ფეხმძიმობის ტესტი… კურდღლებითა და სხვა ცხოველებით

pregnancy-test-3ნებისმიერ ქალს უნდა ფეხმძიმობის შესახებ რაც შეიძლება ადრე გაიგოს, რათა მშობიარობისთვის ფიზიკურადაც და მორალურადაც უკეთ მომზადების საშუალება ქონდეს, მავნე ჩვევებზე დროულად თქვას უარი, თავი დაანებოს სმას და მოწევას. ბუნებრივია, კაცობრიობის ისტორიაში ფეხმძიმობის დადგენის უამრავი მეთოდია გამოგონილი და მათი უმრავლესობა თანამედროვე, განათლებულ ადამიანს სრულ ველურობად მოეჩვენება.

pregnancy-test-2ძველ საბერძნეთში და ეგვიპტეში ფეხმძიმობის დასადგენად ხორბლისა და ქერის მარცვლებს იყენებდნენ. შედეგი დადებითად მიიჩნეოდა, თუ ქალის შარდთან კონტაქტის შემდეგ ერთი მარცვალი მაინც გაიზრდებოდა. ჰიპოკრატე ვარაუდობდა, რომ თუ ქალი ძილის წინ თაფლიან წყალს დალევდა და ცოტა ხნის შემდეგ მუცელში კრუნჩხვას იგრძნობდა, მისი ფეხმძიმობის ალბათობა მაღალი იყო.

pregnancy-test-5შუასაუკუნეების დროიდან ბევრი სწავლული ამოწმებდა ქალის ფეხმძიმობას ურინოსკოპიის – შარდის კვლევის სრულიად არაეფექტური მეთოდის გამოყენებით. ფეხმძიმობის ტესტების შემუშავებაში უდიდესი გარღვევა 1927 წელს მოხდა, როცა ორმა გერმანელმა გინეკოლოგმა სელმარ აშჰეიმმა და ბერნჰარდ ზონდეკმა დაიწყეს ექსპერიმენტები ჰორმონთან – ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (Human chorionic gonadotropin (hCG)). ამ დრომდე ფიქრობდნენ, რომ მას ჰიპოფიზის ჯირკვალი აწარმოებდა, 1930 წელს კი დადასტურდა, რომ ქორიონულ გონადოტროპინს პლაცენტა აწარმოებს. ეს აღმოჩენა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ფეხმძიმობის დადგენის თანამედროვე მეთოდების განვითარებისთვის, რომლებიც ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ქორიონული გონადოტროპინის დონის მომატებას ეყრდნობა.

pregnancy-test-71927 წელს ზონდეკმა და აშჰეიმმა ფეხმძიმობის ტესტი თაგვების დახმარებით შექმნეს. ამისთვის ქალის შარდი შეყავდათ დედალ თაგვში და ცხოველს რამდენიმე დღის შემდეგ იკვლევდნენ. თუ თაგვის საკვერცხეები ქალის შარდზე რეაგირებდა, ე.წ. ქორიონული გონადოტროპინი მომატებული იყო, ქალი კი ფეხმძიმე. ტესტი წარმატებული სიახლე იყო, რადგან ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ზუსტად დადგენის საშუალებას იძლეოდა.

pregnancy-test-8ფეხმძიმობის ტესტის შექმნის შემდეგი ეტაპი იყო „კურდღლის ტესტი“ ანუ „ფრიდმანის ტესტი“, რომელიც 1931 წელს მაურიციო ფრიდმანმა და მაქსველ ლაფემმა შეიმუშავეს პენსილვანიის უნივერსიტეტში. ეს ტესტიც იგივე პრინციპით ტარდებოდა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ ყველა ცხოველს ქირურგიული გზით იკვლევდნენ და ისინი, ბუნებრივია, ოპერაციის მერე იღუპებოდნენ. ეს პროცედურა ცხოველის მოკვლის გარეშეც შეიძლებოდა შესრულებულიყო, მაგრამ ექიმებს ზედმეტი ხარჯის გაღება და დავიდარაბა არ სურდათ.

pregnancy-test-9შემდეგი კი იყო  ლანსელოტ ჰოგბენის მიერ დანერგილი ტესტი ბაყაყების დახმარებით, რომლის დროსაც ცხოველის მოკვლა არ იყო საჭირო. ბაყაყში შეყავდათ ქალის შარდი და თუ ის 24 საათში კვერცხს დადებდა, ტესტი დადებითი იყო. ამ მეთოდს „ბუფო ტესტი“ ეწოდა ბაყაყის იმ ჯიშის პატივსაცემად, რომელსაც ცდებისთვის იყენებდნენ. „ბუფო ტესტი“ 1950 წლებამდე იყო აქტუალური.

pregnancy-test-6თანამედროვე მედიცინა ცოცხალი ცხოველების ბარბაროსული გამოყენებისგან შორსაა, თუმცა „კურდღლის“ ტესტი მედიცინის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად არის აღიარებული.

pregnancy-test-4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე