10 კაბა სამეფო ქორწილისათვის

kate-middleton

ბოლო სამეფო ქორწილი, რომელიც 2011 წლის 29 აპრილს შედგა, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, ამიტომ  ქეით მიდლტონის კაბაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ წარმოგიდგენთ 10 საქორწინო კაბას პრინცესებისთვის – საინტერესო ისტორიითა და დიზაინით. 

მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი

მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი, რომელიც 2001 წლის 25 აგვისტოს შედგა, საკმაოდ სკანდალური იყო – ნორვეგიის მეფის ვაჟი ყოფილ ოფიციანტზე, მარტოხელა დედაზე ქორწინდებოდა, რომლის პირველი ქმარიც ციხეში კოკაინის შენახვისთვის იჯდა.

თუმცა პრინცმა ოჯახის ყველა წინააღმდეგობა გადალახა და საკურთხეველთან  მეთე მარითთან ერთად მივიდა, რომლიც ხაზგასმულად უბრალო საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი. ალბათ, ეს სწორი არჩევანი იყო, რადგან მათი ქორწილი ნამდვილად არ იყო ის შემთხვევა, როდესაც ვინმეს ზღაპრული ფერიის ნახვა სურდა.

mette-marit

კაბის დიზაინი ოვე ჰარდერ ფინსეთმს ეკუთვნის. თუმცა მეთე-მარითმა ხალხი თავისი ბუნებრიობით დაიპყრო. მის თავს ბრილიანტის დიადემა (მეფისა და დედოფლის საჩუქარი) და ექვსმეტრიანი ულამაზესი ფატა ამშვენებდა.

mette-marit-brudkl-slap

მატილდა უდეკემ აკოზისა და ბელგიის პრინც ფილიპის ქორწილი 1999 4 დეკემბერს გაიმართა. ეს მე-20 საუკუნის ბოლო სამეფო ქორწილი იყო.

ეტიკეტის მიხედვით, პრინცის საცოლეს სახელოების გარეშე კაბის ჩაცმის უფლება არ აქვს – არავითარი თვითშემოქმედება არ დაიშვება. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა გინდა, საკუთარ ქორწილზე სექსუალურად გამოიყურებოდე?

crown-prince-phillippe-princess-mathilde-royal-weddings

პრინცესა მატილდამ (რომელიც 2013 წლის 21 ივლისს ბელგიის დედოფალი გახდა) და დიზაინერმა ედუარდ ვერმულენმა ეს საკითხი იოლად გადაწყვიტეს. პრინცესას რეალურად ორი კაბა ეცვა – ზემოთან შლეიფიანი (ოფიციალური ცერემონიისთვის) და შიგნით კი საკმაოდ თამამი კაბა.

Mathilde_wedding

ლედი დაიანა სპენსერისა და უელსის პრინცის ჩარლზის ქორწილი, 1981 წლის 29 ივლისი.

პრინცესა დაიანას ზღაპრული კაბა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, დიზაინერებმა დევიდ და ელიზაბეტ ემანუელებმა შექმნეს. კაბამ გამაოგნებელი ეფექტი მოახდინა.

Princess_Diana_wedding_dress

ლედი დაიანას კაბას ბრიტანეთის სამეფო ქორწილების ისტორიაში ყველაზე გრძელი შლეიფი ჰქონდა, რომლის სიგრძეც შვიდნახევარ მეტრზე მეტი იყო. სპილოს ძვლისფერ აბრეშუმის კაბას კი ათასობით მარგალიტი ამშვენებდა.

Diana

პრინცესა მარგარეტისა და ენტონი რმსტრონგჯონსის ქორწილი, 1960 წლის 6 მაისი.

მარგარეტ როუზ უინძორმა კაბის შესაკერად უფროსი დის – დედოფალ ელისაბედ მეორეს დიზაინერს, ნორმან ჰართნელს მიმართა. თუმცა ელისაბედის მდიდრული კაბისგან განსხვავებით მარგარეტს მეტად მოკრძალებული სამოსი ეცვა – იგი ხომ არისტოკრატსაც კი არ მიჰყვებოდა ცოლად. მისი საქმრო მხოლოდ და მხოლოდ ფოტოგრაფი იყო.

margaret

თუმცა მარგარეტი და მისი კაბა ყველას კარგად დაამახსოვრდა, რადგან სწორედ მისი ქორწილის ტელეტრანსლირება შედგა მსოფლიოში პირველად. ამ სანახაობამ ეკრანებს 300 მილიონი მაყურებელი მიაჯაჭვა.

margaret2

სარა ფერგიუსონისა და პრინც ენდრიუს, იორკის ჰერცოგის ქორწილი, 1986 წლის 23 ივლისი.

სარას ქორწილი 80-იანი წლების შუაში შედგა, მაგრამ კლასიკური დიზაინის წყალობით მისი კაბა მუდმივად აქტუალურია. კაბის შექმნისას 80-იანი წლების მოდური მოტივები იყო გამოყენებული.

Prince-Andrew-Miss-Sarah-Ferguson-Royal-Wedding

დიზაინერმა ლინდკა საირეჩმა (Lindka Cierach) არა მხოლოდ ელეგანტური, არამედ დედოფლის ინდივიდუალობის გაზგამსმელი კაბის შექმნა მოახერხა. რადგანაც სარა ფერგიუსონს ორნამენტები უყვარს, ამიტომ კაბაზე იალქნები, ყვავილები და საქმროს ინიციალები იყო ამოქარგული.

sarah

პრინცესა მაქსიმასა და ნიდერლანდების პრინც უილემ-ალექსანდერის ქორწილი, 2002 წლის 2 თებერვალი.

მაქსიმას კაბა ვალენტინოს დაუკვეთეს. ის უმაღლესი ხარისხის თოვლივით თეთრი აბრეშუმისგან იყო შეკერილი. არჩევანი შესანიშნავი აღმოჩნდა – მიუხედავად ხშირი გადაადგილებისა, კაბაზე ერთი ნაკეციც კი არ გაჩენილა.

Maxima1

კაბა არ იყო მეტისმეტად მდიდრული, მაგრამ მშვენივრად დაასრულა ის გზა, რაც მაქსიმამ სამხრეთ ამერიკელი (არგენტინელი) ლამაზმანიდან დახვეწილ პრინცესობამდე გაიარა.

maxima

გრეის კელისა და მონაკოს მთავრის რენეს ქორწილი, 1956 წლის 19 აპრილი.

საქორწინო კაბების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კაბა ელენ როუზმა შექმნა.

grace-kelly3

გრეის კელის კაბა შემდეგ მთელ მოვლენად იქცა მაღალი მოდის ისტორიაში. კაბის შესაქმნელად 23 მეტრი აბრეშუმის ტაფტი და 90 მეტრი წული გამოიყენეს, უნიკალური საყელო კი 100 წლის წინ იყო მოქსოვილი.

grace-kelly-1

კაბას ექვსი კვირის განმავლობაში ოცდაათი ადამიანი კერავდა.

დიზაინერი ფიქრობდა, რომ კაბის უკანა მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა, ამიტომ მისმა დიზაინმა საკმაო დრო წაიღო – დედოფლის ზურგი ხომ უფრო ხშირად ჩანს ცერემონიაზე.

grace-kelly2

დანიის პრინცესა ანა მარისა და საბერძნეთის მეფის ონსტანტინ II ქორწილი, 1954 წლის 18 სექტემბერი.

დიზაინერმა იორგენ ბენდერმა მოახერხა შეექმნა უბრალო, ძალიან მოკრძალებული საქორწილო კაბა, რომელიც, ალბათ, ყველას მოუხდებოდა. ანა-მარი სულ 18 წლის იყო, როდესაც ეს კაბა ჩაიცვა, თუმცა ის ახლაც თანამედროვედ ჩანს.

1964-annemarie

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედისა და ედინბურგის ჰერცოგის ილიპ მაუნთბათენის ქორწილი, 1947 წელი.

royal-wedding-dress-queen-elizabeth-1947

ელისაბედის კაბა მისმა პირადმა დიზაინერმა ნორმან ჰართნელმა შექმნა. კაბა დეკორირებული იყო 10 ათასი მარგალიტით, რომლებიც დედოფლის კაბის გასაფორმებლად აშშ-იდან ჩამოიტანეს.

elizabeth

გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ანასა და კაპიტან მარკ ენტონი პეტერ ფილიპსის ქორწილი, 1973 წლის 14 ნოემბერი.

პრინცესა ანას კაბა მისმა პირადმა დიზაინერმა მაურინ ბეიქერმა შექმნა. კაბა ე.წ. ტიუდორების სტილში იყო შეკერილი – მაღალი საყელოთი და “შუასაუკუნეობრივი” სახელოებით. როგორც ქორწილის შემდეგ პრინცესამ განაცხადა, კაბის დიზაინის მომზადების პროცესში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა და ზოგიერთი დეტალი სწორედ მისი მოფიქრებულია.

anne

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე