2015 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2015 financeვერძი

ვერძები 2015 წელს ფინანსურ მაქინაციებში არ უნდა ჩაებან და ფულის დაბანდებისას უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ. ბირჟაზე თამაში წელს მათთვის რეკომენდებული არ არის. მიაქციეთ ყურადღება, რომ დროულად მოახდინოთ თქვენს ფულად საქმეებში ცვლილებებზე რეაგირება, რადგან შეყოვნებაც და სიჩქარეც მომავალ შემოსავლებზე უარყოფითად აისახება. ლურჯი თხის წელიწადში ვერძებს ფინანსური ზრდა აპრილისა და მაისის თვეებში ელოდებათ.

2015 წელს ვერძებს უამრავი სხვადასხვა საზრუნავი და ვალდებულება დაეკისრებათ. მათგან ყურადღების კონცენტრირებასა და დიდი ძალისხმევის გაწევას მოითხოვენ. ზამთრის განმავლობაში ნებისმიერ სამუშაოს შემოქმედებითი მიდგომის მეშვეობით უკეთ შეასრულებთ. არაორდინალური გადაწყვეტილებები დასახული ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ. ნუ დანაღვლიანდებით, თუ ყველა საქმე ისე არ გამოვა, როგორც თავიდან გქონდათ ჩაფიქრებული. ამ პერიოდში მცირე ჩავარდნები გარდაუვალია. გაზაფხულის დასაწყისში საქმე, რომელიც თავიდან მხოლოდ გატაცება გეგონათ, შეიძლება თქვენს ყოველდღიურობად გადაიქცეს.

სამუშაო ბევრ დროს წაგართმევთ, თუმცა სიამოვნებასა და სიხარულსაც მოგიტანთ. საქმიანი გუნდი ალბათ ახალი წევრებით შეივსება, რომელთა შორისაც თანამოაზრეებსა და დამხმარეებს გაიჩენთ. შეეცადეთ სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობაზე უარი არ თქვათ. გაგიჩნდებათ კაერიერული ზრდის შანსი და ყველაფერი, რასაც ამ პერიოდში დათესავთ, უხვ ნაყოფს მოიმკის.

2015 წლის შემოდგომაზე თქვენი ცოდნა უნდა შეავსოთ, რადგან ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისას მთლად კომპეტენტური შეიძლება არ აღმოჩნდეთ. ამ პერიოდში შეძენილი უნარ–ჩვევები თქვენი მომავალი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება. რაც მეტ შრომას ჩადებთ საქმიან პროექტებში, მით მეტ დივიდენდებს მიიღებთ და არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ მორალურ ასპექტშიც.

ლურჯი თხის წელს ვერძებს სერიოზული ფინანსური დანახარჯების გაწევა მოუწევთ, თუმცა ეს მათ ჯიბეს დაცარიელებას არ უქადის. მთავარი ბიუჯეტის გონივრული გადანაწილებაა.

კურო

კუროებს ფულადი წარმატებები 2015 წლის დაწყებისთანავე ეწვევათ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე თქვენი ფინანსური დანაზოგის მომგებიანად დაბანდებას და საკმაო პროცენტების მიღებას შეძლებთ. მხოლოდ, ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადადგათ და რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ასევე კუროებს ბიუჯეტის მოულოდნელი შევსება, შესაძლოა, მემკვიდრეობის მიღებაც კი ელოდებათ.

2015 წელი კუროებისთვის ყველა სფეროში წარმატებულია, მოგვარდება მათი ფინანსური კეთილდღეობის საკითხიც. თქვენ გავლენიანი ადამიანების დახმარებას და მფარველობას მოიპოვებთ. საზოგადოებაში თქვენი წონა მოიმატებს, თქვენს გარემოცვაში კი სულ უფრო მეტი ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნება გაჩნდება.

ლურჯი თხის წელს კუროებს მოსავლის აღების დრო დაუდგებათ. ყველა პროექტი, რომელშიც ადრე საკმაო ძალა და ფინანსები ჩადეს, შედეგების მოტანას ახლა დაიწყებს.

მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს ყურადღებით უნდა მოეპყროთ, რათა შემთხვევით ისეთი ადამიანი არ უკუაგდოთ თქვენგან, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და პატივს გცემთ. თქვენდამი გამოჩენილი კეთილი დამოკიდებულება სათანადოდ დააფასეთ.

შემოდგომაზე თქვენი ყველა გეგმა ხორცს წარმატებით შეისხამს და აღმავლობის პერიოდი დაგეწყებათ. თქვენ დასახმარებლად მაღალი თანამდებობის პირები შეიწუხებენ თავს. ხელმძღვანელობა კი თქვენს ყველა საქმიან წინადადებას წაახალისებს.

ზაფხულში მთელი ძალისხმევა კაპიტალის დაგროვებისკენ უნდა მიმართოთ. შემოდგომაზე ბევრი მაცდური წინადადება გელით. ეცადეთ საეჭვო წამოწყებებში არ გაერიოთ, რამდენად მიმზიდველადაც უნდა გეჩვენოთ. ნუ გამოიჩენთ სისუსტეს და დაემორჩილებით ცდუნებას, თორემ შედეგი სავალალო იქნება.

2015 წლის შემოდგომაზე სამსახურეობრივ კოლექტივში ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენი პირადი ურთიერთობების წრე საკმაოდ დავიწროვდება. კომპანიონებისა და პარტნიორების ნაწილთან, შესაძლოა, დაშორებაც კი მოგიხდეთ და თქვენს საიმედო საყრდენად ძველი, გამოცდილი მეგობრები დარჩებიან.

ტყუპები

ტყუპებს 2015 წელს არც მთლად სტაბილური ფინანსური მდგომარეობა ექნებათ და მთელი წელი ხარჯების კონტროლი მოუწევთ. წლის დასაწყისში მიღებულ მოგებას უამრავი დაუგეგმავი ხარჯი მოყვება. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში ფინანსურ სიტუაციას მეტნაკლებად სტაბილურად შეინარჩუნებთ, აი, წლის ბოლოს კი ქამრის მაგრად მოჭერა მოგიწევთ. ნუ აყვებით ყველა ცდუნებას და ფულს ქარს ნუ გაატანთ.

ლურჯი თხის წელს ტყუპების დამსახურება შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენი ყველა მიღწევა სათანადოდ დაფასდება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ქებით გაამაყებულს დაუდევრობა არსად გაგეპაროთ.

2015 წელს ტყუპები საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებენ. თუ ზამთარში გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ზაფხულისთვის ხელშესახები შედეგი ხელთ გექნებათ. გაზაფხულზე განსაკუთრებულად განუმეორებელი და მომხიბლავი იქნებით, რაც ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ზაფხულში გაჩენილი ახალი ნაცნობებიც თქვენი იდეების განხორციელებაში შეგიწყობენ ხელს. შემოდგომაზე შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა თქვენი ავტორიტეტის შელახვა სცადონ, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თამამად იარეთ წინ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

2015 წელს თქვენი ურთიერთობების არეალი გაფართოვდება. შესაძლოა ისეთ ნაცნობებსაც შეხვდეთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია არ გინახავთ. კარიერაში თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გაიხსნება. მოგიწევთ ახალი, მომგებიანი საქმიანი კონტრაქტების დადება. როგორც ყოველთვის, ისე ახლაც თქვენი იდეების განხორციელებაში ახლობლები დაგეხმარებიან. ტყუპებს წელს პრაქტიკულად ყველანაირი საქმის კეთება შეუძლიათ – სწავლა, ოჯახური ბიზნესი თუ მეცნიერული საქმიანობა. ეს ყველაფერი თქვენი თვალსაწიერის გაფართოებასა და ცხოვრებისეული პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

ტყუპების საქმიანობის ძირითადი სფერო შეიძლება იყოს: შემოქმედება, ლიტერატურა, მეცნიერება ან პედაგოგიური საქმიანობა. წარმატებული იქნება ყველანაირი მგზავრობა თუ მივლინება.

კირჩხიბი

ლურჯი თხის წელს კირჩხიბების ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შეგიძლიათ ფული ფასიან ქაღალდებში ან უძრავ ქონებაში დააბანდოთ, თუნდაც სახლში რემონტი გააკეთოთ. ერთი სიტყვით, თქვენი ყველა იდეის რეალიზებისთვის სახსრები საკმარისად გექნებათ. წლის განმავლობაში მომხდარი უმნიშვნელო უსიამოვნებები კირჩხიბების მატერიალურ კეთილდღეობას ვერ შეეხება.

კირჩხიბების კარიერაში 2015 წელს სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. თქვენი მიზნები მუდმივად შეიცვლება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დრო ტყუილუბრალოდ გადის, მაგრამ არაფერია, ეს მხოლოდ აპათიის ხანმოკლე პერიოდია. რთულ სიტუაციებში გვერდში ერთგული მეგობრები დაგიდგებიან.

2015 წლის გაზაფხულის დაწყებისთანავე სტაბილურობისა და საკუთარი თავის რწმენის შეგრძნება გეწვევათ. ეს ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, მივლინებებისა თუ საკუთარი საქმის წამოსაწყებად. სამსახურში გულმოდგინება და ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. აუცილებელია ნებისმიერ პირობებში მუშაობას შეეგუოთ.

ეცადეთ ყველა შესაძლებლობა თქვენთვის მომგებიანად გამოიყენოთ. ნებისმიერ საქმეს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. საკუთარ მომავალს ნელნელა და დაჟინებით, აგურ–აგურ ააგებთ. წელს ბევრი მოგზაურობა მოგიწევთ, როგორც საქმიანი, ისე გასართობი.

2015 წელს კირჩხიბებს ისეთი ადამიანები დაეხმარებიან მათი გეგმებისა თუ პროექტების განხორციელებაში, ვისზეც ვერც იფიქრებდნენ. მაღალი თანამდებობის პირებთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ზოგიერთი ადამიანის მფარველობამ თქვენი ცხოვრება შეიძლება გაართულოს კიდეც.

ამ წელს ფინანსებს განსაკუთრებით აკურატულად უნდა მოეპყრათ. ზედმეტი კრედიტების აღება საჭირო არ არის, ეს მატერიალურ მდგომარეობას მხოლოდ გაგიუარესებთ.

ზაფხულში მუშაობა კარგ შედეგებს მოგიტანთ, შემოდგომის დასაწყისში კი სტაბილურ შემოსავალთან ერთად დამატებით ფინანსებსაც მიიღებთ. ეს აქამდე გაწეული ძალისხმევის უხვი შედეგი იქნება.

კირჩხიბებს ლურჯი თხის წელიწადში სახლისა და ოჯახისთვის მეტი დროის მიძღვნის სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ. ბავშვებთან ერთად მეცადინეობა და ოჯახური ფუსფუსი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ლომი

ლომების ფინანსური კეთილდღეობის დონის ამაღლება გაზაფხულზეა მოსალოდნელი. თუ თქვენ სრულყოფილად ვერ შეძლებთ მათი ქმედებების კონტროლს, არ ღირს მეგობრებისთვის ფინანსური საკითხების მინდობა ან მათგან თუნდაც დახმარების მიღება. მათ შეიძლება შემთხვევით რაიმე გააფუჭონ ან აურდაურიონ, ამიტომაც 2015 წელს თქვენს ფულს თავად უნდა მოუაროთ. ზაფხული ფინანსური კუთხით არც ისე ხელსაყრელია, ამიტომაც ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ხარჯებსა და დაზღვევასთან და გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეებს.

თუ გასული წლის ბოლოს ლომებს სამსახურეობრივი პრობლემები ქონდათ, ეს 2015 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. ზემდგომი ხელმძღვანელობა მკაცრად გააკონტროლებს თქვენ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა 2015 წლის ზაფხულიდან შეგიძლიათ ისეთ საქმეს შეუდგეთ, რომელიც მოქმედების მეტ თავისუფლებას გთავაზობთ. ახალი გეგმების განხორციელებაში მეგობრები ან უკვე წარმატებული ადამიანები დაგეხმარებიან.

ლურჯი თხის წელიწადში ლომები ერთი შეხედვით ურთულეს საკითხებზე არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მუშაობა მათ სიამოვნებას მოუტანს. ზაფხულში კი აღმავლობის პერიოდი დაიწყება. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც კარიერაში, ისე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. წარმატებული იქნება შემოქმედებითი პროექტებიც. თქვენი საქმიანი გამარჯვებების სიხარულის გაზიარებას კი უახლოეს ადამიანებთან შეძლებთ.

2015 წელს ლომებმა მოთმინება უნდა მოიკრიბონ. მთავარია სწორად აარჩიოთ გზა, რომელსაც მომავალში გაუყვებით და თქვენი შრომა სათანადოდ და გულუხვად დაფასდება. მტკიცე ნაბიჯით იარეთ დასახული მიზნისკენ, რა სირთულის პრობლემებიც უნდა გადაგეღობოთ წინ. გამარჯვება შეიძლება ძვირიც დაგიჯდეთ. ყველა საკითხის გადაწყვეტისას საკუთარ მოსაზრებას მიენდეთ და ყველაფერში თქვენივე ძალებს დაეყრდენით. ენდეთ ინტუიციას, ის ამ წელიწადში არასდროს გიღალატებთ.

ქალწული

2015 წელს ქალწულების ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფული წინდაუხედავად ხარჯოთ. თუ უკვე დიდი ხანია მანქანის ყიდვას ან სახლის გარემონტებას გეგმავთ, ლურჯი თხის წელს ამ სურვილს შეისრულებთ კიდეც. მხოლოდ არ დახარჯოთ ფული ისეთი ნივთებისთვის, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.

ქალწულებს 2015 წელი დიდ ფიზიკურ და მორალურ დატვირთვას მოუტანს. საქმე ისეთი ტემპით მოიმატებს, როგორც წვიმის მერე სოკოები. პირველ ადგილზე კარიერისა და უძრავი ქონების საკითხები გადმოვა. წლის შუა პერიოდში განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა იმუშაოთ, საქმე მთელ თქვენს ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს. ძალიანაც ნუ გადააჭარბებთ, ისე, რომ ნერვული აშლილობა „მოიპოვოთ“ და ნურც მაინცდამაინც მოეშვებით, რათა სიფხიზლე და სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ. წლის მეორე ნახევარში კი შესაძლოა სამსახურის შეცვლა მოგინდეთ.

ლურჯი თხის წელს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში სხვადასხვა ცვლილებებია მოსალოდნელი. მოგიწევთ სამსახურეობრივი მივლინებები. თქვენს კარიერულ ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენენ ყოფილი პარტნიორები ან ზემდგომი თანამშრომლები. საქმეები შეიძლება კარგადაც წაგივიდეთ და პირიქით, ათასგვარი გამოცდის გადატანაც მოგიხდეთ. ყველაფერი თქვენს გამოცდილებაზე, ცოდნასა და ადრე შეძენილ უნარ–ჩვევებზე იქნება დამოკიდებული.

ბედი შანსს მოგცემთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. 2015 წელს უზენაესი ძალები თქვენ მხარეს არიან და დაგიცავენ და სწორ გზაზეც დაგაყენებენ. ამ პერიოდში მხოლოდ მართალი განზრახვები უნდა გამოძრავებდეთ და მაშინ ცხოვრება საჩუქრებს არ დაიშურებს. თქვენი ახლობლებიც, ვისი მხარდაჭერაც ასე ძალიან გჭირდებათ, გვერდში გეყოლებიან.

ზამთარში თქვენი მატერიალური მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს სრულიად სტაბილური გახდება. თქვენ სულიერ და მატერიალურ სფეროებს შორის ოქროს შუალედის პოვნასაც შეძლებთ, რაც სულიერ წონასწორობას და კომფორტს მოგიტანთ.

სასწორი

2015 წლის შემოდგომაზე მოგების მისაღებად სასწორებმა მთელი წელი უნდა იმუშაონ, თორემ მათი ფულის წყარო მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იქნებიან. თუ ფინანსურ რისკზე წასვლა მოგინდათ, აჯობებს აგვისტოს მეორე ნახევარში გააკეთოთ, რადგან ეს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თუ ამ წელიწადში სიზარმაცეს არ დანებდებით, შემოდგომაზე შემოსავლის ახალი წყაროები და ფულის დაბანდებისთვის გამოსადეგი ახალი იდეებიც გაგიჩნდებათ.

ლურჯი თხის წელიწადი სასწორებისთვის ცვლილებების მომტანია. თუმცა სიტუაციას ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ. შეგექმნებათ ახალი ცოდნისა და უნარების ათვისების აუცილებლობა, რაც თქვენი კარიერული წინსვლის უდავო წინაპირობა გახდება. სამომავლოდ ეს ცოდნა და უნარ–ჩვევები შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ.

ადამიანთა წრე, ვისთანაც ძირითადად საქმიანი ურთიერთობა გქონდათ ან მოლაპარაკებებზე ხვდებოდით, შეიცვლება. ზოგიერთი მათგანი კარიერულ კიბეზე ზემოთ ავა, ზოგი კი საქმეს უბრალოდ თავს დაანებებს. ცვლილებები თქვენს გარემოცვაში გარდაუვალია. შესაძლოა, ოჯახური ბიზნესის წამოწყება მოგინდეთ ან უბრალოდ, ნათესავებს მათ საქმეში დაეხმაროთ. მიიღეთ ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში მონაწილეობა, მათ ეს ძალიან ჭირდებათ.

შესაძლოა 2015 წელს სასწორებს სამუშაოდ არც მთლად მიჩვეულ ადგილას მოუწიოთ წასვლა. ეს საქმე სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და მოგებასაც მოგიტანთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას ძალიან წაადგება. სასურველი შედეგის მიღწევაში სასწორებს ადრე მიღებული გამოცდილება დაეხმარება. თქვენს პროექტებს წარმატებული ადამიანები მოიწონებენ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან.

თხის წელიწადში სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, ასევე სირთულეები პირად და საქმიან ცხოვრებაში, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. ზაფხულში მოსალოდნელია თქვენი ინვესტიციებიდან სერიოზული დივიდენდების მიღება. ამ პერიოდში თქვენი საქმეები საყოველთაო აღიარებას მოიპოვებს. წლის მეორე ნახევარში კი კაპიტალის გაზრდისთვის უნდა იმუშაოთ.

2016 წლის წინა პერიოდში თამამად შეგიძლიათ გრანდიოზული გეგმების დაწყობა და გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვა. ახალი წლის ღამე კი ნათესავებისა და ძალიან ახლობელი ადამიანების წრეში უნდა გაატაროთ.

მორიელი

მორიელებისთვის 2015 წელი ფინანსური კუთხით საკმაოდ წარმატებული იქნება. შემოსავლების მატება ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზეა მოსალოდნელი. ზამთარი სტაბილური იქნება, თუმცა აჯობებს ამ პერიოდში ფული რაიმე მომგებიან საქმეში დააბანდოთ. მთელი წლის განმავლობაში ბევრი შრომა მოგიწევთ. დასახეთ გრძელვადიანი, მომგებიანი გეგმები და არა ერთჯერადი მოგების მისაღებად, თორემ ერთი მსხვილი მოგების შემდეგ შეიძლება წარმატებამ ზურგი შეგაქციოთ. ზაფხულში გულდასმით ადევნეთ თვალი თქვენს ფინანსურ ოპერაციებსა და პარტნიორებს.

2015 წელს მორიელები ბევრ ენერგიასა და დროს დახარჯავენ ახალი, პერსპექტიული პროექტების განხორციელებისთვის. ეს ამაო შრომა არ იქნება და ნაყოფიერ შედეგს მოგიტანთ. ამ წელს თვითრეალიზაციისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი და შესაძლებლობა მოგეცემათ.

ლურჯი თხის წელიწადში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მორიელებს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები შეიძლება შეექმნათ, რაც მათ ბიზნესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. თანამშრომელთა გუნდი შესაძლოა ისეთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ დაშლის საფრთხის წინაშეც დადგეს. ამ დროს დახმარების ხელს ერთგული მეგობრები და თქვენი მფარველები გამოგიწვდიან. თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ და დასკვნებსაც შესაბამისად გააკეთებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. თქვენ ირგვლივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, ამ პროცესს თქვენც უნდა აყვეთ და საკუთარ თავშიც სცადოთ რაიმეს შეცვლა. წლის მეორე ნახევარი კი ახალ გეგმებსა და პროექტებს უნდა დაუთმოთ.

ამ წელს მორიელებმა საკუთარ თავში ფარული ტალანტები შეიძლება აღმოაჩინონ და მათი განვითარებისთვის უნდა იმუშაონ კიდეც. ახალი გატაცებებიც გაუჩნდებათ, თუმცა საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტონ და სამსახურსა და გუნდს არ უნდა დაშორდეთ. ბევრ საკითხს ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ. თქვენ წინაშე ფართო ჰორიზონტები და ახალი პერსპექტივები გადაიშლება.

მშვილდოსანი

2015 წლის ზამთარში სერიოზული ხარჯების გაღება მოგიწევთ, ფინანსური მოგება კი მხოლოდ გაზაფხულისთვისაა მოსალოდნელი. მოგება იმდენი არ იქნება, რამდესაც ისურვებდით, თუმცა საკუთარი ფინანსური ნიჭის რწმენას მაინც მოგანიჭებთ. ზაფხულიდან კი თამამად შეგიძლიათ თქვენი დანაზოგი ფასიან ქაღალდებსა და სხვა აუცილებელ და ძვირფას ნივთებში დააბანდოთ. 2015 წლის ბოლომდე თქვენი მოგება სტაბილურად მოიმატებს.

2015 წელს მშვილდოსნებს ბიზნესთან და კოლექტივთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოუწევთ. მიხედეთ თვითგანათლებას. თქვენ ირგვლივ შესაძლოა სხვადასხვა ხმები გავრცელდეს და ამან გარკვეული უსიამოვნებებიც მოგიტანოთ. აღმავლობის ეტაპებს დაღმავლობა შეცვლის და პირიქით. კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. სამსახურში ავისმსურველებიც შეიძლება გამოგიჩნდეთ, მაგრამ დასახული ტრაექტორიიდან არ უნდა გადაუხვიოთ.

ლურჯი თხის წელიწადი დიდ ამოცანებს დაგისახავთ და მათ შესასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. შემოდგომაზე შესაძლოა თქვენი გუნდი ისევ ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდეს. თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი მუშაობა და შემოსავალი ზემდგომი ხელმძღვანელობის მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.

2015 წელმა შესაძლოა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში უსიამოვნებაც მოგიტანოთ, არ არის გამორიცხული კონტრაქტების ჩაშლა და საქმიანი კავშირების გაწყვეტა. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში კაცობრიობის მეორე ნახევარი თქვენ მხარეს არ იქნება. დაძაბული იქნება შემოდგომის პერიოდიც. აჯობებს, თუ თქვენს ამბიციებს მოთოკავთ და ეგოისტობასაც ნაკლებად გამოიჩენთ. ასეთ შემთხვევაში კოლეგები უფრო აქტიურად დაგიჭერენ მხარს და თუ ზემდგომ პირებთან აქტიურად ითანამშრომლებთ, შედეგები მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბებს.

ამ წელს ისეთი კრეატიული იდეები გაგიჩნდებათ, რომ თქვენი პიროვნებისადმი გარშემომყოფთა ყურადღება გარანტირებული გაქვთ. თამამად იყურეთ მომავლისკენ და უკან არ მოიხედოთ. ორატორულ საქმიანობასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებული გამოდგება.

თხის რქა

2015 წელს თხის რქების ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. ზამთარი ფინანსურად მძიმე პერიოდია, თუმცა გაზაფხულიდან სიტუაცია გაუმჯობესებისკენ წავა და შემოდგომაზე თხის რქები, შეუპოვარი ხასიათისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ყველაფერს მიიღებენ, რაც დაიმსახურეს. ახალი იდეები ფულის დაბანდების მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ მოგებას მოუტანთ.

ლურჯი თხის წელს თხის რქებს შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა მოუნდებათ. შემოდგომის დასაწყისში კი წლის წინა პერიოდებში გაკეთებული საქმეების ნაყოფს მოიმკით. საქმიანი პარტნიორები თქვენი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან, შესაძლოა მჭიდრო თანამშრომლობა მოგიხდეთ საქმიან პარტნიორებთან სხვა რეგიონებიდან. მოსალოდნელია მივლინებებიც, რაც მხოლოდ კარგ შედეგებს მოგიტანთ. საქმესთან ერთად მოგეცემათ საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენისა და მომავალ გეგმებზე დაფიქრების საშუალებაც. ასეთ მოგზაურობებში თქვენი ჩანაფიქრების რეალიზაციის გზებს დასახავთ.

2015 წელს თამამად დაკავდით სპორტის ნებისმიერი სახეობით და აუცილებლად გაემგზავრეთ ნებისმიერ მოგზაურობაში, როგორ რისკიანადაც უნდა მოგეჩვენოთ. ეცადეთ დახმარება გაუწიოთ სუსტ ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. შემოდგომაზე საკუთარი თავისთვის დაკისრებული ამოცანები შეიძლება ძალიან მძიმე ტვირთად დაგაწვეთ, მაგრამ უკან დახევა გვიან იქნება.

ზაფხულში სამსახურეობრივ ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე იქნება, შემოდგომის დასაწყისში კი შეიძლება დაპირისპირებები დაიწყოს. ამასთან ერთად, გაგიჩნდებათ ახალი ჩანაფიქრები. სერიოზულ პროექტებზე მუშაობა კი მთელ თავისუფალ დროს წაგართმევთ და სასურველი შედეგის მისაღებად, მოგიწევთ საქმეს გართობა, ჰობი, მეგობრებთან დასვენება შესწიროთ. თუმცა სამსახურის გარეთ ადამიანებთან კონტაქტის სრულად გაწყვეტაც არ ღირს, თქვენი წარმატება ხომ მათთან ერთად უნდა აღნიშნოთ.

მერწყული

2015 წელს მერწყულები მოგების მიღებით დაიწყებენ, მაგრამ მთელი ფული ერთბაშად არ უნდა დახარჯონ. უფრო მეტიც, ამ წელს დანაზოგის დაბანდების საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდონ. თუ ინვესტიცია დიდ რისკთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ჯობს საერთოდ თავი შეიკავონ. ზაფხულიდან კი მერწყულების მეგზური წარმატება და მოგება იქნება და ასე გაგრძელდება შემოდგომის თვეებშიც.

ლურჯი თხის წელი მერწყულებისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება, თუმცა ბევრი ხარჯის გაწევაც დაჭირდებათ – მგზავრობები, ტრანსპორტი და ადრე დაგროვილი ვალების გადახდა. ამ წელს შეიძლება ახალი გატაცება გაგიჩნდეთ – ჯერ კიდევ აუთვისებელი სატრანსპორტო საშუალებების ტარება და არა მხოლოდ სახმელეთო. ეს გატაცება ენით აუწერელ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ამ პერიოდში თქვენი გატაცებები სულ უფრო მრავალფეროვანი გახდება – ხელოვნება, მეცნიერება, მოგზაურობა თუ შემოქმედებითი საქმიანობა. ისეთ ადგილებში ამოყოფთ თავს, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ და შესაძლოა, რაიმე აღმოჩენაც კი გააკეთოთ.

წლის პირველ ნახევარს ახალი იდეების განხორციელებას მოახმართ. თქვენ ირგვლივ მეგობრები, მფარველები და უბრალოდ, ახლობელი ადამიანები იქნებიან თავმოყრილი, რომლებიც შეძლებენ საქმიანი რჩევები მოგცენ ან საინტერესო იდეები მოგაწოდონ.

2015 წელს მერწყულები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოძრავებენ, იქნება ეს შოუ–ბიზნესი, ტურისტული ინდუსტრია, ლიტერატურული ასპარეზი თუ რაიმე სხვა სფერო. თქვენ შეძლებთ ნებისმიერ, თუნდაც სრულიად ჩვეულებრივ საქმიანობასაც კი შემოქმედებითად მიუდგეთ.

შემოდგომაზე შეიძლება სამსახური შეიცვალოთ ან სულაც, სხვა მიზნები გაგიჩნდეთ. რასაც უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ და ყველაზე მოსაწყენ საქმესაც კი სიამოვნებად აქცევთ. ამ წელს ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ, მით უფრო, რომ მათთან ურთიერთობისას არასტანდარტულ მიდგომას მონახავთ.

2015 წელს ისეთი გამოცდილება და ცოდნა შეიძლება შეიძინოთ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

თევზების მატერიალური მდგომარეობა 2015  წელს სტაბილური იქნება. ზაფხულში თქვენი შემოსავლები გაიზრდება. შესაძლოა პერსპექტიული ინვესტიციებიც გააკეთოთ. მიუხედავად თქვენი იღბლიანობისა, ლურჯი თხის წელს ფულის ბრმად დაბანდება არ ღირს, ყურადღებით იყავით. შემოდგომაზე კი ყველა ინვესტიცია დიდ მოგებას მოგიტანთ. შეიძლება მოულოდნელი ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ ან ლატარეაში მოიგოთ.

2015 წელიწადი თევზებს სამსახურეობრივ ცვლილებებს მოუტანს. შესაძლოა სამსახურიდან წამოსვლა და თავისუფალი გრაფიკით მუშაობაც კი ამჯობინონ, რადგან მეტი დროის დათმობა მოუნდებათ ოჯახისა და ბავშვებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ოჯახური ბიზნესი ან ვაჭრობის სფეროში ჩაერთოთ. კარგი იქნება, თუ ამ წელს სახლში შინაურ ცხოველს მოიყვანთ.

ლურჯი თხის წელიწადს მოგზაურობაში გაატარებთ. წინ ხანგრძლივი მივლინებები, ტურები თუ უბრალოდ ქალაქიდან სათევზაოდ ან ბუნებაში გასვლები გელით. წელს თქვენი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებას შეძლებთ. დაიწყეთ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ პროექტებში.

წლის დასაწყისიდან შემოდგომამდე მაღალია ურთიერთობებში დაპირისპირების ალბათობა, მათ შორის, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ საქმიან პარტნიორებთანაც, რადგან შეიძლება თქვენთვის გზის გადაჭრა მოინდომონ. თუ ვინმეს ასეთ სურვილს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიუჩინეთ კუთნილი ადგილი. გარდა ამისა, მოგიწევთ მუდმივად აკონტროლოთ თანამშრომლები, რათა ყველა პროგრამის რეალიზაცია დროულად მოხდეს.

შემოდგომისთვის თევზებს საინტერესო შემოთავაზება ელით. სასწორის ერთ მხარეს თქვენი პირადი თავისუფლება, მეორე მხარეს კი თავბრუდამხვევი პერსპექტივები იქნება. ამ წელს წარმატებული იქნება უძრავ ქონებაში ინვესტირება.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე