რამდენიმე რჩევა მკერდის გადიდების მსურველებს

????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????ძნელია იპოვო ქალი, რომელიც საკუთარი გარეგნობით სრულიად კმაყოფილია, მკერდის ფორმით კმაყოფილება კი კიდევ უფრო იშვიათია. უკმაყოფილების მიზეზები სხვადასხვანაირი არსებობს. პირველ რიგში, ეს მკერდის ზომაა, შემდეგ ასაკთან ან ფეხმძიმობასთან დაკავშირებით მისი ფორმის შეცვლა, და ბოლოს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გამო ერთი ან ორივე ძუძუს მოკვეთა – მასტოექტომია.

breast-enlargement-7ამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე პლასტიკური ქირურგია დიდი ხანია მუშაობს და ამ მიმართულებით გარკვეული შედეგებიც არის მიღწეული. სარძევე ჯირკვლების ენდოპროთეზირებისა ან აუგმენტაციური მამოპლასტიკის ოპერაციების მიშვეობით შესაძლებელი გახდა მკერდის ზომის და საჭიროების შემთხვევაში, მისი ფორმის შეცვლაც. იგივე ქირურგიული პროცედურის საშუალებით მასტოექტომიის შემდეგ მკერდის აღდგენა და სარძევე ჯირკვლების ასიმეტრიის გამოსწორებაც შეიძლება.

breast-enlargement-6მკერდის გადიდების ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში დღეში დაახლოებით მილიონამდე ოპერაცია ტარდება სარძევე ჯირკვლების ენდოპროთეზირების მიმართულებით. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია სილიკონის იმპლანტანტების უსაფრთხოება და ონკოლოგიური და იმუნოლოგიური დაავადებების პროვოცირებაში მათი „უდანაშაულობა“. თუმცა როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, მკერდის პლასტიკაც წინასწარ მომზადებას საჭიროებს.

breast-enlargement-5ქირურგთან კონსულტაციის ეტაპი აუცილებელია პაციენტის სურვილების კონსტრუქციულად მოსმენისა და ამ საკითხებზე ექიმის მოსაზრებების მიღებისთვის. მათი ხედვა ერთსა და იმავე პრობლემასთან დაკავშირებით შეიძლება ურთიერთსაპირისპირო იყოს, ამიტომაც აუცილებელია მკერდის მოცულობის, მისი ფორმის, ზომისა და იმპლანტანტის მწარმოებელი ფირმის შესახებ კონსესუსის მიღწევა.  შეთანხმების შემდეგ ექიმი იწყებს მკერდის აზომვას და პაციენტს ოპერაციის იმ ნიუანსებს უმარტავს, რაც ასაკთან, კანის მდგომარეობასთან და სარძევე ჯირკვლების ფიზიკურ პარამეტრებთანაა დაკავშირებული. ოპერაციის დაწყებამდე ტარდება კონსტიტუციური აგებულებისა და მისი თავისებურებების კვლევა კონკრეტული პაციენტისთვის. მთელი ოპერაციის წარმატება გულმკერდის სიფართოვეზე, სიმეტრიისა და სახეობაზე, კანის მდგომარეობაზე, არეოლარული კომპლექსისა და სხვა პარამეტრების ზუსტ ანალიზზეა დამოკიდებული.

breast-enlargement-3სარძევე ჯირკვლების ენდოპროტეზირების ოპერაციის წინ აუცილებელია მამოლოგთან კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინ, ამ დროსაც საჭიროა ანალიზების ჩატარება, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და სხვა კვლევები, რომელთა დროსაც ექიმს უნდა აცნობოთ, მოცემული მომენტისთვის ან ადრე რა მედიკამენტებს იღებდით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სისხლის შედედების ხელისშემშლელი პრეპარატების, როგორიცაა ასპირინი ან ჰეპარინი, მიღების შემთხვევაში.

breast-enlargement-2ოპერაციამდე 4-5 საათის განმავლობაში პაციენტმა საკვები და სითხე აღარ უნდა მიიღოს. ამ დღეს მკერდს ზომავენ და უღებენ ფოტოებს, რის შემდეგაც ქირურგი პაციენტის კანზე მარკერით საჭირო აღნიშვნებს აკეთებს. ოპერაცია, ჩვეულებრივ, ორ საათზე მეტხანს არ გრძელდება. სარძევე ჯირკვლების ენდოპროთეზირების შემდეგ სამი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სპეციალური კომპრესიული თეთრეულის ტარება, რომლის ზომა და ტიპი ირჩევა ოპერაციამდე და ეს თეთრეული ოპერაციის დასრულებისთანავე უნდა ჩაიცვათ.

breast-enlargement-4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე