ნადირობა წყალქვეშ – ჰობი ექსტრემალებისთვის და არა მხოლოდ

underwater-hunting-10თანამედროვე ადამიანების თვალში დასვენების პასიური სახეობები სულ უფრო კარგავს მომხიბლავობას. რასაკვირველია, დროის გაყვანის ასეთ მეთოდებზე საბოლოო უარს არავინ ამბობს, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს თავისუფალი დროის გატარების აქტიურ, შემოქმედებით გზებს, როდესაც შეგიძლია საკუთარი თავი წარმოაჩინო და დაამტკიცო, რომ მხოლოდ კლავიატურაზე კაკუნსა და ტელეფონზე ლაპარაკზე მეტი შეგიძლია და ამასთან, მოსინჯო რათაც ახალი, უჩვეულო, გაეცნო საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გზა არასდროს გადაგეკვეთებოდა.

underwater-hunting-7თანდათან იზრდება დაივინგის – წყალქვეშ ყვინთვისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთა რიცხვი.

დაივინგსა და წყალქვეშა ნადირობას განმასხვავებელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე საერთო. აშკარაა, რომ ორივე შემთხვევაში ადამიანმა ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო უნდა დატოვოს და სრულიად განსხვავებულ, წყლის სამყაროში მოხვდეს. შემდეგ კი უფრო რთული განსხვავებები იწყება. თუ დაივინგში ზურგზე ჟანგბადიან ბალონს იკიდებთ,  რომელიც თავისუფლად სუნთქვისა და წყალქვეშ საკმაო დროის გატარების საშუალებას გაძლევთ, წყალქვეშა ნადირობისას დამატებით სიმძიმე არაფერი მიგაქვთ და ორგანიზმს მარაგად მხოლოდ იმდენი ჟანგბადი აქვს, რამდენის ჩასუნთქვასაც თქვენი ფილტვები შეძლებს. ორად ორი ქვეყანა, სადაც წყალქვეშ ნადირობა აკვალანგით ნებადართულია, ესა აშშ და კოსტა რიკა, მთელ დანარჩენ მსოფლიოში კი ჟანგბადის ბალონით წყალქვეშ ნადირობა ბრაკონიერობაა.

underwater-hunting-2ასევე სრულიად განსხვავებულია წყალქვეშ ყოფნის მთელი პროცესი. დაივინგი დასვენების ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელი, პასიური, ტურისტული სახეა, თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ ხმელეთი და მშვიდად, აუჩქარებლად იცუროთ, დატკბეთ წყალმცენარეების, მარჯნების, თევზებისა და წყლის სხვა ბინადრების ცქერით. ნადირობა კი, მართალია, წყალქვეშაა, მაგრამ მაინც ნადირობაა: უნდა იყოთ სრულად კონცენტრირებული, გახსოვდეთ ყველა ჯიშის თევზის ქცევის თავისებურებები და ამასთან, საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა აკონტროლოთ, რათა სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდოთ. მოკლედ, შეგიძლიათ ტყეში სეირნობა, როცა სუფთა ჰაერით სუნთქავთ და ჩიტების ჭიკჭიკით ტკბებით შეადაროთ რომელიმე ველურ, მრისხანე მხეცზე ნადირობას – განსხვავება ანალოგიური იქნება.

underwater-hunting-5წყალქვეშ ნადირობისთვის მინიმალური აღჭურვილობა ნიღაბი, ლასტები და სანადირო – ჰარპუნიანი იარაღია. ესაა სამოყვარულო დონე – თუ წყალქვეშა ნადირობით სერიოზულად დაინტერესდით, დამატებითი აქსესუარებიც დაგჭირდებათ. ზემოთჩამოთვლილ სამს დაუმატეთ: ჰიდროკოსტიუმი, მილი სუნთქვისთვის, როცა მცირე სიღრმეზე ეშვებით, ტვირთიანი ქამარი, ხელთათმანები, სიღრმისმზომი, საათი, კომპასი, დანა და ტივტივა, რომლის მეშვეობითაც მეგობრებს ეცოდინებათ, სად იმყოფებით დროის ნებისმიერ მომენტში.

underwater-hunting-12წყალქვეშა ნადირობა სახუმარო საქმიანობა ნამდვილად არ არის, ამიტომ, პირველ რიგში, შევჩერდებით იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ადამიანს ამ დროს დაემუქროს. არსებობს შეზღუდვები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მართალია, ძნელად მოიძებნება საქმიანობა, რომელიც წყალქვეშა ცურვასავით უწყობდეს ხელს ორგანიზმის გაკაჟებას და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტონუსის შენარჩუნებას, თუმცა ამავე დროს ორგანიზმი დიდი დატვირთვის ატანისთვის აბსოლუტურ მზადყოფნაში უნდა იყოს. თუ ახლახანს ავად იყავით, წყლის ბინადრებზე ნადირობისგან გარკვეული დროის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ.

underwater-hunting-1მინიმალური ვადები, რომლის განმავლობაშიც ამა თუ იმ ავადმყოფობის გადატანის შემდეგ წყალქვეშა სიღრმეებს უნდა მოერიდოთ, ასეთია:

ანგინა – 12-დან 24 დღემდე; ზედა სასუნთქი გზების კატარი – 6-დან 16 დღემდე; ვირუსული გრიპი – 12-დან 38 დღემდე; ფილტვების ანთება – 40 დღე; ინფექციური სიყვითლე – 3-დან 6 თვემდე; აპენდიციტი (ოპერაციის შემდეგ) – 40 დღე; ცხვირის დანამატი სინუსების მწვავე დაავადებები – 18 დღე; მწვავე კატარული ოტიტი – 14 დღე;  ტონზილექტომია (გართულებების გარეშე) – 20 დღე; მწვავე ჩირქოვანი ოტიტი – 24 დღე.

underwater-hunting-3ცუდი ფიზიკური მდგომარეობა ერთადერთი საფრთხე არაა, რაც წყალქვეშა მონადირეებს ელის. არანაკლები საფრთხის შემცველია ფსიქოლოგიური ხასიათის სირთულეები. გამოვყოთ სამი მათგანი.

პირველი ე.წ. უეცარი სიკვდილის სინდრომია. ესაა ფიზიკურ პროცესებთან დაკავშირებით ორგანიზმის რეაქცია. ჩვეულებრივ, ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ემართებათ ადამიანებს, რომლებიც უცებ, ყოველგვარი სპეციალური მომზადებისა და წყალქვეშა სიღრმეების შესახებ მკაფიო წარმოდგენის გარეშე გადაწყვეტენ თავი იხტიანდრად წარმოიდგინონ. ასეთ სერიოზულ დატვირთვას შეუჩვეველი ორგანიზმი კი მუშაობაზე უარს აცხადებს და პირველ რიგში, ამას ადამიანის გული აკეთებს. წყალქვეშ მყოფ ადამიანს გული უბრალოდ უჩერდება და როგორც წესი, დახმარებას – გულის პირდაპირ მასაჟს ან საავადმყოფოში მიყვანას ვერ ასწრებენ.

underwater-hunting-6მეორე პანიკაა. აქ საქმე უკვე ფსიქიკასთან გვაქვს. წყალქვეშ დიდხანს ყოფნას არა მხოლოდ სხეული, არამედ ცნობიერებაც არ არის მიჩვეული. თუ ადამიანს აუცილებელი უნარ–ჩვევები ათვისებული არ აქვს, მას არც ეცოდინება, რითია გამოწვეული მისი ორგანიზმის ესა თუ ის რეაქცია, იგი მზად არ არის წყალში მომხდარი დაუგეგმავი სიტუაციებისთვის და პანიკა შეიძლება ნებისმიერ წუთს გაჩნდეს. ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება კარგი მომზადება და პროფესიონალებთან სწავლაა.

??????????და მესამეა – უყურადღებობა დაღლილობისადმი. თითქოს არაფერია, მაგრამ რეალობაში საქმე არც ისე მარტივადაა. ნადირობა აზარტული საქმიანობაა და ხშირად მონადირეს მსხვერპლისა და მისი დევნის გარდა ამ ქვეყნად ყველაფერი ავიწყდება. წყლის ქვეშ კი ასეთი აზარტი სიცოცხლედ შეიძლება დაგიჯდეთ: თუ მყვინთავი ყურადღებას არ მიაქცევს შეგრძნებებს, რამდენი ჟანგბადი დარჩა, როგორია კუნთების რეაქციები, პრობლემების წარმოშობის ალბათობა საკმაოდ გაიზრდება.

????????თუ ბუნებით მონადირე ხართ და ეს ყველაფერი არ შეგაშინებთ, მოძებნეთ პროფესიონალი ინსტრუქტორები, შეიძინეთ ხარისხიანი აღჭურვილობა და დარწმუნებული იყავით, რომ მიღებული სიამოვნება ყველა წინმსწრებ სირთულეს აგინაზღაურებთ.

underwater-hunting-9

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე