ქათამი ბრინჯით და ბოსტნეულით

chicken fried riceმიუხედავად ინგრედიენტების სიმრავლისა, იოლი და სწრაფად მოსამზადებელია. და ძაააალიან გემრიელი!

ინგრედიენტები:

400 გრ ქათამი

200 გრ ბრინჯი

1 დიდი ხახვი

2 კვერცხი

0,5 ჩ/კ ქონდარი

1 ს/კ ღვინის ძმარი

1 ბულიონის ბრიკეტი

3 ც მწვანე ხახვი

1 ც მოზრდილი ბულგარული წიწაკა

1 ც სტაფილო

მარილი

შაქარი

1 ს/კ ტომატი

წითელი და შავი პილპილი

მზესუმზირის ზეთი.

მომზადება:

მოამზადეთ მარინადი: 500 მლ წყალში შეურიეთ 1 ს/კ ტომატის პასტა, ამდენივე ვაშლის ძმარი, 2-2 ს/კ მარილი და შაქარი. ჩადეთ ქათმის ფილე მინიმუმ 6 საათის განმავლობაში.

1 ლ. წყალში ჩააგდეთ ბულიონის ბრიკეტი, ჩაყარეთ ცოტა მარილი და წამოადუღეთ. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ბულიონში. როდესაც მოიხარშება, ამოალაგეთ და გადადეთ თეფშზე.

იმავე ბულიონში ჩაყარეთ  გარეცხილი ბრინჯი და მოხარშეთ ისე, რომ არ ჩაიშალოს. მოხარშული ბრინჯი გადაყარეთ თუშფალანგზე, დაასხით ცივი წყალი, რომ ბრინჯი ერთმანეთს არ შეეწებოს.

ბრინჯში ჩაყარეთ ხმელი ქონდარი და კარგად აურიეთ.

ხახვი დაჭერით წვრილად; სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე; ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და ორივე დაამატეთ ხახვსა და ქათმის ნაჭრებს. მუდმივად ურიეთ 2 წუთის განმავლობაში, მიღებულ მასას დაამატეთ 1 ს/კ ტომატი, შემდეგ ჩაახალეთ 2 კვერცხი და ურიეთ კიდევ 1 წუთი.

მიღებული მასა დააყარეთ მოხარშულ ბრინჯს, დაუმატეთ ხმელი ქონდარი, მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში არ აიზილოს.

ტაფაზე დაასხით ზეთი და წამოადუღეთ, დააყარეთ ქათმის ფილეს თხელი ნაჭრები და მუდმივად ურიეთ მაღალ ტემპერატურაზე.

3 წუთის შემდეგ ამოალაგეთ ქათმის ფილეს ნაჭრები და მოაყარეთ მარილი.

შემწვარი ქათმის ფილეს „ჩიფსები“ ჩაყარეთ ბრინჯში და მოაყარეთ მრგვალად დაჭრილი მწვანე ხახვი.

ისეთი გემრიელია, რაც უნდა დიეტის თავგადაკლული დამცველი იყოთ, სხვა რა გზა გაქვთ, უნდა მიირთვათ, მაგალითად ჩილის სოუსთან ერთად  🙂  🙂 🙂

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე