ოკეანეში მოტივტივე სახლი

როგორ გინდა ზოგჯერ ადგე და წახვიდე ზღვაზე, ან კიდევ უკეთესი, ოკეანისკენ; დაისვენო ქალაქის ხმაურისგან ბუნებაში, ახლობელ ადამიანებთან… იდეალური ვარიანტი იქნებოდა  პატარა სახლი ზღვასთან ახლოს, სადაც არავინ შეგაწუხებს.

მაგრამ იქნებ სჯობდეს სახლი პირდაპირ ზღვაში გქონდეს? – ამ კითხვას პასუხობს ფრანგი არქიტექტორისა და დიზაინერის ჯინ-ბატისტ მეიოტის კონცეფცია სახელწოდებით Origin.

პროექტი Origin – ესაა  ნამდვილი სახლი, რომელსაც წყალზე ტივტივი შეუძლია და სწორედ ზღვაში დასვენების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.

origin1

Origin არ არის იახტა, ნავი ან სულაც კარგად მოწყობილი ხომალდი, ის მართლაც შესანიშნავი სახლია არა პატარა მოუხერხებელი კაიუტებით, არამედ კომფორტული ოთახებით, სააბზანოთი და სამზარეულოთი. საცხოვრებელი სივრციდან კიბეებით ბაქანზე – დასასვენებელ ზონაში მოხვედრა შეიძლება.

origin2

საინტერესოა, რომ აქ არის სპეციალური პანორამული მოედნები, როგორც ბაქანზე, ასევე წყალქვეშ. შესაბამისად, ჩნდება ოკეანისა და მისი ბინადრების შესწავლის საუკეთესო საშუალება.  თუმცა რა თქმა უნდა, სახლი ძალიან ღრმად ვერ ჩავა ოკეანეში, მაგრამ რაც არის, ისიც ცოტა შიშისმომგვრელია და ამავდროულად მეტად მიმზიდველიც.

origin3

ჯერჯერობით, Origin მხოლოდ პროექტია, თუმცა ჯინ-ბატისტ მეიოტი იმედოვნებს, რომ დასვენების ასეთ მოსახერხებელ საშუალებას კლიენტი აუცილებლად გამოუჩნდება.

origin4

Advertisements
Comments
2 Responses to “ოკეანეში მოტივტივე სახლი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება – ამ ყველაფერს უამრავი დრო დაჭირდება […]

  2. […] გინდათ თუ არა ეს ნამდვილად, რათა შემდეგ გამარჯვებამდე ორი ნაბიჯით ადრე არ შეჩერდეთ. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე