Giraffe Manor – საუზმე ჟირაფებთან ერთად

GiraffeManor0

ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს.

სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული.

GiraffeManor9

სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის.

IMG_5037

სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 ჰექტარი ულამაზესი ტყე, რომელიც სავსეა ეგზოტიკური ცხოველებითა და ფრინველებით. მათგან ყველაზე თამამები ჟირაფები არიან, რომლებიც  სასტუმროს ბაღებში დასეირნობენ და ხანდახან სტუმრებისთვის განკუთვნილ საუზმესაც მიირთმევენ, განსაკუთრებით თუ მენიუში სტაფილო ან სალათის ფოთლებია 🙂

GiraffeManor1

Giraffe Manor-ში საუზმობისას ჟირაფმა შეიძლება “გაკოცოს” კიდეც 😉 😉

GiraffeManor4

…ან დილას შენს ფანჯარაში შემოიჭყიტოს.

giraffemanor00

“ჟირაფების სასტუმრო” არც ისე დიდია – 10 მყუდრო ნომერში მაქსიმუმ 25 ადამიანის განთავსება შეიძლება. ღირებულებაში შედის კვება და უფასო სასმელი.

GiraffeManor6

სტუმრებს სასაუზმოდ აქ ეპატიჟებიან – ყავის მირთმევის დროს ჟირაფების ცქერით და არაჩვეულებრივი ხედებით შეიძლება დატკბეთ. თუმცა თუ უცებ მაგიდიდან რაღაც გაქრება, პასუხს არავინ აგებს 🙂

GiraffeManor3

Giraffe Manor-ის კიდევ რამდენიმე ფოტო:

GiraffeManor18 GiraffeManor5 GiraffeManor7 GiraffeManor8 GiraffeManor10 GiraffeManor11 GiraffeManor12 GiraffeManor14 GiraffeManor15 IMG_4889 IMG_5037

 

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე