეჯი ბოთლებით”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ფერად პრინტერზე ამობეჭდილი იარლიყები და პერსონალური ბარათები სასმელის ჩასასხმელად გამოყენებული მეორადი ბოთლებისთვის; […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე