რატომ იკეთებენ პირსინგს

medfrd0831მიუხედავად იმისა, რომ პირსინგი დიდი ხანია უცხო ხილი აღარ არის, მაინც ხშირად მსმენია ფრაზა: „ვერ გამიგია, რატომ იკეთებენ პირსინგს“. ამაზე ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია – რატომაც არა?!

body-piercing-11იმ ადამიანების ქცევის მოტივის გარკვევისას, ვინც სხეულის ამა თუ იმ ადგილზე პირსინგს იკეთებს ანუ ე.წ. პირსინგის ფსიქოლოგიის გარკვევისას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში პირსინგი – მორთულობაა.

body-piercing-2აქედან გამომდინარე კი, კანის გახვრეტისა და ნახვრეტში ლითონის სამკაულის დამაგრების მთავარი მიზეზი საკუთარი სხეულის გალამაზება და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენაა.

body-piercing-6თუმცა პირსინგის თემა მთლად ასე მარტივიც არ არის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გაკეთების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

ფსიქოლოგები ადამიანთა რამდენიმე ჯგუფს გამოყოფენ, რომლებსაც პირსინგის  გაკეთებისკენ გარკვეული მოტივაცია უბიძგებს.

body-piercing-9პირველ რიგში, პირსინგი მოდისთვის ფეხის აწყობის მცდელობაა. ამ მიზნით სამკაულებს სხეულის ასე თუ ისე გამოსაჩენ ადგილებზე იკეთებენ. გარდა ამისა, ესაა ორიგინალურობისა და განუმეორებლობისთვის ხაზის გასმაც.

body-piercing-4თუმცა ასეთ შეთხვევებში გამორჩეულობის შეგრძნებამ შეიძლება სხეულზე სამკაულების რაოდენობის სწრაფ მატებამდე მიგვიყვანოს. ადამიანს, რომელიც უკვე გამოირჩევა უპირსინგოებისგან, უჩნდება სურვილი, სამკაულების მატარებლებს შორისაც გამორჩეულად იქცეს. ასე ჩნდებიან პირსინგის რეკორდსმენები…

body-piercing-13ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც სხეულის დახვრეტას და სამკაულების ტარებას არ ერიდებიან, სექსუალური შესახედაობის შეძენაა. არ არის აუცილებელი, ადამიანს სექსუალურობისა და მომხიბლაობის უკმარისობის კომპლექსი ქონდეს – უბრალოდ, ყურადღების დამატებითი საბაბი პოტენციულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაბმის შესაძლებლობას ზრდის, ხანდახან კი ის უბრალოდ საუბრის წამოწყების მიზეზადაც შეიძლება იქცეს.

body-piercing-10ჩვეულებრივ, რწმენა, რომ პირსინგის მეშვეობით კომპლექსებისგან გათავისუფლება შეიძლება – ეს პირსინგის გაკეთების ერთ-ერთი მოტივია და ამასთან ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების მოგვარებიც კარგი მეთოდიც. თუმცა, ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა პაციენტის ჯანმრთელობისთვის უვნებლად ჩაივლის, ჭრილობა მალე შეხორცდება და ორგანიზმი ნორმალურად მიიღებს ახალ „თანამგზავრს“.

body-piercing-8მრავალი მაგალითი ამტკიცებს, რომ პირსინგის უამრავი მატარებელი ამ გზით თავიანთი კერპისადმი სიყვარულს გამოხატავს – ეს გარეგნობის შეცვლისთვის სავსებით რეალური და სერიოზული მოტივია. კერპი კი სულაც არ არის აუცილებელი, ვინმე ცნობილი მსახიობი ან მომღერალი იყოს, ეს „როლი“ ვიწრო წრის მასშტაბით უნებური ავტორიტეტის მქონე ნებისმიერმა პიროვნებამაც შეიძლება  მოირგოს.

სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონი

ზოგჯერ ადამიანებს უჩნდებათ არა მხოლოდ იმის სურვილი, რომ სხვებისგან გამორჩეულად გამოიყურებოდნენ, არამედ ცალკეულ სოციალურ ჯგუფებს შეუერთდნენ, ქონდეთ რაღაც გარეგნული განმასხვავებელი თავისებურებები, ამა თუ იმ ჯგუფთან მიკუთვნებულობის ნიშნები. ასეთები არიან ფანატები, ბაიკერები, მეტალისტები, სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები და ა.შ.

body-piercing-15თუ ადამიანს სურს თავს ისე გრძნობდეს თავის სოციალურ წრეში, როგორც თევზი წყალში და  „თავისიანად“ აღქმადი იყოს მათ შორის, ვისაც უკვე აქვს პირსინგი, მაშინ სხეულის გახვრეტის მოტივი სავსებით გასაგები ხდება.

ხშირად პირსინგები ახალი სექსუალური შეგრძნებებისა და შთაბეჭდილების მისაღებადაც კეთდება. სამკაულების გამოყენება საკუთარი თავისა და პატრნიორის დამატებითი სტიმულირებისთვის სავსებით ბუნებრივია. ამ მიზნით პირსინგს ხშირად სხეულის სასიყვარულო თამაშებში უშუალოდ მონაწილე ადგილებზე იკეთებენ. პირველ რიგში, ენაზე და, რასაკვირველია, სასქესო ორგანოებზე.

body-piercing-5ზოგჯერ კი მოტივი წმინდა პროფესიულია: პირსინგი მკერდზე მოდელებისთვის და ჭიპის სამკაულები მოცეკვავეებისთვის.

body-piercing-3თუ ვივარაუდებთ, რომ პირსინგის დახმარებით ადამიანების ნაწილი საკუთარ შინაგან პრობლემებს აგვარებს ან რაიმე კომპლექსს იცილებს თავიდან, ასეთი ადამიანის დანახვა, უბრალოდ, გულწრფელად უნდა გვიხაროდეს.

body-piercing-1

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე