ინტერიერის დიზაინის პროგრამები. ნაწილი II

Sweet-Home-3D-4

ინტერიერის დიზაინის ზოგიერთ პროგრამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენს ერთ-ერთ პოსტში, დღეს კიდევ ორი პროგრამას – Sweet Home 3D-სა და Room Arranger-ს გაგაცნობთ. პროგრამები საკმაოდ მარტივი ასათვისებელია, თუ ინტერიერის დიზაინი გაინტერესებთ, ყველაზე თამამი იდეების განხორციელებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

Sweet Home 3D

Sweet Home 3D, ჩემი აზრით, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა. ჯერ ერთი, მისი ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება და მეორე – მისი საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც ინტერიერის რეალისტური, ხარისხიანი დიზაინის პროექტისთვის დაგჭირდებათ.

SweetHome3DWindows

Sweet Home 3D-ში შეიძლება “ააშენო” კედლები, გააკრა შპალერი და შეუხამო ავეჯი. ინტერიერის დიზაინის მოსაწყობად საჭირო ნივთებისა და ავეჯის დიდი არჩევანი (ფარდები, კარადები, მაგიდები, სკამები, ხალიჩები), მათ შორის სააბაზანო ოთახის ავეჯიც კი, პროგრამაში კატეგორიებადაა დალაგებული – საჭირო ნივთის მოძებნა აქ პრობლემას არ წარმოადგენს.

SweetHome3D-6

ასე რომ, თუ არ იცით, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახალი შტორები, სად შეიძლება დადგათ დივანი ან მაგიდა, ჯერ Sweet Home 3D-ში შეაფასეთ. მაშინაც კი, თუ სახლის დიზაინის საკითხი დიდად არ გტანჯავთ, არც რემონტს გეგმავთ და მხოლოდ ოთახების ფენ შუის პრინციპების მიხედვით მოწყობა გჭირდებათ (ბევრს ვიცნობ ასეთს!), ეს პროგრამა შეუდარებელია: შეგიძლიათ გადააადგილოთ საგნები და ნახოთ, როგორ შეიძლება მოეწყოს თქვენი ოთახები უკვე არსებული ავეჯითა და ფერებით.

Sweet-Home-3D-3

პროგრამაში არსებობს ინტერიერის ზედხედის ნახვისა და სამგანზომილებიანი ჩვენების ფუნქციები. რეჟიმი – „ვირტუალური სტუმარი“ დაგეხმარებათ „გაისეირნოთ“ ოთახებში და შეამოწმოთ დეტალები ისე, თითქოს მართლა ოთახში იმყოფებოდეთ.

სხვათა შორის, მუშაობის გაიოლებისთვის დიზაინის ინტერიერის პროგრამა საშუალებას იძლევა, არა ყველაფერი თავად დახატოთ, არამედ ბინის სკანირებული გეგმა ჩატვირთოთ და პირდაპირ მასში იმუშაოთ. პროგრამა გამოირჩევა მულტიპლატფორმურობითაც – იგი შემუშავებულია Windows-ის, Linux-ის, Mac-ისა და Solaris-ისთვის.

ინტერიერის დიზაინის პროგრამის Sweet Home 3D-ს ოფიციალური ვებსაიტია: http://www.sweethome3d.com/

Sweet-Home-3D-9

Room Arranger

Room Arranger – ინტერიერის დიზაინის საკმაოდ კარგი პროგრამაა. როგორც Sweet Home 3D, ისიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ბინის ან სახლის გეგმა, შეირჩეს ფერების გადაწყვეტა, მოეწყოს სახლი ავეჯითა თუ დეკორის ნივთებით, დაიკიდოს შტორები და სხვ.

room_arranger_2

პროგრამა Room Arranger განსაკუთრებით მოსახერხებელია თუ კედლების გადააადგილება და მთლიანად ბინის პროექტის შეცვლა გსურთ.

სხვა პროგრამებთან შედარებით კიდევ ერთი დიდი პლუსი და უპირატესობა ისაა, რომ  Room Arranger არა მხოლოდ დაგეგმარებისა და დიზაინის, არამედ ლანდშაფტის დიზაინის პროექტის გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

room_arranger_6

იმისთვის, რომ სახლში „გაისეირნოთ“, შეიძლება დაგჭირდეთ VRML-დათვალიერების მხარდაჭერა, რისთვისაც პროგრამის ავტორები უფასო Cortona3D Viewer-ს უწევენ რეკომენდაციას. მოკლედ, თუ ამ პროგრამასაც დააინსტალირებთ, ბინის ახალი სამგანზომილებიანი დიზაინის ხილვითაც დატკბებით.

მინუსი: პროგრამა ფასიანია – ლიცენზია 19.95 დოლარი ღირს. თუმცა მისი გამოყენება 30 დღის განმავლობაში უფასოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ. შემდეგ კი ან დარეგისტრირდებით და შეიძენთ ან კიდევ, საერთოდ წაშლით კომპიუტერიდან.

Room Arranger-ის ოფიციალური ვებსაიტი: http://www.roomarranger.com/

room_arranger_5

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე