შვედეთი: სტუდენტის კომფორტული სახლი 10 კვადრატულ მეტრზე

სტუდენტის ბინა ყოველთვის კომპაქტურია, თუმცა სწორი დაგეგმვის შემთხვევაში მცირე ფართობზეც შეიძლება კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შექმნა. ამის დამტკიცება სცადა შვედურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Tengbom Architects, რომელმაც 10 კვადრატული მეტრის ფართობზე სტუდენტური საცხოვრებელი მოაწყო.

1

მართალია საცხოვრებელი ძალიან პატარაა, მაგრამ აქ ყველაფერია, რაც სტუდენტს კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს.

Tengbom Architects-მა პროექტი შვედეთის უნივერსიტეტის – Lund-ის სტუდენტებთან და ხის საწარმო Martinsons-თან თანამშრომლობით განახორციელა.

ხის კონსტრუქციის შექმნის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს თავად სტუდენტების რეკომენდაციები – მათზე უკეთესად ხომ არავინ იცის, რა სჭირდებათ კომფორტისთვის 😉

2

სტუდენტის სახლი ორი ზონისგან შედგება. პირველი – მისაღები ოთახია, რომელშიც ინტეგრირებულია სამეცადინო და სამზარეულო ზონები.

4

სახლის ზედა ნაწილში მოწყობილია პატარა საძინებელი ზონაა, რომელიც “მისაღებ ოთახს” ხის კიბით უკავშირდება. მინიატურული სააბაზანო ოთახი პირველ სართულზეა განლაგებული, მთავარი ოთახის უკან. 

სტუდენტური სახლის მოდელი რამდენიმე კვირის განმავლობაში Virserum Art Museum-ში იყო წარმოდგენილი. იდეამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ  მთელი საუნივერსიტეტო დასახლება შეიძლება შეიქმნას, სადაც მხოლოდ კომპაქტური სახლები იქნება განლაგებული. პირველ ეტაპზე, 2014 წლის პირველ ნახევარში, შვედი სტუდენტებისთვის 22 ასეთი სახლი აიგება. 

3

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე