დეკორატიული კოსმეტიკის წესები: დავიცვათ თუ დავარღვიოთ?

decorative-cosmetics-2დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებელი ქალბატონების უმრავლესობა მუდმივად იცავს გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს თუმცა, ასეთი წესების უმრავლესობა უკვე დიდი ხნის წინ შეგვეძლო მშვიდად დაგვერღვია და დაგვევიწყებინა.

პომადა და ტუჩის კონტური აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს

ბევრი ლამაზმანი დღეს ფიქრობს, რომ ეს წესი ცოტა მოძველებულია და სრულიად მშვიდად შეგვიძლია პომადის წასმის შემდეგ ტუჩის კონტური განსხვავებული ფერის კოსმეტიკური საშუალებით შემოვივლოთ.

decorative-cosmetics-4 decorative-cosmetics-5მაკიაჟის საფუძვლის შეფერილობა უნდა შეესაბამებოდეს წლის სეზონს

დღეს არსებობს სოლარიუმები და კიდევ უამრავი საშუალება კანისთვის მოოქროსფრო შეფერილობის მისანიჭებლად, ამიტომაც ქალბატონებს ზამთარშიც კი შეუძლიათ ნამზეური ჰქონდეთ ყოველგვარი დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების გარეშე. ამიტომაც მაკიაჟის საფუძვლის ფერის ცვლა აზრს კარგავს, უბრალოდ ფორმულას გადახედეთ: ზაფხულში გამოიყენეთ მქრქალი ფერის საფუძველი, რომელიც უბრალოდ კანს დაიცავს, ზამთარში კი უფრო დამარბილებელ ფორმულაზე გააკეთეთ აქცენტი, რაც კანს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისა და ცივი ქარის ზემოქმედებას აარიდებს.

decorative-cosmetics-6უარი სკრაბებს

სკრაბის გამოყენება კანის ზედაპირის მოსასუფთავებლად აბსოლუტურად ყველა ქალს შეუძლია, გამონაკლისი მხოლოდ ჰიპერ-მგრძნობიარე კანის მქონენი არიან. და ყველაზე მნიშვნელოვანი: სკრაბი კოსმეტოლოგიაში შეუცვლელი ნივთიერებაა, რადგან ის კანს მკვდარ უჯრედებს აცილებს, რომელთა დიდი ოდენობაც საბოლოოდ კანის სიმშრალეს, უხეშობას, უთანაბრობასა და უფერულებას იწვევს. ამ ფონზე ფერისმჭამელებიც კი შეიძლება გაჩნდეს.

????????????????????????????????????????????????????????????????????პირის დღეში ორჯერ დაბანა

მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია, თუ პირს მხოლოდ დღეში ერთხელ დაიბანთ. ამით სახის კანს ზედმეტი სიმშრალისა თუ გაღიზიანებისგან დაიცავთ. ბუნებრივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ძილის წინ თბილი წყლით უნდა დაიბანოთ სახე, დილას კი უბრალოდ ცივი წყალი შეისხათ. თუ კანი ცხიმიანია, დღეში პირის დაბანა საჭიროა არანაკლებ სამჯერ.

decorative-cosmetics-7პუდრ-ბრონზატორი გამოიყენეთ მხოლოდ ზაფხულში

პუდრ-ბრონზატორის გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. პუდრის შეძენისას არჩევანი შეაჩერეთ ამ დეკორატიული კოსმეტიკის იმ ფერზე, რომელიც თქვენი კანის ნატურალურ შეფერილობაზე ოდნავ მუქია. წაისვით პუდრ-ბრონზადორი სახის კანის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მზის სხივების აქტიური ზემოქმედების ქვეშ ხვდება – შუბლი, ცხვირი, ნიკაპი და ლოყები. პუდრის მოოქროსფრო ჩრდილის ბალანსირებისთვის ლოყებზე ოდნავ მოვარდისფრო ტონის გადასმაც შეიძლება.

decorative-cosmetics-9ასე რომ, დაარღვიეთ კოსმეტიკის მოძველებული წესები და იყავით ლამაზი 🙂

decorative-cosmetics-1

 

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე