„ფრუტუნა ბილი“ და სხვები… მტვერსასრუტის ისტორია

vacuum-cleaner-3ვინ და როდის მოიგონა ეს არაჩვეულებრივი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც დღეს სახლის დალაგება ასე მარტივია?

თანამედროვე მტვერსასრუტი ხალიჩასაც გაწმენდს, იატაკზე დაყრილ ნამცეცებსაც აასუფთავებს და ავეჯიდან კატის ბეწვსაც მოაშორებს, თუმცა ის ყოველთვის ასეთი დახვეწილი არ ყოფილა.

vacuum-cleaner-4XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა დანიელ ჰესმა გამოიგონა მოწყობილობა მბრუნავი ჯაგრისებითა და საბერველით ჰაერის ნაკადის შესაქმნელად. ამ მოწყობილობაში ნაგავი არა ტომარაში, არამედ ორ წყლიან კამერაში გროვდებოდა. შემდეგ საბერველის ნაცვლად ვენტილატორის გამოყენება დაიწყეს, რომელსაც ხელით ამუშავებდნენ.

vacuum-cleaner-2XX საუკუნის დასაწყისში კი ინგლისელმა სესილ ბუთმა გამოიგონა მტვრის შემსრუტავი აპარატი: ჰაერის ტუმბო ბენზინის ძრავით. აპარატი ცხენებშებმულ ოთხთვალაზე იდო. გრძელ შლანგს ოთახში ფანჯრიდან ყოფდნენ და ის ხალიჩებსა და გობელენებზე წლების განმავლობაში დაგროვილ მტვერს წმენდდა. აპარატი, რომელსაც „ფრუტუნა ბილი“ დაარქვეს, არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც აღიარეს, როგორც „დიასახლისის დამხმარე“.

vacuum-cleaner-1თუმცა რასაკვირველია, ეს ვეება მოწყობილობა ძალიან მოუხერხებელი იყო.

ელექტროძრავის გამოგონებამ XX საუკუნის დასაწყისში მტვერსასრუტის კონსტრუქციაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ახლა ის გრძელ, ცოცხის ტარიან გადაბრუნებულ სათლს დაემსგავსა. სახელურთან მიმაგრებული ქონდა ტომარა მტვრის მოსაგროვებლად. ეს იყო საკმაოდ კომპაქტური მანქანა, რომელიც დაახლოებით 20 კილოგრამს იწონიდა.

antique-vacuum615x6551912 წელს საჰაერო ტუმბო ვენტილატორით შეიცვალა, რამაც აპარატის წონა 20–დან 14 კილომდე შეამცირა. მალევე კი შვედეთში გამოუშვეს მტვერსასრუტი ჰორიზონტალური, ბორბლებზე მდგარი ცილინდრით, რომელსაც შიგნით ელექტროძრავიანი ვენტილატორი და მტვრის მოსაგროვებელი ტომარა ჰქონდა და გრძელი, მოქნილი შლანგის სხვადასხვანაირი თავების მეშვეობით იოლად წმენდდა მტვერს ოთახის კუთხეებიდან, ლოგინის ქვეშიდან და ხალიჩებიდან.

vacuum-cleaner-5ეს დანადგარი შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული მტვერსასრუტების ნიმუშად იქცა. თუმცა ამით ინჟინერთა და დიზაინერთა მუშაობა „მექანიკური დამლაგებლის“ გასაუმჯობესებლად არ შეწყვეტილა. დროთა განმავლობაში, მტვერსასრუტი გახდა ნაკლებ ხმაურიანი, უფრო მობილური და კომპაქტური.

მის კონსტუქციაში გამოიყენება სხვადასხვაგვარი ფილტრები, რათა დამუშავებულ ჰაერში მტვრისა და მიკრობების რაც შეიძლება ნაკლები ნაწილაკი დარჩეს.

vacuum-cleaner-7ბაზარზე გაჩნდა მტვერსასრუტების სხვადასხვა სახეობები – ციცქნა მოწყობილობები, რომელიც მანქანის სალონის გასაწმენდად გამოიყენება და გიგანტური მანქანები, რომლითაც ქუჩებს, აუზებსა და სხვა დიდ ტერიტორიებს ასუფთავებენ.

???????????????????????????????ყველაზე თანამედროვე მოდელები კი ფანტასტიკური ფილმებიდან გადმოსულ რობოტებს გავს. ისინი დამოუკიდებლად მოძრაობენ, მტვერს პოულობენ, ყველა კუთხეს და ძნელად მისადგომ ადგილებს ასუფთავებენ.

vacuum-cleaner-8ზოგიერთი მოდელი დამოუკიდებლად ასუფთავებს მტვრის ტომარასაც და უფრო მეტიც, თავისით პოულობს კვების წყაროს და იმუხტება. თუმცა ალბათ „სახლის დამლაგებელი მანქანების“ ევოლუცია ამით არ დასრულებულა.

combi-vacuum-cleaner

Advertisements
Comments
One Response to “„ფრუტუნა ბილი“ და სხვები… მტვერსასრუტის ისტორია”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] – მტვერსასრუტი – ასეთი უჩვეულო  მეტაფორული […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე