თოკის ხიდები ბერლინელი ციყვებისთვის

bridge-for-squirrel-6ბერლინის ქუჩებში, სადაც ძალიან ბევრი სიმწვანეა, ხშირად შეხვდებით ველური სამყაროს წარმომადგენლებს – ციყვებს, კვერნებს, მელიებსა და ზღარბებს. შეიძლება ღამის 3 საათზე კლუბიდან გამოხვიდეთ და ქუჩის ფარნის შუქზე დაინახოთ, როგორ გადაირბინა მელიამ ქუჩაზე და იქვე, ბუჩქებში შეიმალა. ქალაქში ბევრია ცარიელი შენობა, სადაც მშვიდად ცხოვრობენ გარეული ცხოველები. ევროპის დედაქალაქებს შორის ბერლინის მოსახლეობას ყველაზე მეტი ველური “თანამოქალაქე” ჰყავს.

bridge-for-squirrel-7

ქალაქში ბევრი ხიდია და მათ რიცხვს ცოტა ხნის წინ ციყვებისთვის განკუთვნილი თოკის ხიდებიც მიემატა.

პროექტის ინიციატორი მტკნარი წყლის ეკოლოგიისა და მეთევზეობის ინსტიტუტის თანამშრომელი ჰენრიკ ცვადლო (Henrik Zwadlo) იყო, რომელიც თვეში ერთხელ მაინც ხდებოდა მოწმე, როგორ იღუპებოდნენ ციყვები ქუჩაზე გადასვლისას. ცვადლომ ადგილობრივი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის “Aktion Tier”-ის წარმომადგენელს ურსულა ბაუერს მიმართა, რომელთან ერთადაც შეიმუშავეს ციყვების ხიდის პროექტი და 2014 წლის ზამთარში ბერლინის მუნიციპალიტეტმა ის დაამტკიცა.

bridge-for-squirrel-1ციყვებისა და კვერნებისთვის განკუთვნილი პირველი ხიდი Treptow-Köpenick-ის რაიონში, Müggelseedamm-ზე მოეწყო. ხიდი  გამძლე თოკისგან არის შექმნილი, რომლის სერთიფიცირებულ მწარმოებელსაც რამდენიმე თვე ეძებდნენ. ასევე დიდი დრო დაჭირდა პროფესიონალი ხეზე მცოცავის მოძებნას, შეთანხმების მიღწევას მიწის მფლობელებთან, სადაც ხეები დგას და დაზღვევის საკითხის მოგვარებას.

bridge-for-squirrel-4თოკის ხიდის ორივე მხარეს დამაგრებულია თხილით სავსე სათავსები, რათა ციყვები ხიდზე გადასვლას მიეჩვიონ.

bridge-for-squirrel-3 bridge-for-squirrel-2ციყვებისთვის განკუთვნილი პირველი ხიდი 1963 წელს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ლონგვიუში “აიგო”. ეს იყო 18 მეტრი სიგრძის სახანძრო შლანგი, რომლის გაბმაც ქალაქს 1000$ დაუჯდა. გარდა ამისა, 2010 წელს არიზონას შტატში მუნიციპალიტეტმა 1,25 მილიონი დოლარი დახარჯა მთის გზებზე ციყვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხიდების მოსაწყობად. ციყვების ხიდები ასევე არის გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ქალაქებში.

bridge-for-squirrel-5

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე