ფირმის პრეზენტაცია – წარმატების ნახევარი

Business-Presentation-1კომპანიის ეფექტური პრეზენტაცია – მისი წარმატების ნახევარია. წარმატების მეორე, წყალქვეშა ნაწილი კი კოლექტივის შრომის, მათი ცოდნისა და ტალანტისგან შედგება. პრეზენტაციის მიზანი კლიენტისთვის ფირმის სარგებლიანობისა და უნიკალურობის ჩვენებაა. რაც უფრო მეტყველი და იოლად გასაგები იქნება პრეზენტაცია, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება კომპანიას. ნებისმიერი ბიზნესის შექმნის საფუძველი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, კლიენტების გარეშე კი ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ პრეზენტაცია კლიენტის სურვილების მართვის ელემენტად შეიძლება მივიჩნიოთ.

რა არის პრეზენტაცია და რაზეა მისი წარმატება დამოკიდებული?

სიტყვა „პრეზენტაცია“ წარმოიქმნა ლათინური praesentatio-დან, რაც პირდაპირ თარგმანში „წარდგენას“ ნიშნავს. ადრინდელ სავაჭრო ოპერაციებში ასე ეძახდნენ ვექსილის გასანაღდებლად წარდგენას პირისთვის, რომელსაც ვექსილი უნდა აენაზღაურებინა. დღევანდელ ბიზნეს-გარემოში კი ამ სიტყვით აუდიტორიის წინაშე კომპანიის ან პროდუქტის ოფიციალურად წარდგენა აღინიშნება.

Business-Presentation-2პრეზენტაციის წარმატებულობას ბევრი რამ განსაზღვრავს, თუმცა მთავარი პრინციპები შემდეგია:

  • კომპანიის შექმნის ისტორიის, მისი მიზნების, ამოცანებისა და მისიის სრულყოფილი ცოდნა;
  • მსმენელებისთვის, პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების უნარი, ორატორული ხელოვნების ტექნიკის ფლობა;
  • პრეზენტაციისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური შესაძლებლობის ქონა;
  • ბაზარზე ფირმისთვის დადებითი იმიჯის შექმნის სურვილი.

Business-Presentation-3ამ პრინციპებიდან გამომდინარე, კომპანიის ბაზრისთვის „მიწოდების“ საშუალებების არსენალი უზარმაზარია. დღეს მაღალბიუჯეტიანი სარეკლამო კამპანიით ვეღარავის გააკვირვებთ, ესეც კომპანიის პრეზენტაციის ნაწილია. ბიზნეს-პრეზენტაციის ჩატარების წარმატება დამოკიდებულია თანამშრომლების მომზადებაზე, მათ იმიჯზე, სიტყვებისა და ჟესტების მეშვეობით სხვათა ცნობიერების მანიპულირებისა და სხვების მანიპულაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარზე, ემოციური ატმოსფეროს შექმნისა და ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობაზე. ყოველი თანამშრომელი კომპანიის ერთიანი კულტურის ნაწილია. ბაზარზე კომპანიის იმიჯი, სხვა ფაქტორებთან ერთად, მათ გარეგნულ იერსახესა და ქცევის კულტურაზეა დამოკიდებული.

Business-Presentation-7კომპანიის პრეზენტაციის სახეები

ფირმის თვითპრეზენტაცია პერსონალის შერჩევის დროს -საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვისთვის საჭიროა რამდენიმე მოკლე ფრაზით შეგეძლოთ თქვენი კომპანიის წარმოდგენა და პოტენციური თანამშრომლისთვის თქვენთან მუშაობის დადებითი მხარეების ჩვენება.

პრეზენტაციები ტარდება ინვესტორების, პარტნიორებისა და კლიენტებისთვის -მიზნები სხვადასხვაა, მეთოდები კი მსგავსი – დარწმუნება, ემოციური კომპეტენტურობა, პოზიტივი და ტოლერანტობა.

კომპანიის „საგამოფენო“ პრეზენტაცია – ბაზარზე მისი პოზიციონირებაა. აქ ფირმ1ის წარმომადგენლის გამოსვლებს შეიძლება მინიმალური დრო დაეთმოს და საქმეში „მძიმე არტილერია“ – პრომომასალები, პროდუქციის ნიმუშები, რეკლამა ჩაერთოს.

Business-Presentation-4სიტყვიერი პრეზენტაციის მომზადება

საჯარო პრეზენტაციის მომზადების ეტაპები ორად შეიძლება გაიყოს – თეორია და პრაქტიკა. პირველ ნაწილში ორატორმა უნდა დაუსვას კითხვები საკუთარ თავს: რატომ და ვისთვის ატარებს პრეზენტაციას, რა ამოცანებს ისახავს, რა მიზნები აქვს და როგორ შეიძლება მათი მიღწევა. კითხვების სია შეიძლება შეივსოს უფრო პრაქტიკული ასპექტებით – რა რესურსებია (ფულადი, ტექნიკური, დროისა და ადამიანური) საჭირო, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება გაუთვალისწინებელ გარემოებებზე და ა.შ.

პრეზენტაციის ტექნიკური მომზადების ეტაპის შემდეგ დგება მისი ინფორმაციით შევსების დრო. გამოსვლის ტექსტი, „მომგებიანი“ ენა, პრეზენტაციის სტრუქტურა, დამაკავშირებელი ბლოკები, გამოსვლის ძირითადი პრიორიტეტების და საკვანძო პუნქტების განსაზღვრა, ტექსტის სტილისტიკა მიზნობრივი აუდიტორიისა და ჯგუფის მომზადებულობის დონის გათვალისწინებით.

Business-Presentation-6პრეზენტაციის ჩატარება საპასუხისმგებლო მომენტია და საკმაოდ ამაღლევებელი თუნდაც გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის. მომზადებული ტექსტი ისე უნდა მიიტანოთ მსმენელამდე, რომ მის თვალში თქვენს კომპანიას ხელსაყრელი იმიჯი შეექმნას. გარდა ამისა, კომპეტენტური და კონკრეტული პასუხი ნებისმიერ კითხვაზე – ესეც ორატორის პროფესიონალიზმის ნაწილია. მას უნდა შეეძლოს მსმენელის ყურადღების მიქცევა გამოსვლის ყოველი ნაწილისთვის, ასევე უნდა ფლობდეს დარწმუნებისა და არგუმენტირების მეთოდებსაც.

Business-Presentation-5სირთულეები

პრეზენტაციის ჩატარებისას სირთულეებს ხშირად შეიძლება გადააწყდეთ. გამოცდილ ორატორებს, ბუნებრივია, მათთან გამკლავება იოლად შეუძლიათ – ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი რეაგირება და ღირსეული გამოსავლის მონახვა. საუკეთესო გამოსავალი ყველაზე ხშირად შესაძლო რისკებისთვის წინასწარი მომზადებაა. ადრევე უნდა დაფიქრდეთ და მოემზადოთ ყველა შესაძლო კითხვისთვის, უარყოფისთვის, აუდიტორიის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და და ნეგატიურ და პროვოკაციულ საქციელზე რეაგირებისთვის.

ის, რაც დაუშვებელია პრეზენტაციისას – არის ტყუილი. სიცრუე ადრე თუ გვიან თავს გამოავლენს, რითიც კომპანიის მთელი მიღწევები შეიძლება წყალში ჩაიყაროს და მისი რეიტინგი და ავტორიტეტი მკვეთრად დაეცეს.

Business-Presentation-8

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე