2014 წლის ივლისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

july 2014ვერძი

ივლისში ვერძი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს, რაც მას თავისუფლებისა და ბედნიერების შეგრძნებას მოუტანს. სამომავლოდ ეს გრძნობა მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება. ვერძს სურს ივლისი ზღვის სანაპიროზე, თბილ ქვიშაზე წამოწოლილმა გაატაროს და ეს გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულიცაა. თუმცა არიან მუშაობაზე გადარეული ვერძებიც, ვინც კვლავ აქტიურად შრომას გააგრძელებს. ამ თვეში საგრძნობი შედეგების მიღწევის იმედი არ გქონდეთ, ამიტომ აჯობებს მიმდინარე, რუტინული საქმით დაკავდეთ, მაგალითად, მოაწესრიგოთ დოკუმენტაცია. ბიზნესმენი ვერძი ახალ ოფისს, საწარმო შენობას ან რაიმე უძრავ ქონებას შეიძენს. ბოლოს და ბოლოს, ოპონენტებთან ურთიერთგაგებას თუ არა, კომპრომისს მაინც მიაღწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზავი დაიდება. კარგად მიდის საზღვარგარეთული კონტაქტების საქმეც. ივლისში ვერძი წარმატებულ მივლინებაში წავა და სავარაუდოდ, პერსპექტიულ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. ფინანსური მდგომარეობაც ხელს უწყობს. ვერძი აიღებს სასურველ კრედიტს, მოგებას მიიღებს უძრავი ქონების გაყიდვიდან, შესაძლოა ინვესტიციის მოზიდვა ან მეგობრებისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს.

ივლისი კარგი თვეა პირად ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. მარტოხელა ვერძი ამ თვეში დიდი ხნით დაგეგმილ მოგზაურობაში წავა, სადაც პერსპექტიულ ნაცნობობას გააბამს. ოჯახურ ცხოვრებაშიც სრული სიმშვიდეა. ივლისში ვერძმა სახლის კეთილმოწყობას და მსხვილ საყიდლებს შეუძლია მიხედოს. იმ წყვილებსაც, ვინც მუდმივად ჩხუბობენ და  კამათობენ, ამ თვეში შერიგების შანსი მიეცემათ, მაგრამ გამოიყენებენ კი ამ შანსს?! ივლისში გააქტიურდება ურთიერთობა ნათესავებთან, მოგვარდება მშობლებთან შექმნილი პრობლემები და გაუგებრობები. მართალია, ამ თვეში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ არის, მაგრამ იმდენად კარგი თვეა, რომ არანაირი დაავადების არ უნდა ეშინოდეს.

კურო

ივლისი კუროსთვის პოზიტივით სავსე თვე იქნება. თქვენ მიიღებთ უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას და პირველად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მისცემთ თავს მოშვებისა და არაფერზე ფიქრის უფლებას. პროფესიულ ასპარეზზე სრული წესრიგი სუფევს. ბევრი პრობლემა, რომლებსაც გასაღებს ვერ უძებნიდით, მოგვარდება და წარსულს ჩაბარდება. დასრულდება გაუთავებელი შემოწმებები მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, მოგვარდება იურიდიული ხასიათის საკითხები. ამ თვეში კუროს ჰორიზონტზე კვლავ გამოჩნდებიან ძველი და საიმედო პარტნიორები, რომლებთან ურთიერთობის აღდგენაც ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება. წარმატებულად მიდის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კონტრაქტორებთანაც. მთლიანობაში, სიტუაცია უფრო კარგია, ვიდრე უბრალოდ წარმატებული. ივლისში კუროს გადაუხდიან ფულს, რომლის მიღების იმედიც უკვე დაკარგული ჰქონდა.

2014 წლის ივლისი კუროსთვის ყველანაირად წარმატებული თვეა –  ეს მდგომარეობა სასიყვარულო ასპარეზზეც ვრცელდება. შეყვარებული კურო ბოლოს და ბოლოს აისრულებს სანუკვარ სურვილებს, განახორციელებს ყველა დასახულ გეგმას და ბოლოს და ბოლოს, მეგობრებისა თუ ნაცნობების მოსაზრებების მიღმა ცხოვრებას შეძლებს. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა და შესაბამისად, თქვენვე უნდა წყვეტდეთ, რა გინდათ და როგორ. ივლისში კუროს შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად მოგზაურობა ელის. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალოს. მოწესრიგდება ურთიერთობები ნათესავებთან და მეგობრებთან. ივლისში კურო სავსეა სასიცოცხლო ძალებით, იგი ჯანმრთელობასა და მიმზიდველობას ასხივებს, რაც შეუძლებელია ყველა გარშემომყოფს თვალში არ ეცეს და ისინი გულგრილად დატოვოს.

ტყუპები

ივლისი ტყუპებისთვის ტრიუმფის თვეა. რასაც უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერი გამოუვა. იღბალი აშკარად მის მხარესაა. პროფესიულ ასპარეზზეც ტყუპებს ყველაფერი რიგზე ექნება. იგი დაასრულებს დიდი და მომგებიან პროექტს, რაც გარკვეული ფულადი ვალდებულებების გასტუმრების საშუალებას მისცემს. რახან ძველი პრობლემები წარსულს ჩაბარდა, ახლა მომავალზე უნდა დაიწყოთ ფიქრი. ივლისში შესაძლებელია დაიდოს ახალი კონტრაქტები, დამუშავდეს ახალი პროექტები, მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული. ეს უკანასკნელი მომენტი ტყუპებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაძლებლობაზეც დააფიქრებს. და თუნდაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ტყუპები მზად არ იყოს, პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით სწორედ 2014 წლის ივლისში გადადგამს. საშუალო პოზიციაზე მომუშავე ტყუპებს უშუალო ხელმძღვანელობა კარგი თვალით შეხედავს, შესაბამისად ივლისში კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების მომატების ალბათობა მაღალია. ივლისში გაუმჯობესდება ტყუპების მატერიალური მდგომარეობაც. იგი შეძლებს არათუ ძველი ვალები გადაიხადოს, არამედ სამომავლოდ საკმაოდ დიდი თანხაც გადაინახოს.

ტყუპების პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დგება. სულ ცოტა ხნის წინ ფიქრობდით, რომ ვეღარაფერი შეგარიგებდათ თქვენს საყვარელ ადამიანთან, მით უფრო, ბოლო ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ივლისში ეს სრულიად შესაძლებელია, თანაც თქვენი ინიციატივით. იმოქმედეთ და ეცადეთ მომავალში შეცდომები აღარ გაიმეოროთ. მთავარია, ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი გქონდეთ. და თუ არ გაქვთ, არც ესაა ტრაგედია. ვარსკვლავები აუცილებლად მოგცემენ ცხოვრების აწყობის კიდევ ერთ შანსს. თუ ტყუპები საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავს, ივლისი კარგი დროა ამ პროცესის დასაწყებად. ამ თვეში ტყუპებს ბევრი მუშაობა მოუწევს, შესაბამისად დიდია გადაღლის შანსი, მით უფრო, რომ სასიცოცხლო ენერგია მაინცდამაინც ბევრი არ აქვს. ამიტომ მიუხედავად მრავალი მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმისა, ძალიან მნიშვნელოვანია დასვენებისა და ძილისთვის დროის გამონახვა.

კირჩხიბი

ივლისში კირჩხიბისთვის ბრწყინვალე თვე დგება. შეგიძლიათ ყველაზე თამამი მიზნები დაისახოთ და გეგმებიც დააწყოთ მათ მისაღწევად. მთავარია, ეს ყველაფერი თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. კირჩხიბი კარიერულ კიბეზე საგრძნობლად მაღლა აიწევს. რიგითი თანამშრომლი კირჩხიბი ამ თვეში დაწინაურდება, ბიზნესმენი კი პერსპექტიულ კონტრაქტს გააფორმებს და ფინანსურად ძალიან მომგებიანი პროექტის განხორციელებას დაიწყებს. მართალია, ეს პერსპექტივები სამომავლოა, მაგრამ შედეგისთვის ცდა დიდხანს არ დასჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, ივლისში კირჩხიბი უკან მოიტოვებს პრობლემებს, რომლებიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდა. პარტნიორებთან ურთიერთობა ნორმალიზდება, სადავო საკითხებიც შედარებით მარტივად გვარდება. შესაძლოა, გარკვეულ თემებზე კონსესუსს ჯერ ვერ მიაღწიოთ, მაგრამ საქმის ჩავარდნის საფრთხე მაინც აღარ გემუქრებათ. წარმატებულად წარიმართება საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის აწყობის საქმეც. ივლისში მოსალოდნელია წარმატებული მივლინებები და ახალი კონტრაქტების დადება. განაგრძეთ ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება. კირჩხიბის მატერიალური მდგომარეობა მყარდება და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ის კიდევ კარგა ხანს გასტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ფინანსური კიბის მომდევნო საფეხურზე აინაცვლებენ, რაც მათ საკუთარი ძალებისა და მომავლის რწმენას მიანიჭებს.

ხანგრძლივ, რომანტიულ ურთიერთობაში მყოფი კირჩხიბი ბოლოს და ბოლოს თავის პარტნიორთან ურთიერთგაგებას მიაღწევს. შეყვარებულები ყველანაირ უსიამოვნებას წარსულში მოიტოვებენ და მივლენ დასკვნამდე, რომ სიყვარული ამ ყველაფერზე მაღლა დგას და მსგავსი კინკლაობით საკუთარ თავს მხოლოდ პრობლემებს უქმნიან. განქორწინების პროცესში მყოფი წყვილებიც მეტნაკლებად ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ. ივლისში კირჩხიბი მიიღებს ყველაფერს, რაც უნდა, თუმცა ბრძოლაც დასჭირდება. თუ დაოჯახებულ კირჩხიბს მეუღლესთან შერიგება უნდა, შეუძლია ამ მიზნით შვილები გამოიყენოს – ბავშვებს მშობლებზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ. თუ ეს გამოგივათ, უნდა ეცადოთ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროთ. ივლისში კირჩხიბი შვილებთან ურთიერთობასაც ახალ, უფრო ღრმა და საინტერესო საფეხურზე აიყვანს. ამ თვეში ჯანმრთელობის პრობლემები კირჩხიბს არ შეექმნება. იგი ენერგიით სავსეა და გარეგნულადაც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, რაც გარშემომყოფებს უყურადღებოდ არ დარჩებათ.

ლომი

სულ ახალხანს ლომს ეგონა, რომ მის პრობლემებს დასასრული არასდროს ექნებოდა. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს უკან დახევა არ სჩვევიათ და ზუსტად ივლისში განხორციელებული მორიგი მცდელობა მიიყვანთ წარმატებამდე. ასეა, ფორტუნა ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა. ლომის მეგობრები ამ თვეში მომეტებულ აქტიურობას იჩენენ, რაც ლომს კარნახობს, რომ დროა ერთი ადგილის ტკეპნას შეეშვას. წინსვლის დროა! თანაც პრობლემები, რომლებიც ლომს ამდენი ხანია აწუხებდა, თითქმის მოგვარებულია. წინ ახალი პროექტები და ახალი ცხოვრება გელოდებათ. ახლა ლომმა შეიძლება მიიღოს პერსპექტიული წინადადება სხვა ქვეყანაში ან ქალაქში სათანამშრომლოდ. რასაკვირველია, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მუდამ სარისკოა, მაგრამ თუ შუამავლებთან დიდი ხნის და საიმედო კონტაქტები გაკავშირებთ, ყველაფერი გამოგივათ. ამ თვეში ყველანაირი იურიდიული პრობლემა მოგვარებული იქნება. მართალია, ლომის პროფესიულ სფეროში აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება, ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე ჯერჯერობით არ აისახება. საჭიროების შემთხვევაში, ლომს უყოყმანოდ შეუძლია დახმარებისთვის ახლობლებს მიმართოს.ივლისში ლომმა საკმაოდ მომგებიანად შეიძლება გაყიდოს კუთვნილი უძრავი ქონება, ასევე მოიზიდოს ინვესტიცია ან დაუმტკიცონ სასურველი კრედიტი.

ლომის პირად ცხოვრებაში ამ თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელმა ივლისიდან წლის ბოლომდე შეიძლება გააბას რომანი, რომელიც ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზრდება. დაოჯახებული ლომი ივლისში სახლს მიხედავს, გაარემონტებს ან სულაც ახალ ბინას იყიდის. შემოდგომამდე მსხვილი უძრავი ქონების შეძენა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა მოსალოდნელი. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაც საგრძნობლად დათბება. მართალია, სიტუაცია ახლაც მეტისმეტად რთული და ჩახლართულია, მაგრამ ფაქტია, რომ გაუმჯობესება შეიმჩნევა. ლომი ივლისში რჩევისთვის ოჯახის უფროს წევრებს მიმართავს. ამ თვეში ჯანმრთელობამ შეიძლება გიღალატოთ, ამიტომ მეტისმეტად გადაღლას მოერიდეთ. და თუ რამდენიმე დღით შვებულებას აიღებთ და ბუნებაში ან ზღვაზე დასასვენებლად წახვალთ, არაჩვეულებრივი იქნება. ეს თქვენს ძალებს სრულყოფილად აღადგენს.

ქალწული

ივლისში ქალწულებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, როგორ აქციონ თავიანი ოცნებები რეალობად. წარმატება თქვენ მხარესაა, ასე რომ, სასურველის მისაღწევად რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევაც კი არ მოგიხდებათ. ივლისში ქალწულს საიმედო ადამიანების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რისი წყალობითაც ძველ პრობლემებს საქმიან პარტნიორებთან ან მაკონტროლებელ ორგანოებთან უმტკივნეულოდ მოაგვარებს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალწულს თავადაც უამრავი ენერგია აქვს ამ საქმისთვის დახარჯული, ასე რომ შედეგი სრულიად დამსახურებულია და ნაყოფიც საკმაოდ გემრიელი. საქმიან ასპარეზზე საგრძნობი პროგრესი შეიმჩნევა, რაც სამომავლოდ ქალწულს კარგ მოგებას პირდება. ივლისის ბოლოსთვის ქალწული პაუზის აღებას, ცოტა დასვენებას და სამომავლო გეგმებზე დაფიქრებას გადაწყვეტს. ასეთი ფიქრებისთვის საუკეთესო დრო მაინც აგვისტოს დასაწყისია. პროფესიულ ასპარეზზე სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე ქალწულის მატერიალური მდგომარეობაც განმტკიცდება. ივლისში შემოსავლები იმატებს, ძალიან საგრძნობლად არა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

პირად ცხოვრებაში კი ქალწულის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები არც ისე სახარბიელო იქნება. ყველაფერში პლუტონია დამნაშავე, რომელიც თქვენს სახლში შეყოვნდა – თქვენი სახლი კი სიყვარულსა და ოჯახზეა პასუხისმგებელი. ის კომპრომისის მიღწევის შანსს პრაქტიკულად არ იძლევა. წარსულისკენ ნებისმიერი გახედვა მხოლოდ ტკივილსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ, საუბედუროდ თქვენ გარემოებებზე სუსტი აღმოჩნდებით. გამორიცხული არ არის, ივლისში განვითარებული მოვლენები მომავალში პოზიტიურად შეაფასოთ, თუმცა ეს ეხება მხოლოდ იმ ქალწულს, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდრეკილ რომანტიულ ურთიერთობებში იმყოფება. დაოჯახებული ქალწული კი მთელ თვეს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში გაატარებს, თანაც  ეს პროცესი საგრძნობ თანხებს მოითხოვს. ოჯახური ურთიერთობები კი ამასობაში დათბება და უფრო ჰარმონიული გახდება. ივლისის ბოლოს მოსალოდნელია მსხვილი შენაძენების გაკეთება. თვის პირველი ორი დეკადის განმავლობაში ქალწული ენერგიით იქნება აღსავსე, რაც ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ეყოფა. ივლისის ბოლო 10 დღე კი ცოტა თავს უნდა გაუფრთხილდეთ: თქვენი ძალები ამოწურვის პირასაა, ამიტომ ცოტა დასვენება აუცილებლად გესაჭიროებათ.

სასწორი

ივლისი სასწორს მოუტანს შეგრძნებას, რომ მის წინაშე ყველა კარი იღება და ამ შესაძლებლობით სარგებლობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ თვეში კარიერული წინსვლა და ერთი საფეხურით მაინც ზემოთ ასვლა თითქმის 100%-იანია. რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობის გაზრდასაც ნიშნავს, თუმცა სასწორს სწორედ ეს ჭირდება, რომ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს. სასწორი მზადაა დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რა რთული და მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ის. სირთულეები სასწორს არ აშინებს, რადგან ენთუზიაზმით აღსავსეა და მზადაა ახალი საქმის კეთებას დაუყოვნებლივ შეუდგეს. ბიზნესმენი სასწორი ახალი მიმართულებით წაიყვანს თავის საქმეს, გააფართოვებს და დადებს დაუჯერებლად მომგებიან ხელშეკრულებას. პოზიტიური ცვლილებებია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც. და თუმცა სასწორს მათთვის საკმაოდ დიდი დროისა და ყურადღების დათმობა უხდება, ეს ნამდვილად ღირს, რადგან სამომავლოდ დიდ ბენეფიტებს პირდება. ძველ პარტნიორებთან ან ოპონენტებთან არსებული პრობლემებიც პრაქტიკულად ამოწურულია. პროფესიულ ასპარეზზე სასწორის მდგომარეობა უმჯობესდება და შესაბამისად, მტკიცდება მისი მატერიალური პოზიციებიც.

ივლისში სასწორი ძირითადად პროფესიულ ასპარეზზე საქმიანობითაა დაკავებული, ამიტომ პირადი ცხოვრება პრაქტიკულად უყურადღებოდ აქვს მიტოვებული. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ცვლილებები ამ მხრივად აუცილებლად იქნება. პარტნიორებსა თუ ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობები დათბება, დაძაბულობა უკან დაიხევს და ჰარმონია დამყარდება. განქორწინების სტადიაზე მყოფი სასწორი ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებაზე მოურიგდება ყოფილ მეუღლეს, თუმცა დათმობაზე წასვლა მაინც ორივეს მოუწევს. ივლისში სასწორს ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზე აქვს, შესაბამისად, მის ჯანმრთელობასაც არაფერი ემუქრება.

მორიელი

მორიელი ივლისში მეტისმეტად საქმიანი და აქტიურია, დაუღალავად მიისწრაფვის წინ და სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურებს იპყრობს. მართალია, მორიელი ნატურით ოპტიმისტია, მაგრამ ნეგატივისთვისაც მუდმივად მზადაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ, რომ არაფერი კარგი მუდმივად არასდროს გრძელდება. თუმცა ივლისმა ეს რწმენა შეიძლება ცოტა კიდეც შეარყიოს. საერთაშორისო კონტაქტები სულ უფრო მტკიცე და საიმედო ხდება, რადგან მორიელმა ყველა დაბრკოლების გადალახვა შეძლო და ურთიერთთანამშრომლობა ახლა სრულფასოვნად მიმდინარეობს. მაკონტროლებელ ორგანოებთან არსებული პრობლემები ივლისში საბოლოოდ მოგვარდება; ოპონენტებთან კამათი დასრულდება და მხარეები ორივესთვის მისაღებ და მომგებიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. დაქირავებულ მორიელს ივლისში კარიერული ზრდა ელოდება, მთავარია, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას. მორიელის ფინანსური მდგომარეობაც უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქ არ შეაყოვნოთ და ეს გაუმჯობესება ტენდენციად აქციოთ.

ივლისში იქმნება უნიკალური მდგომარეობა, როცა მორიელის მფარველი პლანეტა მარსი ჰარმონიულ ურთიერთობაშია სიყვარულის პლანეტა ვენერასთან, ამიტომაც მორიელს პირად ცხოვრებაში საგრძნობი პოზიტიური ცვლილებების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია შეხვედრა ძველ სიყვარულთან, რომელიც დიდი ხანია სხვა ქვეყანაში ან ქალაქში ცხოვრობს და არ გინახავთ. და ძველმა გრძნობამ ადრინდელზე მეტი სიძლიერით შეიძლება იფეთქოს. ურთიერთობები ნათესავებთან ჰარმონიულია, ძველი წყენები დავიწყებული, ხოლო ზოგიერთ გაუგებრობაში შეგიძლიათ მოგვიანებითაც გაერკვეთ. ივლისში მორიელი წავა ძალიან წარმატებულ მოგზაურობაში, რომელიც მთელ მის მომავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. 2014 წლის ივლისში მორიელის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მისი ენერგია იმდენად მძლავრია, რომ ყველა დააავადება გვერდს უვლის.

მშვილდოსანი

ივლისი მშვილდოსნისთვის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იქნება. ლომის სახლში მყოფი იუპიტერი ბწყინვალე პერსპექტივებს გიქადით, თუმცა ჯერ ადრინდელი ვალდებულებები უნდა მოიშოროთ და ძველი პროექტები დაასრულოთ. ივლისი მიმდინარე საქმეების გადაფასებისა და გადახედვის, მათი ანალიზისა და ფინანსური პერსპექტივის განსაზღვრის დროა. გარდა ამისა, მშვილდოსანს ამ პერიოდში ეძლევა შანსი ყოფილ კოლეგებთან უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭიანურებული პრობლემები მოაგვაროს. ასევე მომავალი პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვებაც უნდა სცადოს. რამდენიმე თვის შემდეგ თქვენი გეგმები უკვე კონკრეტულ მონახაზებს შეიძენს, ამიტომ ივლისში გაურკვეველი მომავლის გამო მაინცდამაინც ბევრი ნერვიულობა არ ღირს. გამორიცხული არ არის, მშვილდოსანმა სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობაც განიხილოს, რადგან იქაურ კონტრაგენტებთან  თანამშრომლობა სულ უფრო წარმატებული ხდება. მშვილდოსნისთვის, რომელსაც სამსახურის შეცვლა უნდა, ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დგება. ეძებეთ აქტიურად და სექტემბრისთვის უკვე ახალი, ახლანდელზე გაცილებით კარგი სამსახური გექნებათ. ფინანსური თვალსაზრისითაც ხელსაყრელი თვე მოდის. მშვილდოსანი აიღებს სასურველ კრედიტს, მოიზიდავს ინვესტიციებს ახალი პროექტისთვის ან მსხვილ სპონსორს იშოვის. მშვილდოსანს, რომელსაც ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ახლობელი ადამიანისგან შეიძლება სერიოზული ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს. შესაძლებელია მოგების მიღება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებისგან.

მშვილდოსნის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან დაძაბულია, თვის ბოლომდე ასეც დარჩება. თუმცა სერიოზული დაპირისპირება მაინც არ გექნებათ. ვინც უკვე დაშორდა საყვარელ ადამიანს, მთელ ივლისს ანალიზსა და თვითგვემაში გაატარებს, მაგრამ დამამშვიდებელ დასკვნამდე მაინც ვერ მივა. დაოჯახებულ მშვილდოსანს შვილებთან დაკავშირებული პრობლემები ექნება. ივლისი ხელსაყრელი თვეა ბინასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, უძრავი ქონების შესაძენად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად თუ სხვა მსხვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. ივლისში მშვილდოსანმა ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. მისი სასიცოცხლო პოტენციალი მაინცდამაინც მაღალ ნიშნულზე არ არის, ამიტომ სხვადასხვა დაავადებების ალბათობა მაღალია.

თხის რქა

ივლისში თხის რქას გარშემომყოფებზე დიდი გავლენა ექნება და მათ მოხიბვლას იოლად მოახერხებს. ახლა მას დაცვა სჭირდება. თხის რქის პროფესიული ცხოვრება ამ თვეში კონფლიქტების გარეშე არ ჩაივლის. თქვენი პარტნიორი დაჟინებით შეეცდება საკუთარი ინტერესები მოგახვიოთ თავს და მოგიწევთ, მეტნაკლებად დაემორჩილოთ კიდეც, რადგან ეს ადამიანი ძალიან ძლიერი და გავლენიანია. გამოიჩინეთ მოქნილობისა და დიპლომატიის მაქსიმუმი, ახლა არ არის კედელზე შუბლით დატაკების დრო. გამოიჩინეთ მოთმინება და ეცადეთ გონივრული კომპრომისი მოძებნოთ, რადგან თქვენი მოსაზრებების ჯიუტად დაცვამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. თხის რქას შეიძლება ძველ მეგობრებთან მისვლა დაჭირდეს, რადგან მათ შექმნილ სიტუაციაზე დადებითი გავლენის მოხდენა ხელეწიფებათ. თუ კომპანიაში, სადაც მუშაობთ, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ეს ახალი სამსახურის მოძებნისკენ გიბიძგებთ. სამწუხაროდ, ივლისში თხის რქა ძნელად მოახერხებს უკეთესი სამუშაოს მოძებნას, ასე, რომ არ უნდა იჩქაროთ. მიუხედავად საქმიან ასპარეზზე არც ისე სახარბიელო სიტუაციისა, თხის რქის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. მისი შემოსავლები რეგულარული და მზარდია.

თხის რქა ივლისში პირად ცხოვრებას დიდ დროს დაუთმობს და ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან თხის რქების ნაწილის ურთიერთობა პარტნიორთან სახიფათო ეტაპზეა, ისინი ფაქტობრივად დაშორების ზღვარზე არიან. თუ თხის რქა მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის მზად არ არის, ივლისში მას შანსი აქვს მეუღლესთან ან პარტნიორთან ურთიერთობა პოზიტიურისკენ წაიყვანოს. თუ წყვილი უკვე ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევის ზღვართან იმყოფება, გადაწყვეტილება სწორედ ახლა უნდა მიიღონ: დარჩნენ ერთად თუ საბოლოოდ დაშორდნენ. ასეთ შემთხვევებში ურთიერთობის სტაჟს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თხის რქა ივლისში ძალების შემცირებას იგრძნობს, თუმცა სერიოზული დაავადებების შიში არ უნდა ჰქონდეს. იცხოვრეთ ჯანსაღად და ეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ, ვიდრე წინა თვეებში აძლევდით საკუთარ თავს ამის უფლებას.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს, მერწყულის პრობლემების დიდი ნაწილი წარსულს ჩაბარდება. თამამად იარეთ წინ, ახლადდასახული მიზნებისკენ. კონფლიქტური სიტუაციები მაკონტროლებელ ორგანოებთან ან ზემდგომ ორგანოებთან თქვენთვის ხელსაყრელ კალაპოტში ჩადგება. ამ თვეში მერწყული მონახავს არგუმენტებს, რათა ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს. მოგვარდება იურიდიული საკითხებიც, რომლებიც ბოლო თვეებში მოსვენებას არ აძლევდნენ. წარმატებული შედეგების მომტანი იქნება ურთიერთობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთანაც. მხარეები ყველა სადავო საკითხზე მიაღწევენ შეთანხმებას და ნაყოფიერად განაგრძობენ თანამშრომლობას. თვის მეორე ნახევარში წარმატების პლანეტა – იუპიტერი ლომის ნიშნისკენ დაიძვრება, რაც მერწყულს ახალ პერსპექტივებს მოუტანს. მერწყულმა ივლისში სამსახურიც შეიძლება შეიცვალოს ან ამ კარიერულ კიბეზე დაწინაურდეს. მისი მატერიალური მდგომარეობა ამ თვეში გამყარდება. მერწყულს გადაუხდიან ანაზღაურებას, რასაც რამდენიმე თვეა ელოდა. ვალების გადახდის შემდეგაც კი მერწყული პლუსში დარჩება.

შეყვარებული მერწყული ივლისის თვეში თავის პარტნიორთან ურთიერთგაგებას ბევრ სფეროში მიაღწევს. შესაძლოა ეს მოხდეს ერთობლივი მოგზაურობის შემდეგ, როცა წყვილი სრულ განმარტოებაში შესანიშნავ დროს გაატარებს. დაოჯახებული მერწყული ამ თვიდან ოჯახში განსაკუთრებულს ავტორიტეტს მოიპოვებს და ოჯახის ყველა წევრის სასარგებლოდ გამოიყენებს კიდეც მას. თუმცა დამატებით ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობასაც ვერსად გაექცევა. ოჯახი ამ პერიოდში რთული საკითხების მოგვარებისას მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ იმედი არ გაუცრუოთ. ივლისში მერწყული შეურიგდება ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებთანაც დიდი ხნის გადაუწყვეტი დავა აკავშირებდა. ამ თვეში მას ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, შესაბამისად შეიძლება მეტისმეტად გადაიღალოს. ვარკვლავები მერწყულს ურჩევენ, მეტი დაისვენოს ან ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად მაინც გამოიძინოს ხოლმე. სამწუხაროდ, შვეულების აღება ახლა არ გამოგივათ, მაგრამ შაბათ-კვირაობით მაინც უნდა მისცეთ თავს ნორმალურად დასვენების უფლება.

თევზები

ივლისი თევზებისთვის სიმშვიდის თვეა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ პერიოდში არ უნდა ელოდოთ. აჯობებს ივლისი თქვენი ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ, რომელთაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეს თვე სიმშვიდითა და ინერტულობით იქნება გამორჩეული, მაგრამ თუ შრომისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, კარგი იქნება, ძველი საქმეების მოწესრიგებას მიჰყოთ ხელი. სხვათა შორის, ასევე კარგი დროა ურთიერთობები გაარკვიოთ ადამიანებთან, ვინც ამა თუ იმ მიზეზით თქვენდამი მტრულადაა განწყობილი. მართალია, სიტუაცია კვლავ დაძაბული იქნება,მაგრამ სიმძაფრე ნამდვილად ნელ-ნელა მოიკლებს. ივლისი კარგი თვეა კოლექტიური აქტივობებისა და კოლეგებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ამიტომ თევზებმა გმირის როლის თამაშს თავი უნდა დაანებონ და მხარდაჭერისთვის სხვა ადამიანებს მიმართონ. უთანხმოებები უძრავ ქონებასთან ან სხვა საკუთრებასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია, მოუსმინეთ მეორე მხარის მოსაზრებებს და ეძებეთ კომპრომისი.  კარგად ვითარდება ურთიერთობები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მომუშავე პარტნიორებთან, მათთან გამართული ყველა მოლაპარაკება ძალიან შედეგიანი აღმოჩნდება. ბევრ, მათ შორის, მტკივნეულ საკითხზე მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას. ივლისის თვე თევზებისთვის  ფინანსური თვალსაზრისით მაინცდამაინც წარმატებული არ იქნება. ამ პერიოდში მოუწევთ ძველი ვალების გადახდა, როგორც პროფესიული, ისე პირადი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

თევზებმა სერიოზულად უნდა მიხედონ პირად ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. შეყვარებული თევზებისთვის საკმაოდ რთული თვე შეიძლება დაიწყოს. თავს წამოყოფს თითქოს უკვე მოგვარებული პრობლემები. შესაძლოა, თევზებმა დაუშვა შეცდომა, რომელიც არც კი შეუმჩნევია და ის ამ თვეში გახდეს უკიდურესად აქტუალური. დაოჯახებული თევზები სახლის კეთილმოწყობითა და რემონტით იქნებიან დაკავებული, ასევე კარგი დროა ავეჯის ან ოჯახისთვის მსგავსი მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად. თქვენი ყურადღება კვლავ სჭირდებათ ბავშვებს, მათი პრობლემების მოსაგვარებლად საკმაო თანხის გაღება მოგიწევთ. ივლისში თევზები ძალების ნაკლებობას, დაღლილობას და უენერგიობას იგრძნობენ. ეცადეთ უფრო ხშირად გახვიდეთ სუფთა ჰაერზე, ვიდრე ამას წინა პერიოდში ახერხებდით. თუ პატარა პაუზის აღებას მოახერხებთ, ძველ, კარგად ნაცნობ და საყვარელ ადგილას ცოტა ხნით მაინც წადით დასასვენებლად.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე