ბრაზილიელი ტელეწამყვანის ვილა რიო დე ჟანეიროში

1

რიო დე ჟანეიროში მდებარე ეს არაჩვეულებრივი ვილა, სახელწოდებით Rio Bravo, ბრაზილიელ ტელეწამყვანს ალექს ლერნერს ეკუთვნის.

ვილა ულამაზეს ადგილზეა აშენებული. უკანა მხრიდან ნაგებობას მთები გადმოყურებს და ხშირიფოთლოვანი ტყით არის გარშემორტყმული, სახლის ფანჯრებიდან და ვერანდიდან კი ოკეანის ხედებია გადაშლილი.

5

ვილა, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Arthur Casas-ს პროექტის მიხედვით არის შექმნილი, დახვეწილი ნატურალური მასალების გამოყენებით აშენდა და მოპირკეთდა.

3

ვილის მფლობელს არა მხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი უნდოდა, არამედ განმარტოებული და წყნარი გარემოც. ამიტომ ბაღს უზარმაზარი, ნატურალური ქვით ნაგები ღობე აქვს შემოვლებული.

483 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე რეზიდენცია ძალიან ბუნებრივი და ამავე დროს, თანამედროვე გამოვიდა.

მისაღები ოთახი ფართო ვერანდაზე გადის, რომელსაც ლამაზი აუზი ესაზღვრება.

2

სახლის ქვედა სართულზე მოწყობილია სამეურნეო და სამზარეულო ზონები, ასევე ორი საძინებელი ოთახი მომსახურე პერსონალისთვია, მეორე სართულზე კი რამდენიმე საძინებელი და სააბაზანოა სტუმრებისთვის, აქვეა გასართობი და სასადილო ოთახებიც.

სახლის მფლობელის ფართო საძინებელი ოთახი სააბაზანოსთან ერთად მესამე სართულზეა განთავსებული.

დაათვალიერეთ რიო ბრავოს კიდევ რამდენიმე ფოტო ჩვენს გალერეაში 🙂

4 6 7 8 9 10 11

Advertisements
Comments
One Response to “ბრაზილიელი ტელეწამყვანის ვილა რიო დე ჟანეიროში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ინტერიერის დიზაინი არქიტექტორმა არტურ კასასმა შექმნა. ტრადიციული თაროების ზემოთ […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე