მცირე რამ ლოცმანთა სამსახურის ისტორიიდან

Shippilot-3უხსოვარი დროიდან ზღვაში არც ერთი ხომალდი გამოცდილი ლოცმანის გარეშე, ვინც დანიშნულების ადგილამდე გზა და უსაფრთხო გასასვლელები შესანიშნავად იცოდა, არ შედიოდა.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შრომის დანაწილება ხომალდებზე ასეთი იყო: კაპიტანი წარმოადგენდა გემის მფლობელის ინტერესებს, პასუხს აგებდა ხომალდზე, ტვირთზე და ეკიპაჟსაც ხელმძღვანელობდა, გემის მართვაში კი არ ერეოდა. ამ საქმეს მესაჭე და ლოცმანი აკეთებდნენ. მესაჭე უშუალოდ მართავდა ხომალდს, ლოცმანის მითითებების მიხედვით ცვლიდა კურსს და აფრების აღმართვა–დაშვებას ხელმძღვანელობდა. ლოცმანი კი ვალდებული იყო გემი დანიშნულ პორტში ექსცესების გარეშე მიეყვანა.

Shippilot-1ლოცმანის სამსახური ერთ–ერთი უძველესი ინსტიტუტია. ლოცმანებზე ჩანაწერებს ვნახულობთ რომაელ ავტორ პავზანისთან (ჩვ. წ. აღ–ით 175 წ.) და ჩვ. წ. აღ–ის II საუკუნის ზოგიერთ კრებულში.

შუა საუკუნეებში უკვე ასხვავებდნენ სანაპირო ცურვის ლოცმანებს და ღია ზღვის ლოცმანებს, რომლებსაც გემის ნებისმიერი მიმართულებით გაძღოლა შეეძლოთ. ბუნებრივია, ამ ამოცანას თავს ყველა ლოცმანი ვერ ართმევდა. ცნობილია, რომ თავიანთი ლოცმანების არასაკმარის ცოდნასა და შეცდომებს ქრისტეფორე კოლუმბი და ამერიგო ვესპუჩიც უჩიოდნენ. ამიტომაც იმ დროის დოკუმენტებში გაჩნდა ლოცმანის დაქირავების პირობები, ასევე ხომალდის ჩაძირვის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრის ელემენტები.

Shippilot-4რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობა სხვადასხვა ქვეყანაში და დროში სხვადასხვა იყო. თუ ერთ შემთხვევაში ლოცმანს დაშვებული შეცდომისთვის ადმინისტრაციული ან ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ზოგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც შეიძლებოდა გადაეცათ. 1494 წლის დროინდელ დოკუმენტში საზღვაო კონსულტანტი წერს, რომ ლოცმანს, რომელიც არ იცნობდა გზას და გამცილებლის მოვალეობები დაარღვია, დაუყოვნებლივ უნდა მოეკვეთოს თავი, თუ მესაჭე, ვაჭარი და ეკიპაჟის უმრავლესობა მისი სიცოცხლის შენარჩუნებას არ მოითხოვს. ბოლო პირობა აუცილებელი იყო, რათა ლოცმანის ბედი გემის მფლობელს ერთპიროვნულად არ გადაეწყვიტა.

ინგლისის საადმირალოს შავ წიგნში წერია: „თუ გემი ლოცმანის გამო დაიღუპება, მეზღვაურებს შეუძლიათ, სასამართლოს წინაშე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, თავი მოაჭრან მას“.

Shippilot-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე