ვიტრაჟული ნახატები ინტერიერის თანამედროვე დიზაინში

stained-glass-paterns-4ინტერიერის თანამედროვე დიზაინში ვიტრაჟები დეკორის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და აქტუალურ ელემენტად მიიჩნევა. მან გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილება განიცადა და დღეს, საკმაოდ ხშირად, ფერადი მინის ნამტვრევებისგან შემდგარი კომპოზიცია მინაზე ნახატით იცვლება, რომელიც, სხვათა შორის, არანაკლებ ეფექტურად გამოიყურება. ბევრი ადამიანისთვის ვიტრაჟების კეთება ჰობიდაც იქცა, რის გამოც ორიგინალურ და ლამაზ ვიტრაჟულ ნახატებზე მოთხოვნამ იმატა.

stained-glass-paterns-13ვიტრაჟებით შეიძლება მორთოთ არა მხოლოდ ქუჩაში გამავალი ფანჯრები, არამედ ოთახებს შორის კარებიც, სააბაზანო ოთახის შუშებიც და სარკეებიც კი. გარდა ამისა, პრაქტიკაში დაინერგა და საკმაოდ პოპულარულიც გახდა აქსესუარები ვიტრაჟული ფერწერის იმიტაციები – დეკორატიული მინის პანოები, ლარნაკები, საფერფლეები, ბოთლები.

 

stained-glass-paterns-9stained-glass-paterns-12კარგი იქნება, თუ მაღაზიაში მზა პროდუქციას არ იყიდით და არც პროფესიონალ ოსტატს შეუკვეთავთ, არამედ საკუთარი ხელით დაამზადებთ ასეთ სამშვენისებს. ფენ-შუის ფილოსოფია გვასწავლის, რომ საკუთარი ხელით ნაკეთი ნივთები სახლს პოზიტიური ენერგიით ავსებს და არასასურველი ენერგეტიკული ნაკადებისგანაც წმენდს.

stained-glass-paterns-10ნუ გადააჭარბებთ

ინტერიერის გაფორმებისთვის ამა თუ იმ ვიტრაჟული ნახატის შერჩევამდე სპეციალისტები გირჩევენ, რომ შენობის განათებას მიაქციოთ ყურადღება. ზომიერ ან პატარა სივრცეში მცხოვრებლებს ურჩევნიათ გამჭვირვალე საღებავების გამოყენება და არა ისეთი სიმუქის, რომ მზის შუქის შენობაში შესვლას შეუშალოს ხელი. დიდი დეტალები და მუქი საღებავები ამ შემთხვევაში ლამაზი არ იქნება, რადგან შენობაში დამთრგუნავ განწყობას შემოიტანს.

???????????????????????????????ესკიზიც შენობის დანიშნულების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. კომპოზიციის არსს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, შენობის ფერადი გამის შესაფერისი აბსტრაქტული ვიტრაჟული ნახატები თითქმის ყველა ინტერიერს უხდება. ნახატი ხილით და ეგზოტიკური ცხოველებით ალბათ სააბაზანო ოთახს არ დაამშვენებს, ასევე საზღვაო თემა – სამზარეულოს. სასტუმრო ოთახის დიზაინისთვის ეთნო სტილში, ურბანულ მოტივებზე შესრულებული ნახატები, ცხოველების, ფრინველების, მწერების, ფლორისტული ვარიაციები და მრავალი სხვა, ზოგადი ინტერიერის შესაბამისი ვიტრაჟი იქნება შესაფერისი.

stained-glass-paterns-2ვიტრაჟული ნახატი გადატვირთული არ უნდა იყოს, თუმცა შეუვსებელი სივრცეც არ უნდა დარჩეს. მზა კომპოზიციაში დარჩენილი სიცარიელების ამოვსება გაცილებით იოლია, ვიდრე ზედმეტი დეტალების მოშორება, ამიტომ თუ ვიტრაჟს თქვენი ხელით აკეთებთ, აჯობებს წინასწარ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ ნახატის ცალკეული ელემენტების ზომის განსაზღვრისთვის და ესკიზს დეტალები თანდათანობით დაუმატოთ.

stained-glass-paterns-3stained-glass-paterns-7ვიტრაჟული ნახატების შექმნის ტექნიკა

ლამაზი ვიტრაჟული კომპოზიციის შესაქმნელად, პროფესიონალი მხატვრის უნარ-ჩვევები სულაც არ არის აუცილებელი. ხშირად მზა ნახატები საკანცელარიო მაღაზიებში გასაყიდად გამოფენილი ვიტრაჟული საღებავების ნაკრებებშიც შედის. გარდა ამისა, სასურველი ნახატი თავადაც შეგიძლიათ პრინტერზე ამობეჭდოთ, წინასწარ კი საჭირო ზომა უნდა მისცეთ.

stained-glass-paterns-5ესკიზი ცელოფანზე ან პოლიეთილენზე უნდა გადაიტანოთ, ამისთვის ნახატიანი ქაღალდი დადეთ პოლიეთილენის ქვემოთ და ყოველ დეტალს სპეციალური კონტური შემოავლეთ – ის, როგორც წესი, ვიტრაჟულ საღებავებთან ერთად იყიდება და იგივე, მხოლოდ გაცილებით კონცენტრირებული საღებავია.

stained-glass-paterns-11მრავალი მცირე დეტალისგან შემდგარ ნახატებს მოერიდეთ, რადგან პოლიეთილენიდან მყარ ზედაპირზე გადატანისას ისინი შეიძლება გაიდღაბნოს და დამახინჯდეს. ნახატის კონტურებზე დატანილი საღებავი დაახლოებით ერთ საათში გაშრება, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ მთლიანად შეღებოთ.

stained-glass-paterns-13კონტურშემოვლებული მონაკვეთები ნელნელა საჭირო ფერი საღებავით შეღებეთ. რაც უფრო თხელი იქნება საღებავის ფენა, მით უფრო გამჭვირვალე გამოვა ნახატი, ხოლო თუ საღებავ სქლად დაადებთ, ნახატი უფრო გამოკვეთილი იქნება. შეღებილი კომპოზიციის გაშრობას დაახლოებით 24 საათი დაჭირდება. ამის შემდეგ ის შეგიძლიათ დეკორირებისთვის განკუთვნილ მინის ზედაპირზე – ლარნაკზე, ფანჯრის შუშაზე, ჭიქაზე, გრაფინზე მიაწებოთ. 

stained-glass-paterns-15

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე