პოლონეთი: თანამედროვე აპარტამენტი ზღვის პირას

ამ პოსტში წარმოგიდგენთ თანამედროვე, მინიამალისტურ სტილში გადაწყვეტილი აპარტამენტის დიზაინს, რომლის პროექტიც პოლონურმა კომპანიამ – MSWW-მ შეიმუშავა.

1

აპარტამენტი უზარმაზარი პანორამული ფანჯრებით საზღვაო ქალაქ გდინიაში (გდანსკის ყურე, პოლონეთი), მრავალსართულიანი Sea Towers-ის ბოლო სართულზე მდებარეობს.

დამკვეთებს აპარტამენტი შვებულებისა და უიქენდების გასატარებლად სჭირდებოდათ. თუმცა დიზაინერებმა იმდენად კარგად მოაწყვეს ყველაფერი, რომ ახლა იქ მუდმივად ცხოვრებაც შესაძლებელია.

2

დიზაინის პროექტის შემუშავებისას მთავარი ფოკუსი ბალტიის ზღვის ხედები იყო.

“ბალტიის პანორამა ყველა ჩვენი იდეის, ფერისა და ფაქტურის მთავარი წყარო იყო. ფერადმა ჰორიზონტმა გვაიძულა ფერები უფრო ფრთხილად შეგვერჩია. გადავწყვიტეთ, მხოლოდ ორი დომინანტი ფერი – შავი და თეთრი გამოგვეყენებინა, მუქი ნარინჯისფერი აქცენტებით”, – განმარტავენ MSWW-ს დიზაინერები.

4

100 კვადრატული მეტრის ფართობის აპარტამენტი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილში დასასვენებელი და საძინებელი ზონაა მოწყობილი თავისი სააბაზანო ოთახით.

13

აპარტამენტის მეორე ნაწილი კი, რომელიც გაშლილი სივრცის პრინციპითაა დაგეგმარებული, მთლიანად მისაღებ, გასართობ და სამზარეულო ზონებს აქვს დათმობილი.

9

აპარტამენტის ცენტრალური აქსესუარი მაინც ბიობუხარია, რომელიც კედლის გასწვრივაა ჩაშენებული.

3

აპარტამენტში დამონტაჟებულია ე.წ. ყოჩაღი სახლის სისტემა, ანუ აქ ყველაფერი დისტანციურად იმართება – სიგნალიზაცია, აუდიო სისტემა, შტორები, ელექტროენერგია, ტელევიზორი და სხვ.

ერთი სიტყვით, MSWW-ის მიერ დეკორირებული აპარტამენტი მართლაც საუკეთესოა არა მხოლოდ დღესასწაულების გასატარებლად, არამედ მუდმივი ცხოვრებისთვისაც. დაათვალიერეთ სახლის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:

5 6 7 8 10 11 12

Advertisements
Comments
One Response to “პოლონეთი: თანამედროვე აპარტამენტი ზღვის პირას”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მათთან ერთად დასასვენებლად სხვა ქვეყანაშიც კი წავიდნენ. მარტოხელა ლომი კი ახლახანს დაწყებულ […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე