ტესტი: რამდენად კრეატიული ადამიანი ხართ?

creativityXXI საუკუნეში ორიგინალურად აზროვნებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნარი იქ, სადაც ამას სხვები ვერ ამჩნევენ – ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მთავარი გასაღებია.

1. შეიძლება თუ არა ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს შეცვლა?

დიახ – 3

არა, ის ასეთიც საკმაოდ კარგია – 1

დიახ, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში – 2

2. როდესაც რაიმე საქმეს იწყებთ, ხართ მის წარმატებაში დარწმუნებული?

დიახ – 3

ხშირად მაინც ეჭვები მაწუხებს – 1

არა – 2

3. გიჩნდებათ თუ არა სურვილი აკეთოთ სრულიად ახალი, თქვენთვის აქამდე უცნობი საქმე?

დიახ, უცნობი სიახლეები მიზიდავს – 3

უცნობი საქმეები არ მაინტერესებს – 1

ყველაფერი საქმის ხასიათზეა დამოკიდებული – 2

4. თუ თქვენთვის უცნობ საქმეს მოკიდეთ ხელი, ცდილობთ თუ არა მისი კეთებისას სრულყოფილებისთვის მიღწევას?

დიახ – 3

მიღწეულით ვკმაყოფილდები – 1

დიახ, თუ საქმე მომწონს – 2

5. რა პირობებში იღებთ გადაწყვეტილებას, რომ რაიმე საქმის კეთება შეწყვიტოთ?

ის დასრულებულია და ჩემი აზრით, შესანიშნავადაც – 3

თუ მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ -1

თუნდაც ყველაფრის გაკეთება ვერ მოვასწრო – 2

6. თუ რაიმე საქმიანობა თქვენს ინტერესს გამოიწვევს, გინდებათ თუ არა მის შესახებ ყველაფერი გაიგოთ?

დიახ – 3

არა, საკმარისია მხოლოდ ყველაზე მთავარი მომენტების შესახებ შევიტყო – 1

არა, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება მინდა – 2

7. რას აკეთებთ, თუ რაიმე აშკარად არ გამოგდით?

გარკვეული დრო მაინც ვაგრძელებ ცდას, იქნებ მაინც გამოვიდეს – 3

უარს ვამბობ ამ საქმეზე, როგორც არარეალურზე – 1

ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას – 2.

8. თქვენი აზრით, როგორ უნდა აირჩიოს ადამიანმა პროფესია?

საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების მიხედვით – 3

პროფესიაზე მოთხოვნის, მისი პრესტიჟულობის გათვალისწინებით – 1

იმ უპირატესობებზე დაყრდნობით, რომელსაც აღნიშნული პროფესია უზრუნველყოფს – 2

9. გაქვთ თუ არა იდეები ან პროექტები, რომლებსაც თქვენი საქმიანობის საგრძნობლად მოდერნიზება შეუძლია?

დიახ, და რამდენიმეც – 3

დიახ, მაგრამ მათი განხორციელება ძნელია – 1

არა, რა საჭიროა ისინი?  – 2

10. როგორ გირჩევნიათ თავისუფალი დროის გატარება?

მარტოს საკუთარ თავთან და საკუთარ ფიქრებთან – 3

კომპანიაში – 1

სხვადასხვანაირად, გააჩნია განწყობას – 2

11. რის კეთებას ამჯობინებთ მარტო ყოფნისას?

გიყვართ ოცნება, ფანტასტიკური გეგმების დაწყობა – 3

ცდილობთ კონკრეტული საქმიანობა მონახოთ – 1

გიყვართ თქვენს სამსახურთან დაკავშირებულ თემებზე ოცნება – 2

12. თუ უცებ რაიმე საინტერესო იდეამ გაგიტაცათ, რა პირობებში დაიწყებთ მასზე ფიქრს?

არ აქვს მნიშვნელობა, სად და ვისთან ვარ – 3

მხოლოდ მარტო ყოფნისას – 1

მხოლოდ იქ, სადაც ნაკლები ხმაურია – 2

13. როგორ იქცევით რაიმე იდეის დაცვისას?

შეგიძლიათ მასზე უარი თქვათ, თუ ოპონენტების არგუმენტები დამარწმუნებელია – 3

რჩებით თქვენს აზრზე, რა არგუმენტებიც უნდა მოგიყვანონ – 1

იცვლით მოსაზრებას, თუ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეგხვდებათ – 2.

ტესტის პასუხები:

30-დან 39 ქულამდე

თქვენი ფანტაზია ძალიან განვითარებულია, შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში შეხვედრილ სხვადასხვაგვარ მოვლენებს შემოქმედებითად მიუდგეთ. თუ ამ შესაძლებლობის პრაქტიკაში განხორციელებას მოახერხებთ, ნებისმიერ პროფესიაში მიაღწევთ წარმატებას.

20-დან 29 ქულამდე

არასტანდარტული აზროვნების უნარი აშკარად გაქვთ, მაგრამ არსებობს პრობლემები, რაც მის გამოვლენაში გიშლით ხელს. შემოქმედებით საქმიანობაში და მიდგომებში წარმატების მიღწევისთვის მეტი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე.

13-დან 19 ქულამდე

თქვენი კრეატიული პოტენციალი, სამწუხაროდ, დიდი არ არის. მაგრამ იქნებ უბრალოდ სათანადოდ ვერ აფასებთ თქვენს თავს ან თქვენ წინაშე არასდროს დასმულა შემოქმედებითი ამოცანები?! გამოცადეთ თავი და რაიმე საინტერესო საქმეს შეეჭიდეთ.

creativity-1

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე