ვიეტნამი: მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბული

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-1

გამოქვაბული სონ დუნგი (ვიეტნამი) მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად არის მიჩნეული. მისი სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე 200 მ, ხოლო სიმაღლე 150 მ.

გამოქვაბული 1991 წელს ადგილობრივმა მცხოვრებმა ხანჰმა აღმოაჩინა, თუმცა 2009 წლამდე წარმოდგენა არავის ჰქონდა, რამდენად გრანდიოზულია სონ დუნგის (ანუ მთის მდინარის) გამოქვაბული სინამდვილეში.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-2

2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ჰოვარდ ლიმბერტის ხელმძღვანელობით პირველად გამოიკვლიეს სონ დუნგი და დაასკვნეს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოქვაბული შეიძლება იყოს.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-3

ვარაუდის დადასტურების შემდეგ სონ დუნგმა ყველაზე დიდი გამოქვაბულის წოდება წაართვა ირმის გამოქვაბულს Deer Cave (მალაიზია), რომელიც მანამდე მსოფლიოში უდიდესად მიიჩნეოდა.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-4

სონ დუნგის გამოქვაბულს საკუთარი ეკოსისტემა აქვს თავისი მდინარით და ჯუნგლებით. წყალმა და კირქვამ მილიონობით წლის განმავლობაში საოცარი წარმონაქმნები გააჩინა. უზარმაზარი სტალაქტიტები მთელ გამოქვაბულში მდინარის გასწვრივ არის ფორმირებული. მიწისქვეშა ჯუნგლების ჩაკეტილ ეკოსისტემაში ისეთი მცენარეებია გავრცელებული, რომლებიც შესაძლებელია დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდებოდეს.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-5

სონ დუნგისადმი ინტერესს იშვიათი გამოქვაბულის მარგალიტები და უძველესი ხელშეუხებელი წიაღისეულიც ზრდის. გამოქვაბული ამ ზაფხულს პირველად გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-6

ტურისტებს ვიეტნამის მთავრობის მიერ გამოყოფილი ტუროპერატორები და ინსტრუქტორები ეხმარებიან. გამოქვაბულში ჩასასვლელად სპეციალური ნებართვის აღებაა საჭირო.

worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-7 worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-8 worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-9 worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-11 worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-12 worlds-largest-cave-hang-son-doong-vietnam-13

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე