ყველაზე უჩვეულო და საყვარელი კატები

CUTEST=CATათასობით წელიწადია კატა ადამიანის გვერდით ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. საუკუნეების განმავლობაში ხელოვნური თუ ბუნებრივი გზით კატებს შორის სრულიად უნიკალური ჯიშები გაჩნდა.

დევონ-რექსი

პირველად დევონ-რექსები XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მიუხედავად სახელწოდებისა, ის  ქორნიშ-რექსისა და გერმანული რექსის პოპულარულ ჯიშებთან გენეტიკურად დაკავშირებული არ არის.

ამ ჯიშს უნიკალური სტრუქტურის ფუმფულა, დატალღული ბეწვი აქვს. დევონ-რექსებს უჩვეულო გარეგნობის გამო ხშირად ელფებს ადარებენ: მათ დიდი, პეპლის ფრთის ფორმის ყურები და უზარმაზარი თვალები აქვთ.

ამ ჯიშის კატები ძალიან აქტიური, მოთამაშე და მეგობრულები არიან და პატრონის მხარზე თუთიყუშივით წამოსკუპების შანსს ხელიდან არ უშვებენ. დევონ-რექსები განსაკუთრებულად ჭკვიანები არიან, ასე რომ, მათ უამრავი ოინი შეგიძლიათ ასწავლოთ.

1-devon-rex 3-devon-rex 2-devon-rexსქოთიშ-ფოლდი 

გასული საუკუნის 60-იან წლებში უჩვეულო თვითნებური მუტაციის შედეგად შოტლანდიური ყურდაშვებული კატის ახალი ჯიში შეიქმნა, რომლის საკვანძო განსხვავებაც ყურების განსხვავებული ფორმაა: სქოთიშ-ფოლდის ყურებს ნიჟარაზე ორმაგი და ხანდახან სამმაგი ფენა აქვს, რის შედეგადაც ყური მჭიდროდ ეკვრის თავს და ჩამოშვებულია. ახალდაბადებულ კნუტებს ყურები თავიდან სრულიად ნორმალური აქვთ და მხოლოდ სამიოდე კვირის შემდეგ ეკეცებათ და ეშვებათ. ამ ჯიშის კატები ძალიან მეგობრულები არიან როგორც ადამიანების, ისე სხვა შინაური ცხოველებისადმი. სქოთიშ-ფოლდებს „ბუდას პოზაში“ დასვენება უყვართ.

4-Scottish-Fold 5-Scottish-Fold 6-scottish-foldიაპონური ბობთეილი

იაპონური ბობთეილები კურდღელივით მოკლე კუდით იბადებიან და ზოგიერთი მათგანი ნორმალური კატის შესაფერისად სირბილის ნაცვლად დახტის კიდეც. შუასაუკუნეების იაპონიაში გრძელკუდა კატა უბედურების მომტანად მიიჩნეოდა, ამიტომ საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში კატებს კუდს აჭრიდნენ და სელექციას მოკლეკუდიანი ცხოველების მიმართულებით აკეთებდნენ.

მას შემდეგ, რაც 1602 წელს იაპონიის იმპერატორის განკარგულებით კატები „გაათავისუფლეს“ და ისინი უკვე ქუჩის კატებად იქცნენ, კნუტების უმეტესობა თავისთავად მოკლე კუდით იბადებოდა.

იაპონურ ბობთეილები სხვადასხვა შეფერილობის არიან, თუმცა ყველაზე პოპულარული მათ შორის „მიკე“ ან „კალიკოა“ – თეთრი კატა წითელი ან შავი ლაქებით.

7-japanese-bobtail-cat 8-japanese-bobtail-cat ???????????????????????????????Khao Manee

Khao Manee ანუ „თეთრი ალმასი“ წარმოშობით ტაილანდიდანაა და ოდესღაც ის სამეფო ჯიშადაც მიიჩნეოდა. Khao Manee ტაილანდში იმდენად ძვირფასი ჯიში იყო, რომ მის ქურდს სიკვდილი ემუქრებოდა.

Khao Manee ქათქათა თეთრი ბეწვით და მოოქროსფრო-მოვერცხლისფრო შეფერილობის თვალებით გამოირჩევა. ხშირად მას სხვადასხვაფერი თვალები აქვს. იშვიათობის დამსახურებით ინდონეზიური კულტურების უმრავლესობაში Khao Manee იღბლის მომტან კატად მიიჩნეოდა.

ბოლო ხანებამდე ამ ჯიშის კატები მხოლოდ ტაილანდში გამოყავდათ, 1999 წლიდან კი ტაილანდის საზღვრებს გარეთ პირველი დედალ-მამალი Khao Manee კოლინ ფრეიმუთს  ყავდა. ამ ჯიშის კატა დღემდე იშვიათია და აქედან გამომდინარე, საკმაოდ ძვირადღირებულიც.

10-Khao-Manee Gata blanca con ojos de distinto color 12-Khao-Maneeსავანა

სავანა კატის მეტად ორიგინალური ჯიშია, ის ჩვეულებრივი სახლის კატისა და აფრიკული ველური კატის სერვალის შეჯვარებით გამოიყვანეს. ველური წინაპრისგან სავანამ მემკვიდრეობად მიიღო სახასიათო შეფერილობა – შავი ლაქები და ზოლები, რომლის ფერიც შინაური კატის ჯიშის მიხედვით იცვლება. სავანას პირველი თაობა F1 ნიშნავს, რომ კატას 50% „ველური“ სისხლი აქვს. სერვალის სისხლის პროცენტის მაქსიმალური ოდენობა 87,5%-ია. სავანა საკმაოდ დიდი ზომის კატაა, F1 თაობის კატის საშუალო წონა 13-14 კილოგრამს აღწევს. ძალიან მშვიდი და ერთგული ხასიათის გამო სავანას ხშირად ძაღლებს ადარებენ – ეს კატა პატრონს მთელ სახლში დაყვება, მშვიდად გამოდის სასეირნოდ საყელურით, უყვარს წყალი და ველური კატის მსგავსად შესანიშნავად დახტის. მჯდომარე მდგომარეობიდან სავანას 2,5 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია ახტომა.

13-savannah-cat 14-savannah-cat 15-savannah-catსპარსული ჯუჯა კატა

ეს ჯიში სპარსული კატების შედარებით ახლადგამოყვანილი და უკვე ძალიან პოპულარული სახეობაა. სპარსული ჯუჯა კატა სტანდარტული სპარსულების ექსპერიმენტული მინიატურული სახესხვაობაა. მისი გამოყვანა მხოლოდ 1995 წელს დაიწყეს. წინაპრებისგან ჯუჯა კატამ ყველა დამახასიათებელი გარეგნული თვისება ისესხა – ცნობილი ბრტყელი სახე და გრძელი ბეწვი. მისი საკვანძო განმასხვავებელი ნიშანი ზომაა – ზრდასრული სპარსული ჯუჯა კატის სიმაღლე მჯდომარე მდგომარეობაში 20-22 სანტიმეტს არ აჭარბებს, წინა კი – 3 კილოგრამს. კლასიკური სპარსული კატა კი 6 კილოგრამამდეც შეიძლება გაიზარდოს. მინიატურული ზომის მიუხედავად, სპარსული ჯუჯა კატები მაინც  სპარსული კატების ტიპური წარმომადგენლები არიან – ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტრადიციულ პრობლემებთან ერთად.

16-persian 17-persian 18-persianმანჩკინი

მანჩკინი უჩვეულო, მეტად მოკლე თათებიანი კატაა – ამ თვისებას მის გენოტიპში არსებული აქონდროპლაზინის განსაკუთრებული გენი იწვევს. მოკლე თათების მიუხედავად, მანჩკინები ჩვეულებრივი კატებივით სწრაფად დარბიან და უპრობლემოდაც დახტიან, თუმცა გენეტიკური მუტაცია გარკვეული პრობლემების – მაგალითად, ჩავარდნილი მკერდისა და ხერხემლის დეფორმაციის მიზეზი ხდება. მანჩკინები სპონტანური მუტაციის და არა სელექციის შედეგად გაჩნდნენ, ამიტომაც თანამედროვე სპეციალისტთა უმრავლესობა მათ ცალკეულ სახეობად არ აღიარებს.

19-munchkin 20-munchkin 21-munchkinფიქსი-ბობი

ფიქსი-ბობი მცირე ზომის ველურ ფოცხვერს გავს. ამ ჯიშის კატები საკმაოდ დიდები იზრდებიან, სახასიათო შეფერილობითა და ბაკენბარდებით. ფიქსი-ბობს წინა და ხანდახან უკანა თათებზე 5-დან 8 თითამდე აქვს. ამ ჯიშის კატებს განსაკუთრებული თავშეკავებულობა ახასიათებს – ისინი ძალიან მშვიდი, ერთგული ცხოველები არიან და თითქმის არასდროს კნავიან. ფიქსი-ბობები ჭკვიანი კატები არიან და ისინი საყელურითაც შეგიძლიათ ასეირნოთ.

22-pixie-bob 23-pixie-bob ????????????????????????????????სფინქსი

სფინქსი ანუ კანადური უბეწვო – კატების ერთ-ერთი ცნობილი ჯიშია და მისი უმთავრესი განმასხვავებელი თვისება ბეწვის არქონაა. მართალია, სფინქსებსაც უბეწვოს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში მათ ძალიან მოკლე, რბილი ბეწვი აქვთ, რომელიც შეხებისას ატმის ხაოიან კანს გავს. ძალიან მიზეზიან სფინქსებს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. მაგალითად, ეს კატა კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაიბანოს, რადგან ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფი ბეწვში შეწოვის ნაცვლად კანზე უგროვდება. უბეწვობის მიუხედავად სფინქსები ალერგიული ადამიანებისთვის ისეთივე საშიშები არიან, როგორც ჩვეულებრივი, გრძელბეწვიანი კატები.

25-sphynx-cat 26-sphynx-cat 27-sphynx-catმინსკინი

მინსკინი ექსპერიმენტული ჯიშია, რომელიც მანჩიკინისა და სხვა ჯიშის კატის, მაგალითად, სფინქსის ან დევონ-რექსის შეჯვარებით არის გამოყვანილი. ეს ჯიში სულ ახლახანს – 1998 წელს გაჩნდა და დღემდე ძალიან იშვიათია. 2005 წელს მსოფლიოში სულ 50-მდე მინსკინი ცხოვრობდა. გარეგნულად მინსკინი მინიატურულ სფინქსს გავს და შესაბამის მოვლას საჭიროებს.

30-minskin 28-minskin 29-minskin

Advertisements
Comments
One Response to “ყველაზე უჩვეულო და საყვარელი კატები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სწორედ პროფესიულ ასპარეზზეა ახლა აქტუალური საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე