განახლებული რესტორანი Noma – ისევ საუკეთესო მსოფლიოში

1

ცნობილი დანიური რესტორანი “ნომა” რამდენიმე თვის წინ განახლებული ინტერიერით წარდგა. შენობის რესტავრაციისა და  ინტერიერის დიზაინის პროექტი არქიტექტურულმა სტუდიამ Space შეიმუშავა.

2

მფლობელების პრინციპული მოთხოვნის თანახმად, დიზაინერებს შენობაში მაღალტექნოლოგიური და კონცეპტუალური დეტალების შეტანისგან თავი შეეკავებინათ, რათა რესტორანს თავისი უნიკალური ატმოსფერო და დახვეწილი სტილი შეენარჩუნებინა.

ძველი საწყობის შენობაში მოწყობილი რესტორნის რესტავრირების პროცესს მხოლოდ სამი კვირა დასჭირდა.

რესტორნის ინტერიერში სულ რამდენიმე ფერია გამოყენებული – თეთრი, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ნატურალური ქვის, ხის, ტყავისა და ტექსტილის გემოვნებიანი შეხამებით Space-ს სპეციალისტებმა ნამდვილად საუკეთესო შედეგი მიიღეს. 

3

რესტორნის რესტავრირების დროს ხელუხლებლად დარჩა ძველისძველი დეტალები – მუხის ხის სვეტები, საყრდენები, ქვითკირის კედლების ნაწილი და სხვ. მთლიანად შეიცვალა ავეჯი, დეკორი , გარემონტდა ჭერი, კედლებს კი მცირე დეკორატიული დეტალები დაემატა. ყოველივე ამან შენობაში ძალიან სასიამოვნო, ნოსტალგიური ატმოსფერო შექმნა. 

4

ერთი სიტყვით, პოპულარული რესტორნის სრული ტრანსფორმირება მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების გარეშე  მოხდა – შედეგად, „ნომა“ კიდევ უფრო მყუდრო და მოდურ ადგილად იქცა.

5

რესტორანი “ნომა” კოპენჰაგენში (დანია) მდებარეობს და სტუმრებს სკანდინავიური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. წელს ის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს – ცნობილი რესტორნისთვის ამ საპატიო წოდების მინიჭება ექსპერტებმა ერთხმად გადაწყვიტეს.

6 7 8 9 10

Advertisements
Comments
One Response to “განახლებული რესტორანი Noma – ისევ საუკეთესო მსოფლიოში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სკანდინავიურ სტილში მოწყობილი სახლის ინტერიერი ფერთა სიჭარბით არ გამოირჩევა – აბსოლუტურად ყველა ოთახში თეთრი ფერი დომინირებს ღია ყავისფერთან, შავთან და ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობასთან შეხამებით. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე