სეიფი – მშვიდი ცხოვრებისთვის. ნაწილი I

safe-3მატერიალური ფასეულობების, დოკუმენტების, ინფორმაციისა და თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის დაცვის კულტურა მსოფლიოში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ ინდუსტრიაში კი ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი სეიფებს უჭირავს.

არსებობს სეიფების მეტად ფართო არჩევანი – სხვადასხვა დანიშნულებისა და დაცვის ხარისხის სეიფები სხვადასხვა ფასად.

ქონება ორი ძირითადი ფაქტორის გამო შეიძლება დაზიანდეს: არასანქცირებული შეღწევა და ხანძარი. აქედან გამომდინარე არსებობს სეიფების ორი – ცეცხლგამძლე და შეღწევაგამძლე სახეობა. თუმცა არის უნივერსალური ნაკეთობებიც, რომლებშიც ორივე მახასიათებელია შერწყმული.

??????გატეხვისა თუ ხანძრისგან დაცვის გარდა, სეიფის მეშვეობით შეიძლება თქვენი ფული, საიუველირო ნაკეთობანი, დოკუმენტები და სხვა ძვირფასეულობა გარეშე თვალის – თანამშრომლების, ოჯახის წევრებისა და უცხო პირებისგან დაიცვათ.

თუ სეიფი მხოლოდ ცეცხლგამძლეა, მასში დოკუმენტების გარდა ნურაფერს შეინახავთ, შეღწევაგამძლე სეიფს კი უფრო მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობებიც შეგიძლიათ ანდოთ.

სეიფები დაცვის დონის გარდა, სპეციალიზაციის მიხედვითაც განსხვავდება, ანუ იმის მიხედვით, რა ნივთების შესანახადაა განკუთვნილი. მაგალითად, დოკუმენტების შენახვას სხვა კონსტრუქცია სჭირდება, ინფორმაციის ციფრული მატარებლების შენახვას – სხვა და ა.შ.

safe-4სეიფების სახეები და კონსტრუქციები

ცეცხლგამძლე სეიფის კონსტრუქცია ხანძრის შემთხვევაში შიგთავსის უვნებლად გადარჩენას უზრუნველყოფს. ცეცხლგამძლეობის კლასის მიხედვით, მათში ხანძრის დროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიგთავსისთვის უსაფრთხო ტემპერატურა ნარჩუნდება.

მაქსიმალური უსაფრთხო დრო 4 საათია, თუმცა მსგავსი სეიფის ფასები ძალიან მაღალია. კერძო მოხმარებისთვის ძირითადად 1 ან 2 საათიანი ცეცხლგამძლეობის სეიფებს იყენებენ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საყოფაცხოვრებო ხანძრის ტემპერატურა სულ რაღაც  300-8000C–ია, გამოცდა ცეცხლგამძლეობაზე კი მაქსიმალურად აგრესიულ პირობებში ტარდება.

საცდელ კამერაში ცეცხლის ტემპერატურა 11000C-მდე აყავთ, რაც ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ საწვავით ან მანქანის საბურავებით სავსე საწყობის დაწვის დროს შეიძლება განვითარდეს.

safe-5მოცემული დროის განმავლობაში (60 ან 120 წუთი) სეიფის შიგნით ტემპერატურამ  არ უნდა აიწიოს ქაღალდის თვითაალების ტემპერატურაზე – 1700C-ზე ზევით დოკუმენტებისა და სხვა ფასეული ნივთების შემთხვევაში და 500C გრადუსზე ზევით ინფორმაციის ციფრული მატარებლებისთვის. შესაბამისად, ცეცხლგამძლე სეიფების ევროპული სტანდარტი სეიფებს 6 კლასად ყოფს. მაგალითად, B კლასის სეიფი ქაღალდებს ინახავს, D კლასის სეიფი მაგნიტურ მატარებლებს იცავს და შიგნით მაქსიმუმ 700C-მდე შეიძლება გაცხელდეს, DIS კლასის სეიფები კი სპეციალურად მაგნიტური და ციფრული მატარებლების შესანახადაა კონსტრუირებული – მასში ტემპერატურა 500C გრადუსს არ სცილდება.

ცეცხლგამძლე სეიფების უმთავრესი ნაკლი მათი შეღწევისგან დაცულობის დაბალი დონეა. ცეცხლგამძლე სეიფის კონსტრუქცია ცოტათი თერმოსს მოგვაგონებს. მისი კარი და კორპუსი ერთმანეთში ჩადუღებული ორი ლითონის ფურცლისგან შედგება, ამ კედლებს შორის სივრცე კი ცეცხლგამძლე მასალითაა სავსე.

სეიფის მასალად ყველაზე ეფექტურია წვრილფოროვანი ბეტონი, რადგან მას ყველაზე დაბალი თბოგამტარობა ახასიათებს. ბეტონის ფენის სისქე კონსტრუქციის ცეცხლგამძლეობის კლასს განაპირობებს. თუმცა ფოროვანი ბეტონის სიმტკიცე დაბალია და ასეთ სეიფში შეღწევა უბრალო მექანიკური ინსტრუმენტითაც შესაძლებელია.

safe-2ცეცხლგამძლე კონსტრუქციაში ყველაზე რთული ელემენტი სეიფის კარის საკეტის მიმდებარედ ცეცხლგამძლეობის უზრუნველყოფაა. ხარისხიან ნაკეთობებში რამდენიმე გადასვლის მქონე საკეტებს (სითბური საკეტი) იყენებენ. ცეცხლგამძლე სეიფები, როგორც წესი, არაფერზე მაგრდება და საკუთარ სადგამზე დგას.

შეღწევაგამძლე სეიფებს კი, ცეცხლგამძლეებისგან განსხვავებით, შიგთავსის არასანქცირებული შეღწევისგან დაცვა შეუძლია. რაც მაღალია სეიფის კლასი, მით დიდხანს უწევს ის გამტეხს წინაღმდეგობას და მისი არასანქცირებული გახსნისთვის ტექნიკურად მით უფრო რთული ინსტრუმენტებია საჭირო.

როგორც წესი, ასეთი სეიფის კედლები ლითონის ორი ფურცლისგან შედგება, რომელთა შორისაც მტკიცე ბეტონია ჩასხმული. სეიფის კლასი ლითონის ხარისხითა და სისქით (საშუალოდ, 10 მმ.), ბეტონის არმირების დონითა და ჩამკეტი მექანიზმის სირთულით განისაზღვრება. სამომხმარებლო სეგმენტში ყველაზე გავრცელებული 1-3 კლასის სეიფებია, ხოლო 4-5 კლასის სეიფები უკვე ბანკების დონისაა.

თუ მძიმე სეიფის დადგმა სახლის რომელიმე სართულზე იგეგმება და არა სარდაფში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 1 კვ/მ-ზე ნებადართული დატვირთვის მონაცემი.

ხშირად მომხმარებლები შეღწევაგამძლე სეიფისთვის ცეცხლგამძლეობის მიწერით შეცდომაში შეყავთ. რეალურად, ხანძრისგან გარანტირებულად დაცვა მხოლოდ ცეცხლგამძლეობაზე სერტიფიცირებულ კონსტრუქციას შეუძლია.

safe-1შეღწევა და ცეცხლგამძლე კონსტრუქციის უზრუნველყოფა ძალიან რთული ამოცანაა და ის ურთიერთსაწინააღმდეგო მეთოდებით მიიღწევა. ამიტომაც სეიფები, რომლებსაც ერთდროულად ორივე სერტიფიკატი აქვთ, იშვიათია და საკმაოდ ძვირიც.

უნივერსალური კონსტრუქციის სეიფებს შორის ყველაზე გავრცელებულია I კლასის შეღწევაგამძლეობისა და 60 წუთიანი ცეცხლგამძლეობის მქონე სეიფები.

შეღწევაგამძლე სეიფებიც, თავის მხრივ, არსებობს ავეჯის, იარაღის, ჩაშენებული, ცალკე მდგომი და სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის, რომელთა შესახებ პოსტის მეორე ნაწილში წაიკითხავთ.

Advertisements
Comments
2 Responses to “სეიფი – მშვიდი ცხოვრებისთვის. ნაწილი I”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პოსტის დასაწყისი წაიკითხეთ ამ ლინკზე. […]

  2. […] სეიფების თანამედროვე მოდელები ზოგჯერ მოდულური საკეტებითაა აღჭურვილი – ეს კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, მთლიანად სეიფის ნაცვლად, მხოლოდ საკეტი შეიცვალოს. მომხმარებელს შეუძლია ჯერ გასაღებიანი სეიფი შეიძინოს, შემდეგ კი თუ მიხვდება, რომ ეს მოხერხებული არ არის, მექანიკა ელექტრონიკით შეცვალოს. სეიფი ამ დროს თავისი საიმედოობის 1%-საც კი არ კარგავს და მისი გამოყენება გაცილებით მოხერხებული ხდება. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე