ჩანთის ისტორია: პირველად იყო… ტომარა

history-of-bags-6ლამაზი ჩანთა ბევრი ქალის სისუსტეა, ისევე როგორც ხარისხიანი ფეხსაცმელი. ამ აქსესუარის გარეშე ვერ ნახავთ ვერცერთ საკუთარი თავის პატივისმცემელ ქალს, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. ჩანთა ერთმნიშვნელოვნად უნდა ჰქონდეს ყველას და პრინციპი „რაც მეტი, მით უკეთესი“, ფაქტობრივად, ყოველთვის მოქმედებს.

history-of-bags-3მოდის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთა, მისი თანამედროვე გაგებით წარმოიშვა, როგორც მამაკაცის ტანსაცმელზე ჯიბის ალტერნატივა.

history-of-bags-9შუასაუკუნეებში ევროპელები (ვერც ქალები და ვერც მამაკაცები) ვერ ხედავდნენ იმის აუცილებლობას, რომ მუდმივად თან ეტარებინათ ტუალეტის საგნები და სხვა წვრილმანები. თუ სახლიდან გასვლა სჭირდებოდათ, შეეძლოთ აეღოთ რამდენიმე მონეტა.

history-of-bags-8ფულს დებდნენ სპეციალურ პატარა ტომრებში, რომლებსაც მამაკაცები ქამრებზე იმაგრებდნენ, ხოლო ქალებს ზონარზე ჰქონდათ გამობმული. მსგავსი ტომრები მოდაში  რენესანსის ეპოქამდე იყო. შემდეგ კი მოდური ნივთების მოყვარულმა ლუდოვიკო XIV ბრძანება გასცა, მისთვის შეეკერათ კამზოლი ჯიბეებით და მისი მიბაძვით ტანსაცმლის ეს დეტალი მთელმა სამეფო კარმა გადაიღო.

history-of-bags-10ქალებმა კი პირიქით, თავიანთი პატარა ტომრების დიზაინს მეტი ყურადღება მიაქციეს – მზადდებოდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ტომრები, ფორმდებოდა ნაქარგებითა და ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებით. …და, ბოლოს და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა ქალის პირველი სრულფასოვანი ჩანთა – რედიკული. ეს XVII საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.

history-of-bags-11ჩანთების მუზეუმი

რედიკულის ცხვირსახოცების, კოსმეტიკისა და სხვა პატარ-პატარა ნივთების შესანახად გამოყენება პირველად მადამ დე პომპადურმა – საფრანგეთის მონარქის ლუდოვიკო XV ფავორიტმა მოიფიქრა. ამის შემდეგ რედიკულს სახელიც გადაარქვეს და პომპადური უწოდეს, როგორც ლოგიკა მოითხოვდა. ასეთი პატარა ჩანთები ხავერდისგან იკერებოდა და სქელი მაქმანით იყო გაფორმებული.

history-of-bags-12საინტერესოა, რომ XX საუკუნემდე ქალის ჩანთები მხოლოდ ტექსტილის იყო. ნატურალური ტყავისა და ტყავის შემცვლელისგან დამზადებული ჩანთები მაშინ გავრცელდა, როცა ქალებმა შარვლებისა და მოკლე ვარცხნილობის ტარების უფლება მოიპოვეს.

history-of-bags-5მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებობს სპეციალური მუზეუმები, სადაც ქალთა ჩანთების უნიკალური ექსპოზიციები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. მაგალითად, ძველი ჩანთების დიდი კოლექციაა შეკრებილი ინგლისში, დედოფალ ვიქტორიას მუზეუმში, ხოლო ამსტერდამში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩანთებისა და საფულეების მუზეუმს, რომელიც 3500-ზე მეტ ექსპონატს ითვლის. აქ არის ტომრები საქველმოქმედო შესაწირისთვის, საგზაო ჩანთები, საფულეები; ასევე XX და XXI საუკუნეების საუკეთესო ჩანთები.

history-of-bags-7

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე