ლობიო საქონლის ხორცით

6

ინგრედიენტები:

  • 300 გ ლობიო;
  • 1 კგ საქონლის ხორცი;
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 1 ს.კ. ტომატი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 3 კბ ნიორი;
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი;
  • მარილი;
  • 2  დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა;
  • 1 ს.კ. ფქვილი;
  • 100 გ კარაქი.

მომზადება: 

ლობიო გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ და წყალი გადაღვარეთ. ისევ დაამატეთ წყალი (ამჯერად დაახლოებით 1,7 ლ), დაფნის ფოთლები, 3 კბ ნიორი (მთლიანად) და დადგით საშუალო ტემპერატურაზე. ხარშვის დროს ქვაბი ოდნავ თავმოხდილი უნდა იყოს.  ნახევარი საათის შემდეგ დაამატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი უცხიმო საქონლის ხორცი და გააგრძელეთ ხარშვა  2 საათის განმავლობაში. თუ სითხე ძალიან ჩაშრება, დაამატეთ ცოტა ადუღებული წყალი.

სანამ ხორცი და ლობიო იხარშება, დაჭერით ხახვი მსხვილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. 3-4 წუთში დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ტომატი, სოიოს სოუსი, წიწაკა, ფქვილი, კარაქი, 3 ს.კ. წყალი და გააგრძელეთ მზადება კიდევ 5 წუთი დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ.

მიღებული მასა ნელ-ნელა გადაიტანეთ ხორციან ქვაბში, კარგად მოურიეთ, შეაზავეთ მარილით, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან.

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე