ბრენდის წარმატების ძირითადი კრიტერიუმები

??????????????????სულ უფრო მზარდი კონკურენციისა და ბაზარზე მოთამაშეთა რიცხვის ზრდის გამო, ამა თუ იმ შენაძენის გაკეთების მიზეზების ირაციონალიზაცია გარდაუვალი ხდება.

successfull-brands-7კლიენტი უკვე ორიენტირებულია არა ტრადიციულ ფასი–ხარისხი–ადგილის შესაბამისობაზე, არამედ არჩევანის გაკეთებისას სხვა კრიტერიუმებითაც ხელმძღვანელობს. შედეგად კი, წარმოიქმნება ბრენდირების – ასობით მსგავსი  პროდუქტისგან თქვენი ნაწარმის ინდივიდუალური იმიჯით გამორჩევის აუცილებლობა.

successfull-brands-2მომხმარებელი უნდა მივიზიდოთ და მარტო ამით არ დავკმაყოფილდეთ – ის უნდა შევინარჩუნოთ, ინტრიგაში ჩავაგდოთ, მასზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. რა აქცევს ზოგიერთ ბრენდს წარმატებულად და მფლობელისთვის უზარმაზარი დივიდენდების წყაროდ, მეორეს კი შეუმჩნევლად გაქრობას აიძულებს? არსებობს ამის რამდენიმე მარტივი კრიტერიუმი.

successfull-brands-6პირველ რიგში, აქტუალობა – შეესაბამება თუ არა ბრენდი განვითარების თანამედროვე ტენდენციებს? ასეთივე სიტუაცია იქნება რამდენიმე წლის შემდეგ? აქვს თუ არა საკუთარი ადგილი ბაზრის საერთო სივრცეში? აქვს თუ არა კონკურენტებისგან განმასხვავებელი უპირატესობები? როგორია ალბათობის პროცენტი, რომ ბაზარზე მასზე მოთხოვნა იქნება?

successfull-brands-1შემდეგია მომხმარებელი – შეუძლებელია ყველას მოწონდე და ყველას ერგებოდე. როგორია ბრენდის მიზნობრივი აუდიტორია? რამდენად შეესაბამება ის დასახულ აუდიტორიას? რაში შეიძლება ის მიზნობრივ აუდიტორიას დაჭირდეს? მათ რომელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს ბრენდი და რამდენად საკმარისია კმაყოფილების ეს მაჩვენებელი?

business_branding1აზრი, ფარული შეტყობინება, ისტორია – ბრენდი რაღაცას უნდა ნიშნავდეს, რაიმე საინფორმაციო დატვირთვა უნდა ქონდეს, თორემ მყიდველი მის მიმართ ინტერესს დაკარგავს. ბრენდის სახელის წარმოთქმისას პოტენციურ მყიდველს თვალწინ მასთან ასოცირებული რაღაც პოზიტიური სურათი უნდა წარმოუდგეს. ამის საუკეთესო მაგალითია დისნეის ბრენდინგ-სტრატეგია.

successfull-brands-9და ბოლოს, კონკურენტული უპირატესობა – ის, რაც ბრენდს ასობით მსგავსი კომპანიებისგან გამოარჩევს; ის, რის გამოც მომხმარებლისთვის თქვენი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა მართლა მოსახერხებელი, მომგებიანი და სასიამოვნო იქნება.

successfull-brands-4კონკურენტული უპირატესობის აქტუალობა აუცილებლად მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ბაზარზე ყოველდღე ახალ-ახალი კონკურენტები ჩნდებიან და პირველი ადგილისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს.

successfull-brands-3

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე