Meera House – სინგაპურელი არქიტექტორების შედევრი

Mera-House-01

The Meera House ულამაზესი რეზიდენციაა სინგაპურში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ – Guz Architects-მა შექმნა.

Mera-House-02

სახლი კუნძულ სენტოსაზე, სიგნაპურის ახლოს მდებარეობს. Meera House, რომელსაც მთლიანად მწვანე სახურავი აქვს, ზოგადად ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე სახლის საუკეთესო მაგალითია.

Mera-House-03

როგორც Guz Architects-ის წარმომადგენლები აცხადენენ, სახლის არასტანდარტული კონსტრუქცია ლანდშაფტის თავისებურებებმა და მეზობელი სახლების სიახლოვემ განაპირობა.

Mera-House-04

“გვინდოდა აგვეშინებინა მასიური კედლები, რომლებიც ჩვენს დამკვეთებს პრივატულობის შეგრძნებას გაუჩენდა. ეს უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ტერიტორია, რომელიც მწვანე საფარით დაიფარებოდა და მხოლოდ ზღვის სასიამოვნო ნიავით ისუნთქებდა”.  

Mera-House-05

მართლაც, სახლი მთლიანად სიმწვანეშია “ჩასმული”. აქ ყველაფერი ხასხასა მწვანეა – ცოცხალი ღობეებით დაწყებული, ბალახით დაფარული ტერასებითა და სახურავით დამთავრებული. რა თქმა უნდა, აქვეა Guz Architects-ის სტილისთვის დამახასიათებელი დეკორაციაც – აუზში ჩამონტაჟებული პატარა მწვანე კუნძულები.

Mera-House-06

“სახლის თითოეული სართული ისეა კონსტრუირებული და მოწყობილი, რომ ბაღში მოხვედრა და სიმწვანით ტკბობა ნაგებობის ყველა ნაწილიდან შეიძლება. ფაქტობრივად, რომელ სართულზეც უნდა მოუნდეთ დასვენება, სახლის მფლობელებსა და მათ სტუმრებს ყველგან სასიამოვნო გარემო და ბუნება დახვდებათ”, – ამბობენ არქიტექტურული სტუდიის წარმომადგენლები.

Mera-House-07

სინგაპურული საპროექტო სტუდია Guz Architects სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშენებული შთამბეჭდავი ვილებითა და ტროპიკული ციხე-სიმაგრეებითაა ცნობილი. Meera House სტუდიის ბოლო შედევრია.

Mera-House-08 Mera-House-09 Mera-House-10 Mera-House-11
Meera House-ს სამი სართულის პროექტი:
Mera-House-20 Mera-House-21 Mera-House-22

Advertisements
Comments
3 Responses to “Meera House – სინგაპურელი არქიტექტორების შედევრი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] თვის მუშაობის შემდეგ სახლის ექსტერიერი მთლიანად შეიღება, თუმცა როგორც […]

  2. […] თვის მუშაობის შემდეგ სახლის ექსტერიერი მთლიანად შეიღება, თუმცა როგორც […]

  3. […] გვქონდა – უნდა გვეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია კედლების დეკორირებისთვის, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე