შოფინგი – მაღაზიები ბრატისლავაში

bratislava-shopping-4ბრატისლავაში იყიდება ყველაფერი, როგორც ეს ევროპულ დედაქალაქს ეკადრება, ფასები კი სხვა მეგაპოლისებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.

ყველა ტიპის მაღაზია ბრატისლავაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე ღიაა. დიდი საბითუმო მაღაზიები უფრო ადრეც იღება და სავაჭრო ცენტრებთან ერთად საღამოს 21 საათამდე მუშაობს, ისინი ღიაა შაბათ-კვირასაც. სხვა მაღაზიების უმრავლესობა შაბათ შუადღიდან ორშაბათ დილამდე დაკეტილია.

bratislava-shopping-8მაღაზიების უმრავლესობა უნაღდო ანგარიშსწორებით მუშაობს, იშვიათი გამონაკლისია პატარ-პატარა მაღაზიები. ევროში გადახდა ყველგან შესაძლებელია, მაგრამ სხვა ვალუტას ძალიან იშვიათად იღებენ.

ბრატისლავას ისტორიული ძველი ქალაქის უმშვენიერეს ქუჩებში ძირითადად ფუფუნების ნივთების მაღაზიებია განლაგებული, ფასებიც შესაბამისად მაღალია. ხოლო ბრატისლავას ცენტრის მიმდებარედ, Obchodna Ulica-ზე მდებარეობს სხვადასხვა ტიპის, ძირითადად იაფი და საშუალო ფასიანი მაღაზიები.

bratislava-shopping-5ბრატისლავაში არის შესანიშნავი ქუჩის ბაზრობები, მხოლოდ იქ სეზონზე უნდა მოხვდეთ. მაგალითად, შობაზე ან ხილისა და ბოსტნეულის სეზონზე.

bratislava-shopping-3ბრატისლავაში ოთხი სავაჭრო ცენტრია, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში გავრცელებული მოლების სახითაა მოწყობილი. თითოეულ მათგანს აქვს კინო, კაფეები და რესტორნები, გამოყოფილი საკვები სივრცე, სასურსათო სუპერმარკეტი და დაახლოებით 50-დან 100-მდე სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მაღაზია, რომელთა დიდი ნაწილიც ტანსაცმელზეა სპეციალიზებული.

ეს მოლებია Polus – სპორტული სტადიონების ახლოს:

polusAupark – ძველ ქალაქის გასწვრივ, მდინარე დანუბის მეორე სანაპიროზე:

auparkAvion – ბრატისგალვას აეროპორტის ახლოს;

avionSoravia Palace – Zlate Piesky პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე.

palaceამ მოლების გარდა, ქალაქის ყველა ნაწილში, ძირითადად საოფისე შენობებისა და ჰიპერმარკეტების ახლოს, მდებარეობს მრავალი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. ესაა მინი მოლები, სადაც მხოლოდ 10-20 მაღაზია და 2-3 რესტორანი თუ კაფე ფუნქციონირებს.

bratislava-shopping-6ბრატისლავას მცხოვრებთა უმრავლესობა შოფინგზე გასვლას საკუთარი სახლის შორიახლოს ამჯობინებს. ბევრ პატარა მაღაზიას ნახავთ ქუჩის კუთხეებში, ძველ სავაჭრო ცენტრებში, სადაც სექციები სამშენებლო ბლოკებითაა გადაღობილი. კლიენტების მომსახურება და მისი ასორტიმენტი სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ სლოვაკების უმრავლესობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ასეთ მაღაზიებში შესვლა ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში გარევის შანსს მოგცემთ.

bratislava-shopping-9ბრატისლავას სასურსათო ბაზარი Hviezdoslavovovo Namestie და Rybarska Brana ქუჩების კუთხეშია. ის ყოველდღე, დილის 9–დან ღამის 22 საათამდე ღიაა. აქ შეგიძლიათ ათზე მეტი სამზარეულოს კერძები მიირთვათ, მიუჯდეთ მაგიდას და მეზობელი რესტორნიდან პიცა ან  სპაგეტი მოითხოვოთ.

???????????????????????????????რუკები, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ლაშქრობის დროს ძალიან გამოგადგებათ, შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზია Knee Slovenske–ში, რომელსაც Rybarska Brana და Laurinska ქუჩების კუთხეში იპოვით.

bratislava-shopping-7 bratislava-shopping-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე