მაკიაჟი ქერებისთვის – წესები და საიდუმლოები

makeup-for-blondies-2მაკიაჟის შერჩევისას თმის ნებისმიერი ფერი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. მაკიაჟში, რომელიც თმის ამა თუ იმ ფერს შეეფერება, მნიშვნელოვანია ყველა შტრიხი: ფერთა გამა და ფერების სიმკვეთრე და გაჯერებულობა, ასევე ფერების ვარიაციების სწორი შეხამება.

makeup-for-blondies-3თუ ბუნებრივად ქერა ხართ, სავარაუდოდ ფერმკრთალი კანი და ნათელი თვალები გექნებათ, ხოლო თუ თქვენი ქერა თმა პარიკმახერის ხელოვნების ნიმუშია და კანისა და თვალის ფერი სიმუქისკენ მიდის, მაკიაჟის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე  გმართებთ. რაც უფრო ღია ფერის თმა, თვალები და კანი გაქვთ, მით უფრო ნაკლებ მკვეთრი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ. თვალის მაკიაჟისას, რასაკვირველია, თვალის ფერია ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ქერა თმა ცივი შეფერილობისაა, მაკიაჟიც ცივ ფერებში უნდა გაიკეთოთ და თუ თმას თბილი ელფერი დაკრავს, მაკიაჟის ფერთა გამა თბილ ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი.

makeup-for-blondies-1ღია ფერის, ნაცრისფერი ან ცისფერი თვალებისა და ფერმკრთალი კანის პატრონებმა სახე ცოტა უნდა გამოაცოცხლონ თბილი შეფერილობის ტონალური კრემის ან პუდრის საშუალებით, მაგალითად, სპილოსძვლისფერი ან ვარდისფერ პიგმენტდამატებული საშუალებებით. რუჟიც თბილი ფერის, ვარდისფერი ან მარჯნისფერი უნდა იყოს. თუ თვალები ღია ფერის გაქვთ, თმა კი შედარებით მუქი შეფერილობის, მაკიაჟში შეიძლება ჩაერთოს მუქი ჩალისფერი, მაკიაჟში კი ატმისფერის იმ ტონალობის რუჟი იქნება კარგი, რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ. თუ ფერფლისფერი თმები გაქვთ, თანაც ყავისფერი თვალები, მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი მოყვითალო ან ყავისფერი პიგმენტების შემცველ ტონალურ კრემებსა და პუდრზე გააკეთეთ. რუჟიც მოყავისფრო შეფერილობის უნდა იყოს.

makeup-for-blondies-5თვალის მაკიაჟი ქერებისთვის

თუ ბუნებრივად ქერა თმასთან ზედმეტად მკვეთრი ფერებით გაკეთებული მაკიაჟი შესაძლოა ოდნავ ვულგარულად გამოიყურებოდეს. რაც უფრო ღია ფერისაა თმა და თვალები, მაკიაჟიც მით უფრო მშვიდი უნდა იყოს. ბუნებრივი ღია ქერა თმის მფლობელებს არ მოუხდებათ მკვეთრი და კონტრასტული ისრები თვალებზე, გაჯერებული, დაბინდული მაკიაჟი შავი ან მუქი ლურჯი ჩრდილების გამოყენებით. კონტურული ფანქარიც შედარებით ღია ფერის უნდა იყოს.

makeup-for-blondies-8ქერებისთვის მაკიაჟის რეკომენდებული ფერები ყველა ტონალობის ნაცრისფერი და ყავისფერი ფერებია. უფრო კონკრეტულად კი – ფერფლისფერ თმას თვალის ყავისფერი მაკიაჟი უხდება, მუქ ჩალისფერს მუქი ნაცრისფერი, ხოლო ღია ჩალისფერი თმის მფლობელებმა თვალზე ღია ყავისფერი და ნაცრისფერი ფერის ჩრდილები უნდა წაისვან. ტუშის შერჩევისას კი ყურადღება თვალის ფერს უნდა მიექცეს. ღია ცისფერ ან ნაცრისფერ თვალებს ასევე ღია ტუში, მაგალითად ნაცრისფერი ან ლურჯი უხდება. მუქთვალებიანმა ქერებმა ტუში მაინც ყავისფერი უნდა წაისვან და არაშავი. რასაკვირველია ნაცრისფერ და ცისფერთვალება ქერებს ყოველთვის მოუხდებათ თვალის ნაცრისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი ჩრდილები, ყავისფერ თვალებიანებს კი თვალის მაკიაჟში ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი ტონების გამოყენებას ვურჩევთ.

makeup-for-blondies-9ტუჩის მაკიაჟი

ძალიან ღია ფერის ქერათმიანებმა დღის მაკიაჟისთვის ნათელი, ვარდისფერი, კრემისფერი, მოოქროსფრო ან ღია მარჯნისფერი პომადა უნდა გამოიყენონ. მათთვის რეკომენდებულია ძირითადად ვარდისფერ ფერთა გამა. თუ თმა მუქი ქერაა, ტუჩები კრემისფერი, მოოქროსფრო ან მოყავისფრო პომადით უნდა შეიღებოთ. საღამოს მაკიაჟისთვის ღია ქერა თმას ხასხასა ვარდისფერი ან მარჯნისფერი პომადა, ხოლო ფერფლისფერ თმას მოყვითალო შეფერილობის პომადა მოუხდება.

makeup-for-blondies-7

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე